ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მეორე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
“ვოლაბებს” წინა მატჩის შემდეგ სერიოზული დანაკლისი აქვთ: ერთ-ერთი ლიდერი იზრაელ ფოლაუ დაშავდა და თამაშს ვერ შეძლებს, რომლის ნაცვლადაც ძირითადში ჯეკ მედოქსი იქნება. ის წინა მატჩში მარქაფადან ჩაერთო თამაშში და საერთოდაც დებიუტი ჰქონდა, რაც გატანილი ლელოთი აღნიშნა. ის ფრთაზე ითამაშებს, ხოლო ფულბექის პოზიციაზე დეინ ჰეილეტ-პეტი გადაინაცვლებს.
მაიკლ ჩეიკას გუნდი ოკლენდს ასეთი შემადგენლობით ეწვევა:
უკანა ხაზი
15. დეინ ჰეილეტ-პეტი (22 კეპი), 14. ჯეკ მედოქსი (1), 13. რის ჰოჯი (28), 12. ქერთლი ბილი (75), 11. მარიკა კორობეიტე (12), 10. ბერნარდ ფოლი (59), 9. უილ გენია (91);
შერკინება
1. სკოტ სიო (46), 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ (83), 3. ალან ალაალატოა (24), 4. იზაკ როდა (8), 5. ადამ კოულმენი (24), 6. ლუქან ტუი (8), 7. მაიკლ ჰუპერი (კაპიტანი, 83), 8. დევიდ პოკოკი (70);
მარქაფა
16. ფოლაუ ფაინგაა (0), 17. ტომ რობერტსონი (22), 18. სეკოპე კეპუ (95), 19. რობ სიმონსი (86), 20. პიტ სამუ (4), 21. ნიკ ფიპსი (65), 22. მეთ ტუმუა (34), 23. ტომ ბენკსი (0).
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში “ოლ ბლექსმა” “ვოლაბები” სიდნეიში 38:13 დაამარცხა, ხოლო მოახლოებული შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 11:35 დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია