საერთაშორისო

1:20 | 17.08.2018 | ნანახია 1885 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: სამხრეთ აფრიკის და არგენტინის შემადგენლობები

2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პირველი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები დურბანში არგენტინას უმასპინძლებს. მოახლოებული რკენისთვის ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობები გამოაქვეყნა.

სამხრეთ აფრიკას დაუბრუნდნენ ლიდერები, მეორეხაზელი ებენ ეცებეთი და კვაჭი მალკოლმ მარქსი, რომელთაც ტრავმების გამო ივნისის ტესტები გამოტოვეს. “ქურციკებს” აკლიათ დუეინ ვერმულენი, რომელიც იაპონიის ჩემპიონატში ითამაშებს და ამ 4 ერზე არ იასპარეზებს, ასევე დაშავებულია უორიკ ხალანტი.

რასი ერასმუსმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

უკანა ხაზი

15. უილიე ლერუ (44 კეპი), 14. მაკაზოლე მაპიმბი (1), 13. ლუქანიო ემი (3), 12. ანდრე ესტერჰუიზენი (2), 11. აფიუი დიანტი (3), 10. ჰანდრე პოლარდი (29), 9. ფაფ დე კლერკი (14);

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (101), 2. მალკოლმ მარქსი (14), 3. ფრანს მალერბე (19), 4. ებენ ეცებეთი (67), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოი (36), 6. ფრანსუა ლოუ (57), 7. სიია კოლისი (31, კაპიტანი), 8. უორენ უაითლი (17)

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (16), 17. სტივენ კიტშოფი (27), 18. ტომას დუ ტოი (4), 19. მარვინ ორიე (1), 20. მარკო ვან სტადენი (0), 21. ემბროუზი პაპიე (2), 22. ლიონელ მაპოი (12), 23. დამიან უილემსი (0);

არგენტინეთა რიგებში პირველ რიგში აღსანიშნავია ხუან ფიგალიოს ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. ინგლისური “სარასენსის” ბურჯი პირველი ლეგიონერია, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის შემდგომ “პუმების” ღირსებას დაიცავს.

სამხრეთ ამერიკელები მოისაკლისებენ სათადარიგო კვაჭ ხულიან მონტოიას, ძირითად ფულბექს ხოაკინ ტუკულეტს, შუამარბს მატიას ორლანდოს და ფრთას სებასტიან კანსელიერეს.

მარიო ლედესმამ სადებიუტო მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა აირჩია:

უკანა ხაზი

15. ემილიანო ბოფელი, 14. ბაუტისტა დელგუი, 13. მატიას მორონი, 12. ბაუტისტა ეზკურა, 11. რამირო მოიანო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. გონსალო ბერტრანუ;

შერკინება

1. ნაუელ ტეტაზ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი (კაპიტანი), 3. ხუან ფიგალიო, 4. გუიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. მარკოს კრემერი, 8. ხავიერ ორტეგა დესიო;

მარქაფა

16. დიეგო ფორტუნი, 17. სანტიაგო გარსია ბოტა, 18. სანტიაგო მედრანო, 19. ტომას ლავანინი, 20. ტომას ლეზანა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. ხუან კრუზ მალია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104472