ამბები

23:44 | 24.08.2014 | ნანახია 1602 - ჯერ

აკადემიების გამოწვევა - საერთაშორისო ტურნირი

 

აკადემიების გამოწვევა (1st Academy Challenge) - არის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 26 და 29 აგვისტოს საფრანგეთში, კლერმონთან ახლოს სამთო კურორტ ბესსიში გაიმართება. ტურნირში, რომელიც პირველად იმართება, მონაწილეობენ ფრანგული “კლერმონის”, ირლანდიური “მანსთერის”, ინგლისური “ლესთერ თაიგერსის” 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ტურნირი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ კარგ შესაძლებლობად განიხილება. გარდა ამისა, ასაკით უფროს და მაღალი დონის მოწინააღმდეგე გუნდებთან თამაში, უმცროს “ბორჯღალოსნებს” საერთაშორისო გამოცდილებას შემატებს.

გუნდი კლერმონში 25 აგვისტოს გამთენიას გაემგზავრება. მატჩები 26 და 29 აგვისტოს გაიმართება. თითო სამატჩო დღეს ორი შეხვედრა, 20:00 და 21:00 საათებზე გაიმართება.

25 აგვისტოს, საღამოს გაიმართება მენეჯერთა შეხვედრა, სადაც დადგინდება სამატჩო წყვილები, რომლის შესახებ ინფორმაციას იმავდროულად მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ პლათფორმის მეშვეობით ამ ბმულზე https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion.

მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ასევე ზემოხსენებულ ფესიბუქის გვერდზე.

შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ youtube.com და myvideo.ge არხებზე მატჩის გამართვიდან მეორე დღეს შემდეგ ბმულებზე:

 

https://www.youtube.com/user/georgianrugby

http://www.myvideo.ge/GeorgiaRugbyUnion

 

ლადო კილასონია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: “საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ტურნირია. მონაწილეობას იღებენ ევროპული გრანდების - ფრანგული “კლერმონის”, ირლანდიური “მანსთერისა” და ინგლისური “ლესთერ თაიგერსის” 20-წლამდელთა გუნდები. გუნდების ჩამონათვალიდან გამომდინარე უკვე ნათელია თუ რა დონის შეჯიბრი გველის და თუ როგორი რთული თამაშები ექნებათ ჩვენს ბიჭებს.

ამ ასპარეზობაში 19-წლამდე “ბორჯღალოსნების” მიწვევა ჩვენთვის დიდ პატივია და დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ვინაიდან ეს არ გახლავთ ოფიციალური ტურნირი, შესაბამისად ნაკლები შეზღუდვები გვექნება და რიგი ექსპერიმენტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. სხვადასხვა მიზეზების გამო, შემადგენლობაში რამოდენიმე მოთამაშეს მოვისაკლისებთ, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ - მაგალითად ბექა გორგაძე, რომელიც სათამაშოდ ფრანგულ “მონ დე მარსანში” მიემგზავრება, ზაზა ხარებავა, რომელიც უკვე წავიდა “ლა როშელში”, ასევე ჩემპიონატის მსვლელობისას ტრავმები მიიღეს უკანა ხაზელებმა, “ჯიქების” მოთამაშეებმა ირაკლი სვანიძემ და დევი დევსურაშვილმა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, 23-24 აგვისტოს უმაღლესი ლიგის გათამაშების ტური გვიჩვეებს, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან მოთამაშეები.

ვერ ვიტყვი, რომ გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ბიჭები მზად არიან. პრობლემებს დაემატა მთავარი მწვრთენლის, დათო ვართანიანის გარდაცვალება. მოგეხსენებათ, რომ ეს შეკრებაზე მოხდა და ბიჭებმა ეს გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს.

ტურნირის მთავარი მიზანი არის ნაკრების მომზადება “რაგბი ევროპის” ასაკობრივი ჩემპიონატისთვის, რომელიც წელს ოქტომბერში გაიმართება, შესაბამისად საუკეთესო მოთამაშეების შერჩევა. გარდა ამისა, შეგვეძლება მოთამაშეების შესაძლებლობების ნახვა, რათა გავარკვიოთ თუ რა რგოლში ვართ კარგად მომზადებულნი და რაზე გვაქვს კიდევ სამუშაო.

 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

სამწვრთნელო შტაბი:

ლადო კილასონია - მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი - მწვრთნელი, გიგა გურეშიძე - მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი - ფიზმომზადების მწვრთნელი, ირაკლი შაორშაძე - ფიზიო, ილია ლათიბაშვილი - ექიმი, ოთარ იაშვილი - გუნდის მენეჯერი, დავით რამიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი

რაზმი:

1.       ბადრი ალხაზიშვილი                                          ლელო სარასენს

2.       თორნიკე მატარაძე                                               აია

3.       როლანდ კვაჭაძე                                                   ლელო სარასენს

4.       ოთარ გიორგაძე                                                     აია

5.       ბესიკ ბარბაქაძე                                                      არმაზი

6.       ბადრი დანგაძე                                                       აია

7.       გიორგი მელიქიძე                                                  ხარები

8.       ვასილ ლობჟანიძე                                                  არმაზი

9.       რეზი ჯინჭველაშვილი                                         აია

10.   დავით გულიტაშვილი                                           ხარები

11.   თემურ ირემაძე                                                        აია

12.   თორნიკე მანაგაძე                                                    აია

13.   გიორგი ბაბუნაშვილი                                              აია

14.   ბექა კაკაბაძე                                                              ლოკომოტივი

15.   მიკა ნეფარიძე                                                           ლოკომოტივი

16.   თორნიკე ზოიძე                                                       აკადემია

17.   დავით პაპავაძე                                                        ჯიქები

18.   ჟორა მღებრიშვილი                                                 ხარები

19.   გივი ლოსაბერიძე                                                     აია

20.   გიორგი კოშაძე                                                          ხარები

21.   დავით ლობჟანიძე                                                   არმაზი

22.  ლაშა საჯაია                                                                ჯიქები

23.  თორნიკე ბუბუტეიშვილი                                       ლელო სარასენს

24.  რატი შანიძე                                                                ლელო სარასენს

25.  ბადრი ლიპარტელიანი                                             არმაზი

26.  ბექა ნონიაშვილი                                                        ხულიგანა

 

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076645