“სანზარმა” 2018 წლის სუპერ რაგბის საუკეთესო მოთამაშე და სიმბოლური გუნდი დაასახელა.
“ზე რაგბის” საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მესამედ გახდა “ჩიფსის” და ახალი ზელანდიის უკანახაზელი დამიან მაკქენზი, რომელმაც წლევანდელ სეზონში მგეზავის პოზიციაზე ითამაშა, თუმცა გასულ წელს ფულბექად თამაშობდა. 23 წლის მორაგბემ ახლახანს დასრულებულ გათამაშებაში 6 ლელო დადო, 177 ქულა გაიტანა, 177-ჯერ შეუტია, 950 მეტრი მოიგო, 26-ჯერ ხაზის გაჭრა მოახერხა და 74-ჯერ მოწინააღმდეგე გააბითურა.
საინტერესოა, რომ სუპერ რაგბის გამარჯვებული “კრუსეიდერსიდან” სიმბოლურში მხოლოდ ერთი მოთამაშე ჯორჯ ბრიჯი მოხვდა. სეზონის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ახალზელანდიური “ჩიფსიდან” ფიგურირებს.
2018 წლის “ზე რაგბის” საუკეთესო გუნდი ასეთია:
უკანა ხაზი
15. იზრაელ ფოლაუ (“ვორათასი”, ავსტრალია), 14. სოლომონ ალალმალო (“ჩიფსი”, ახალი ზელანდია), 13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (“ჩიფსი”, ახალი ზელანდია), 12. მაიკლ ლიტლე (“სანვულვზი”, იაპონია), 11. ჯორჯ ბრიჯი (“კრუსეიდერსი”, ახალი ზელანდია), 10. დამიან მაკქენზი (“ჩიფსი”, ახალი ზელანდია), 9. ტიჯეი პერენარა (“ჰარიკეინსი”, ახალი ზელანდია);
შერკინება
1. სტივენ კიტშოფი (“სტორმერსი”, სამხრეთ აფრიკა), 2. მალკოლმ მარქსი (“ლაიონსი”, სამხრეთ აფრიკა), 3. ტანიელა ტუპოუ (“რედსი”, ავსტრალია), 4. ბროდი რეტალიკი (“ჩიფსი”, ახალი ზელანდია), 5. ლუდ დე იახერი (“ბულსი”, სამხრეთ აფრიკა), 6. პაბლო მატერა (“ხაგუარესი”, არგენტინა), 7. ჟან-ლუკ დუ პრეზი (“შარქსი”, სამხრეთ აფრიკა), 8. აკირა იოანი (“ბლუზი”, ახალი ზელანდია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ველოდებით ინფორმაციას "ლოკოტივი"-ს შესახებ, რა ხდება? გაადაიჭრა ფინანსური პრობლემები? თუ არა, მაშინ რატომ არ აქვეყნებთ კლუბის საბანკო რეკვიზიტებს?