საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი სარაგბო სამყარო შეძრა. გუშინ ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში “ორიაკის” და “როდეზის” ესპუარები დაუპირისპირდნენ. ამ მატჩმა ყველა რაგბის ქომაგის ყურადღება მიიპყრო, რადგან შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა “ორიაკის” 21 წლის მოთამაშე ლუი ფაიფროვსკი.
ახალგაზრდა მორაგბე ერთ-ერთ ეპიზოდში შებოჭეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა და მოედნიდან უმალ გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ცოტა ის მინდორს მაინც დაუბრუნდა და მალევე გონება მეორედ დაკარგა. ლუის გული გაუჩერდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
“ორიაკის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუი გასახდელში გარდაიცვალა. მათ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და ოჯახს მიუსამძიმრეს.
ცნობისთვის, ფაიფროვსკი “ორიაკის” ძირითადი გუნდის წევრი იყო. მან პრო დ2-ში 23 შეხვედრის ჩატარება და 1 ლელოს გატანა მოასწრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დასანანია, ღმერთმა აცხონოს ! ! !
საშინელებაა... ნათელში ყოფილიყოს
სამწუხაროა!