“შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 800-მდე გულშემატკივარი იმ იმედით შეიკრიბა, რომ საინტერესო თამაშს იხილავდა, მაგრამ მათ იმედები გაუცრუვდათ. ორადორი ჯარიმა, გაუთავებელი ჭიდაობა და ფეხით დარტყმები - აი სულ ეს იყო რაც მოედანზე ხდებოდა.
არადა, კარგი თამაშისთვის თითქოს ყველა პირობა იყო - აგვისტოს პერიოდისთვის სასიამონვო საღამო, ხელოვნური განათება, ორი გუნდი, რომელთაც საჩემპიონი ამბიცია აქვთ... მაგრამ ბურთი უფრო დიდხანს იყო ჰაერში და ჩაფლული რაქებში, ვიდრე უშუალოდ თამაშში და ეს სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ იყო. დიახ, თამაშს არ აკლდა დაძაბულობა და ბოლო წუთამდე ძნელი სათქმელი იყო გამარჯვება ვის დარჩებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს სილამაზე აკლდა.
თუმცა, პირველ ტაიმში “ყოჩები” მეტნაკლებად თამაშობდა. ბევრისთვის მოულოდნელად, მათ პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე შერკინებაში, მოიგეს “ჯიქების” რამდენიმე დერეფანი და საწყის წუთებში ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, რის შედეგადაც 15 წუთში თემურ სოხაძემ ორი ჯარიმის გატანა მოახერხა, მაგრამ მერე ბოლნისელებიც აირივნენ და მეტოქის მსგავსად აღარაფერი გამოუვიდათ. ორივე გუნდის მხრიდან ხშირი იყო შეცდომები და ამ შეცდომების ხარჯზე მეორე უპირატესობას ქმნიდა, მაგრამ თბილისელებმა ორჯერ არ გაშალეს ბურთი ფლანგზე და ასპროცენტიანი სალელოვე შანსი ხელიდან გაუშვეს.
ლელოს გატანა და საქმის მოთავება “ყოჩებსაც” შეეძლო, როდესაც გიორგი ბეგაძის ფეხით გადაკიდებულს ლევან გოგოლაშვილი მიჰყვა, ბურთი ჰაერიდან დავით ხიდეშელს ჩამოუგდო, ის ფლანგზე გაიქცა, მაგრამ მეტოქე დაეწია. სულ ბოლოს შეიძლებოდა ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო. ეს რამაზ ხარაზიშვილმა ითამაშა კარგად, ხაზი გაჭრა, მერე ბურთი ფეხით შეიგდო მიჰყვა, მაგრამ შავლეგ მახარაშვილმა დაასწო და ზედ ძელებსშუა დაჯარიმდა. მასპინძლებმა ბურთი გაითამაშეს, მაგრამ ხაზის გადაკვეთა ვერ შეძლეს, მერე სულაც მეტოქემ 20-იოდე მეტრით უკან დაახევინა და მეორე ტაიმი უქულოდ, თამაში კი, 6:0 დასრულდა.
მხოლოდ ერთმა გუნდმა მოაგროვა ქულები მალთაყვაში, სადაც “ბათუმი” “ლელო სარასენსს” მასპინძლობდა. თბილისელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და გარდასახვებს ერთი ჯარიმაც მიაყოლეს, მეორე ნახევარში კი, მონაგარს მხოლოდ არეკნი შემატეს და 20:0 იმარჯვეს.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
II ტური
24 აგვისტო
ფოთი. მალთაყვა. 100 მაყურებელი
ბათუმი (ბათუმი) - ლელო სარასენსი (თბილისი) 0:20 (0:17)
ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ნინიძე, 13. კვერნაძე (გ. თუთბერიძე 73), 12. გაგოშვილი, 11. ბ. ევგენიძე (გიორგაძე 48), 10. ჯიმშელაძე, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე 64); 1. გიგაშვილი (ხოჭოლავა 74), 2. თხელიძე (ცხოვრებაშვილი 61), 3. კელენჯერიძე (ბერიძე 51-62), 4. კვაჭაძე (კორტავა 33), 5. ხელაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი (ცირეკიძე 51).
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი (ნიჟარაძე 59), 13. ტალახაძე, 12. ხეცურიანი (კოპაძე 58), 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა (მინდიაშვილი 79); 1. სანიკიძე (ჯულაყიძე 57), 2. ალხაზაშვილი (ლომთაძე 58), 3. მელიქიძე, 4. ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე 45), 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი (კერვალიშვილი 66), 7. სურგულაძე (მძინარიშვილი 75), 8. მაისურაძე.
2 ლელო: ბუბუტეიშვილი, კაჭარავა
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 არეკნი: კაჭარავა
2 სინბინი: ლომთაძე (70), კოპაძე (80+5)
რეფერი: გვირჯიშვილი
კიდეებზე: თევზაძე, აბულაშვილი
თბილისი. “შევარდენი”. 800 მაყურებელი
ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 0:6 (0:6)
ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ჯინჯიხაძე, 12. რ. ხუციშვილი, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ჭინჭარაული; 1. ოქრიაშვილი (კვერნაძე 50), 2. მამრიკიშვილი (ოქრომელიძე 57), 3. კაიკაციშვილი (რუხაძე 56), 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი, 6. ტუჩაშვილი, 7. შუბითიძე (ტვილდიანი 55), 8. შენგელია.
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხარშილაძე, 12. ა .ხუციშვილი, 11. გეგენავა (გარუჩავა 52), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ხოსიტაშვილი 46), 2. ხიდეშელი (სვანიძე 70), 3. შენგელია (ჯინჭარაძე 65), 4. ურუშაძე (ტყეშელიაძე 59), 5. არჩუაშვილი, 6. გუგეშაშვილი, 7. აფციაური, 8. ჩხიკვაძე (კიკვიძე 25)
2 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: არჩუაშვილი
რეფერი: ჩიხლაძე
კიდეებზე: ტრაპაიძე, პოღოსიანი
- ხარები 2 2 0 0 70-25 9
- ლელო სარ. 2 2 0 0 44-19 8
- ყოჩები 2 2 0 0 33-16 8
- ჯიქები 2 1 0 1 18-21 5
- აია 2 1 0 1 41-41 5
- არმია 2 1 0 1 28-59 4
- თიბიეს უნივ. 2 0 0 2 42-50 2
- ლოკომოტივი 1 0 0 1 22-26 1
- არმაზი 1 0 0 1 16-27 0
- ბათუმი 2 0 0 2 15-45 0
მომდევნო ტური
თიბიეს უნივერსიტეტი - ბათუმი, ლოკომოტივი - ჯიქები, არმია - არმაზი, ლელო სარასენსი - ხარები, ყოჩები - აია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია