საერთაშორისო

0:10 | 9.08.2018 | ნანახია 2782 - ჯერ

“ოლ ბლექსი” 4 ერისთვის დაირაზმა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა მოახლოებული რაგბი ჩემპიონშიპისთვის (4 ერისთვის) 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შავ კვართს პირველად მოირგებენ “ჩიფსის” 9 ნომერი ტე ტოიროა ტაჰურიორანგი და “კრუსეიდერსის” ბურჯი ტიმ პერი, ხოლო ოთხ მოთამაშეს “ოლ ბლექსის” რიგებში მხოლოდ თითო მატჩი აქვს ჩატარებული.

საინტერესოა, “ჰარიკეინსის” უკანახაზელების ბენ ლემის და ნგანი ლაუმაპეს არგამოძახება, რომელთაც სუპერ რაგბიში შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. განაცხადში არიან სონი ბილ უილიამსი და დენ კოულსი. “ბლუზის” შუამარბს მხრის ტრავმა აწუხებდა, ხოლო “ჰარიკეინსის” კვაჭმა მუხლის დაზიანების გამო მთელი “ზე რაგბი” გამოტოვა.

სტივ ჰანსენმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:

შერკინება

კვაჭები: დენ კოულსი (“ჰარიკეინსი”, 56 კეპი), ნათან ჰარისი (“ჩიფსი”, 13), კოდი ტეილორი (“კრუსეიდერსი”, 32);
ბურჯები: ოუენ ფრენკსი (“კრუსეიდერსი”, 98), ჯო მუდი (“კრუსეიდერსი”, 34), ტიმ პერი (“კრუსეიდერსი”, 0), კარლ ტუ’ინუკუაფე (“ჩიფსი”, 3), ოფა ტუ’უნგაფასი (“ბლუზი”, 17);
მეორე ხაზი: სკოტ ბარეტი (“კრუსეიდერსი”, 19), ბროდი რეტალიკი (“ჩიფსი”, 68), სამუელ უაითლოკი (“კრუსეიდერსი”, 99);
მესამე ხაზი: სემ კეინი (“ჩიფსი”, 55), შენონ ფრიზელი (“ჰაილენდერსი”, 1), ჯექსონ ჰემოპო (“ჰაილენდერსი”, 1), კირან რიდი (“კრუსეიდერსი”, 109, კაპიტანი), არდი სავეა (“ჰარიკეინსი”, 25), ლიამ სქუეარი (“ჰაილენდერსი”, 17), ლუკ უაითლოკი (“ჰაილენდერსი”, 5);

უკანა ხაზი

ჰავბექები: აარონ სმიტი (“ჰაილენდერსი”, 74), ტიჯეი პერენარა (“ჰარიკეინსი”, 45), ტე ტოიროა ტაჰურიორანგი (“ჩიფსი”, 0);
მგეზავები: ბოდენ ბარეტი (“ჰარიკეინსი”, 65), დამიან მაკქენზი (“ჩიფსი”, 15), რიჩი მო’უნგა (“კრუსეიდერსი”, 1);
შუამარბები: რაიან კროტი (“კრუსეიდერსი”, 37), ჯეკ გუდჰუ (“კრუსეიდერსი”, 1), ენტონ ლინერტ-ბრაუნი (“ჩიფსი”, 24), სონი ბილ უილიამსი (“ბლუზი”, 46);
ფრთები: რიეკო იოანი (“ბლუზი”, 16), ნეჰე მილნერ-სკადერი (“ჰარიკეინსი”, 11), ვაისაკე ნაჰოლო (“ჰაილენდერსი”, 19)
ფულბექები: ბენ სმიტი (“ჰაილენდერსი”, 67), ჯორდი ბარეტი (“ჰარიკეინსი”, 5)

რაგბი ჩემპიონშიპის წლევანდელი გათამაშების კალენდარი ასეთია:

I ტური

18 აგვისტო

ავსტრალია – ახალი ზელანდია

სამხრეთ აფრიკა – არგენტინა

II ტური

25 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია

არგენტინა – სამხრეთ აფრიკა

III ტური

8 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა

ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური

15 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა

ავსტრალია – არგენტინა

V ტური

29 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია

არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური

6 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია

არგენტინა – ავსტრალია

თეგებიოლ ბლექსი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:16 | 09.08.2018
giorealist (26)

არდი სავეა - სადაზვევო კომპანია "არდი"-ში ყოფილა დაზღვეული..

0.096918