საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების და გორის “ჯიქის” ბურჯი გიორგი ნუცუბიძე კარიერას “ბიარიცში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს.
ზემოხსენებულ წყაროს ტრანსფერის დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბე თავდაპირველად ესპუარის კონტრაქტით ისარგებლებს.
ნუცუბიძემ 2018 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 2-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო სამჯერ თამაშში მარქაფადან ჩაერთო.
ცნობისთვის, “ბიარიცმა” გასული სეზონი პრო დ2-ში მე-6 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში “გრენობლთან” 26:33 დამარცხდა. ნუცუბიძის გარდა, ბასკური კლუბის ღირსებას ვახტანგ ახობაძე და თორნიკე ჯალაღონია დაიცავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაფრთიანდით არწივებო! რაგბი ჩვენი თამაშია!
წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !