ამბები

12:21 | 6.08.2018 | ნანახია 2042 - ჯერ

მეორეზე ქვიშაში

ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს კაცთა ნაკრებმა ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო, ფინალი მინიმალური სხვაობით დათმო და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

პირველ დღეს ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ, ბიჭებმა მეოთხედფინალში ლატვიას შანსი არ დაუტოვეს და 11:5 დაამარცხეს.

ნახევარფინალში იტალიასთან, რომელიც ქვიშაში მობურთალი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, მძიმე და დაძაბული ბრძოლა გაიმართა. მეტოქემ პირველი ტაიმი 4:2 მოიგო, თუმცა ქართველებმა შესვენების შემდეგ წონასწორობა აღადგინეს, უკვე გაწითლებულ დროზე კი გამარჯვების ლელო გაიტანეს - 5:4.

ფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მასპინძელი რუსეთი გვერგო. მეტოქე აქაც ორი ბურთით დაწინაურდა, თუმცა გიორგი ქოპილაშვილის შეგირდებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს (2:2). დრო რომ გაწითლდა ანგარიში 3:3 იყო, მეტოქემ ლელოს გატანა მოახერხა და 4:3 იმარჯვა.

გოგონებმა მე-5 ადგილის ნახევარფინალი სლოვენიას თითო ტაიმში 4:4 ლელო გაუტანეს და ჯამში 8:0 იმარჯვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველო ავსტრიასთან 3 ლელოთი ჩამორჩა, მეორე ტაიმში სამი ლელო თავადაც გაიტანა, მაგრამ ამდენივე მიიღო (3:6) და მე-6 ადგილს დასჯერდა.

კაცთა ტურნირი

შემადგენლობა: იოანე ხელაია (აკადემია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), თორნიკე მანაგაძე (აია), დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი, მოსკოვში ხვალ გაფრინდება).

5 აგვისტო. თასის მეოთხედფინალი

საქართველო - ლატვია 11:5

ნახევარფინალი

საქართველო - იტალია 5:4

ფინალი

საქართველო - რუსეთი 3:4

ქალთა ტურნირი

შემადგენლობა: სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ნათია გავაშელიშვილი, თინათინ სიხარულიძე, ირმა გულიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანი კაპანაძე, თამარ მანაგაძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, მანონი საღარაძე, თეონა ჩიტაიშვილი.

5 აგვისტო. V ადგილის ნახევარფინალი

საქართველო - სლოვენია 8:0

VI ადგილისთვის

საქართველო-ავსტრია 3:6

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07849