შიდა რაგბი

3:40 | 4.08.2018 | ნანახია 4936 - ჯერ

ბრაზილიური სიურპრიზი “მიხეილ მესხზე”
"რასინგ 92" ზაფხულის თასის პირველი გამარჯვებულია

2018 წლის ზაფხულის თასის პირველი გათამაშება დასრულდა. მეორე და ბოლო სათამაშო დღეს საქართველო XV ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდა, ხოლო “რასინგ 92” არგენტინა XV-ს შეერკინა.

არგენტინა XV-თან მოგებული შეხვედრის შემდგომ, ბესიკ ხამაშურიძემ შემადგენლობაში ექვსი ცვლილება მოახდინა, საიდანაც ხუთი უკანახაზს შეეხო. ეს გახლდათ მიზეზი, ცუდი ამინდი, მეტოქის კარგი თამაში თუ სხვა, ფაქტია, რომ საქართველო XV-მა წინა მატჩთან შედარებით აშკარად უარესად ითამაშა და საბოლოოდ ეს ტაბლოზეც აისახა.

ქართველების თამაშში ბევრი წუნი იყო, რომელთაგან ყველაზე მეტად გამოსაყოფი ხელით თამაშია, ბურთი ხშირად გვივარდებოდა წინ, რაც ამინდიდან გამომდინარე მოულოდნელი არც ყოფილა. გარდა ამისა, აღსანიშნია დისციპლინაში პრობლემები, რაც საკმაოდ ბევრ აღებულ ჯარიმაში გამოიხატა და კიდევ ის, რომ რიგ ეპიზოდებში ხაზი აწევას აგვიანებდა.

ბრაზილიელებმა კი სტადიონზე მოსული პუბლიკა აშკარად გააოცეს საკუთარი კარგი თამაშით. “რასინგ 92”-თან შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა, რომ მზარდი, განვითარებადი გუნდია და ეს ეპიზოდურად ნამდვილად იგრძნობოდა, ხოლო საქართველო XV-თან ეს ყველაფერი კიდევ უკეთ გამოჩნდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, მათი ხაზის კარგი თამაში, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ გახლავთ, რადგან ბრაზილიელებს 7-კაცაში საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შერკინებაში ყოჩაღად დაგვიდგნენ, რაც მაყურებლისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი გახლდათ.

საწყის ათ წუთში გუნდებმა თითო ზუსტი ჯარიმა დაარტყეს: მე-7 წუთზე ანგარიში ჯოშ რივზმა გახსნა, ხოლო სამ წუთში თედო აბჟანდაძემ გაათანაბრა.

მე-13 წუთზე გურამ შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, რომელმაც ბურთი საკუთარი 22-დან ოდნავ მოშორებით მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და მაღალი სისწრაფით გაიქცა, გზად კიდევ ერთი მოთამაშე შესანიშნავი კონტაქტით მოიშორა და მეტოქის 22-ში შევიდა, შეტევა მარგალიტაძემ განაგრძო და ჭყოიძეს გადააწოდა ბურთი, მასპინძლები ლელოს მიუახლოვდნენ და ხეირზე დაიწყეს თამაში, რითაც თედო აბჟანდაძემ ისარგებლა და ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, მაგრამ ტაბუცაძემ ბურთი ვერ აიღო და ჯარიმა დაგვიბრუნდა. გარდა ამისა, ვიდეორეფერმა შოთა თევზაძემ თორნიკე გვირჯიშვილს უთხრა, რომ მოისეს დუკი უბურთო ნიკა სუხაშვილს მხრით შეასკდა, რის გამოც ყვითელი ბარათით დაისაჯა. აბჟანდაძემ ბურთი აუტში გადაიტანა, რომელიც 5-იანიდან ჭყოიძემ მოაწოდა, მოლი აგორდა და თავად ჭყოიძემ შეძლო ოვალის ლელოში დამიწება. გარდასახვა აბჟანდაძეს გაუცუდდა.

ამ ლელოს ახალზელანდიელმა ჯოშ რივზმა ოთხ წუთში კვლავ ჯარიმით უპასუხა, ხოლო 24-ე წუთზე ბრაზილიელებმა ჩვენს 22-თან საკუთარი შერკინებიდან ბურთი გამოიტანეს, ძალზე სწრაფად ჩაათამაშეს და დანიეუ სანსერმა პირველი ლელო დადო, რომელიც რივზმა გარდასახა.

ქართველთათვის ტაიმი მაინც კარგად დასრულდა: ჭყოიძემ მეტოქის ლელოდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით აუტი მოაწოდა, რომელიც საღინაძემ მოიგო და მოლი აგორდა, რომელსაც ბოლოს შენგელია მოწყდა და ბურთი ლელოში დაამიწა, აბჟანდაძემ გარდასახა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 15:13 დასრულდა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა მხოლოდ ორი შედეგიანი შეტევა იხილა: 45-ე წუთზე თედო აბჟანდძემ ჯარიმით სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა. ხუთ წუთში ცინიკური ჯარიმის გამო მსაჯმა ნიკა სუხაშვილი გაასინბინა, რიცხობრივი უპირატესობით კი სტუმრებმა ისარგებლეს და 58-ე წუთზე მშვენიერი ლელო დადეს: აბჟანდაძემ აბრაგანი ასწია, თუმცა ხაზმა აწევა დააგვიანა, რითაც ბრაზიელებმა მშვენივრად ისარგებლეს, რივზმა ბურთი იოლად მიიღო და დანიეუ სანსერს გადააწოდა, რომელმაც ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და მისი შეჩერება ჩვენს 5-იანთანღა მოხერხდა, მაგრამ ბურთი უმალ ფელიპ სანსერმა აიტაცა და მეორედ დაგვალელოვა, რივზმა კი იოლი გარდასახვა გაიტანა და ბრაზილია წინ გავიდა.

თედო აბჟანდაძემ 73-ე წუთზე იმის გაკეთება სცადა, რაც არგენტინა XV-თან გამოუვიდა: ჯარიმა საკუთარი ნახევრიდან, თითქმის იმ ადგილიდან დაარტყა, საიდანაც წინა მატჩში “პუმებს” გამარჯვების მომტანი 3 ქულა გაუტანა, ახალგაზრდა მგეზავს ამჯერად ამის გაკეთებამდე სულ ცოტა დააკლდა, ბურთს მცირედი დააკლდა, რომ კარამდე მიეღწია, თორემ სიზუსტე მშვენიერი ჰქონდა, მაგრამ ნაწვიმარი იყო, სველი მინდორი, ბურთი დამძიმებული, რამაც ბუნებრივია თავისი გააკეთა. ბრაზილიამ კი მოახერხა, მატჩი მოგებამდე მიიყვანა და მათთვის ძალზე ფასეული, ისტორიული გამარჯვება იზეიმა – 18:20.

დღის პირველი ჯახი კი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თავსხმა წვიმის ფონზე გაიმართა, რამაც თამაშის ხარისხს და სანახაობრივ მხარეს დიდი დაღი დაასვა.

პირველ ტაიმში არგენტინელთაგან მე-10 წუთზე ჯარიმა ხუან კრუს-მალიამ გაიტანა, რასაც ფრანგებმა 30-ე წუთზე ვანსესლაზ ლორეს ლელოთი და ფინ რასელის გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი მათ სასარგებლოდ 7:3 დასრულდა.

მეორე ნახევრისთანავე “რასინგ 92”-ის რიგებში გამოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელსაც ფრანგულ კლუბში დებიუტი ჰქონდა. 45-ე წუთზე შერკინებაში ის კარგად მიაწვა მეტოქეს, რასაც ბურთის სწრაფი გამოტანა და ფინ რასელის მიერ შიგნით შებრუნებული მშვენიერი გადაცემა მოჰყვა საიმონ ზიბოსთვისთვის, რომელსაც სწრაფად გაქცევა და ბურთის ლელოში დამიწება არ გასჭირვებია, გარდასახვა კი რასელმა შეასრულა ზუსტად.

არგენტინელებმა ანგარიშის შემცირება 68-ე წუთზე შეძლეს, ფრთაზე ბურთი კარგად ჩაათამაშეს და ფაკუნდო კორდერომ კიდესთან ახლოს დაამიწა ბურთი, გარდასახვა ზუსტი არ იყო და ფრანგებმა 14:8 იმარჯვეს.

ამრიგად, ზაფხულის თასის პირველი გამარჯვებული “რასინგ 92” გახდა. მეორე ადგილი საქართველო XV-მა დაიკავა, მესამე პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრები გავიდა, ხოლო არგენტინა XV ბოლო საფეხურს დასჯერდა.

რასინგ 92 – არგენტინა XV 14:8 (7:3)

საქართველო XV – ბრაზილია 18:20 (15:13)


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:16 | 07.08.2018
maxo_65 (458)

ალბათ მე არ მესმის სიტყვა რეგრესის მნიშვნელობა..საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშს უფრო დროებით ჩავარდნას დავარქმევდი, მაგრამ არა რეგრესს..მე უფრო გუნდის სათანადოდ ვერ მომზადებას და რამდენიმე საეჭვო საკადრო გადაწყვეტილებას დავაბრალებდი.. ყოველ წელიწადს ახალი და ახალი საინტერესო და ნიჭიერი მოთამაშეები ჩნდებიან..ალბათ ერთი 100-ჯერ ვნახე ჩვენი ახალგაზრდების თამაშები ბოლო მსოფლიოზე და იმედი მაქვს ეს ბიჭები ქართულ რაგბს რეგრესის საშუალებას არ მისცემენ..ერთადერთი რაც მაშინებს თანხების მოძიებაა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს..თუ ჩვენმა გუნდებმა სტაბილურად არ მიიღეს მონაწილეობა ევროტურნირებში, არაფერი არ გამოვა..ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონე უნდა ავწიოთ როგორმე..ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს..თუ ექვსი ერის პერსპექტივა არ ჩანს, ეს ხომ მაინცაა ჩვენს ხელში..ამიტომ რაღაც უნდა მოახერხონ რაგბის მამებმა და ჩვენი ბიზნესი უნდა დააინტერესოს როგორმე, ან სახელმწიფომ მაინც გამოყოს დამატებითი თანხები...მე ბუნებით გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა მალე დადგება ის დრო, იტალიელებთან მოგებას ეჭვქვეშ რომ არ დავაყენებთ, და არამარტო იტალიელებითან...

14:24 | 07.08.2018
პანტელეიმონი (1218)

გაგვაგებინეთ რა ხდება "ლოკომოტივი"-ს თავს ! ! !

დადეთ საბანკო რეკვიზიტები, რომ შევძლოთ კლუბის დახმარება ! ! !

არანაირი მიზეზით არ გვეპატიება ევრო ტურნირებზე არ თამაში ! ! !

00:13 | 07.08.2018
Tesriga (11)

საქართველოს ნაკრების რეგრესი სახეზეა, ასევე სახეზეა 20 წლამდელების იმედის მომცემი თამაში, აუცილებელია დიდი 10 სათამაშო დონის ამაღლება, ჩემი პირადი მოსაზრებაა და მივესალმები ა ნარების დაკომპლექტებას საქართველოში მოთამაშე ბიჭებისგან, აუცილებელია ასეთ ტურნირებში მონაწილეობის მიღება და კიდევ ერთს დავამატებ, რომ მოგვადგა კარს ნოემბერი, რომელსაც 8 წელია ველით. წარმატებები ქართულ რაგბს

08:50 | 07.08.2018
გუგა80 (177)

გეთანხმები რომ მაგ თამაშს ბევრი წელი ველოდით.
თუმცა დიდწილად მავანთა დამსახურებით დანიშნეს მაშინ როცა უარეს დროს ვერც წარმოიდგენდა ადამიანი.
იტალიას საუკეთესო ნაკრები ყავს ბოლო პერიოდში, ჩვენ კი უარესი.
აბსოლიტურად ვერანაირ არგუმენტს ვხედავ დღეის მდგომარეობით, რომ 10 ნოემბერს არათუ მოგების არამედ თუნდაც თანაბარი თამაშის იმედი მქონდეს. სამწუხაროდ!
და თუ ეს მოხდა, არათუ ბოლო წლების უარეს შედეგზე დავქვეითდებით რეიტინგში, არამედ "იმედებს გავუმართლებთ" სკეპტიკოსებს რომ ჩვენი ადგილი არ არის 6 ერში და ეს თემა კიდევ ბევრი წლით დაიხურება.
ამას ემატება ისიც რომ მომავალ წელს მსოფლიოზეც მეორე თამაშის მოსაგებად თავს ზემოთ ახტომა მოგვიწევს და თუ ამას ვერ შევძლებთ რისი დიდი ალბათობაცაა მსოფლიოზე ჩვენს შედეგსაც გავაუარესებთ.

16:28 | 07.08.2018
GiorgiG83 (525)

და ობიექტურად არის რო ჩვენი ადგილი 6 ერში?
რამდენიმე ასეული ათასი ლარი არ არის ევროტურინრებზე გუნდის გასაშვებად

08:51 | 06.08.2018
გუგა80 (177)

საერთოდ, ზრდასრულ გონიერ ადამიანთან კამათი, არათუ ინტერნეტში, არამედ ცხოვრებაშიც უაზრობად მიმაჩნია, რადგანაც ჩემი დაკვირვებით არაეფექტური დროის და ნერვების უაზრო ხარჯვაა. ვინაიდან აქ როგორც მინიმუმ რამდენიმე ჩემთვის ნაცნობი მეტსახელის მქონე მპოსტავს ზრდასრულ გონიერად ვთვლი, და მსურს პასუხის გაცემა, გავაკეთებ მოკლედ დისკუსიაში შესვლის გარეშე.

მეგობრებო, ვინც ბოლო წლებში (მაგალითად ბოლო 2 წლეულში) საქართველოს ნაკრების რეგრესს ვერ ხედავს, რაც შედეგობრივად ნაწილობროვ ფაქტია (0-ზე წაგება, რეიტინგში უკუსვლა, უშუალო კონკურენტ იტალიასთან განადგურება (ეს კომენტარი მომავლიდანაა)), ჩემი შეფასებით არაობიექტური ოპტიმისტია და/ან ჯიუტი.

08:54 | 06.08.2018
გუგა80 (177)

რუმინეთთან შარშან წაგება დამავიწყდა.

08:49 | 05.08.2018
erovnuli-nakrebi (224)

maxo_65 პესიმიზმი იქიდან რაც დაიწყო დიდი ხნის წინ! ნაკრები რაგბს არ თამაშობს! ევ რაგბი კი არა სვარკაა! რაც ამათმა ითამაშეს გავს ნაკრების თამაშს, ანუ სვარკას!

01:22 | 05.08.2018
maxo_65 (458)

ამ გუნდმა (ბრაზილიამ) კანადასაც მოუგო წელს...არგენტინის მაგივრად პირველი თამაში ამათთან რომ გვქონოდა დარწმუნებული ვარ მოვუგებდით..არ გვეყო ძალები ორი თამაშისთვის..ეს კიდევ დამატებითი არგუმენტია,იმისთვის რომ ჰაერივით გვჭირდება ჩვენი საკლუბო რაგბისთვის ევროტურნირები...

01:13 | 05.08.2018
maxo_65 (458)

და რას ვფიქრობდით, ბრაზილიისთვის 40 ქულაზე მეტით მოგებას?

01:08 | 05.08.2018
maxo_65 (458)

პირველად შეიკრიბა ჩვენი A ნაკრები, სულ 2 კვირა, მოთამაშეებიც არ იყვნენ სათანადო ფორმაში, იმიტომ რომ ახალი სზონისთვის მძადება სულ ახლახანს დაიწყო, შესაბამისად ვერ მოხერხდა ოპტიმალური გუნდის შეკრება, ზოგი 18 წლამდე ნაკრების ბიჭებიც იყო...მოვუგეთ არგენტინის ძალიან კარგ გუნდს, გუნდს რომელსაც ცოტა დააკლდა რასინგის მოგებამდე..საიდან ამდენი პესიმიზმი, რა უცნაური ხალხი ვართ ,უაზროდ მაქსიმალისტები, წავაგებთ ერთ თამაშს და ასე გვგონია ქვეყანა იქცევა, 6 ცვლილება გაკეთდა პირველი მატჩის შემდგომ, თითქმის ნახევარი გუნდი გამოიცვალა, აშკარა დაეტყო გადაღლილობა პირველ თამაშში დიდი ენერგიის დახარჯვის გამო, ბრაზილიის ეროვნული გუნდი იყო ბოლობოლო,გუნდმა რომელმაც აშშ-ს მოუგო და არგენტინოს იაგუარებს, და ჩვენთანაც ცოტა გაუმართლათ... რატომ განვიცდით ასე არ მესმის...არავითარი რეგრესი არაა, ხდება ასე ცხოვრებაში წარმატებულ თამაშბს, ხანდახან წარუმატებლობაც მოყვeba, 20წლიანების თამაშის მერე რა რეგრესზეა ლაპარაკი..სხვა ამბავია ლოკომოტივი რომ ფულს ვერ შოულობს, კი ბატონო დავადანაშაულოთ რაგბის კავშირი, მაგრამ ამას A ნაკრების თამაშთან რა კავშირი აქვს ვერ ვხდები...რუსეთს კიდევ 20 წელიწადს მოვუგებთ, გარანტიას გაძლევთ..გამორიცხულია რუსეთს რამე წინსვლა ქონდეს, იმიტომ რომ ახალგაზრდები ყავთ ფარჩაკი, ჩვენთან შანსი არ აქვთ...და საერთოდ,ყველა თამაშს რომ ვიგებდეთ ჩვენც ზელანდია ვიქნებოდით..

00:52 | 05.08.2018
geogoli (367)

მოკლედ წინა თამაშისას გაჩენილი იმედები ისევ გამიცრუვდა, თედოს რო შეეგდო ის ჯარიმა და მოგვეგო მე ამას მოგებას მაინც ვერ დავარქმევდი. შევრცხვით

16:46 | 05.08.2018
GiorgiG83 (525)

ჯერ ერთი რატომ შევრცხვით და მეორე
55 მეტრიდან სველი ბურთი, თან თამაშისს ბოლოს თედოს კი არა ბევრს ვერ გააქვს

მთელი ტურნირის აზრი ის იყო რომ რამდენიმე სანააკრებოდ საინტერესო კანდიდატი საქმეში გამოცდილიყო - გამოიცადა კიდეც და სნდრო და თედოს სავარაუდოდ ნოემბერში თუ არა ერთა თასზე ვიხილავთ

18:14 | 04.08.2018
erovnuli-nakrebi (224)

ა ძმაო გვამხილა ამ კაცმა: '' jora84 (115)პასუხი
ზოგს რამხელა პრეტენზიები აქვს და ის ვერ გაირკვევია ქვეყანაში რაგბს კავშირი მართავს თუ ფედრაცია ''

17:56 | 04.08.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ლინ ჯონსი: "რუსეთი ამარცხებდეს იქნება ქართველებს და რუმინელებს".
Лин Джонс: «Россия будет побеждать грузин и румын»
Валлийский тренер прокомментировал свое назначение новым главным тренером «Медведей».

«Горжусь тем, что возглавил сборную России. Но эта должность также подразумевает огромную ответственность. Это очень непростая работа. Перед нами стоит задача не только подготовится к Кубку мира, но и задача по долгосрочному развитию регби в России.

У команды есть огромный потенциал, и я уверен, что вместе мы сделаем сборную России конкурентоспособной в чемпионате Европы, и она будет побеждать румын и грузин – впервые за много лет. Работы предстоит очень много, и чем раньше я начну работать, тем лучше. Мы должны отобраться на Кубок мира 2023 года», – заявил Джонс, отвечая на вопросы журналистов.

Относительно перспектив России на Кубке мира в Японии новый наставник сборной отметил: «Глаза всего мира будут устремлены на сборную России. Очень важно, чтобы мы смогли быть профессиональными и конкурентоспособными, и тогда мы победим. Именно в таком порядке».

По словам Джонса он уже продумал план осенних тестов для своих новых подопечных: «Мы ждем подтверждения календаря матчей от World Rugby. Думаю нам надо сыграть максимально возможное количество матчей до Кубка мира. У нас уже есть структура и план осенних тестовых игр. Чем быстрее он будет утвержден, тем лучше», – сообщил тренер.
0?'>https://rugger.info/news/21395':'>https://rugger.info/news/21395'))

18:28 | 04.08.2018
ოვალური კორბენი (276)

გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს რუსეთის სარაგბო ნაკრებს და მათ ახალ მწვრთნელს. იმედია ჩვენ არ დაგვეწყება რეგრესი და ამის მაგიერ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები მიაღწევენ თანდათან იმ დონეს, რომ "ბორჯღალოსნებთან" მოსაგებად გაიწიონ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ აშკარაა კიდევ დიდხანს მოგვიწევს მაგათთან ყოველწლიურად თამაში.

16:29 | 07.08.2018
GiorgiG83 (525)

ავსტრალიელი მწვრთნელების შემცვლელეი გამოიძებნენ?
(შეტევა და შერკინება)

17:34 | 04.08.2018
პანტელეიმონი (1218)

რაგბის კავშირის ადვოკატად მე ვერ გამოვალ, მაგრამ ვფიქრობ ამ ტურნირმა თავისი საქმე გააკეთა და იმედია მომავალ წელს სპორტული და ორგანიზაციული თვალსაზრისით უფრო მომზადებული შევხვდებით.

15:50 | 04.08.2018
qomagi (248)

jora84(115)
და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს რაგბის კავშირი ჰქვია თუ ფედერაცია?
ფაქტია, რომ ბოლო დროს ქართული რაგბი წინ ვერ მიდის.

22:45 | 04.08.2018
jora84 (183)

წინ ვერ მიდის კი ბაყონო, მაგრამ ყველა თამაშის წაგების მერე კავშირის დაშლაზე საუბარი ჩუკენობაა და მეტი არაფერი.

13:28 | 04.08.2018
jora84 (183)

ზოგს რამხელა პრეტენზიები აქვს და ის ვერ გაირკვევია ქვეყანაში რაგბს კავშირი მართავს თუ ფედრაცია

13:20 | 04.08.2018
krasni (587)

ახლა წავა, ჩვენი მეორე ნაკრები ვინაა, არგენტინა 15-ი, აშშ და კანადა ჰყავს დამარცხებულიო. ასე სახელდახელოდ შეკრებილი ხალხით ტურნირის თამაში უპატივცემულობაა პირველ რიგში საკუთარი თავის.

13:27 | 04.08.2018
jora84 (183)

უპატივცემულობა ვის შეატყვე? აბა ვინები უნდა შეეკრიბათ სათამაშოდ?

16:28 | 04.08.2018
krasni (587)

ორ კვირაზე ცოტა მეტი ჰქონდა ჩვენ გუნდს მოსამზადებლად. ასეთი შემადგენლობით მათ მხოლოდ ამ ტურნირში ითამაშეს, განსხვავებით ჩვენი მეტოქეებისა. ასე გამოდის, რომ ამ ტურნირში მთავარი მონაწილეობა ყოფილა.

11:45 | 05.08.2018
jora84 (183)

გამოიცადნენ ის მოთამაშეები ვინც ნაკრების რეზერვად მოიაზრებიან და ძალიან კარგი ფორმატი იყო გამოსაცდელად. კავშირმა უნდა იმუშაოს იმაზე რომ ამ ტურნირს მუდმივი ხასიათი მიეცეს.

12:15 | 04.08.2018
mamulo (31)

საქმეს მხოლოდ რაგბი ჩვენი თამაშიას ძახილი უშველის?ვაი ჩვენი რაგბის ფედერაციის პატრონს.გულშემატკივარი მაინც თუ ხვდება ,რომ რაგბში საქმე უკან მიდის?გასაყრელია ეს ფედერაცია მაგრამ არ ყავს პატრონი.თქვენ კიდევ 6 ერში მიღებაზე გაქვთ პრეტენზია.

12:07 | 04.08.2018
qomagi (248)

რა განვითარებაზე და 6 ერზეა საუბარი, ლოკომოტივი ფულს ითხოვს მესამე დონის ბანძ ტურნირზე გასასვლელად. ვიდრე საკლუბო რაგბს და 7 კაცას არ მიეხედება, პროგრესი დაივიწყეთ. დღესდღეობით კი ორივე თემაში ჩა...ლი ვართ. მწარე რეალობა ასეთია. სამაგიეროდ მთხლებურთში ღუნავენ მილიონებს სათავისოდ.

12:04 | 04.08.2018
qomagi (248)

დაიწყებენ ახლა, რომ გამარჯვება არ იყო მთავარი, საქმეში უნდოდათ ნაკრების კანდიდატების ნახვა, ცოტა ხნის შეკრებილები და შეუთამაშებლები იყვნენ და ა.შ.
ფაქტი ერთია, წავაგეთ არც ისე ძლიერ გუნდთან თუნდაც ა ან ბ ნაკრებით. იმ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრები, რომელსაც 6 ერზე აქვს პრეტენზია, არ უნდა აგებდეს თუნდაც სწრაფად მზარდ ბრაზილიასთან. ჩვენი საფირმო შერკინება ყველა სანაკრებო დონეზე თანდათან უკვალოდ ქრება და ეს ერთადერთი უდიდესი კოზირიც გავანიავეთ. ხაზის თამაში სასურველს მაინც როდის მიუახლოვდება ცალკე თემაა. რაქების გაწმენდა, ხაზის სწრაფი აწევა და მოწინააღმდეგის ჩახურვა - ყველაფერში გვაჯობა ბრაზილიამ.

09:29 | 04.08.2018
გუგა80 (177)

ეს იყო დიდი სირცხვილი.
მორიგი "მადლობა" ფედერაციას.

09:27 | 04.08.2018
გუგა80 (177)

სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი არათუ გამართლდა, გადააჭარბა კიდეც.
მე რთულ თამაშს ველოდი და ამათმა საერთოდ წააგეს!
ტფუი...

0.197718