ჩემპიონატები

17:45 | 2.08.2018 | ნანახია 880 - ჯერ

“სარასენსმა” ვუნიპოლებს გაუხანგძლივა

ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა “სარასენსმა” ძმებს, მაკო და ბილი ვუნიპოლებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა – წერს ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

განახლებული ხელშეკრულებების მიხედვით, ტონგური ფესვების მქონე მორაგბეები ინგლისის 4-გზის ჩემპიონის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავენ.

მარცხენა ბურჯი მაკო ვუნიპოლა “სარასენსს” 2011 წელს შეუერთდა, მას შემდგომ 143 შეხვედრა ჩაატარა და 13 ლელო დადო. ის ინგლისის ნაკრებში 2011 წელს გამოჩნდა, 51 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო გაიტანა. 27 წლის პირველხაზელი მიმდინარე წლის საუკეთესო ინგლისელ მორაგბედ დაასახელეს.

მესამეხაზელი ბილი “სარასენსში” 2013 წელს “უოსპსიდან” გადავიდა და 86 თამაშში მეტოქეთა ლელო 19-ჯერ აიღო. ინგლისის ნაკრების კვართი პირველად 2013 მოირგო, 36-ჯერ ითამაშა და 6 ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085522