შიდა რაგბი

20:50 | 1.08.2018 | ნანახია 2829 - ჯერ

რაგბის კავშირის განცხადება თბილისის ‘ლოკომოტივის’ ‘კონტინენტის ფარზე’ მონაწილეობასთან დაკავშირებით

საქართველოს რაგბის კავშირი უერთდება თბილისის ‘ლოკომოტივის’ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდისთვის, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ‘კონტინენტის ფარზე’ მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 10-გზის და მოქმედ ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირი მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო კლუბებს გაუწიოს დამატებითი ფინანსური დახმარება. სწორედ ამის გამო, შარშან ქვეყნის ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ ვერ შეძლო ‘კონტინენტის ფარზე’ თამაში და ის ფინალისტმა ‘ბათუმმა’ ჩაანაცვლა, რომელმაც ტურნირში ჩართვისათვის საჭირო ფინანსები დამოუკიდებლად მოიძია.

რაგბის კავშირი მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ მხარში დაუდგნენ ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ‘ლოკომოტივს’, რათა მან ქართული რაგბის ღირსება ევროტურნირებში დაიცვას.

შეგახსენებთ, ‘კონტინენტის ფარი’ მესამე დონის ტურნირია და პარალელურად წარმოადგენს მეორე დონის, ‘ჩელენჯ ქაფის’ შესარჩევ ტურნირს. ‘ჩელენჯ ქაფის’ საგზურს, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) კლუბები გამოდია, ორი ფინალისტი იღებს. შარშან ‘ბათუმმა’ ნახევარფინალი ითამაშა და ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:57 | 02.08.2018
maxo_65 (458)

სტადიონზე შეიძლება არ დადიოდეს ხალხი, მაგრამ ვფიქრობ გულთან ყველა მიიტანს, ვისაც რა შეეძლება ყველა გაიღებს თანხას..და ჩვენი დაფინანსებული გუნდი გავა ევროპაზე... მართლა პრინციპის ამბავია, ახლა გამოჩნდება რა შეგვიძლია..სოც. ქსელებში უნდა კარგი ორგანიზება ამ ამბავს...

17:06 | 02.08.2018
ოვალური კორბენი (276)

სოც-ქსელების მეშვეობით უნდა აგორდეს კამპანია. ინტერნეტს დიდი ძალა აქვს.
ფაჩულიას რომ აძლევდა მთელი ქვეყანა ხმას, ეგეც კარგად დაგეგმილი პიარ-აქცია იყო. სულ მაინტერესებდა, გარკვეული თანხა რომ ღირებულიყო ეგ ხმები, ისევე თუ იაქტიურებდა ხალხი ?
ადვილია, როცა მთელი დღე კომპთან ზიხარ და სხვადასხვა საშუალებით აძლევ ხმებს. თან უფასოა - არც პურს გთხოვს და არც წყალს
აი ახლა კი გამოჩნდება, რეალურად რამდენს უყვარს სპორტი ამ ქვეყანაში და რამდენად შეტკივათ გული. ჩვენი სარაგბო გუნდის ევროთასებზე ასპარეზობა ხომ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კალათბურთელის გაყვანა რაღაც საღლაბუცო შოუში ?! მაღალი რანგის მატჩებში მონაწილეობა კიდევ რამდენი ქართველი მორაგბის პერსპექტიულობას წარმოაჩენს, წარმოგიდგენიათ ? ეს ხომ ნაკრებსაც ჭირდება, მსოფლიო თასამდე ერთად ერთი წელიღა დარჩა.
ზოგი იტყვის, უჭირს ხალხსო. კი ბატონო, უჭირს უმეტესობას. მაგრამ ბევრსაც ულხინს და მთავარია ყველა მათგანის ყურამდე მივიდეს "ლოკომოტივის" ეს პრობლემა - კარგად ახსნილი და დასაბუთებული.
რომ იცოდეთ, ბევრი "გაჭირვებულის" უმეტესობა რა იდიოტობაში ხარჯავს ყოველდღე ფულს...
მოკლედ, ჩემი აზრით "ლოკომოტივი" ხალხის შეგროვილი ფულით უნდა გავიდეს ევროპაზე. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები დაგვიფასებენ ამაგს და გაგვახარებენ.

18:35 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

17:53 | 02.08.2018
maxo_65 (458)

+1

16:54 | 02.08.2018
GiorgiG83 (525)

ვთხოვოთ ლოკომოტივს ჩაატაროს ღია ვარჯიში ან საჩვენებელი თამაში რამე სადაც ბილეთი (პირობითად ბილეთი) ეღირება მინიმუმ 5 ლარი
მართალია შილდის ტანხა ასე დიდი ალბათობით ვერ მოგროვდება მაგრამ იქნებ ამ აქტივობამ რამე შედეგი გამოიღოს

15:37 | 02.08.2018
BEERTRANCE (1073)

მართლა რიგითი ქომაგები თუ ავკრიბავთ ფულს

13:11 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონო თემურ, ველოდებით "ლოკომოტივი"-სგან საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნებას ! ! !

12:53 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

თუ არ ვცდები 300 ათას ლარზეა ლაპარაკი.

SPORTALL.GE -ზე დაწერა ვიღაცამ და მეც ვემხრობი ამ აზრს;
საჭიროა რომ "ლოკომოტივი"-ს ხელმძღვანელობამ გახსნას და გამოაქვეყნოს ანგარიშის ნომერი.
ვფიქრობ, ასი ათასობით გულშემატკივრიდან, ყველაზე ცოტა 30 000 მაინც ვართ რაგბის ჭეშმარიტი გულშემატკივარი რომელიც არ დაიშურებს 5 და 20 ლარს, რომ ქართულმა კლუბმა ითამაშოს "კონტინეტის ფარი"-ს და შემდგომში "ჩელენჯ კაფი"-ს ტურნირებზე.
დარწმუნებული ვარ გამოჩნდებიან ბევრი მცირე და საშუალო მეწარმეც, რომელიც არ დაიშურებს ცოტაოდენ თანხას და შეეწევიან ქართულ რაგბს.

სირცხვილი - ხელისუფლებას რომელის წარმომადგენლებიც ასეულობით მილიონს იპარავან და იმას ვერ ახერხებს რომ "დიდი 10" ფინალირტებმა ეროტურნირებზე მიიღოს მონაწილეობა ! ! !

სირცხვილი - რაგბის კავშირის გენერალურ სპონსორს TBC -ს რომელმაც "ქვეყანა შეჭამა", მაგრამ ფული არ ყოფნის ქართულ რაგბს სათანადოდ უპატრონოს ! ! !

სირცხვილი - საქართველოს რკინიგზას, რომლის სახელობისაც არის საქართველოს ათ გზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" და არ სპონსორობს კლუბს ! ! !

მაგრამ დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი შევძლებთ მხარში ამოვუდგეთ ქართულ საკლუბო რაგბს და კონკრეტულად "ლოკომოტივი"-ს დამსახურებულ გუნდს ! ! !

17:42 | 02.08.2018
maxo_65 (458)

+1

14:04 | 02.08.2018
tengocie (60)

+1

09:35 | 02.08.2018
გუგა80 (177)

ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა იყოს 0! ნული ლარი!!!
ის მილიონები რომელსაც სახელწიფო ასე ბეჯითად ათწლეულებია უკვე ატენის მკვდარბურთს უნდა გადანაწილდეს პერსპექტიულ სახეობებზე, მაგალითად რაგბი, წყალბურთი, ძიუდო, ძალოსნობა.

კიდევ რამდენი ათწლეული უნდა გავიდეს ეს ირი ხალხი რომ მიხვდეს, ფეხბურთს საქართველოში პეროექტივა რომ არ აქვს და მასში ჩადებული ფული რომ გადაყრილია?
რატომ იყრება ბიუჯეტის მილიონები ყოველწიურად, მაშინ როცა სხვა სპორტის სახეობებს ფული სჭირდებათ???

10:56 | 02.08.2018
temuchin (431)

ფეხბურთზე გამოყოფილი თანხების წილში დიდი ხანია ზიან გარკვეული კლანები და ასე იოლად რას დაგვითმობენ(ჩვენ საკუთარ ფულს!!!) მოკლედ ამ ბოსელ ქვეყანაში ყველაფერზე ხალხმა თუ არ "გატისკა" მთავრობა ისე ერთი ადგილის გამნძრევები არ არიან. ჩვენი ბრალია ისევ, უხეირო ხალხი ვართ და გვიბედავენ.

13:11 | 02.08.2018
თორღვა პანკელი (387)

ზუსტად მასეა და ბოგინობენ ხან მეცოცხე, გალსტუკიჭამია, მძ-რ ჭამია და უჯიშო ნაძ-ლები და ხან ოლიგარქი ნაბ-ჭ-ბი.

09:29 | 02.08.2018
გუგა80 (177)

რატომ დადის საქართველოს მკვდარბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო მატჩებზე ყოველწლიურად?
რატომ ატარებენ შეკრებებს?
შედეგი რა არის ამ ყველაფრის??? რა არის შედეგი გეკითხებით?
რატომ ხარჯავენ ამაში ჩემს ანუ ხალხის ფულს?
რატომ არ ართმევენ ამ ფულს საქართველოს მკვდარბურთის ნაკრებს და რატომ არ აძლევენ ამ ფულს ლოლომოტივს რომ კონტინენტის ფარზე გამოვიდეს???

12:29 | 02.08.2018
buratino (480)

გიო, ნაკრები ცოტა სხვა თემაა მაგრამ აი "მკვდარ" საფეხბურთო კლუბებს რომ ამდენ თანხებს ახარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს, ეს მართლაც აუტანელია

09:24 | 02.08.2018
გუგა80 (177)

გეკითხებით რატომ არ აძლევს სახელმწიფო ფულს ფეხბურთის ბიუჯეტიდან?
როდემდე უნდა გვეჯდეს კისერზე წურბელასავით ეს ლე სპორტი და უმაქნისი ქართული ფეხბურთი?
რატომ ფინანსდება მილიონებით ქართული მკდარბურთი და რატომ არ ეძლევა საშუალება პერსპექტიულ სპორტის სახეობებს განვითარების საშუალება უსახსრობის გამო???
რაგბის ამ უნიათო კავშირს ამ განცხადებაში ზემოთ მოცემული კითხვები უნდა დაესვა და არა ის სისულელე რაც მანდ წერია!!!

12:14 | 02.08.2018
buratino (480)

ზოგად ლოგიკაში გეთანხმები გიო, მარა ეს რაგბის კავშირი ასეთ მწვავე კითხვებს რომ ვერ დასვამს შენც კარგად იცი, რადგან მაშინ იმ ტოტს მოიჭრის რაზეც თვითონ არის (ანუ იმ დაფინანსებასაც დაკარგავს რაც მას ბიუჯეტიდან აქვს და რაც აშკარად არ არის საკმარისი)

0.090835