შიდა რაგბი

20:40 | 1.08.2018 | ნანახია 2541 - ჯერ

თემურ ბენდიაშვილი დახმარებას ითხოვს - “ლოკომოტივი” “კონტინენტის ფარს” მიღმა?

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი”, შესაძლოა, “კონტინენტის ფარს” მიღმა აღმოჩნდეს.

დიდი 10-ის 2017/2018 წლების სეზონის გამარჯვებულს, ტურნირზე გამოსასვლელად საჭირო სახსრები არ გააჩნია და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, თბილისური კლუბი მესამე დონის ევროპულ საკლუბო გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა, რომელიც კლუბისთვის მატერიალურ დახმარებას ითხოვს. აქვე გთავაზობთ ამ განცხადებას.

„ლოკომოტივის“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ბენდიაშვილის მიმართვა „ლოკომოტივის“და ზოგადად რაგბის მოყვარულებს! ბიზნესისა და საქმიანი წრეების ხელმძღვანელებს!

დასრულდა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატი რაგბიში. მთლიანობაში საინტერესო და დრამატული ტურნირი, რომლის ჩემპიონი გახდა საკლუბო გუნდი „ლოკომოტივი“.
ამგვარად, „ლოკომოტივი“ საქართველოს ათგზის ჩემპიონია, თავისთავდ ეს ფაქტი უკვე მრავლისმთქმელია. მსგავსი ტიტულოვანი გუნდი _ რესპუბლიკას არ ჰყავს. თუმცა მეათედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება დროის საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ მოხდა. მიზეზი მრავალი იყო, _ თაობათა ცვლა და წლიდან წლამდე გუნდის ჩამოყალიბება, ცალკეული რაგბისტების მსოფლიო გუნდებში გაფანტვა, ისევ ხელახლა გუნდის შეკვრა, ძიება, შრომა, ბოლო ადგილი არ ეკავა უიღბლობასაც; ჩვენ ხშირად შეგვეძლო გავმხდარიყავით ჩემპიონები, მაგრამ ვერა და ვერ გაირღვა შეკრული წრე, რომლის დაძლევაც წელს მოხდა მხოლოდ, რამაც უდიდესი სიხარული განგვაცდევინა. ვფიქრობ, მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდი ამ გამარჯვებას შეხვდა ერთიანი შეკრული სპორტული შემართებით გამორჩეული სპორტსმენებით. მათგან უმეტესი შესანიშნავ პარტნიორობას გაუწევდა მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო კლუბების სპორტსმენებს. ეს სხვა თემაა და არ გავაგრძელებ, რადგან ჩემი მიზანია გამარჯვებული და საუკეთესო გუნდის სპორტული ცხოვრების ახლო პერსპექტივა.

2018-2019 წლის სეზონზე, როგორც ქვეყნის გამარჯვებულები, მიწვეული ვართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენთან ერთად ითამაშებენ ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, რუმინეთის, რუსეთის საკლუბო გუნდები.

შარშან საქართველოდან ამ შეჯიბრში მონაწილეობდა ბათუმის გუნდი, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია და დამარცხდა რუმინეთის გუნდთან. ბათუმს შეეძლო გამარჯვება. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა,რომ ბათუმის სარაგბო გუნდისთვის ევროპულ გასვლით თამაშებს უკვალოდ არ ჩაუვლია, _ საგრძნობლად ამაღლდა ბიჭების თამაშის კლასი, იმატა თვითდაჯერებულობამ. ამჯერად ჩვენ გვეკუთნის ხსენებულ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ბუნებრივია, გვექნება გასვლითი თამაშები, მაგრამ ჩვენი მეტოქეები, ევროპის საუკეთესო საკლუბო გუნდებიც გვესტუმრებიან, რაც ჩვენში ნამდვილ სპორტულ ზეიმს შექმნის. ცხადია, ჩვენდა თავად გამარჯვების იმედი გვაქვს. პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში „ლოკომოტივი“ მონაწილეობას მიიღებს „ჩელენჯ კაპის“ („Challenge Cup“) ტურნირში.

ჩვენი თხოვნაა ბიზნესის წარმომადგენლებისადმი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსადმი და ზოგადად, გულშემატკივრების მიმართ დაგვეხმაროთ ტურნირში მონაწილეობისათვის საჭირო მატერიალური სახსრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მონაწილეობა მაღალპროფესიულ ევროპულ ტურნირში ჩაშლის პირასაა. არადა, ტურნირზე ჩვენი გამოსვლით რაგბის სამყარო და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დაინახავდნენ, რომ საქართველო არა მხოლოდ ნაკრების დონეზე, არამედ საკლუბო გუნდებითაც პასუხობს მსოფლიო რაგბის მაღალ სტანდარტებს."


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:59 | 02.08.2018
qomagi (248)

უსირცხვილო და უნამუსო მთავრობა, თიბისი და სპორტის სამინისტრო. რაში უხდიან ფეხბურთს ფულს, მკვდარს რეანიმაციაც აღარ შველის!!! 300 000 ლარი რა გახდა ამდენი ჩაქცეული კომპანიისთვის, ფულის სად წაიღონ რომ არ იციან.რაგბი მხოლოდ დიდი გამარჯვებისა და საკუთარი თავის პიარის დროს ახსენდებათ. დადონ ანგარიში და გადავრიცხავთ გულშემატკივარი.

16:17 | 02.08.2018
temuchin (431)

ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა, დადეთ რეკვიზიტები და ვისაც რა შეგვიძლია შემოვალთ. რაც შეეხება რაგბის ჭეშმარიტ გულშემატკივართა რიცხვს ვფიქრობ რომ სამწუხაროდ ეს რიცხვი არცთუ დიდია. ეს გამოჩნდა თუნდაც შარშანდელ ახალგაზრდულ მსოფლიოზე რომელსაც 4-5 ათასი კაცი ძლივს ესწრებოდა და თუნდაც იმავე ზაფხულის ტურნირზე( საქართველო xv ს ვგულისხმობ. ასე რომ 5-6000 კაცი თუ შევგროვდებით ეგეც საქმეა.

15:39 | 02.08.2018
BEERTRANCE (1073)

მთხლებურთელები გყავს სათავეში და რატო ელი თ რო მოაკლებენ.

14:02 | 02.08.2018
ilarioni (138)

ისე მართლა რასინგის, არგენტინის და საქართველოს ნაკრების (თუნდაც ა ნაკრები იყოს) საყურებლად სულ რაღაც 100 კაცი რომ მივა სტადიონზე, რა რაგბის სიყვარულზეა და 30 ათას კაცზე საუბარი, დამიჯერე მეგობარო, რეალური გულშემატკივარი, ალბათ სულ რაღაც 1000-2000 კაცი თუ იქნება, და ამათგანაც ალბათ მხოლოდ 500 კაცი ვინც თვითონ მოიკლებს და რაგბს დაეხმარება. ისე რით ვერ გავიგეთ რომ ფეხბურთელები მართავენ ქვეყანას და რა გვიკვირს, რომ ამდენ ფულს (ჩვენ ფულს) ტენიან ამ წყალწაღებულ ქართულ ფეხბურთსა და "მარიაჟ" ფეხბურთელებში. მაგრამ რა ვქნათ ალბათ რასაც ვიმსახურებთ ის გვაქვს და გვყავს. ამ ქვეყანაში ვისაც რა უნდა იმას აკათებს ყოველგვარი ანგარიშვალდებულებისა და გამართლების გარეშე. მიუხედავად ყველაფრისა მეც მაინც ვემხრობი ანგარიშის გამოყვეყნების იდეას და თვითონაც მზად ვარ გავწიო დახმარება

13:10 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონო თემურ, ველოდებით "ლოკომოტივი"-სგან საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნებას ! ! !

13:10 | 02.08.2018
geogoli (367)

პანტელეიმონი - სად იქნება 30,000 მეგობარო, აქ ძლივს გროვდება 10 კაცი რაგბის განყოფილებაში. ისე რომ სცადონ მაინც კარგი იქნება, იმას მაინც გავიგებთ რამდენს აინტერესებს რაგბი

13:19 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

geogoli - აქ სხვა საკითხია, მაგრამ მგონია რომ რაგბის ჭეშმარიტი გულშემატკივრები იმდენი ვართ, რომ უნდა შევძლოთ ამ ფულის შეგროვება ! ! !
ეს, ძალიან პრინციპულ საკითხად მიმაჩნია და მგონია რომ ბევრი ფიქრობს ჩემნაირად ! ! !
ან ქართული საკლუბო რაგბი გავა საერთაშორისო ასპარეზზე, ან წინ სერიოზული სტაგნაცია გველოდება ! ! !

12:56 | 02.08.2018
თორღვა პანკელი (387)

ხალხი რომელიც საქმეს აკეთებს ძაღლებივით აყეფებენ, უსაქმურებს წურბელებს, არაპროფესიონალებს და არაკაცებს კი ყველა მხრიდან ატენიან, ბურთს თავზე ახევენ ლუქსემბურგის, მოლდოვის, მაკედონიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სლოვაკეთის გუნდები, რაც უფრო ტრ-ში მიდიან უფრო ეზრდებათ დაფინანსება, საქმეს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და მშრომელი ხალხი აკეთებს და არა ფული, თუ პირველი არა გყავს დაფინანსებას რა აზრი აქვს? რას აფინანსებ? რაგბს კი ფულის მეტი არაფერი არ სჭირდება, თან არაფერ კოლოსალურს ეს ხალხი არ ითხოვს, დარწმუნებული ვარ ოდნავ ხელშეწყობის შემთხვევაში მყისიერად დადებენ შედეგს, აქ რომ ქვა ააგდო პროფესიონალს დაეცემა თავში, ქართული ფეხბურთის მამების და დედებისგან განსხვავებით ყველა საქმის მკეთებელია, ცოტა ხელისშეწყობა უნდათ რომ გაფრინდნენ, გამოფრინდნენ და სასტუმროში გაჩერდნენ.

12:51 | 02.08.2018
პანტელეიმონი (1218)

თუ არ ვცდები 300 ათას ლარზეა ლაპარაკი.

SPORTALL.GE -ზე დაწერა ვიღაცამ და მეც ვემხრობი ამ აზრს;
საჭიროა რომ "ლოკომოტივი"-ს ხელმძღვანელობამ გახსნას და გამოაქვეყნოს ანგარიშის ნომერი.
ვფიქრობ, ასი ათასობით გულშემატკივრიდან, ყველაზე ცოტა 30 000 მაინც ვართ რაგბის ჭეშმარიტი გულშემატკივარი რომელიც არ დაიშურებს 5 და 20 ლარს, რომ ქართულმა კლუბმა ითამაშოს "კონტინეტის ფარი"-ს და შემდგომში "ჩელენჯ კაფი"-ს ტურნირებზე.
დარწმუნებული ვარ გამოჩნდებიან ბევრი მცირე და საშუალო მეწარმეც, რომელიც არ დაიშურებს ცოტაოდენ თანხას და შეეწევიან ქართულ რაგბს.

სირცხვილი - ხელისუფლებას რომელის წარმომადგენლებიც ასეულობით მილიონს იპარავან და იმას ვერ ახერხებს რომ "დიდი 10" ფინალირტებმა ეროტურნირებზე მიიღოს მონაწილეობა ! ! !

სირცხვილი - რაგბის კავშირის გენერალურ სპონსორს TBC -ს რომელმაც "ქვეყანა შეჭამა", მაგრამ ფული არ ყოფნის ქართულ რაგბს სათანადოდ უპატრონოს ! ! !

სირცხვილი - საქართველოს რკინიგზას, რომლის სახელობისაც არის საქართველოს ათ გზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" და არ სპონსორობს კლუბს ! ! !

მაგრამ დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი შევძლებთ მხარში ამოვუდგეთ ქართულ საკლუბო რაგბს და კონკრეტულად "ლოკომოტივი"-ს დამსახურებულ გუნდს ! ! !

12:11 | 02.08.2018
buratino (480)

კომიკური სიტუაციაა ამ ქვეყანაში - მაშინ როდესაც თხლებურთს უამრავ ფულს ახარჯავს სახელმწიფო და შედეგი 0-ის ტოლია, ჩვენს სარაგბო კლუბებს ევროტურნირებზე გამოსასვლელი ფულიც კი სანატრელი აქვთ. არადა, 100%-ით მჯერა რომ ამის ფული თუ მოინახება, კლუბი შედეგს (მინიმუმ ფინალს) დადებს! რაგბის კავშირის ყოფილ უფროსობასთან (ნიჟარაძე) შეხვედრაზე ერთხელ მე ვთქვი რომ ქომაგებიც მივიღებდით მონაწილეობას ამ საკიტხის მოგვარებაში და ახლაც ვიმეორებ, დადონ საბანკო რეკვიზიტები და ჩვენ წვლილს შევიტანთ

08:39 | 02.08.2018
BATU'91 (19)

და რამდენია საჭირო?

02:26 | 02.08.2018
test (124)

რა გახდა ერთი კლუბის დაფინანსება ამ ქვეყანაში, რა ფულებსაც ატრიალებენ ცოტა რომ მოიწველონ ნამუსის არაფერი მოუვათ სირცხვილია სირცხვილი !!!

20:50 | 01.08.2018
geogoli (367)

უნდა გაიკრას ბიზნესმა ჯიბეზე ხელი - საქართველოს რკინიგაზე იქნება უპრიანი ლოკოს დაფინანსება

2.047652