საერთაშორისო

15:00 | 30.07.2018 | ნანახია 1394 - ჯერ

ხალანტი 4 ერს გამოტოვებს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების უკანახაზელი უორიკ ხალანტი, 2018 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშებას გამოტოვებს.

23 წლის ფულბექმა მხარი დაიზიანა, ოპერაციის გაკეთება მოუწევს და თამაშს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ხალანტს მიმდინარე სუპერ რაგბიში კარგი სეზონი გამოუვიდა. მან “ბულსის” შემადგენლობაში 14-ჯერ ითამაშა და 7 ლელო დადო. მას სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართი 5-ჯერ აქვს მორგებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.336887