სიახლეები

10:30 | 29.07.2018 | ნანახია 5389 - ჯერ

ზაფხულის თასი | გამარჯვების 52-მეტრიანი

საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და “რაგბის ზაფხულის თასის” პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.

მატჩის დებიუტში ანგარიში გასტონ არიასმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ამას საქართველო XV-ის გააქტიურება მოყვა, ორჯერ ჯარიმა კარში არ დავარტყით და მე-10 წუთზე ლელოს გატანის კარგი შანსი გვქონდა. ფლანგზე მეტობა შეიქმნა და სანდრო სვანიძემ პასი ვერ შეიმაგრა, თუმცა შერკინების უპირატესობა რომ დაგვიბრუნდა, ნიკოლოზ სუხაშვილმა შეუტია და მისი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა.

ქართველები თავისი ლელოდანაც ხელდახელ უტევდნენ და თამამად თამაშობდნენ, თუმცა დაცვაში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, ტაიმის შუაში ხაზი სუფთად გაიჭრა და ფაკუნდო კორდერომ საპასუხო ლელო გაგვიტანა, ხოლო ლუკას მენსამ გარდასახა. თამაში რომ განახლდა გიორგი ჭყოიძე სინბინით დაისაჯა და არგენტინელებმა 5-მეტრა დერეფნიდან მეორე ლელო გაიტანეს - 7:15.

28-ე წუთზე აბჟანდაძემ დაფინტა და ხაზი გაჭრა, მაგრამ ლელოდან 5 მეტრში შებოჭეს და ბურთი ვერც მიმყოლმა აიღო. პასუხად არგენტინამ 5-მეტრიანი დერეფნიდან მორიგი ლელო გაგვიტანა: მაშკო ვივასმა ბურთი მოიგო და მოულოდნელად თავადვე შეუტია, ხოლო არიასმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს არგენტინელებმა მაგრად შემოგვიტიეს და ხშირი ჯარიმისთვის რეფერიმ ტარიელ დონაძე სინბინში გაისტუმრა, თუმცა ლელო არ გავუშვით და ტაიმი 7:22 დავთმეთ.

მეორე ტაიმში საქართველო XV მოედანზე მობილიზებული გავიდა, ცენტრში კარგი დაცვით მეტოქეს დაჯარიმება აიძულა, აბჟანდაძემ ბურთი 5-მეტრიანთან ჩააგდო, დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ სუხაშვილმა სწრაფი ბურთი მიიღო, მბოჭავი აირიდა და ლელო გაიტანა, ხოლო თედომ გარდასახა. ქართველები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ჯარიმა რომ გამოიმუშავეს აბჟანდაძემ საშუალო დისტანციიდან გაიტანა.

მეორე ტაიმის შუაში ჩვენი კარგი შეტევის შემდეგ მეტოქე ისევ დაჯარიმდა და თედო ამჯერადაც ზუსტი იყო. რადგან აბჟანდაძეს დარტყმები წაუვიდა, 75-ე წუთზე ცენტრიდან, კარიდან ოდნავ მარცხნივ დაჰკრა და გაიტანა! დარჩენილი 5 წუთი საქართველომ თავის ნახევარზე გაატარა - ჯერ მეტოქის მწვავე შეტევა მოიგერია, მერე ბურთი შეინარჩუნა და 23:22 იმარჯვა.

მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე:

„ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ასეთი თამაშის შემოტრიალება იოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. დასაწყისი კარგი გვქონდა, თუმცა მას ჩავარდნა მოყვა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და დიდი სხვაობით ჩამოვრჩით. შესვენებაზე ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ, მეორე ტაიმში ბურთზე კონტროლი დავამყარეთ და ბიჭებმა საქართველოს სახელი დაიცვეს“.

თამაშით კმაყოფილი დარჩა გუნდის კაპიტანი გიორგი შკინინი:

„ამ თამაშში ხასიათი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ვეცადეთ გვეთამაშა გაშლილი რაგბი და პირველ ტაიმში ჯარიმები კარში არ დავარტყით. მაგრამ უთამაშებლობა დაგვეტყო ვერაფერი მოვახერხეთ. ამაყი ვარ ამ ბიჭების, რადგან მეორე ტაიმში უპირატესობა დავიბრუნეთ და დიდი მადლობა მათ ასეთი სიამოვნებისთვის“.

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი.

საქართველო XV - არგენტინა XV 23:22 (7:22)

საქართველო XV: 15. ირაკლი სვანიძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. რევაზ ჯინჯიხაძე, 12. თემურ ირემაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. მიხეილ ალანია; 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ტარიელ დონაძე, 4. არსენ ტრაპაიძე, 5. გელა შალამბერიძე, 6. გუგა შენგელია, 7. ბექა საღინაძე, 8. ნიკოლოზ სუხაშვილი.

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე, 17. გოგა ხუროშვილი, 18. მიხეილ ფსუტური, 19. სანდრო მამამთავრიშვილი, 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 21. ილია სპანდერაშვილი, 22. დავით კლდიაშვილი, 23. დემურ თაფლაძე, 24. გიორგი ჭუაძე, 25. ბექა მამუკაშვილი.

არგენტინა XV: 15. გასტონ არიას, 14. ფაკუნდო კორდერო, 13. სანტიაგო რესინო, 12. სანტიაგო კარერას, 11. ხულიან დომინგეს, 10. ლუკას მენსა, 9. ფელიპე ესკურა (კაპ.); 1. მაშკო ვივას, 2. დიეგო ფორტუნი, 3. ნიკოლას ლეივა, 4. ფრანკო მოლინა, 5. იგნასიო ლარაგე, 6. სანტიაგო გრონდონა, 7. ფრანსისკო გორისენ, 8. როდრიგო ვრუნი.

მარქაფა: 16. აგუსტინ მასეირას, 17. ფრანკო ვრარდა, 18. მარკო სისიოლი, 19. ფრედერიკო გუტიერესი, 20. ლაუტარო ვავარო, 21. ტომას კუველი, 22. ვაუტისტა დერო, 23. ლეოპოლდო ერერა, ლუკას ფავრე, სანტიაგო პორტიშო.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (28)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:32 | 30.07.2018
Tesriga (11)

აუცილებლად აღსანიშნავია მწვრთნელის არჩეული უშიშარი და შემტევი ტაქტიკა, თანამედროვე რაგბში მხოლოდ დაცვაზე აქცენტის გაკეთება წაგების ტოლფასია, ბურთის კონტროლი და სწრაფი გადაწყობა დაცვიდან შეტევაში და არა უაზრო ფეხის დარტყმა, აი რა სხვაობა დავინახე ბოლო თამაშებიდან გამომდინარე ეროვნული ნაკრების და საქართველო 15 შორის და რაც მთავარია იმედი მოგვცა ამ თამაშმა იმისი, რომ ჩვენ გვაქვს იმის პოტენცია, რომ თანამედროვე შემტევი რაგბი ვითამაშოთ, მადლობა ბიჭებს და მადლობა თითოეულ რაგბის გულშემატკივარს, რაგბი ჩვენი თამაშია!

18:28 | 30.07.2018
გზავნილი (81)

ძალიან ბევრი პოზიტივი იყო ამ თამაშში. ბიჭებს აშკარად ეტყობოდათ მოტივაცია, რაც წარმატების დიდი საფუძველია.
ძალიან კარგი იქნება თუ ამ გუნდიდან რამდენიმეს მაინც მიეცემა ეროვნულში თამაშის საშუალება უახლოეს მომავალში. დარწმუნებული ვარ თედო ბევრად უკეთესად წარმოაჩენს თავს ვიდრე ხმალაძე.

ძალიან მინდოდა ვიმე ლობჯანიძის შემცვლელიც მენახა ამ თამაშში, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ! სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება თვალი ვადევნო დიდ 10-ს... დავიჯერო ალანია რომელიც მე-3 9 ნომერი იყო 20 წლამდელებში დიდ 10-ში საუკეთესო 9 ნომერია? ან ირაკლი სვანიძის თამაშში ვინმემ 1% პოზიტივი დაინახა? რა ქვია ამას?

არგუმენტებით მიპასუხეთ თუ ვინმეს გულზე მოხვდება ეს ნათქვამი...

19:24 | 30.07.2018
jora84 (183)

მოდი ჯეე იქიდან დავიწყოთ რომ ლობჟანიძის შემცვლელს რომ ეძებ დაამთავრა სათამაშო კარიერა? 22 წლისაა ჯერ, ეხლა გამოდის საესპუარო ასაკიდან და შრომას თუ შეუსაბამებს განვითარების მშვენიერი შანსი აქვს. ალანია არ არის საუკეთესო, მომავლის გათვლით დგას, რომელიც მომავალ u20 ნაკრებში მოიაზრდება და გამოცდილების მიღების შანსი მიცეს. სვანიძეს(და კიდევ ბევრს) აქ თუ გამოცდი და ნახავ რომ ვერ ვარგა შესაბამისად აღარც დიდებში დაუძახებ. ასე ვთქვათ მულტი დატვირთვა აქვს ამ ფორმაციის ნაკრებს. პ.ს. არც მწყენია და არც გულზე მომხვედრია შენი კომენტარი. ჩემი აზრი დავაფიქსირე უბრალოდ.

21:35 | 30.07.2018
გზავნილი (81)

ლობჟანიძის შემცვლელს იმიტომ ვეძებ, რომ ზურგს უკან კონკურენტის სუნთქვა არ ესმის, მელიტონას ლუბიმჩიკია და იმის გამო რომ თავს მშვიდად გრძნობს და იმის გამო საერთოდ არ თამაშობს კლუბში რა პროგრესზეა საუბარი - ჩემი აზრით სრული რეგრესი აქვს...
ალანიას რაც შეეხება არ აქ იმსახურებს თამაშს და არც 20 წლამდელებში იმსახურებდა. 18 წლამდელების 9 ნომერი ბევრად თავდაჯერებული და მოტივირებული ჩანდა (სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსებ). რამდენად რელევანტურია 18 წლის ბავშვის კაცებთან გამოცდა და გამოცდილების მიღება სადავო საკითხია, მაშინ როცა ეს ყველაფერი სამწუხარო ტრამვით მთავრდება.

აი ირაკლი სვანიძე რით ვერ გამოცადეს საინტერესოა, ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, 7 კაცაშიც მუდმივად თამაშობს..

23:09 | 30.07.2018
jora84 (183)

გეთანხმები, ვასკამ მოუკლო ამ ბოლო დროს და უნდა გამოიფხიკოს ყურები თუ რაგბის თამაში უნდა, კუდზწ ჰაჰა გელა დააჯდეს, დიდი10 დან ვერ შეუქმნიან დიდ კონკურენციას ვერცერთს. სხვათაშორის გელაც დაიმტვრა თავის სადებიუტო თამაშში დიდებში მაგრამ ცხოვრება არ დაუმთავრებია. მერგალიტაძეა ის მეორე და მგონი ამ შეკრებაზეც არის, იმედია ვნახავთ მაგასაც.
სხვა აბა ვინ გამოცადონ? ხაზში მეტ ნაჯლებად ყველა ახალგაზრდას დაუძახეს ვისაც ოდნავ რამის გაკეთება შეუძლია.

18:00 | 30.07.2018
buratino (480)

მოკლედ, გასულ შაბათს ძალიან ვისიამოვნე ამ თამაშზე დასწრებით. პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის არ მჯეროდა რომ მოგებას შევძლებდით და მცირე სხვაობით წაგებაზე ვფიქრობდი. თუმცა, ახალგაზრდული ენერგიის (20 წლამდელების ბიჭები), შერკინების სიმძლავრის (ძირითადად დიდი 10-ის კონტინგენტი) და გამოცდილების (შკინინი) ნაზავმა მოგვიტანა სასურველი გამარჯვება.
ახლა კი ერთ რამეს ვიტყვი და ვისაც ხმა მიუწვდება, რაგბის კავშირს და ჰეიგს გადასცეს -
ამ მატჩის შემდეგაც თუ ეჭვი შეიტანა ჰეიგმა იმაში რომ თედო აბჟანდაძე ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრებისთვის აუცილებელი მოთამაშეა, მაშინ მე (და არა მარტო მე, ბევრი ქომაგი) ჩავთვლით რომ ჩვენი ეროვნული გუნდის გეგმაზომიერ დასუსტებას აქვს ადგილი! მით უმეტეს, რომ ჩვენს პირველ ნაკრებს ერთ-ერთი პოზიცია, რაც უჭირს ეს ხარისხიანი მგეზავია - ხმალაძეც უკვე იმდენს ვეღარ ქაჩავს (ის ხმალაძე აღარაა რაც ადრე იყო) და ჯინჭველაშვილმა ვერცერთხელ ვერ გაამართლა, ხოლო მალაღურაძე უფრო 12 ნომერზე (ისიც შეცვლაზე) არის უკეთესი

19:32 | 30.07.2018
jora84 (183)

არ მგონია თედოს დებიუტი დიდად გაჭიანურდეს, მითუმეტეს უკვე ყავდათ დიდ ნაკრებში ვარჯიშებზე.

17:08 | 30.07.2018
ilarioni (138)

რა ვიცი ქართულად ვწერ და თუ გინდა სხვა ენაზე დაგიწერ, რომ უკეთ გასაგები იყოს. ვინ თქვა, რომ ამ გუნდებს ერთმანეთს ვადარებ. ეს გუნდები ერთ ჭრილში ვახსენე ვინაიდან სწორად ვითარდებიან სამივე. უყურე ბრაზილიის თამაშს რასინგის წინააღმდეგ? პირველ ტაიმში ტოლი არაფერში დაუდო მსოფლიო ვარსკვლავებით დატვირთულ გუნდს. ან გერმანიის თამაში თუ გინახავს, ძალიან დაბალანსებულ და ხარისხიან რაგბს თამაშობს. ტაქტიკაში გარკვეული ცვლილება შეიძლება მწვრთნელმა შეიტანოს, იმისდა მიხედვით ვის ეთამაშება, მაგრამ ის რომ რაგბს მხოლოდ შერკიონება არ თამაშობს და უკანა ხაზმაც სათანადოდ უნდა იაქტიუროს შეტევებში ეს არის ამოსავალი პრინციპი. ნოემბერი სურათს ვერ შეცვლის, პირიქით უფრო გაართულებს საქმეს

17:28 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

ან გერმანიის თამაში თუ გინახავს, ძალიან დაბალანსებულ და ხარისხიან რაგბს თამაშობს

და +50 ქულას ვუკეთებთ ხოლმე უხარისხო, დაუბალანსებელი და უსახური თამაშით, ხო თან შერკინებით

17:34 | 30.07.2018
ilarioni (138)

გერმანიას ჩვენ რომ ვეთამაშეთ, პრობლემები ჰქონდა,ძირითადის მოთამაშეების ნახევარზე მეტუ, ასე რომ ვთქვათ გაფიცული იყო და ჩვენ მეორე შემადგენლობა დაგვიპირისპირა. რუმინეთს, რომ მოუგო არ დაინტერესდი გენახა, როგორ მოუგო, თუ ასეთი მარტივია რუმინეთის დამარცხება

17:38 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)


წინა წლები?

20:33 | 30.07.2018
temuchin (431)

მასე წინა წლებში არგენტინის ა ნაკრებიც უგებდა ჩვენს მთავარ ნაკრებს, წინა წლები რა შუაშია? მასე ბრაზილიაც არაფერი გუნდი არ იყოს სულ რაღაც 5 იოდე წლის წინ მაგრამ აგერ უკვე აშშ სა და არგენტინის ა ნაკრებს მოუგო ახლო წარსულში.

16:47 | 30.07.2018
geogoli (367)

GIOრG83 - მე რაგბის მაგარ მცოდნედ მიმაჩნიხარ შენი ძველი კომენტარებიდან გამომდინარე, მაგრამ მიკვირს რატომ არ აღიარებ რომ ამ სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა უფრო საამური შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე დიდმა ნაკრებმა ბოლო ხანებში. არ გერჩივნა ამ ზაფხულზე ყველა თამაში წაგვეგო და რაიმე დადებითი დაგვენახა ნაკრების თამაშში? აქ კიდე რომც წაგვეგო არაფერი გვექნებოდა სასაყვედურო იმიტომ რომ იმედი მოგვცა ამ ნაკრებმა რაც ყველაზე მთავარია

17:24 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

მაგრად მცოდნეობაზე თავის დამდები ალბათ ყველაზე ბრიყვია, მარგამ მადლობ
რომელი არ ვაღიარე?
სახელდახელოდ შეკრებილი გუნდის მოწინააღმდეგედ არგენტინა და ეროვნულის მოწინააღმდეგედ უელსი, ფიჯი, იაპონია ერთიდაიგივე ხომ არ არის?
მაგრამ შეუსაბამო რაღაცეები იწერება
ეს გამარჯვება დიდ წილად განაპირობა შერკინების მძიმე პირველმა ხაზმა (ასაკიც არ ჰქონდათ პატარა - მეწერა ადრე)
კარგად მომუშავე ასევე არც ისე უწვერულმა მეორე ხაზმა
მესამე ხაზის ბევრამა მუშაობამ
მგეზავის მგეზავობამ (!)
და U20 ელების იმ თამაშმა რისი სურვილიც მათთგან გვქონდა, ამას დაემატა შკინინის უზარმაზარი გამოცდილება, რასაც ახალგაზრდა არგენტინელებმა საკარისი წინააღმდეგობა ვერ დაუპირისპირეს - თორემ გაგახსენებდი თვილისის თასზე იგივე მზარდმა არგენტინამ (ცოტა უფრო ძლიერმა) ნაკრებისთვის გამოსაცდელი კანდიდატებით გადაძეძგულ გუნდს როგორ გადაგვატენა ბურთი
იმედი მოგვცა 2 მა კაცმა
თედომ და სვანიძემ
გამოჩნდა რომ ალანია პატარაა, მარგამ ყველაფერი წინ აქვს
საღინაძეს მოუწევს მუხლჩაუხრელად შრომა
დანარჩენს (მამამთავრიშვილი, თაფლაძე) იმედია მეტი სათამაშო დრო ექენბათ ბრაზილიასთან
თორემ ფსუტური, შალამბერიძე და ჯინჯიხაძე რომ სანაკრებო კანდიდატებად არ მოიაზრება მითუმეტს ამ მსოფლიოსთვის - ვიცით და ვიცოდით

16:40 | 30.07.2018
ilarioni (138)

ესე იგი რა გამოდის, რომ როდესაც ჰეიგი ამბობს გავზარდეთ კონკურენციაო მტკნარი ტყუილია. დამიჯერე ყველას მოეძებნება მეტნაკლებად შემცვლელი. გორგოძეც წავიდა და ნაკრები არსებობას განაგრძობს, მიუხედავად იმისა რომ კიდევ გვჭირდებოდა მისი ყოფნა და ფიყიკურადაც მართლა შეეძლო კიდევ, ყოველ შემთხვევაში მეორე ხაზში კარგად გამოგვადგებოდა. ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა და ჰეიგი ცდილობს მხოლოდ მოგებაზე ითამაშოს და ამისთვის ირჩევს შედარებით უსაფრთხო დაცვით ტაქტიკას, რამაც ბოლო დროს კრახი განიცადა და ეხლა სხვებს აბრალის. რაც ეხება დისციპლინას, ამის გარეშე დღეს რაგბი წარმოუდგენელია, თუ მოედანზე თუგინდ მოედნის მიღმა, იმიტომ, რომ მოედანზე დისციპლინა ძნელად მისაღწევია თუ შინაგანად არ მოგდევს. უბრალოდ გულშემატკივარი ნაკლებადაა ჩახედული შიდა სამზარეულოში და ისიც ბუნებრივია, რომ თვითონ მწვრთნელები ამაზე არ საუბრობენ ხოლმე. რა ვიცი მაშინ იმედია გონს მოეგება ყველა, იმიტომ რომ დასაკარგი მოთამაშეები ნამდვლად არ გვყავს

17:26 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

საიდან სად გადადიხარ...
100 დან 1 სცვალს ვარ გამოიცნობს თვის კასპაროვიც კი - ვერც გესაუბრები და ვერც გეკამათები
ბორჯღალოსანთა არაერთ მოგებას გისურვებ

17:31 | 30.07.2018
ilarioni (138)

შენი კომენტარის პასუხი არ იყო, ამიტომ არც გამიკვირდება

15:47 | 30.07.2018
ilarioni (138)

ამ ფორმაციის ნაკრებისას აქცენტი გაკეთდა მხოლოდ დიდი ათის მოთამაშეებზე და აქედანაც მხოლოდ ისეთებზე, ვინც, ან ჯერ ვერ ხვდება ნაკრებში ან ერთი-ორი თამაში აქვს ჩატარებული (შკინინს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ჩემი აზრით ალბათ უფრო კაპიტნის რანგში გახდა საჭირო თავისი გამოცდილებით და იმიტომ არის გუნდში, ეროვნულ გუნდში ვინც მოიაზრება ყველამ ვიცით. რაც ეხება შეფასებას, ჩემი პირადი აზრია, და ძალიან გთხოვ აქაც კორექტულობა გამოვიჩინოთ და ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ, რომ გუნდმა ბოლომდე კარგად დაბალანსებული რაგბი ითამაშა, რასაც ჰეიგმა ჯერაც ვერ მიაღწია ეროვნულ გუნდში.
რაც ეხება მაისაშვილს გასაგებია და აქაც ჩემი აზრია, რომ ისიც უნდა მიყვეს, ვინაიდან გუნდი დაცვაში აშკარად მოიკოჭლებს და უფრო შორსაც წავალ, მე პირადად ჰეიგის ხელში აღარ ველი გუნდის პროგრესს, ვინაიდან ჰეიგმა უღალატა იმ პრინციპს, რა პრინციპსაც მიყვებოდა თავიდან, გუნდის დაბალანსებური თამაში, მაშასადამე ორივე რგოლის თანაბარი აქტიურობა. და ბოლო დროს გუნდი არადამაკმაყოფილებელ თამაშებს თამაშობს. აი თუნდაც შევედაროთ ისეთ გუნდებს როგორიც გერმანიაა, შტატები, თუნდაც ბრაზილიამ, მიუხედავად წაგებისა რასინგთან, ძალიან სწორი რაგბი ითამაშა, ჩვენ ბოლო თამაშებს კი, განსაკუთრებით ტონგასა და იაპონიასთან, მე რაგბს ვერ დავარქმევდი. და ეს ეხლე არ დაწყებულა, ეს პირველად შევნიშნა რუსეთს რომ ვეთამაშეთ დინამოზე, როდესაც კინაღამ შემოგვიბრუნეს თამაში გაშლილი სანახაობრივი რაგბით, მაშინ გამოჩნდა, რომ რუსეთიც კი ჩევნზე უკეთ ბურთაობდა.

16:54 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

ტონგა თუ ფიჯი?

ილარიონ

მაგრად ტროლაობ

ბერმანია-ბრაზილიასთან აშშ_ს როგორ ახსენებ?
აშშ-ს შემადგენლობა იცი? გინახავს? ვინ ჰყავს და რა პოზიციებზე?

გასაშვებია მილტონიც, ლევანიც მაგრამ ნოემბერი და მსოფლიოა კარს მომდგარი ამიტომ ვერ უშვებენ სავარაუდოდ
ვაცადოთ ნოემბერი - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო ხოდა დავუთვალოთ

პ.ს.
აშშ კვაჭი-ტაუფეტე-უორესტერი
ბურჯები - ბაუმანი ლესტერ ტაიგერსი, ლამოსაიტლი - სარასენსი,
მხტომელი - პეტერსონი - გლაზგო
მესამე ხაზი - დოლანი (ამჟამად აშშ-შI) სამო მანუა ტულონი,
მგეზავი მაკგინტი-სეილ შარქზი
ცენტრი-კემბელი ლონდონ აირიში, ბრაში ვესტერტნ ფორსი(ზე რაგბი)
3/4ელები - სქალი-კარდიფ ბლუზი
ქული, ფრაი და მსგავსები არც მომიყვანია მაგალითად

15:30 | 30.07.2018
ilarioni (138)

შკინინთან დაკავშირებით გეთანხმები, რომ ალბათ დიდწილად ამან განაპირობა მისი სანაკრებო კარიერის დასრულება. პირიქით, მემგონი სწორად ვერ გამიგე კვესელაძეც გვჭირდება და კოშაძეთ და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა. რაც არავინ უკარგავს ჩვენ 100 კეპიანებს ღვაწლს, მაგრამ შკინინმა სწორად აღნიშნა, რომ განსაცვიფრებელია ის ცოდნა რაც ახალგაზრდებს აქვთ ამ ასაკშიო, მე რომ მაგხელა ვიყავი ამ დონის რაგბის ცოდნა არ მქონიაო. რაც ყველამ ვიცით, ვინაიდან რაგბის ცოდნის დონემ და აგრეთვე ადრეული ასაკიდანვე რაგბის უნარ-ჩვევების დაუფლებამ მოიმატა. ამიტომ მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი. მაგრამ ჩემი დაკვირვებით ჰეიგს უყვარს გარკვეული მოთამაშეების ამოჩემება, რომლებსაც ბოლომდე ენდობა, ასეთი იყო ბინგო, კვირიკაშვილი, კაჭარავა, ბუნებრივია, ყველა მნიშვნელოვანი და კარგი მოთამაშეა, მაგრამ ასაკიც ხომ თავისას შვება. მოთხოვნა უნდა იყოს კარგი გუნდის მშენებლობა და ვერც ერთი ფედერაცია ვერ გეტყვის, რომ კონკრეტული თამაშები მოიგო. ეს რაგბია ხან მოიგებ ხან წააგებ მაგრამ, მთავარი უნდა იყოს თამაშის ხარისხი, სანახაობრივი მხარე. ჩემთვის ის რაგბი რასაც ბოლო დროს ჩვენი ეროვნული თამაშობს რაგბი არ არის. რაც ეხება დისციპლინას, კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რაღაც გონივრული საზომი უნდა ავირჩიოთ, იმისთვის, რომ კარგი მოთამაშეები, კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენადაც უპატიებელ საქციელს არ აქვს ადგილი, არ დავკარგოთ, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ყელანდიის ნაკრები, სადაც თითოეულ პოზიციაზე 4-5 ერთი დონის მოთამაშე ყავთ.

16:14 | 30.07.2018
jora84 (183)

რაც მოთამაშები გამოცადა მელიტონმა,მითუმეტეს ხაზში არავის გამოუცდია მანამდე, ზოგი ისეთიც კი თავიდანვე რომ ჩანდა რომ ვერ გაქაჩავდნენ. შენ რომელი მოთამაშეებიც ჩამოთვალე ის მოთამაშეები გარდა გამიცდილებისა პოზიციაზე პრობლემების გამო დგანან, თორემ უკეთესი რომ იყოს ვინმე ვერ დაასწრებდი ნაკრებიდან წასვლას, ისევე როგორც მაჩხო, მამუკა და ზირაქა წავიდნენ. მიკვეთილი მოთამაშეები უპატივცემილოდ მოიქცნენ მწვრთნელის და ნაკრების წინაშე, ნუ თაზო ცოტა მსუბუქად და იმიტომაც მოაბრუნეს უკან. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ნაკრები მის ხუშტურებზე არ ივლის და იქ მოხვედრა დიდი შრომის შედეგია. მელიტონას ზოგად შეფასებაში იგივე აზრი მაქვს, მაგრამ კავშირმა შარშან მიქარა რუმინეთთან წაგების მერე წითელი აუნთო ჰეიგს, თუ კიდევ წააგებ წელს გაგიშვებთო და ისიც შედეგზე გადაერთო მთლიანად.

15:28 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

ბრაზილიასთან პატარა გადაადგილეებბს ვემხრობი:
ჭყოიძემ შეკრას ორაგველიძე და ფსუტური - მარქაფიდან შემოვიდეს პაპიძე, სალდაძე და დონაძე,
მეორე ხაზი ჯობია უცვლელად დარჩეს ან შალამბერიძე-ბაბუნაშვილის მარაქფა იყოს ტრაპაიძე
მე არც მესამე ხაზს შევცვლიდი (არც ძირითად და არც მარქაფას)
ღერძში იმედია ალანია ჯანმრთელადაა, თუ არადა , ცუდია
თედო ულაპარაკოდ (მგონი მას მიეძღვნ ეს ტურნირი)
ცენტრში სვანიძე/ქანდაურაშვილის ტანდემი - საინტერესო სანახავი იქნებოდა
ფულბექად ხომ არ ჯობია ამ მატჩში პირიქით მამუკაშვილმა და იწყოს და სვანიძემ შეცვალოს
ფრთებზე კი შკინინი და სვანიძის შესაძლო ცენტრში შეწევის გამო იქნებ აკადემიელი ჭუაძე

15:54 | 30.07.2018
temuchin (431)

ჩამოთვლილთაგან ქანდაურაშვილი ყველაზე მეტად მაინტერესებს, ცოტა ფეთქებადია ნერვების ამბავში მაგრამ იმედია მოთოკვას ისწავლის, ისე გასულ სეზონზე მგონი ყველაზე აქტიური და შედეგიანი ცენტრი იყო.

15:07 | 30.07.2018
ilarioni (138)

ბოლოს როდის ჰააკეთა თერნოვერი, მე პირადად აღარ მახსოვს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში თაზოს არ ვგულისხმობდი, არამედ სხვა მოთამასეებს, თუმცა თუგინდ თაზო იყოს. ერთი თამაში ათამაშა მეორე არა, მერე ისევ ათამაშა მაგ. ფიჯის წინააღმდეგ, როდესაც ვფქიქრობ ცუდად არ გამოიყურებოდა და იაპონიის წინააღმდეგ ისევ აღარ ათამაშა.ამიტომ მე პირადად ჰეიგის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიგებ და არ არის საჭირო სხვებს გადააბრალო ყველაფერი, ან გაუგებარი განმარტებები აკეთო, როგორიცაა ისევ და ისევ ამინდზე აპელირება, ვითომ მოწინააღმდეგის მხარეს უკეთესი ამინდი იყოს, ან თამაშის ბოლომდე არ ჩვენება )კიდევ უფრო დიდი სისულელე) და ა.შ.

14:54 | 30.07.2018
ilarioni (138)

პირველ რიგში ძალიან გთხოვ კორექტულობა შევინარჩუნოთ ბოლომდე. მემგონი აქ ერთმანეთის სალანძღავად არ ვართ და ვიცოდეთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა. დღევანდელი ხაგუარესი არგენტინის ეროვნული გუნდია (95%, თუ არ გჯერა შემადგენლობებს შეგიძლია გადახედო) და არგენტინა 15 ეროვნული გუნდი არასდროს ყოფილა. ჯერ ერთი ვფიქრობ არ ერთ გუნდს და გულშემატკივარს არ უღირს მსგავსი რამ, და ამაზე ლაპარაკი არც ღირს. რომელი ფედერაცია გააჩერებს მწვრთნელს გუნდში, რომელიც თამაშს თამაშზე წააგებს და ამას იმით ახსნის, რომ ერთი კონკრეტული თამაშის მოსაგებად სამზადისისთვის იყენებს ყველა დანარჩენ თამაშს. უბრალოდ აბსურდია. რაგბი თუ მარტო დაცვის თამაშად გვესმის სხვა საკითხია, თუმცა ვერც ეგ დაცვა ამართალებს ბოლომდე და მაგ ლოგიკით მაშინ დაცვის მწვრთნელი თუ კიდევ ადგილზეა, მაშინ უნდა მიყვეს იმ დანარჩენებსაც, დაცვის მწვრთნელი პირველ რიგში, იმიტომ, რომ ერთი დაცვა მუშაობდა და ისიც აღარ მუშაობს. დისციპლინის გამო რომ იყო დასჯილი, მაგის მერე ათამაშა და მერე კდიევ დისციპლინური გადაცდომა მოუვიდა თუ როგორ გავიგოთ კიდევ რომ დასაჯა? შკინინი ჩემპიონატში წლებია სტაბილურად ასპარეზობს და ძალიან სერიოზულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს და რა ვიცი მე მაგას არაპროფესიონალობისა ვერაფერი შევატყვე. წელიწადში 10 წუთი, რომ შეუშვებ რა ვარსკვლავები უნდა მოგიწყვიტოს ვერ ვხვდები მოთამაშემ. თუ მოთამაშეს არ ენდე ძლიერ გუნდებთან თამაშისასაც მაშინ ის ვერასდროს აიმაღლებს დონეს. თუკი მასში ხედავ სარაგბო უნარ ჩვევებს და კოშაძე ცუდად არასდროს გამოიყურებოდა, როდესაც ათამაშა ჰეიგმა, მაშინ მეტი დრო უნდა მისცე მათ შორის ძლიერ გუნდებთან. დისციპლინა ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ თუ რამე ისეთი არ არის საქმეში რაც მორალურად არ გაძლევს მოთამაშის გამოძახების უფლებას, ვფიქრობ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ვიღაც თუ 10 საათზე არ წავიდა დასაძინებლად ამისთვის დავსაჯოთ (ბანალური მაგალითია). რავიცი კი აჩვენეს დიდი ათის მოთამაშეებმა უკეთესი რაგბი ვიდრე ეროვნული თამაშობს, და დარწმუნებული იყავით წიკლაური აუცილებლათ მოხვდებოდა ამ თხუთმეტეულში ნაკრების წევრი, რომ არ იყოს, იმიტომ რომ მშვენიერი სეზონი ჰქონდა და ფინალის საუკეთესოდაც სამართლიანად დაასახელეს

15:17 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

აი კაცი რომ ამას დაწერ:
რავიცი კი აჩვენეს დიდი ათის მოთამაშეებმა უკეთესი რაგბი ვიდრე ეროვნული თამაშობს

როგორ შეიძლება ამის მერე ვინმემ სერიოზულად გელაპარაკოს რაგბზე, ან ტროლი ხარ ან რაგბიდან ისევე დაშორებული როგორც თბილისიდან კაჩატკა

სად ნახე არაკორექტულობა?
დავცის მწვრთნელი გაუშვესო და ან ცრუობ ან ინფორმაციას არ ფლობ მეთქი
რადგან დაცვას წვრთნის ლევან მაისაშვილი, ხოლო გაშვებით გაშვებულია ავსტრალიელი შეტევის და შერკინების მწვრთნელები

15:13 | 30.07.2018
jora84 (183)

შკინინმა ტრვითონ დაუსვა თავის კარიერას დიაგნოზი წლები პირველ ლიგაში რომ ირბინა ხულიგანასთან ერთად. კოშაძე შეავიწროვა კვესელაძემ, რა ვქნათ ეხლა კვესელაძე დავსვათ კოშაძის გამო? მერე იმას დაწერ კვესწლაძეს რატომ არ აძლევს შანსსო. წიკო ნაკრების შემავსებელია და წევრი აწი ვეღარ გახდება, ვერ დაძლია კონკურენცია როცა შანსი ქონდა. ერთმანეთში გვერევა დიდი ნაკრების და ამ ნაკრების ფუნქცია, რაც არასწორია, დიდებს სულ შედეგს თხოვენ და თამაშობენ შედეგზე, ექსპერიმენტებიც არს საკმაო დოზით. 10 საათზე დასაძინებლად წასვლა და ვარჯისის გაცდენა ან ვარჯიშზე ტვინის ბურღვა განსხვავდება ერთმანეთისგა.

14:06 | 30.07.2018
ilarioni (138)

ხოდა საქმეც მაგაშია ჰეიგს მარტო დაცვა აინტერესებს და ეგრეც თამაშობს ჩვენი ერვნული გუნდი, კონტრაზეც კი აღარ ვიწუხებთ თავს. და დაცვამ, რომ ვერ ითამაშა იმიტომაც უშვებენ ნაკრების დაცვის მწვრთნელს. შეტევამაც ვერ ითამაშა შეტევის მწვრთნელიც გავუშვით და ჰეიგის ფუნქცია რაღაა მაშინ ნაკრებში ვერ გავიგე მწვრთნელების შერჩევა? რასაც ვერ გაართვა თავი გამოდის?
რაც ეხება მეß3 პუნქტს, არა მხოლოდ მაგრამ პირადად ჩემთვის და თანამედროვე რაგბისთვის ეგ მნიშვნელოვანი საზომია, განსაკუთრებით უკანა ხაზელისთვის (ლელოს დადებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი). ადრე თერნოვერებს მაინც აკეთებდა ხოლმე და ესეც დიდი ხანია მაგისგან არ მახსოვს. მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს ჰეიგმა იმ მოთამაშეებს, ვისაც დიდი ხანია აქეთ-იქით დააპროწიალებს, თუნდაც წიკლაურს ვინც ჩემი აზრით შეცვლაზე მაინც იმსახურებს ხოლმე შესვლას. ვინ თქვა თაზო სუსტია დაცვაშიო, ზუსტად შუამარბისთვის ეგ არის საჭირო სქილი, რომ ცენტრში გაიჭრას ხაზი. მოთამაშეს ეგრევე სტაბილურობას ვერ მოთხოვ ერთხელ, რომ გამოიძახებ და შესაძლოა ვერ აჩვენოს ის თამაში რასაც შენ მოელი, ზოგს ცოტა მეტი დრო ჭირდება შესაგუებლად და უნდა მისცე ეს დრო, როდესაც შეიძლება ზუსტად იმ დღეს მარცხენა ფეხზეა ამდგარი. კი ბატონო თუ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი თამაშით განვსაჯოთ ყველაფერი და ხვალ უფრო უკეთესი დავაყენოთ არ არის პრობლემა, მაგრამ, როდესაც არჩევანი არ არის დიდი ზოგს მეტი დრო უნდა მისცე განვითარებისთვის, თუ კი ეს მას ჭირდება, უნდა აჩვენო რომ ენდობი.

14:25 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

აქ ცრუობთ ან საკმარის ინფორმაციას ვერ ფლობთ
დავცს მწვრთნელი არავის გაუშვია - ამ უბანს ლევან მაისაშვილი კურირებს
აშკარად აგერია დავცის და შეტევის ორგანიზება და მათი მნიშვნელობა

წეღან ამხელა არჩევანი იყო და უცებ ეს არჩევანი აორთქლდა? ეთილია თუ სპირტია?
- მეტი თანმიმდევრულობა, პატივცემულო

14:21 | 30.07.2018
jora84 (183)

ვინ ვერ აკეთებს თერნოვერებს, კაჭი? ხუმრობ ალბათ. ან თაზოს რა მეტი დრო უნდა 46 თამაში აქვს ნაკრებში. ყველა გუნდის დაცვა აგებულია კარგ დაცვაზე, თუ დაცვაში ვერ ვარგიხარ შეტევას საერთოდ ვერ შეძლებ. წიკლაურო ძლიერ გუნდებთან ვისთანაც დააყენა ყველგან ჩავარდა და რა უყოს? ძალით შეტენოს ისევ?. აქედან მარტივია საუბარი, ვარჯიშებზე უამრავი კრიტერიუმით აფასებენ მოთამაშეს და მერე წყვიტავენ დააყენონ თუ არა, მელიტონას რასაც ვერ დაუკარგავ თანმიმდევრულობაა შემადგენლობის შერჩევისას. ვინ განსაჯა 1 თამაშით? 7-8 თამაში ყველა ყავს დაყენებული, გაედა შეკრებებზე ტარებისა.

13:18 | 30.07.2018
ilarioni (138)

GiorgiG83

1. ნამდვილად ვერდაგეთანხმები ერთი ხელის მოსმით, რომ ეროვნულს ბევრად (თუ საერთოდ) უფრო მაღალი დონის მეტოქეები ჰყავს ხოლმე ვიდრე არგენტინა XV-ია. ეს არგენტინა XV ის არგენტინა XV ვინც თითქმის ყოველ ჯერზე იგებს სამხრეთ ამერიკის 6 ერს, რომელშიც მათ შორის შტატებიც გამოდის და აგრეთვე ის არგენტინა XV-ია, რომელსაც რის ვაი ვაგლახით მოუგო ადრე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა.
2. გასაგებია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო თვემდე არ ვიცოდეთ რეალურად რას თამაშობს ჩვენი გუნდი, ვწუხვარ მაგრამ ბოლო თამაშებიდან თუ ვიმსჯელებთ (და არა მარტო) ამას რაგბის გარდა ყველაფერი შეიძლება დავარქვათ, მაგ. იაპონიის წინააღმდეგ ჩვენი გუნდის თამაშს დავარქმევდი "ნეტა აქ რას ვაკეთებთ" ან "ნეტა როდის დაამთავრებს მსაჯი თამაშს", ფიჯის წინააღმდეგ "ერთი ტაიმიც საკმარისია ვალის მოხდის მიზნით" და ა.შ.

3. კაჭარავა იმსახურებს? დავითვალოთ ბოლო სამ თამაშში ერთად რამდენი მეტრით წაიწია წინ, ალბათ ორი-სამით, ლელოზე ხომ ზედმეტია საუბარი. რით ჯობს კაჭარავა, თუნდაც მჭედლიძეს. ან შკინინი წლების განმავლობაში რატომ არ ჩანდა ნაკრებში? ან წიკლაურს წლებია აქეთ იქით, რომ დაატარებს რატომ არ ათამაშებს თუნდაც შეცვლაზე, ან კოშაზე, რომელმაც თითქმის ყველა თამაშში ლელო დადო, როცა კი ათამაშა სად გაქრა? ან ფრუძეს, რომელსაც არც სისწრაფე აკლია და არც სარაგბო უნარ-ჩვევები და ფორმაშიც არის, რატომ არ ენდობა ბოლომდე?

4. კითხვებს ბადებს ზუსტად არათანმიმდევრულობა!
5. ვისი ბრალია მერე?

14:22 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

- ადრინდელი არგენტინა 15 იყო დაახლოებით დღევანდელი ხაგუარესი და იმდროინგელი ჩვენი ეროვნული რუმიენთიდან მოგებით რომ ბრუნდებოდა ზეიმი გვქონდა
- იაპონიამ აფრიკას რომ მოუგო ეგ მოგება არ უღირდა თუნდაც 4 წელი ყველაფერი რომ წაეგო?
- კაჭარავაზე უკეთესი დაცვაში მოთამაშე მეორე არგყავს არავინ
- მჭედლიძე დასჯილი იყო დისციპლინის გამო
- შკინინი მოაკლდა გუნდს მისი ნაკელბად ფროფესიონალური მიდგომების გამო
- წიკლაური - როცა სჭირდება სულ ათამაშებს და რომ ათამაშებს ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება
- კოშაძე - სადაც მისი დოენა ათამაშებს
- ფრუიძე სავარაუდოდ ისიც დისციპინის მსხვერპლია
-
4, კი კითხვებს ძირითადად არათანმიმდევრულობა ბადებს 100%
5. ჩემი და შენი ნაკელაბდ ერთი მილტონის მეორე კავშირის მესამე ადრესატი ვერ მეგულება

13:34 | 30.07.2018
jora84 (183)

მარტო მესამე პუნქტზე ჩაგეკითხწბი: მოთამაშე მარტო იმით ფასდება რამდენი მეტრით მიდის წინ? მათიაშვილს 91 მეტრი ქონდა ტონგასთან, მაგრამ ფიჯისთან და იაპონიასთან ღია კარის დღე მოაწყო დაცვაში. თაზომ თავის თავს მოკითხოს რატომ არ არის ნაკრებში, სუსტია დაცვაში და შეტევაში მარტო ერთი სქილი აქვს- გაგლეჯვა. შკინინზეც იგივე, გასაოცრად არასტაბილური იყო როცა ნაკრებში იძახებდნენ. აიღეს და აღარ მიაქციეს ყურადღება. წიკო წიკოა რა სანამ უკეთესი ბავშვი არ გამოჩნდება მანამ დაუძახებს. ფრუიძის ხსენება კი ზედმეტია აწი, რამდენჯერაც დააბრუნეს ნაკრებში იმდენჯერ გასაშვები გაუხდათ. კოშაძე კვესელაძემ შეავიწროვა,აგრამ თუ ტრამვის მერე ფორმას აკრიფავს ისევ მოდება მისი განხილვა დარწმუნებული ვარ.

12:18 | 30.07.2018
ilarioni (138)

გუგა80 (72)გეთანხმები იმაში, რომ ნამდვილად სჯობს შენი თამაში სხვა ეროვნების მსაჯმა განსაჯოს და მორჩა, არ აქვს მნიშვნლობა რამდენად კარგი მსაჯობა იყო. იმ შინაგანი რაღაც-რაღაც ადამიანურ მომენტებს ბოლომდე მაინც ვერ გამორიცხავ და აგრეთვე გეთანხმები ბრაზილიის ნაკრების შეფასებაში. ძალიან კარგ რაგბს თამაშობენ და ვფიქრობ თვალსასეირო თამაში იქნება მათთან.
GiorgiG83 (419)არც არაფერი მეც პირადად მომხრე ვარ გაშლილი თანამედროვე რაგბი ვითამაშოთ, თუნდაც წავაგოთ, ვიდრე ის რაგბი, რასაც ჰეიგი ათამაშებს ჩვენებს. ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ, ყოველგვარი განმარტებები ამინდის, მოკლე შეკრების, შეუთამაშებლობის და რავიცი კიდევ, ყველაფერი დაძლევადია, თუ არსებობს შემართება და სწორი მოთხოვნები. ბიჭებს ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ რაგბის თამაში და დამატებით მოგებაც უნდოდათ. ჰეიგი ვფიქრობ იმდენად კომფორტულად გრძნობს ამასობაში თავს თავის გადაწყვეტილებებში, რომ არაფრის შეცვლა არ უნდა, რომ ზედმეტად თავი არ აიტკიოს და უკვე ყველაფერს რამდენიმე წლით ადრე მსოფლიოსთვის მომზადებას აწერს. კარგი რა რათ მინდა ის ერთი მოგება მსოფლიოზე, თუ მანამდე თამაში თამაშზე წავაგე, ან როგორ მოვიგებ იმ კონკრეტულ თამაშს, თუ არ გამოჩნდა მანამდე რა სტილს ვთამაშობ და ვხვეწ. არც შემადგნელობის გადახალისება უნდა რეალურად და ის სელექცია, რომელიც აქვს არასწორია. ვხედავთ შერკინებაში რამდენი საინტერესო ახალგაზრდაა. თუნდაც უკანა ხაზში, რომ დააკვდა კაჭარავას, მალაღურაძეს, კვირიკაშვილს (მათდამი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად), არიან ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები მათ პოზიციებზე, უფრო მეტი შემართებით, მეტი სისწრაფეებით და რაგბის არც თუ ურიგო ცოდნით

12:40 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

1. დიდი ნაკრების მეტოქეები სხვა დონისანი არიან ვიდრე არგენტინა XV ია
2. ყოველი 4 წლიანი ციკლი ეძღვნება მსოფლიო თასს - ყვლა გუნდი ასეა, ყველა სპორტში
3. რომელი ახალგაზრდა მორაგბე იმსახურებს ეროვნულ ნაკრებში ადგილს?
4. სელექცია და ნდობი მომენტი ზოგჯერ რბილად რომ ვთქვათ კითხვებს ბადებს
5. წელიწადი და 2 თვე დაგვრჩა მსოფლიო თასამდე + არ გვყავს შერკინების და შეტევის მწვრთნელები - ვნახოთ...

11:56 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

არგენტინა XV ხაგურარესის გარდა არის შიდა რესურსისა და ასაკობრივი ნაკრებების ფილტრი სანაკრებოდ - ამ გუნდმა (მეტნაკლებად სხვადასხვა შემადგენლობით) წელს ეთამაშა - Americas Rugby Championship -ში (თებერვალ-მარტი):
ბრაზილიას, კანადას, ჩილეს, აშშ_ს, ურუგვაის (ეროვნულ ნაკრებებს)
ზაფხულში საქართველო/რასინგ92-ს
და ამ შუალედში Nations Cup-ზე ურუგვაი, ესპანეთი და ფიჯი (ურორიორსი)

გუნდი წელიწადში 3-4 ტურნირს ატარებს - აი ეს გვჭირდება, იდეალური იქნებოდა თბილისის თასის აღდგენა საქართველო XV სთვის

09:46 | 30.07.2018
გუგა80 (177)

კარგი მოგება იყო! დასაფასებელია.
ერთადერთი ნეგატივი, რაც არავინ აღნიშნა მსაჯობა იყო.
ამხელა ტურნირს ატარებ, დალოცვილო ერთი მსაჯი მაინც ჩამოიყვანე. განა რა დაჯდებოდა ერთი კაცის ჩამოყვანა. მხოლოდ ერთი ცენტრალური მსაჯი, რომელიც ჩვენს ორივე თამაშს განსჯიდა.
დარწმუნებული ვარ არგენტინა ფიქრობს რომ ქართველმა მსაჯმა ძალით წააგებინა ეს თამაში.
მთლად ასე ცალსახად ვერ ვიტყვი მაგრამ ფაქტია რომ ბოლოს გადამწყვეტ მომენტებში რამდენიმე სადაო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს სასარგებლოდ.

და კიდევ ერთი, ბრაზილიის ნაკრები არც ისეთი ხელწამოსაკრავია ბევრს რომ ჰგონია და მათი დაუფასებლობა (მაგალითად ისეთი რასინგმა რომ ქნა და გასახურებლადაც რომ არ გამოვიდნენ თამაშის წინ) არ შეიძლება.
გარანტირებული არაფერი გვაქვს და მაქსიმალური მობილიზებით თუ არ შევხვდით მათ ყველაფერია მოსალოდნელი.

13:16 | 30.07.2018
maxo_65 (458)

იფიქრონ მერე, და თან ცივი წყალიც დალიონ, მას ცვენთან ურთიერთობაში რამდენჯერ დაგვწყვეტია გული მსაგების მიმართ ვინ მოთვლის..ისე თემი აზრით ჭყოიძე არ უნდა გაესიმბინებინა, დღესაც ვერ ვხდები რატომ მისცა ყვითელი, კაცნაკლულზე დაგვიდეს 2 ლელო...

11:47 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

მსაჯობის რა არ მოგეწონა?
ორჯერ ჩვენიანი გაასინბინა - ბოლოსწინა ჯარიმას თუ გულისხმობ ჩვენს სასარგებლოდ ეგრე არგენტინელების მაღალო ბოჭვა+ჯარიმა(სინბინი)+ტექნიკური ლელო არ აღნიშნა, აშკარად იმათკენ უფრო იყო


და რომ არ მოგვეგო არგენტინისთვის და უბრალოდ ეთამაშათ და კიდევ უფრო ლაღად ებურთავათ რამე დაშავდებოდა?
ისევე როგორც რომ წავაგოთ ბრაზილიასთან და არგენტინაზე მეტად ლაღად ვიბურთაოთ?


საქართველო XV ის შედეგს რატომ ითხოვთ?
სხვა მიზანი და ამოცანა უდგას ამ ნაკრებს - ბოლო ფილტრი ეროვნულ ნაკრებამდე

14:54 | 30.07.2018
giogobi (68)

სამჯერ-ოთხჯერ რაქიდან ბურთის აღებისას წინ თამაში ვერ დაინახა და ადრე დაამთავრა, თორემ სხვა ჩვენსკენ იმსაჯაო ვერ იტყვი

14:14 | 30.07.2018
პანტელეიმონი (1218)

100%-ით გეთანხმები ! ! !

21:45 | 29.07.2018
თორღვა პანკელი (387)

იშვიათად მინახავს საქართველოს ნაკრების ასეთი ლამაზი თამაში, თან ძალიან გვიხდება ასეთი რაგბი, სწრაფი და ძალისმიერი, უამრავი შეცდომის და დაცვაში პირველ ტაიმში კატასტროფული თამაშის მიუხედავად, ამოუქაჩო 22-7-დან ისეთ გუნდს როგორიც არგენტინაა, მართლა კერკეტი კაკალი უნდა იყო. აი როგორ დავიჯერო ევროპაში ერთი გუნდი მაინც ვერ ხედავს თედოს, თუ თვალები ტრ-ში აქვთ? მადლობა ბიჭებს ტრადიციულად თავდადებისათვის, რასაც ქვია იფრინეს და ძალიან ლამაზი მოგება გვაჩუქეს, რაც ძალიან გვჭირდებოდა, რაგბი ჩვენი თამაშია!

15:38 | 29.07.2018
პანტელეიმონი (1218)

მართლაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ბიჭების თამაშით. სკეპტიკოსებმა ალბათ დაინახეს, რომ სარაგბო რესურსი საკმაოდ გვყავს, რომ ვიფიქროთ ფრანჩიზის ჩამოყალიბებაზე, თუ რა თქმა უნდა ფინანსურ საკითხს გადავწყვეტთ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს "დიდი 10"-ის და მისი ფინალისტების ევრო ტურნირებზე გამოსვლის, საქართველო XV-ის, ქართული ფრანჩიზის, ასაკობრივი ეროვნული ნაკრებების და "ბორჯღალოსნები"-ს ფინანსური უზრუნველყოფისათვის.

15:07 | 29.07.2018
maxo_65 (458)

სულ ვამბობდი, საქართველოს ჩემპიონატში არიან ისეთი ბიჭები, ვინც შანსს იმსახურებს, აბჟანდაძის და 20-წლამდელი ბიჭების გარდა, ძალიან მომეწონა, 8 ნომერი, ასევე ბუჯიაშვილი და ბურჯები, 9 ნომერი სუსტია, არიან კიდევ ისეთი მოთამაშეები ვისი ნახვაც საინტერესო იქნებოდა

11:38 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

რომელი 9 ნომერი - ორმა ითამაშა

13:11 | 30.07.2018
maxo_65 (458)

მეორე კლდიაშვილი, შეიძლება ძალიანაც კარგი ბიჭია, მაგრამ შანსი მეტად უნდა გამოეყენებინა

17:05 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

რა არის იცი, 9 ნომერი ათამაშებს შერკინებას - შერკინება კი დიდი10-ში ზოზინაა, ანუ 9 ნომერი ფიზიკურად ვერ გეყოლება ვერცხლის წყალივით სწრაფი
იმ ფონზე კი ვინც არის რა გითხრა - გუნდების ძირითადი 9 ნომრები
გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, გედეხაური, გულიტაშვილი, მინდიაშვილი, პერანიძე, ბროძელი, კლდიაშვილი, აქვე ალანიაც, თუთბერიძე, კიკვაძე, მახარაშვილი, ნახუცრიშვილი, დვალიშვილი, ღამბაშიძე, როხვაძე, თუთბერიძე

ამათგან შანსი მისცეს შედარებით ახალგაზრდებს და პერსპექტიულებს და რა ნაკრებ გამოვლილ და რაღაც მომენტში უფრო გამოცდილ მაგრამ ასაკით უფროს 9ებს

14:52 | 29.07.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

14:44 | 29.07.2018
giorealist (26)

→ LELOS←
მე ინტერნეტით ვიყიდე 34 ევრო დამიჯდა - 30 ევრო ბილეთი და 4 ევრო საკომისიო.

14:55 | 29.07.2018
→ LELOS← (98)

კი მეც ინტერნეტით ვიყიდე 41 ევროიანი 3 ბილეთი . + ივა. საქართველოში რამდენად იყიდება ეგ მაინტერესებს ვიცი რო აგაარა ბევრი ბილეთი დარჩენილი.

19:08 | 29.07.2018
temuchin (431)

ამ ბოლოს რაც მე ვნახე, 10 დან იწყებოდა და 28 ევრომდე ადიოდა ფასები.

14:40 | 29.07.2018
giorealist (26)

ყოჩაღ ბიჭებს! აბჟანდაძე ფენომენალურია, ტიპი თვითონაც სიამოვნებას ღებულობს და პუბლიკასაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

შენგელია მომეწონა, რამდენჯერაც ბურთს იღებდა სულ მეტრებს იგებდა.

სუხაშვილი გაგლეჯვაზე მაგარია, შეიძლება მისი იმედი გვქონდეს. ✊

მამათავრიშვილმა ისეთი ბლოკი გააკეთა, ბუენოს აირესში გაუშვა არგენტინელი.

14:38 | 29.07.2018
→ LELOS← (98)

ბიჭებო რა მაინტერესებს. საქართველიში იტალია- საქართველის თამაშის ბილეთების გაყიდვა დაიწყო უკვე? მე ესპანეთში ვიკიდე უკვე და მანდ თუ დაიწყეს ფასი მაინტერესებს თუ იცით. მადლობა.

21:46 | 29.07.2018
zangura (109)

კი დაიწყო კაი ხანია, 30 ევრო ღირს. სექტორი MAE აქ ვართ ქართველები

13:52 | 29.07.2018
GENESIS (49)

ბევრი კარგი რამ მოხდა - მონსტრ სარაგბო ქვეყანას მოვუგეთ ტოლ-სწორი კატეგორიის ნაკრებით.. ვნახეთ, ქართველების, მგონი, ჯერ არნახული ბურთაობა და უჩვეულო ტემპი.. დავინახეთ იმედი, გვყავდეს ჩვენი „დენ კარტერი“.. ვნახეთ, სამწვრთნელო გამარჯვება.. მადლობა ჰეიგს და გაუმარჯოს ანტილოპას!

12:42 | 29.07.2018
giogobi (68)

ისე ეს ნაკრები რომ ეროვნულს შეაჯიბრო, ნეტა ვინ მოიგებს?

12:54 | 29.07.2018
geogoli (367)

ეროვნული მოუგებს იმ სულისშემხუთველი დაცვის წყალობით და ამ ნაკრების სუსტი წერტილების გამოყენებით

14:35 | 29.07.2018
giogobi (68)

ხო, მაგრამ სად იყო ეგ სულისშემხუთველი დაცვა ბოლო თამაშებში?

12:28 | 29.07.2018
Tesriga (11)

მადლობა ბიჭებს ასეთი გახსნილი, ლაღი და სანახაობრივი თამაშისთვის და რაც მთავარია მადლობა მწვრთნელს ასეთი სწორი ტაქტიკის არჩევისთვის, იმედია ეროვნული ნაკრები ითამაშებს ასეთი შემტევ რაგბს. ასეთი თამაშის შემოტრიალე და თან ვისთან, მართლაც რომ თავდადების და შესვენებაზე სწორი ანალიზის შედეგია, ისევ და ისევ მადლობა ყყველას ასეთი სიამოვნების მიღებისათვის.

11:23 | 29.07.2018
temuchin (431)

ეს იყო თამაში და ის სიამოვნება რომელიც ჩვენი ძირითადი ნაკრებისგან დიდი ხანია არ მიმიღია. რომც წაეგოთ მგლებივით იომეს ბიჭებმა და რომ მოიგეს მაგით ხომ საერთოდ რა სენსაცია გამოაცხვეს. ყველაფერთან ერთად 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით და ორ გარდასახულ ლელოზე მეტი ამოვქაჩეთ თანაც რა გუნდთან. ყოჩაღ მწვრთნელს თედო თავისთავად ფენომენია და სუხაშვილი მომეწონა მაგრად, საერთოდ დიდ ათში დიდი ხანია ვამჩნევ მაგ ბიჭს და ძალიან გამიხარდა რომ დააყენეს ძირითადში. აკი გაამართლა კიდეც.

11:28 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

დიდ ხანში დროის რა მონაკვეთს გულისხმობ?

15:37 | 30.07.2018
temuchin (431)

2017-2018 წლების სეზონს დიდ ათში.

19:29 | 30.07.2018
GiorgiG83 (525)

ამ დიდ ხანზე გკითხე
"ეს იყო თამაში და ის სიამოვნება რომელიც ჩვენი ძირითადი ნაკრებისგან დიდი ხანია არ მიმიღია."

20:17 | 30.07.2018
temuchin (431)

კი ბატონო, მაშინ გეტყვი რომ ასეთი ხელდახელ თამაში და მწვავე შეტევები არ მინახავს 2017 წლის ზაფხულის ტესტებზე არგენტინასთან თამაშისა და შემოდგომაზე კანადასთან დაპირისპირების მერე. თუმცა კანადას ამოვიღებდი რაგდან იმ მომენტში უსუსტესი გუნდი იყო და ეს სხვებთან შეხვედრებშიც დაადასტურა.

11:21 | 29.07.2018
geogoli (367)

გამოიკვეთა რამდენიმე ბიჭი რომელიჩ დიდ ნაკრებში მოხვედრისთვის იბრძოლებს. თედო ულაპარაკოდ მოხვდება ძირითადში

0.117619