სიახლეები

22:55 | 27.07.2018 | ნანახია 2465 - ჯერ

ზაფხულის თასი | რასინგ 92 - ბრაზილია

ხვალ საღამოს, 21:30 საათზე, ‘მიხეილ მესხის’ სტადიონზე დიდი სარაგბო ვარსკვლავთცვენა იქნება.

რაგბის ქართველი ქომაგი ცოცხლად იხილავს ისეთი მორაგბეების თამაშებს, როგორებიც ახალ ზელანდიელი ვეტერანი ჯო როკოთოკო, ირლანდიელი საიმონ ზიბო, შოტლანდიელი ფინ რასელი, არგენტინელი ხუან იმოფი და ფიჯელი ვოლავოლა არიან.

ახლადდაარსებულ ‘რაგბის ზაფხულის თასის’ მეორე შეხვედრაში, საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონი და ბოლო ჩემპიონთა თასის ფინალისტი, პარიზული ‘რასინგნ 92’ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ხვდებიან.

პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაშია ბორჯღალოსანი ბურჯი ვასილ კაკოვინი, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსანი გურამ გოგიჩაშვილი მარქაფაშია.

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი. 21:30 საათი

რასინგ 92 - ბრაზილია

რასინგ 92: 15. საიმონ ზიბო, 14. ჯო როკოთოკო, 13. ლეონარ პარიზ, 12. ოლივიე კლემანჩაკ, 11. ანატოლ პოვერ, 10. ფინ რასელ, 9. კსავიე შოვო; 1. ვასილ კაკოვინი, 2. ისამ ჰამელ, 3. ჟორჟ-ანრი კოლონ, 4. ედვინ მაკა, 5. დონაქა რაიან, 6. ესტებან აბადი, 7. იბრაჰიმ დიალო, 8. ანტონი კლაასენ.

მარქაფა: 16. ოლე ავეი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბორის პალუ, 19. ბაპტისტ შუზანუ, 20. ტესი ირიბარენ, 21. რაფაელ ლაგარდ, 22. ხუან იმოფ, 23. სენსას ჯონსთონ, 24. ანტონი ჟიბერ, 25. ლუიჯი ტაროძი, 26. ტეო კოსტოსეკ, 27. ბენ ვოლავოლა.

ბრაზილია: 15. დანიე’უ სენსერი, 14. ლუკას ტრანკესზე, 13. ფელიპე სანსერი, 12. მოისეეს დუკუ, 11. სტეფანო ჯანტორნო, 10. ჯოშ რივზ, 9. ლუკას დუკი; 1. ლუკას აბუ, 2. იან როზეტი (კაპ.), 3. ჟარდე ვეტორატო, 4. ლუკას პიერუ, 5. გაბრიეუ პაგანინი, 6. კლებერ დიას, 7. არტურ ბერგუ, 8. ანდრე აჰუდა.

მარქაფა: 16. კაიკი სეგურა, 17. დევიდ მიულერ პასკუა, 18. ვილტონ რებოლო, 19. ლუიზ ვიერა, 20. მაიკლ მორაის ოლივიერა, 21. დანიელ ლიმა და სილვა, 22. რობერტ ტენორიუ, 23. ჯაკობს დე ვეტ, 24. ვალენტინ გარსია, 25. მათეუს სოუზა, 26. მათეუს როხა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073373