საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის დაწყებამდე სამი კვირაღა დარჩა. კლუბებმა დაკომპლექტება ფაქტობრივად დაასრულეს და მათ შემადგენლობაში სერიოზულ ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ.
გასული სეზონის შემდგომ, პრო დ2-ში ქართველების რიცხვი თითქმის გაორმაგებულია. 2017/2018 წლების სეზონის დაწყების წინ, ჩვენებურების რაოდენობა 14 გახლდათ. ამათგან 8 მოთამაშემ პრო დ2 დატოვა და კარიერა სხვადასხვა ლიგებში განაგრძო. მიუხედავად ამისა, ქართველთა რიცხვი სერიოზულად გაიზარდა და ამის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
პირველ რიგში ვიტყვით, რომ პრო დ2-ის ყველა კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ამ ეტაპზე განახლებული არაა და ეს განსაკუთრებით ესპუარების კატეგორიას ეხება. შესაბამისად, ზოგიერთი ინფორმაცია ამჟამად ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ და სხვადასხვა წყაროს ემყარება. აქედან გამომდინარე, მკითხველს თავიდანვე ვაფრთხილებთ, რომ შესაძლოა, სტატიაში ზემოხსენებული მიზეზის გამო მცირე ცდომილება იყოს.
ჩვენთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში 2018/2019 წლების სეზონში 27 ქართველი ითამაშებს (ესპუარების ჩათვლით).
ჯერ ვთქვათ იმ მორაგბეების შესახებ, რომელთაც გასული სეზონის შემდგომ სხვადასხვა ფაქტორების გამო პრო დ2 დატოვეს. ფედერალ 1-ში გავარდნენ “ნარბონი” და “დაქსი”: პირველში ბექა ბიწაძე თამაშობს, ხოლო მეორეში ელიზბარ ყუფარაძე ირჯება. საპირისპიროდ, ტოპ 14-ში აღზევდა “გრენობლი”, სადაც გასულ სეზონში ბექა გიგაშვილი თამაშობდა. ასევე უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს ბექა გორგაძე, რომელიც “ბორდოში” ჩაირიცხა.
გიორგი ნაცარაშვილის წასვლის შემდგომ, ერთი ქართველი დარჩა “კარკასონში”, “ვანი” დატოვა და ფედერალში ითამაშებს ვახტანგ მაისურაძე, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილმა სუპერ რაგბს მიაშურა და სეზონი “სანვულვზში” დაასრულა.
რაც შეეხება შევსება, ტოპ 14-დან დაქვეითდა “ბრივი”, რომელშიც 6 ქართველი გაირჯება. სერიოზული მატება “ორიაკში”, სადაც მერაბ შარიქაძეს და გიორგი ცუცქირიძეს კიდევ 5 ჩვენებური შეუერთდა და მომავალ სეზონში ყველაზე მეტი ქართველი სწორედ ამ გუნდში ითამაშებს.
“ანგულემის” ესპუარებში ჩაირიცხა ზაურ თევდორაშვილი, “მასის” ესპუარებში – გიორგი ახალაძე, ხოლო “მონ-დე-მარსანის” ესპუარებში ლაშა მაჭარაშვილი ითამაშებს.
ტოპ 14-დან კიდევ ერთ დაქვეითებულ “ოიონას” “ბორჯღალოსანი” ირაკლი მირცხულავა ჩამოყვა, ხოლო ვახტანგ ახობაძემ “აჟენი” დატოვა და “ბიარიცს” შეუერთდა. ბასკურმა კლუბმა მის გარდა თორნიკე ჯალაღონიაც დაიმატა, რომელსაც მსოფლიოს 20-წლამდელთა თასზე შესანიშნავი თამაში სათანადოდ დაუფასდა.
“ნევერმა” ერთი სეზონით “ლიონიდან” ინათხოვრა გურამ პაპიძე და თორნიკე მატარაძე, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდათ და ისინიც პრო დ2-ში ითამაშებენ.
27 ქართველიდან, სათამაშო ამპლუით 18 ბურჯია, 1 კვაჭია, 5 მესამეხაზელია, 1 ჰავბექია, 1 შუამარბია და 1 მოთამაშეს მეორე/მესამე ხაზში შეუძლია თამაში.
აქვე გთავაზობთ სამომავალსეზონო ქართველთა სრულ ჩამონათვალს (* - ესპუარი):
ორიაკი (7): გიორგი ვეფხვაძე (ბურჯი), გიორგი ცუცქირიძე (მესამე ხაზი), მერაბ შარიქაძე (შუამარბი), ვანო კარკაძე (კვაჭი *), გიორგი ჯავახია (მეორე/მესამე ხაზი *), ბექა საღინაძე (მესამე ხაზი *), გიორგი ნუცუბიძე (ბურჯი *);
ბრივი (6): კარლენ ასიეშვილი (ბურჯი), სოსო ბეკოშვილი (ბურჯი), ლუკა გოგინავა (ბურჯი), ოთარ გიორგაძე (მესამე ხაზი), ვასილ ლობჟანიძე (ჰავბექი), ლუკა ჯაფარიძე (ბურჯი *);
ანგულემი (3): შალვა სუთიაშვილი (მესამე ხაზი), ზაურ თევდორაშვილი (ბურჯი *,) გიორგი ნეფარიძე (ბურჯი *);
ოიონა (1): ირაკლი მირცხულავა (ბურჯი);
ბიარიცი (2): ვახტანგ ახობაძე (ბურჯი), თორნიკე ჯალაღონია (მესამე ხაზი *);
კარკასონი (1): მირიან ბურდული (ბურჯი);
მონ-დე-მარსანი (1): ლაშა მაჭარაშვილი (ბურჯი *);
კოლომიე (1): ბექა შეყლაშვილი (ბურჯი);
მასი (2): ილია კაიკაციშვილი (ბურჯი), გიორგი ახალაძე (ბურჯი *);
ნევერი (2): გურამ პაპიძე (ბურჯი), თორნიკე მატარაძე (ბურჯი);
ვანი (1): ნიკა ნეფარიძე (ბურჯი);
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბექა ბიწაძე რჩება თუ იცით ნარბონში? და კარგი იქნება თუ განახლებული და დაზუსტებული შემადგენლობები რო დაიდება კიდევ ერთხელ დადოთ სტატია ტოპ 14-ზეც და პროდ-2 ზეც.
ლეგიონერების ჩამონათვალს რომ გადახედავ და მერე ჩვენ სანაკრებო ამბიციებს რომ შედარებ აი ის სმაილიკი.