ავსტრალიის ნაკრების შუამაბარბი ტევიტა კურიდრანი, მიმდინარე წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშებას გამოტოვებს.
“ბრამბიზის” მორაგბემ, გულ-მკერდის არეში დაზიანება სუპერ რაგბის უკანასკნელ ტურში, “ვორათასთან” გასვლაზე მოგებულ (40:31) მატჩში მიიღო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტევიტას ტრავმა სერიოზულია, თამაშს სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს და შესაბამისად, 2018 წლის 4 ერში ვერ ითამაშებს.
კურიდრანის “ვოლაბების” კვართით 58-ჯერ უთამაშია და 19 ლელო აქვს გატანილი. მან მიმდინარე სუპერ რაგბში 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო დადო.
ცნობისთვის, ავსტრალიის ნაკრებს 4 ერში კიდევ ერთი შუამარბი, სამუ კერევი ვერ დაეხმარება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია