ჩემპიონატები

22:30 | 18.07.2018 | ნანახია 2081 - ჯერ

უარბარტონმა კარიერა დაასრულა

უელსის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების კაპიტანმა სემ უარბარტონმა კარიერა ნაადრევად დაასრულა. 29 წლის მოთამაშემ აღნიშნული გადაწყვეტილება მუდმივი ტრავმების გამო მიიღო, რომლის გამოც თამაშს დიდი ხანია ვეღარ ახერხებს.

უარბარტონმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯანმრთელობამ რაგბში დაბრუნების საშუალება არ მისცა.

29 წლის მესამეხაზელმა უელსის ნაკრების კვართით 74-ჯერ ითამაშა და 5 ლელო გაიტანა. მან “დრაკონებს” 49-ჯერ უკაპიტნა და 2-ჯერ 6 ერის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სემმა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში 5 კეპი მოიხვეჭა, ხოლო საკლუბო დონეზე “კარდიფ ბლუზის” ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და 103 მატჩში 9 ლელო დადო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121305