ბორჯღალოსნები

17:49 | 18.07.2018 | ნანახია 2116 - ჯერ

ხამაშურიძემ 34-ს უხმო

საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, ზაფხულის თასი 2018-ისთვის 34 მორაგბეს უხმო.

გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. ყველაზე ბევრი - 9-9 მოთამაშე თბილისის ‘ლელო-სარასენსიდან’ და გორის ‘ჯიქიდანაა’, 6 მორაგბითაა წარმოდგენილი ქუთაისის ‘აია’, სამით მარნეულის ‘არმაზი’, ორი-ორი ‘ბათუმიდან’, რუსთავის ‘ხარებიდან’ და ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ‘ლოკომოტივიდან’, ხოლო თბილისის ‘აკადემიიდან’ ერთი მორაგბეა.

34-კაციან სიაში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც სხვადასხვა დროს ბორჯღალოსნებშიც უთამაშიათ. ყველაზე გამოცდილი გიორგი შკინინია, რომელსაც ნაკრების კვართით 38-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ბორჯღალოსნები არიან გიორგი ჭყოიძე, გუგა შენგელია და ირაკლი სვანიძე. სვანიძე საქართველოს 7-კაცა ნაკრებშიც თამაშობს, საიდანაც საქართველო XV-ში კიდევ სამი მორაგბეა - ილია სპანდერაშვილი, გიორგი ჭუაძე, აკა ტაბუცაძე

უმცროსი ბორჯღალოსნებიდან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგო, საქართველო XV-ში ერთბაშად 8 მორაგბე დაწინაურდა: ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, დემურ თაფლაძე, სანდრო სვანიძე, ბექა მამუკაშვილი.

გუნდი ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე 20 ივლისს შევა, ზაფხულის თასის პირველი მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც 28 ივლისს ‘მიხეილ მესხზე’ არგენტინა XV-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 საათზე იწყება. 3 აგვისტოს, 21:30 საათზე ხამაშურიძის შეგირდები ბრაზილიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ტურნირის მეოთხე მონაწილე ტოპ 14-ის 6-გზის ჩემპიონი, პარიზული ‘რასინგია’.

საქართველო XV-ში გამოძახებული არიან

შერკინება: ჟორჟ სალდაძე (აია), მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), გიორგი ჭყოიძე (ლელო), გოგა ხუროშვილი (არმაზი), მიხეილ ფსუტური (ჯიქი), გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), ტარიელ დონაძე (ბათუმი), ბექა საღინაძე (ლელო), მიშო ბაბუნაშვილი (აია), არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), გელა შალამბერიძე (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), გუგა შენგელია (ჯიქი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), მიხეილ ალანია (ჯიქი), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), აკა ტაბუცაძე (ლელო), თემურ ირემაძე (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო სვანიძე (არმაზი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ბექა მამუკაშვილი (ლელო).

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:57 | 19.07.2018
თორღვა პანკელი (387)

ნორმალური შემადგენლობაა, ჩემი აზრით კაი თამაში უნდა ვაჩვენოთ, არგენტინასთან და რაც მთავარია ფრანგებთან, ბრაზილიაც მაინტერესებს ოვალური ბურთით როგორ ბურთაობენ, ერთი ჩვენი ბრაზილიელი გულმხურვალე გულშემატკივარი გამახსენდა, მაგარი კაცი იყო თუ არ ვცდები დიეგო დუბარდი, ეგებ ჩამოვიდა კიდეც, წარმატებები ბიჭებს, რაგბი ჩვენი თამაშია.

01:16 | 19.07.2018
jora84 (183)

ფრანგებს არ ვეთამაშებით. ბრაზილია და არგენტინა xv იქნებიან ჩვენი მეტოქეები.

17:55 | 19.07.2018
თორღვა პანკელი (387)

რატო არ გვიწევს ფრანგებთან? არ ვიცოდი, მე მეგონა რასინგთანაც უნდა გვეთამაშა.

19:35 | 18.07.2018
zangura (109)

საღინაზე ხო გადავიდა ორიაკში??

23:24 | 18.07.2018
jora84 (183)

კი, გადავიდა.

18:24 | 18.07.2018
rugbyisourgame (5)

არ მაქვს ინფორმაცია ტრამვებთან დაკავშირებით მაგრამ, ძალიან უცნაური შემადგენლობაა გამოძახებული, დანგაძე-ხანთაძე-ძნელაძე-ბაბუნაშვილი-მაჩალაძე (აია), თუთბერიძე (ბათუმი), მოძღვრიშვილი(აკადემია), ჯიმშელეიშვილი (არმაზი). რატო გადაწყდა მარტო დიდი 10 ეგეც გაუგებარია. ცხადაძე ბორდოს ესპუარებში, სორდია, ცუხიშვილი, ელგუჯაური, გოგოლაძე ფედერალ 1-ში, მოკლედ ბევრი კითხვებია შემადგენლობასთან დაკავშირებით და უკმაყოფილების განცდა მაქ აშკარა

23:28 | 18.07.2018
jora84 (183)

მოძღვრიშვილი არის მგეზავი, მაგ პოზიციაზე დაუძახეს თედოს(ერთი წელი კიდევ უწევს U20+სანაკრებოდ განიხილება) და გობეჯიშვილი, რომელსაც ასევე უწევს ასაკობრივი. გამოცდილების მისაღებად სწორი გათვლაა. ასევე საინტერესოა ვის მაგივრად უნდა დაემატებინა აღნიშნული მოთამაშეები. დიდი 10 გადაწყდა იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ფრანგული გუნდები მაგ პერიოდში შეკრებას გადიან. მაგ დროს ვინმემ ლეგიონერი თუ გამოუშვა კარგად ყოფილა იმ ლეგიონერის საქმე.

0.077924