ამბები

18:40 | 17.07.2018 | ნანახია 1938 - ჯერ

ზაფხულის თასი | მეტოქეები

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 28 ივლისს და 3 აგვისტოს საქართველო ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს - Rugby Summer Cup 2018-ს უმასპინძლებს.

ტურნირი, მესხის სტადიონზე ორ ტურად, 28 ივლისს და 3 აგვისტოს გაიმართება და მასში საქართველო XV-ის (დიდი 10-ის ნაკრები) გარდა არგენტინა XV, ფრანგული ტოპ 14-ის პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ითამაშებენ.

ბილეთები შეიძინე აქ

მეტოქეების შესახებ | ვიწყებთ რბაზილიით

ბრაზილია სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ნაკრებია, რომელიც ბოლო წლებში მუდმივ პროგრესს განიცდის და ამაში მას ‘მსოფლიო რაგბიც’ ეხმარება.

ბრაზილიის მიწაზე რაგბი პირველად მე-19 საუკუნის მიწურულს, საპორტო ქალაქებში ბრიტანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს და 1891 წელს პირველი კლუბიც დააარსეს, მაგრამ თამაშმა ადგილობრივებში ინტერესი არ გამოიწვია.

ბრაზილიაში რაგბზე მეტად ფეხბურთი ფასობდა და სპორტის ამ შესანიშნავ სახეობასაც ყურადღებას არავინ უთმობდა. ქვეყნის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი სამხრეთ აფრიკელებთან გაურკვეველი ანგარიშით დათმო, დაფიქსირებული ოფიციალური შეხვედრა კი, 1950 წელს ურუგვაისთან გამართა.

2012 წლიდან ბრაზილიაში რაგბი მეორე ყველაზე მზარდ სპორტის სახეობად იქცა. ამის მიზეზი რაგბი7-ის ზაფხულის ოლიმპიურ სახეობაში მიღება გახდა და ბრაზილიის 7-კაცა ნაკრები ‘მსოფლიო რაგბის სერიებში’ მიიწვიეს. პარალელურად, 2015 წლიდან, ბრაზილია ‘მსოფლიო რაგბის’ ტესტ-სერიებში ჩაერთო და მისი გერმანიასთან მატჩი ჩვენმა რეფერიმ, შოთა თევზაძემ იმსაჯა.

ბრაზილიურმა რაგბიმ ფრთები მალე შეისხა და ბოლო წლებში რამდენიმე სენსაციური შედეგი დააფიქსირა. ახლა ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნაკრები საქართველოში მოდის და თავის შესაძლებლობებს „მიხეილ მესხზე“ გვაჩვენებ.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084911