ავსტრალიელი სპეციალისტები - რიჩარდ გრემი (ხაზის) და ბრედ ჰარისი (შერკინების), ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბის წევრები აღარ არიან.
ამ გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამცნეს.
ავსტრალიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად კომუნიკაციის ნაკლებობა დასახელდა, რისი შედეგიც ბოლო 6 თვეში, განსაკუთრებით კი ივნისის ტესტებზე გამოჩნდა.
გოჩა სვანიძის თქმით, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ნაკრებში ცვლილებები აუცილებელი გახდა და ახალი მწვრთნელების ვინაობა მალე გახდება ცნობილი:
„მაის-ივნისის ტურნეს და ტესტ-მატჩებს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. საუბარია არა მხოლოდ შედეგზე, არამედ თამაშის ხარისხზეც, რამაც რაგბის კავშირისა და ნაკრების ხელმძღვანელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. გასულ კვირაში საკითხი განიხილა სრკ-ს გამგეობამაც და ვაცხადებთ, რომ ბრედ ჰარისმა და რიჩარდ გრემმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დატოვეს“.
„ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რადგან მსოფლიო თასამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა ვფიქრობთ, თავიდან უარესი შედეგი ავიცილეთ და ახლა სიტუაციის გამოსწორების მეტი შანსი გვაქვს. მწვრთნელებმა ჩვენი გადაწყვეტილება სწორად გაიგეს და ჩვენ მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“.
„ორივე მწვრთნელი მაღალი დონის სპეციალისტია, განსაკუთრებით გრემი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაცია იკარგება. არა მხოლოდ ივნისში, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ნაკრების თამაშის ხარისხში ხარვეზები შეინიშნებოდა და ამას შესანიშნავად ხედავდა გულშემატკივარიც“.
ამის შემდეგ სიტყვა მილთონ ჰეიგმა აიღო და შეფასებასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა:
„ბუნებრივი პროცესია, როდესაც იმედგაცრუების და წაგებების შემდეგ, მწვრთნელი უკმაყოფილოა და ისიც ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე მწვრთნელს თანამდებობის დატოვება უწევს. მოგეხსენებათ, ყველაფერი, რასაც ახლა ნაკრებისა და კავშირის ხელმძღვანელობა აკეთებს, ემსახურება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მომზადებას. მანამდე, ნოემბერში, გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი იტალიასთან და უნდა მოხდეს ყველაფრის იდენტიფიცირება, რაც საჭიროა ამ საერთაშორისო შეხვედრის მოსაგებად“.
„არასასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელზე და ამ შემთხვევაში ორ მწვრთნელზე გიწევს იმის თქმა, რომ მან სამსახური დაკარგა, მაგრამ ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობაა, გუნდი მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მოემზადოს“.
„პასუხისმგებელი მეც ვარ“
ამავდროულად, ჰეიგი ფიჯისა და იაპონიასთან ნაჩვენები შედეგისთვის პასუხისმგებლობას არც თავად გაურბის:
„ავსტრალიელ მწვრთნელებთან ერთად, ივნისის წარუმატებელ კამპანიაზე პასუხისმგებლობას მე და მოთამაშეებიც ვინაწილებთ. ჩემი მოვალეობა თამაშის ორგანიზებაა და როგორც მოგებაა ყველას დამსახურება, ასევე წაგებაზე ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას“.
ამის შემდეგ ჰეიგმა შესაძლო ასისტენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კანდიდატები ჯერჯერობით შერჩეული არ არიან:
„ახალი მწვრთნელების მოსვლით ნაკრების თამაშში გენერალური ცვლილებები არ მოხდება. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ხედვებს, თუმცა ძირითადი მიმართულება შენარჩუნდება. ახალი მწვრთნელების მოძიება არ იქნებოდა მართებული, სანამ გრემთან და ჰარისთან დაკავშირებული პროცესები არ დასრულდებოდა. შიძლება ითქვას, ეს პროცესი გუშინ დასრულდა და ახლა ვიწყებთ მათი შემცვლელების მოძიებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლები სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნებიან თუ ჩრდილოეთიდან. მთავარია ისინი საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ“.
ივნისის ტურნეს დასრულების შემდეგ, ჰეიგი პირველად შეხვდა ჟურნალისტებს და ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაშები შეაფასა:
„ფიჯისთან მეორე ნახევარში გარკვეული სტრუქტურული და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. რაც შეეხება იაპონიას, მხოლოდ ამის ბრალი არ იყო, მაგრამ ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში მოგვიწია თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ მეტოქე მიწაზე თამაშში ფიზიკურად დაგვეჯაბნა, მაგრამ მოხდა პირიქით, რაც ერთგვარი შოკი იყო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც მუდმივად ვითარდება ზე-რაგბში, ჩვენ კი ვართ იქ, სადაც ვიყავით“.
კოზირები არ გავხსენით
ჰეიგს კითხვა ივნისის ტურნეზე ნომინალური 8 ნომრის არყოლაზე და შერკინებაში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა:
„ბექა ბიწაძე და ლაშა ლომიძე ვერ წავიყვანეთ, რადგან სათანადო ფორმაში არ იყვნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალური 8 ნომრის გარეშე, შესაძლოა მსოფლიო თასზეც აღმოვჩნდეთ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება შერკინებას, ფიჯი 2015 წლის მსოფლიო თასამდე, ერთობლივი წვრთნისასაც მაგრად მოგვაწვა და ეს მოულოდნელი არ იყო. ორი წლის წინ, ჩვენ ფიჯის სუვაში დამაჯერებლად მოვუგეთ და მათ მთელი ეს ორი წელიწადი ჩვენთან მოგება სურდათ. ჩვენის მხრივ, ჩვენ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და კოზირები ბოლომდე არ გავხსენით. ფიჯი ამ თამაშისთვის განსაკუთრებით მოემზადა და მიიღო ის, რაც სურდა. ჩვენც მივიღეთ ის, რისი სურვილიც გვქონდა“.
ახალი სახეები
28 ივლისსა და და 3 აგვისტოს, თბილისი, „მიხეილ მესხის“ სტადიონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველო XV, არგენტინა XV, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და ტოპ 14-ის პარიზული კლუბი ‘რასინგი’ ითამაშებენ. ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშებს ყურადღებით დააკვირდება და არაა გამორიცხული, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე შეარჩიოს:
„რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ზაფხულის ტურნეს დროს შესაძლებლობა და სათანადო სათამაშო დრო არ მიეცათ, ამ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. განვითარების კუთხით, ესაა შესანიშნავი ტურნირი. სხვა მოთამაშეებსაც დავაკვირდებით და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანი მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილოთ“.
ჰეიგი შესანიშნავს უწოდებს უმცროსი ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენებ შედეგს და ამბობს, რომ შანსს ამ გუნდის წევრებიც მიიღებენ:
„გელა აფრასიძე უკვე არის ჩვენი გუნდის წევრი და ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც ბრწყინვალედ ჩაატარა. გარდა ამისა არის თედო აბჟანდაძე, რომელმაც განსაკუთრებული თამაში აჩენა. მას რამდენჯერმე მოუწია ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში. ეს ორი მოთამაშე იყო ამ ჩემპიონატის ტოპ-მოთამაშე და კიდევ რამდენიმემ გამოიჩინა თავი, მაგრამ მოდით ერთი რამ გავითვალისწინოთ: ტოპ ვარსკვლავობა 20-წლამდელებში არ ნიშნავს ვარსკვლავობას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბიჭებს დავაკვირდებით და შესაბამისი განვითარების პირობებში, შანსსაც აუცილებლად მივცემთ“.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთადერთი კონკრეტიკა-გავუშვით შერკინების და ხაზის მწვრთნელები. დანარჩენი ბურუსი, როგორც ნაკრებში, ისე საკლუბოში. ვაი, რომ დღესდღეობით ისე გავს, რომ ნიჟარაძის დატოვებული სიტუაცია კიდევ რაღაც ინერციით მიდის, მაგრამ ნელა, ნელა სიჩქარეს კარგავს.
გოჩა სვანიძისგან პირველ რიგში მაინტერესებს ითამაშებენ თუ არა წელს "დიდი 10"-ს ფინალისტები ევროტურნირებზე და მიმდინარეობს, თუ არა მოლაპარაკები ქართული ფრანჩიზის მონაწილეობასთან დაკავშირებით pro 14-ში და მოლაპარაკების რა ეტაპზე ვართ. ჟურნალისტებმა დასვეს ეს კითხვები?
აქვსენტი გიორგაძე მგონი ამ დროისთვის თავისუფალია და მისი კანდიდატურა აუცილებლად უნდა იქნეს განხილული.
რაც შეეხება გია ნიჟარაძეს, მე პირველ რიგში ვისურვებდი მის რაგბი ევროპის პრეზიდენტობას.
არ არის თავისუფალი, ლა როშელის კვაჭებს ავარჯიშებს.
მიუხედავათ ამისა მაინც უნდა განვიხილოთ მისი კანდიდატურა
აქვსენტის კითხა ვინმემ? უნდა კი აქ წამოსვლა? ნიაზას ცნობილი ფრაზა მახსენდება ,,ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ატენიდნენო'', ან კი რატომ გვგონია რომ აქვსენტი აპრიორი გაქაჩავს? მთავარ მწვრთნელს როგორ შეეწყობა? ორი თვის წინ არ იყო იგივე კლუბში მწვრთნელს რომ ბუნტი მოუწყვეს მაგან და შერკინების მწვრთნელმა? თვითონ მელიტონას რამდენი ,,ბუნტავშიკი'' მოთამაშე ყავს ნაკრებიდან დაფრენილი?
მე ვამბობ განსახილველია მეთქი. ეს ასე ხდება ზოგადად; პირველ რიგში მთავარ მწვრთნელს უნდა უნდოდეს კანდიდატურა და თვითონ კადიდატიც რა თქმა უნდა თანახმა უნდა იყოს, აბა სახვანაირად როგორ უნდა მოხდეს.
რაც შეეხება "ბუნტავშიკობას", მე რამდენადაც მახსოვს მთავარი მწვრთნელი დაიფრინეს გუნდიდან, რომელიც თვითონ იყო კონფლიქტის მოთავე, ხოლო ავქსენტი და მეორე მწვრთნელი გაამართლეს ხელმძღვანელობამ.
მაინც ჯიუტად მგონია მთავარი იმედგაცრუება თავად სრკ-ის პრეზიდენტი გოჩა სვანიძეა, ფაქტია ვერ აკმაყოფილებს ბატონი გოჩა იმ სტანდარტებს რაც ამ თანამდებობაზე სჭირდება ადამიანს, სწორედ ახლაა საჭირო გაათმაგებული ენერგიით მუშაობა ყველა მიმართულებით, ბავშვთა რაგბი, რაგბი რეგიონებში, შიდა ჩემპიონატი, ევრო ტურნირები, ნაკრები, სპონსორები, ვერსად ვერ დავინახე თვალში საცემი შედეგები, რამდენადაც სამწუხაროდ არ უნდა ჟღერდეს, მისი გამოცდილება ვერ ეწევა და არ მიესადაგება იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც დღეს ქართული რაგბია. შერკინების მწვრთნელს თუ კომუნიკაციის პრობლემები ჰქონდა გუდთან, რათქმაუნდა უნდა წასულიყო და კარგიცაა რომ წავიდა, თუ საქართველოში მუშაობა გინდა აქ უნდა იყო, ხანდახან ჩამოსვლით და სკაიპით გუნდს ვერ ავარჯიშებ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენმა შერკინებამ, არ მინდა სიტყვა რეგრესი ვიხმარო მაგრამ, რაც არ უნდა ვიხმარო გამიჭირდება ბოლო პერიოდში ჩვენი შერკინება დადებიდათ დავახასიათო, ასე რომ აქ ცვლილებები აუცილებელიც კი იყო. აქვსენტი გიორგაძე რომ მოვიწვიოთ საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელად არამგონია რამე წავაგოთ, არც ენის ბარიერის პრობლემა არ ექნება ჩვენს სასიქადულო მორაგბეს და არც საქართველოში დარჩენის, მის გამოცდილებაზე არაფერს არ ვამბობ, მელიტონას საწინააღმდეგო არაფერი არამაქვს პირიქით, თუ პასუხისმგებლობას თავადაც იღებს შეცდომები ყველას მოსდის, უბრალოდ რაგბი საქართველოში იმდენად სენსიტიური თემაა, პატარა წარუმატებლობაც კი მომენტალურად აჩენს კითხვებს, რომლებსაც ვერავინ ვერ გაექცევა, განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელი. მოკლედ რაც უფრო დრო გადის მით უფრო აშკარა და თვალშისაცემია, ვიტყოდი აუცილებელიცაა გია ნიჟარაძის დაბრუნება, კიდევ ბევრის დაწერა მინდა მაგრამ ისედაც ბევრი გამომივიდა, წარმატებები ქართულ რაგბს, რაგბი ჩვენი თამაშია!
კონკრეტული კანდიდატი თუ ჯერ არ არის შერჩეული, უახლოეს მომავალში როგორ გვამცნობთ ახალი სახეების შესახებ
ან ეს ორი ავსტრალიელი თავიდან ვინ მოიწონა და ეს მოწონება მერე ვინ დაადასტურა?
მე...
მოკლედ რა
არადამაკმაყოფილებელი პასუხები იყო. თან ამდენი ხნის მერე.
იმედია მალევე მოძებნიან შემცვლელებს.
გოჩა სვანიძის პასუხიდან მაინც ვერ გავიგე პრო 14 ჩართვასთან დაკავშირებით რა სიტუაციაა, როგორც ამბობს ფინანსები, არც თუ დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან და სხვა საერთაშორისო სპონსორის მხრიდან მხარდაჭერას ელოდება. მაშინ რა არის პრობლემა ვერ გავიგე. თუ ჩვენ ფინანსური მხარის მოგვარების იმედი გვაქვს მაშინ საჭიროა, რომ კი არ დაველოდოთ ვინ, სად და როდის შემოგვიმტვრევს კარს, არამედ საჭიროა თვითონ ვიაქტიუროთ. ეს თამაშის და შესაძლებლობების ბოლომდე არ გამოვლენა არ გამიგია რა. წინა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაჟღერდა, რომ უკვე იწყებოდა მზადება მომდევცნო მსოფლიოსთვის და რას ნიშნავს რომ 4 წელიწადში ერთხელ უნდა ვითამაშოთ მარტო კარგად? მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ უკეთესი გუნდით ვეთამაშეთ ერთი წლის წინ ფიჯის და თანაც ისინიც უარესით დაგვიხვდნენ ვიდრე ახლა და იმიტომაც დავმარცხდით ამ დაპირისპირებაში. თან არ იგრძნობოდა ბოლომდე მოგების ჟინი. გუნდს ჭირდება ლიდერები, რომლებიც შეკრავენ მას. რამდენიმე ასეთი ლიდერი გვჭირდება. მარტო მწვრთნელი გუნდთან კომუნიკაციას ვერ დაამყარებს, საჭიროა შიდა ხიდებიც. რაც ეხება ახალგაზრდებს, ჩემი პირადი აზრია, რომ მათ მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეთ. დაბერდა კაჭარავა, მალაღურაძე, კვირიკაშვილი, რა თქმა უნდა შეცვლაზე მათი გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ერთ წელში თითქმის 35 წლისები იქნებიან. სად მოდიან და ქრებიან ისეთები, როგორიცაა მჭედლიძე, ფრუიძე, კოშაძე, წიკლაური. ვერ ვხვდები ჰეიგის პოლიტიკას ერთ თაამშს ათამაშებს მეორეს არა, მერე კდიევ გამოიძახებს, მერე ისევ არა ეს ხომ მოთამაშეზეც უარყოფითად მოქმედებს. ბუნებრივია კონკურენცია უნდა იყოს და ადგილი არავის უნდა ჰქონდეს დაბევებული მაგრამ მოთამაშისთვის საჭიროა სტაბულურობის განცდაც და იმის ახსნა, დღეს თუ ჯდები მწვრთნელის სქემაში ხვალ რატომ არ ჯდები. ბოლოს სამი ნომინალური 8 ნომერი გვყავდა გორგაძე, ბიწაძე და ლომიძე და გამოდის ჰეიგს არც ერთის იმედი აქვს მსოფლიოსთვის? ეჰ რა ვუყოთ რომ გოგოძე ძალიან ადრე დავკარგეთ, თუნდაც მეორე ხაზში, როგორ გვჭირდება? ანდაც გუნდის ლიდერად. მარტო მოედანზე ყოფნაც კი მნიშვნელოვანია გუნდისთვის, უბრალოდ ავტორიტეტია, არ გვაქვს მსგავსი მოთამაშეების ნაადრევად დანიავების ფუფუნება. მე თუ მკითხავთ, გულშემატკივრებმა იქნებ ერთად მოვითხოვოთ მსოფლიო თასისთვის გორგოძის გუნდში დაბრუნება. კარგი სამთვიანი შეკრება რომ გაიაროს გუნდთან ერთად, ჩემი აზრით ერთ მსოფლიოს კიდევ ჩაატარებდა მაღალ დონეზე. გარდა ამისა გუნდს ძალიან სჭირდება ისეთი მოთაამშეები, როგორებიცაა ფეიქრიშვილი, თხილაიშვილი, ნარიაშვილი, გორგაძე (უკვე ვახსენე), შარიქაძე, რომლების არ ყოფნა აშკარად დაეტყო გუნდს
+1
ალილუა, როგორც იქნა გვაღირსეს კომენტარი ! ! !
ვფიქრობ სწორია ავსტრალიელი ასისტენტების გაშვება (მითუმეტეს რაც ავსტრალიასთან ერთ ჯგუფში გვიწევს თამაში), თუ რა თქმა უნდა უკეთესებს მოვიყვანთ. პირადად მე ვისურვებდი ქართველი შერკინების მწვრთნელის მოწვევას ნაკრებში. ამასთან მეც არ მჯერა ვითომ თამაშის დამალვის ფიჯისთან, მაგრამ იძულებულები ვართ გავუტაროთ მილტონს.
ჟურნალისტებო ! ! ! ვერ გავიგე? სხვა კითხვები არ გქონდათ გოჩა სვანიძესთან?
მოკლედ ამ ავსტრალიელ მწვრთნელებში ნამდვილად არ გვიმართლებს რა, ჯერ იყო და ლეინიც იმის გამო გაუშვეს, რომ აქეთ-იქით დარბოდა და გუნდთან ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო ახლა ესენი. ჩემი აზრით ევროპელი მწვრთნელი აჯობებს, თუ ფრანგი იქნება შეიძლება უკეთესიც იყოს, არ არსებობს ფრანგს ქართველებთან არ ჰქონდეს ნამუშევარი და ეგ დამატებითი პლუსია. თანაც ავსტრალია ძალიან შორს არის და იქ ფრენებიც დიდ დროსთან და თანხებთან დაკავშირებული. მეორე მხრივ ის რასაც ჰეიგი აკეთებს, რომ გადმოსახლდა ფაქტიურად აქ ყველას ვერ მოსთხოვ მაგის გაკეთებას, ამიტომ ევროპელი მწვრთნელი, რომ გეყოლება, თუ ფრანგი იქნება კიდევ უკეთესი მალßმალეც შეეძლება ოჯახის მონახულება და თანაც, როდესაც აქ არ იქნება იქ დააკვირდება ხოლმე ჩვენებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ქართველი მორაგბეების დიდი ნაწილი საფრანგეთში თამაშობს.მეორე მხრივ, ვფიქრობ ჰეიგი უფრო მეტად უნდა ენდოს ახალგაზრდებს, რაშიც მეტი სათამაშო დროის მიცემაც იგულისხმება. ამიტომ ეს ტურნირი თბილისში რომ ტარდება ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის თავის წარმოსაჩენად.
იმედია მალე მოახერხებენ ამ ორი სპეციალისტის ჩანაცვლებას და საშემოდგომო ტესტებზე ივნისში ნაჭამ სირცხვილს ასე თუ ისე დაავიწყებენ გულშემატკივარს.
ფიჯისთან დაკავშირებით რაც თქვა ჰეიგმა, ველოდი რა თქმა უნდა ატრ...ებს, მაგრამ მარტივი და შედარებით ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა იმ ჩადჟმას და იასნია, გამოიყენებდა ძია მელიტონაც