დიდი 10

17:45 | 12.07.2018 | ნანახია 2109 - ჯერ

ზაფხულის თასი - შანსი დიდი 10-ის მოთამაშეებისთვის

რაგბის ზაფხულის თასი 2018 | გუშინ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა რაგბის ზაფხულის თასი 2018 (Rugby Summer Cup 2018) ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.

სვანიძემ სპორტული მედიის წარმომადგენლებს ტურნირის ფორმატი და მონაწილე გუნდები გააცნო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რაგბის კავშირისა და თიბისის მეგობრობა გრძელდება და მის ფარგლებში რაგბის გურმანებისთვის საინტერესო ამბავს ვაანონსებთ - საქართველო პირველად უმასპინძლებს ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს. საქართველოს ყველასათვის კარგად ნაცნობი, ფრანგული გრანდი, პარიზული კლუბი ‘რასინგ 92’, არგენტინა XV და სწრაფად პროგრესირებადი ბრაზილიის ეროვნული გუნდი ეწვევა.

„რადგან ვადებში შეზღუდული ვიყავით, ტურნირი ორ ტურად იმართება და პირობითად, ევროპელები სამხრეთ ამერიკელებს ვეთამაშებით. დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული საქართველო XV, რომელსაც ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის, ‘რასინგ 92-ს’ არ ეთამაშება, თუმცა მათთან გვექნება ერთობლივი ვარჯიში“.

„წინ საპასუხისმგებლო მატჩები გველის. იმ მორაგბეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან საქართველოს ჩემპიონატში და ჯერ ვერ ხვდებიან პირველ ნაკრებში, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც მათთვის დიდი სტიმული იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ელიტურ სარაგბო ქვეყნებს თავი რეგულარულად შევახსენოთ. გეოგრაფიულად, საქართველო სარაგბო ქვეყნებს მოწყვეტილია და ამისათვის მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვანია“.

თავის მხრივ, ნიკა ქურდიანმა ქვეყნისათვის ქართული რაგბის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თიბისი ბანკი მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს:

„თიბისი ბანკისთვის რაგბის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო. საქართველოში რაგბი სპორტზე ბევრად მეტია და მას ქვეყნის ცნობადობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტებით ის კიდევ უფრო განვითარდება. ძალიან დიდი მადლობა რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 28 ივლისაა და 3 აგვისტოს, ორ ტურად მესხის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა მალე დაიწყება.

რაგბის კავშირი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:26 | 17.07.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია ეგ რეზერვი იმედს გაგვიჩენდ

13:46 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ალბათ გავიწყდება რა გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ძალისხმევა არის საჭირო, რომ ბიზნესი დაითანხმო სპონსორობაზე (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლუბებმაც არ იაქტიურონ ფულის მოზიდვაზე), მაგრამ ამას ახერხებდა კლუბებისთვის ბატონი გია ნიჟარაძე -stripslashes((strlen('https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html')>0?' https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html':' https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html')) და მოვითხოვთ, რომ მოახერხოს ბატონმა გოჩა სვანიძემაც ან სხვას დაუთმოს ადგილი - იმას ვინც ამას მოახერხებს. ძალიან მარტივად დგას საკითხი.

13:56 | 13.07.2018
jora84 (183)

არავის ავიწყდება სად ვცოვრობთ, კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ კავშირი ეხლაც მაგ პოზიციაზე არის, თუ ვინმე კლუბი მოიძიებს სპონსორს, ბონუსად ერგება კავშირის სპნსორის სახელიც. თანხა კი კლუბში მიდის. კავშირი კლუბების მაგივრად არ ივლის სპონსორებთან, ვისთანაც დადის მოყვავს კავშირის სპონსორად და არა კლუბის. პ.ს. ლოკომოტივმა რა ხეირი ნახა მაგ სპონსორით გადაამოწმა ვინმემ?

14:08 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

jora84 - მეგობარო რა ხეირი ნახა ლოკომოტივმა და რა ხეირს ნახულობს TBS და სხვები სპონსორობით ამის ახსნას ვერ დავიწყებ ახლა, მაგრამ თუ შენ ზოგადად სპონსორობის კანონმდებლობის (თუ ასეთი გვაქვს საერთოდ) დახვეწას გულისხმობ, ამაში გეთანხმები.

13:53 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

თან მემგონი გამოჩნდა შანსი, ახალი პრემიერი ამბობენ ყოფილი რაგბისტიაო და იქნებ მიხედოს რაგბის პრობლემებს. ხალხს (ამომრჩეველს) სპორტული მიღწევებიც უნდა - გაზრდილ პენსიებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად. ეს არ დაგავიწყდეთ ! ! !

13:35 | 13.07.2018
GiorgiG83 (525)

კლუბებიო, ფულიო, ვალდებულებაო...
ყველაფერიში შეიძლება მოედავო სვანიძეს გარდა ერთისა - 1000 ლარის გადამხდელიც კი ზარზეიმით შემატა სპონსორებს
ყველა კლუბი კერძოა! ვინც საწინააღმდეგოს აპერირებს ან პოპულისტია ან ან არ ვიცი... (იხილეთ სამეწარმეო რეესტრი)
კლუბისთვის მინიმალურ სარჩო საბადებელს კავშირი შოულობს ბიუჯეტიდან (400 000) დანარჩენი უკვე კლუბაც უნდა მოიძიოს - თუ კლუბია და არა სოფლის განაპირა სამოყვარულო წარმონაქმნი -რთულია? კიბატონო, მაგრამ არა შეუძლებელი - ამდენი სპონსორი ქართულ რაგბს ერთად აღებული ბოლო 20-25 წლის მანძIლზე არ ჰყოლია.
ქვეყანაში სადაც ფეხბურთის ბიუჯეტი 250 ლიმონია და მთავრობა სავსეა ყოფილი ფეხბურთელებით - რაგბისთვის ფული ვერ იძებნება (იმდენი რამდენიც ეკუთვნის)
ევრო სარბილეს კი რაც შეეხება ფულის გარდა ჯერ მათი მესიჯი ჩვენს ჩართვაზე არ მოსულა - ჟურნალისტების ფანტაზიის გარდა და ფულის გარდა საკლუბო რესურსზე და საკადრო პოლიტიკაზეა დასაფირებელი (!)
და რუსეთში ძრომიალი ამ ფონზე როცა არც ფულია, არც რესურსი და არც 6 ერი და კელტთა ლიგა იქნებ ერთაერთ დროებით გამოსავლადაც კი რჩებოდეს - მითუმეტეს თუ ხარჯი მათია

13:39 | 13.07.2018
jora84 (183)

რუსეთში ,,ძრომიალმა'' ის შედეგი მოიტანა, რომ მედიდური ანგლო-საქსები აღშფოთდნენ და 2019-ში რეჩის საკლუბო ტურნირი დაგვიანონსეს.

13:58 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

თუ შევაშინეთ და ამით ხეირი მივიღეთ, მზად ვარ ბატონ გოჩას პირადად მე ავუღო მოსკოვის ბილეთი, თუ კიდევ მეტს ვიხეირებთ.

13:07 | 13.07.2018
zangura (109)

შეხვედრებს რატო აღარ აკეთებენ გულშემატკივრებთნ? ზალიან ბევრი კრიტიკული კითხვა დაგროვდაა ...

13:36 | 13.07.2018
GiorgiG83 (525)



მურტალი კითხვების კორიანტელი ელით
იმედია
უ20, ივნისის ტესტები, 7-კაცას 2 ეტაპი და ეს მოსალოდნელი ტურნირი "გაშუქდება"

13:37 | 13.07.2018
jora84 (183)

სამწვრთნელო შტაბში გადაადგილებების გამო გაგვეწელაო, ასთე იმართლებენ თავს და ვნახოთ ერთი რას იტყვიან.

12:53 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ძალიან კარგია, თუ ტრადიციულ სახეს მიიღებს და კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდება "ზაფხულის თასი" ! ! !
სრკ -ს ყველა კარგ ინიციატივას მივესალმებით, მაგრამ ქართული რაგბის გულშემატკივარი არ ჩათვლის სრკ -ს მუშაობას დამაკმაყოფილებლად, თუ წელსვე არ მოხერხდა "დიდი 10" ფინალისტების მონაწილეობა ევრო ტურნირებზე (რის დადასტურებას უახლოეს დღეებში ველით) და თუ უახლოეს ხანში არ დაიწყო pro 14 -ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკები ქართული ფრანჩიზის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ ტურნირზე (ყველაზე გვიან მომავალი წლიდან) და რაც მთავარია, თუ სრკ -ს ხელმძღვანელობა არ აღადგენს ნორმალურ კომუნიკაციას ჟურნალიტებთან და გულშემატკივართან.

12:48 | 13.07.2018
kobaSP (45)

არ ვიცი, შეიძლება ძალიან კატეგორიული ვარ. (ქვედა კომენტარის პასუხში) მაგრამ ძალიან შემაძულა ამ ტიპმა თავი. წინა ფედერაცია სანატრელი გაგვიხდა... საერთოდ, შემდგომი უკეთესი უნდა იყოს- წინსვლისთვის... ჩვენ კი პირიქით მივიღეთ და რეგრესმაც არ დაახანა. რამდენი ხანი უნდა ეგორავა ნიჟარაძის აწყობილ მექანიზმს... ხოდა ისიც გაჩერდა.

20:22 | 12.07.2018
geogoli (367)

ამ ტურნირისთვის თანხის გადახდას კლუბების ჩელენჯ ქაფზე სპონსორობა არ ჯობია?

02:05 | 13.07.2018
jora84 (183)

კავშირი რა ვალდებულია კლუბებს უფინანსოს ევროტურნირებზე გასვლა? მშვენიერი ინიციატივაა, შიდა ჩემპიონატში მოთამაშე სანაკრებო კანდიდატები ა ნაკრებში გაიცხრილებიან და არა ერვნულში.

12:44 | 13.07.2018
kobaSP (45)

კავშირი ვალდებულია სპონსორი მოიძიოს კლუბებისთვის! რახან არცერთი კლუბი არაა კერძო.
ჩელენჯ ქაფის ტურნირზე რო გავიდეს რომელიმე, ჩვენ რეალურ ყოფაში და როგორც თვითონ ბრძანებენ: "გეოგრაფიულად მოწყვეტილი"-ს პოზიციიდან ერთ ადგილზე უნდა გაიხეს ფედერაცია და ყველაფერი იღონოს წამოწიოს საკლუბო რაგბი.
"ქართუ" და "თი-ბი-სი" კი ამათი მოყვანილი სპონსორი ნაღდად არაა. რეალურად ეს ფედერაცია არაფერს არ აკეთებს! (არც კომენტარს- ჩაგდებული ტესტ(ებ)ის შემდეგ.
ჯერჯერობით ამათი რაც ვნახე, ესაა "ვაკის ხორც პროდუქტებთან" ხელმოწერისას გაღიმებული სახე და რუსეთში საიდუმლო ძრომიალი.

12:51 | 13.07.2018
jora84 (183)

კავშირი ვალდებულია სპონსორები მოიძიოს თავისი ბიუჯეტიშ გასაზრდელად და არანაირი ვალდებულება არ აქვს კლუბების წინაშე(მიუხედავად ამისა მაინც ეხლარებიან სპონსორებოს მოძიებაში და სხვა ბევრ საკითხში). კავშირი უნდანიხეოდეს შუაზე ფინანსების მოსაძიებლად ფრენჩაიზის შესაქმნელად და არა კლუბების რაღაც ჟანგიან თასზე სათამაშოდ გასაშვებად. კავშირი რა თანხებსაც იძიებს ახმარს ნაკრებს და სანაკრებო ვერტიკალის განვითარებას. ამ თანხების კლუბებზე მიმართვა აბსოლიტურად გაუმართლებელი იქნება.

12:31 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ბაბუამისის დატოვებული ფულით დაფინანსებაზე კი არ არის ლაპარაკი, ჩვენი (ხალხის) ბიუჯეტით დახმარებაზეა ლაპარაკი, რათა ევროტურნირებზე გამოსვლა შეძლონ "დიდი 10" ფინალისტებმა, ახალი ამბავია ის რეალობა, რომ ქართული რაგბის წინსვლა ბიუჯეტიდან დახმარებაზე, "ქართუ ფონდი"-ს, ვორდ რაგბი -ს და სპონსორების დახმარებაზე დგას?

12:53 | 13.07.2018
jora84 (183)

ზუსთად კავშირის მოძიებული თანხების მიმართვას ითხოვ კლუბებზე, რაც აბსოლიტურად გაუმართლებელია, კეთილი ინებონ კლუბებმა და თვითონ მოიძიონ სპონსორები(უნდა აღვნიშნო რომ ზოგი კლუბი ამ საკითხზე მეტნაკლებად ნორმალურად მუშაობს)

13:37 | 13.07.2018
პანტელეიმონი (1218)

მეგობარო, შენ ალბათ გავიწყდება რა გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ძალისხმევა არის საჭირო, რომ ბიზნესი დაითანხმო სპონსორობაზე (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლუბებმაც არ იაქტიურონ ფულის მოზიდვაზე), მაგრამ ამას ახერხებდა კლუბებისთვის ბატონი გია ნიჟარაძე -stripslashes((strlen('https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html')>0?' https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html':' https://sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/51750-saqarthvelos-rkinigzasa-da-saragbo-klub-qlokomotivsq-shoris-sasponsoro-khelshekruleba-gaformda.html')) და მოვითხოვთ, რომ მოახერხოს ბატონმა გოჩა სვანიძემაც ან სხვას დაუთმოს ადგილი - იმას ვინც ამას მოახერხებს. ძალიან მარტივად დგას საკითხი.

06:41 | 13.07.2018
geogoli (367)

ვალდებული არაა როცა კერძო კლუბია და თავისით ირჩენს თავს, ჩვენს სიტუაციაში სწორედ რომ ვალდებულია

0.092051