7-კაცა

16:10 | 6.07.2018 | ნანახია 1758 - ჯერ

7-კაცა | ევროპის გრან-პრის მესამე ეტაპი

7-8 ივლისს საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან-პრის მესამე, ექსეთერის (ინგლისი) ეტაპს ითამაშებს.

გუნდმა პირველ ეტაპზე მოსკოვში, მაისში ითამაშა და პოლონეთის დამარცხებით მე-11 ადგილი დაიკავა. 25 ივნისს ჩვენი 7-კაცა შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრა და გასულ უქმეებზე მეორე, პარიზის (მარკუსი) ეტაპზე მე-10 ადგილი დაიკავა. ფრანგული შეკრება ამის შემდეგაც გაგრძელდა და ნაკრები ინგლისში დღეს დილით გაემგზავრა.

მესამე, ექსეთერის ეტაპზე საქართველო "გ" (C) ჯგუფში, მასპინძელ ინგლისთან, რუსეთთან და პოლონეთთან ითამაშებს. პირველ ორ ეტაპზე რუსეთს და პოლონეთს ორჯერ შევხვდით. რუსეთმა, რომელიც საერთო ჩათვლაში 26-26 ქულით ინგლისთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მოსკოვში 19:0, ხოლო მარკუსიში 38:14 მოგვიგო. პოლონეთს მოსკოვში 34:7 ვძლიეთ, მარკუსიში გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 19:10

ექსეთერის ეტაპზე 7 ივლისს ჯგუფური ეტაპის თამაშებია, 8 ივლისს - პლეიოფი.

12-კაციან განაცხადში, ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობასთან შედარებით სამი ცვლილებაა. გუნდს საფრანგეთში ორშაბათს დაემატა და ექსეთერში ითამაშებს ბორჯღალოსანი სოსო მათიაშვილი. თავის გამოჩენის შანსი მიიღეს 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ლაშა ლომიძემ და ოთარ ძაგნიძემ, რომლებიც ფრანგულ შეკრებაზე თავიდანვე იმყოფებიან, მაგრამ მარკუსიში არ უთამაშიათ.

ექსეთერის ეტაპზე ითამაშებენ

ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე’უმც (აია), სოსო მათიაშვილი (აკადემია), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), იოანე ხელაია (აკადემია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), ოთარ ძაგნიძე (აია).

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094663