კელტების ლიგა

20:00 | 5.07.2018 | ნანახია 2831 - ჯერ

Pro14 კიდევ ორ გუნდს დაიმატებს
შანსი საქართველოსთვის

ყოფილი „კელტების ლიგა“, რომელიც ამჟამად პრო14-ის სახელითაა ცნობილი და სადაც ირლანდიის (4 გუნდი), უელსის (4), შოტლანდიის (2), იტალიისა (2) და სამხრეთ აფრიკის (2) ფრანჩიზები თამაშობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი მონაწილის დამატებას აპირებს.

„ვფიქრობ, 16 მონაწილე იდეალური იქნება. ჩვენ უკვე ვამუშავებთ განახლებულ ფორმატს. განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს და გადაწყვეტილებას შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით მივიღებთ: გუნდის პერსპექტიულობა, დაფინანსების დონე, გულშემატკივრების რაოდენობა, კონკურენტუნარიანობა. გვსურს, რომ ლიგამ განაგრძოს განვითარება და იყოს საინტერესო. რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ მივაქცევთ ყურადღებას სამხრეთ აფრიკას და იქაურ გუნდებს, თუმცა გვაქვს სხვა ქვეყნების ვარიანტებიც“ - განაცხადა პრო14-ის ხელმძღვანელმა მარტი ანაიმ.

შესაძლო სხვა ვარიანტებად კი, საქართველო და აშშ განიხილებიან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 07.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ქართულ რაგბს არ აქვს რესურსი კონკურენტული გუნდის ჩამოყალიბების პრო 14 -ში, თუ მის გაფართოებულ ვარიანტში. შეიძლება პირველ წელსვე ვარსკვლავები ვერ მოვწყვიტოთ, მაგრამ ორ - სამ წელში კონკურენტ უნარიანი გუნდი რომ გვეყოლება, ამის მწამს. მთავარი ამ გზაზე ფინანსებია და აქ სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმოუდგენელია ამ საკითხის გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპეტეტური და უნარიანი ხალხი სრკ -ში, რომ შეძლონ ხელისუფლების პირველი პირების დარწმუნება, რომ აუცილებელია რაგბის კავშირის დაფინანსების გაზრდა მინიმუმ 17 - 20 მილიონი ლარით, საიდანაც ნახევარზე მეტი სწორედ ქართული ფრანჩიზის ჩამოყალიბებას მოხმარდება და რომელსაც ასევე ფაქტობრივად საქართველოს მეორე ნაკრების სტატუსი ექნება. კარგი იქნება თუ ამ ფრანჩიზს სათანადო სახელსაც შევურჩევთ, მაგალითად: "Georgian Iberians" ("ქართველი იბერიელები"), რატომ ეს სახელი? იმიტომ რომ კელტებს და იბერიელებს დიდი კავშირები ქონდათ საუკუნეების წინ და უფრო მეტიც, პირინეის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა ხალხის ერთობა კელტიბერების ტომი. ამიტომ ჩემი აზრით ყოფილი კელტების ლიგაში ბევრისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს "Georgian Iberians"-ის მონაწილეობა.

13:23 | 06.07.2018
krasni (587)

ჯერ პატრონ დამფინანსებელი გვინდა; შემდეგ "კელტების ლიგა"-ს მამებია დასარწმუნებელი, რომ შანსი მოგვცენ, რომ გავქაჩავთ. გუნდი, ალბათ დასაწყისისთვის ქუთაისში სჯობს გაკეთდეს, დასწრება იქნება სხვა ქალაქებთან შედარებით უკეთესი.

16:42 | 06.07.2018
temuchin (431)

ქუთაისის დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ზამთარს ბელგიასთან პატარა სტადიონიც კი ვერ შეივსო სათანადოდ, თან თუ პრო 14 ის ფასებს მივიღებთ მხედველობაში შევსების პერსპექტივა კიდევ უფრო მოიკლებს პერიფერიებში.

11:58 | 06.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ამ შანსაც თუ ხელიდან გაუშვებს სრკ მაშინ მართლაც კეტებით უნდა გავყაროთ თავიაანთი ოფისიდან ! ! !

10:40 | 06.07.2018
GiorgiG83 (525)

ეს ბოლო წინადადება ავტორის ნარატივია?

11:02 | 06.07.2018
buratino (480)

ფაიზაღს ამბობ. მინდა მჯეროდეს მაგრამ ამ ჩვენი უვარგისი რაგბის კავშირის შემხედვარე ძაან მეეჭვება რომ უახლოეს პერიოდში ქართული "ფრანჩიზი" გამოჩნდეს ევროპულ სარბიელზე

11:37 | 06.07.2018
GiorgiG83 (525)

რაგბის კავშირის ვარგისიანობას ვერ დავაბრალებ კლეტთა ლიგაში შესაძლო ასპარეზობას მანდ სხვა მიზეზების კორეანტელიათავად უწერიათ კრიტერიუმები გარდა ფინანსების ქონისა: გუნდის პერსპექტიულობა, გულშემატკივრების რაოდენობა, კონკურენტუნარიანობა...
აქ როგორ ვართ?
პერსპექტიულობა დავუშვათ უდავოდ გვექნება, მაგრამ ამ გუნდს ჩვენი ტოპ-ში მოასპარეზე მორაგბეებით ვერ გავავსებთ, ისევ ამ პერსპექტივის გათვალისწინებით
პერსპეტიულობა თავისთავად უკავშირდება კონკურენტუნარიანობას - პირველი წლები ძებრესთანაც აუტსაიდერი ვიქნებით
გულშემატკივარი_ო და... 10 000 კაცზე მეტს საშუალოდ ელოდები თამაშებზე - ეს კი დიდი რაოდენობა არაა + ტრანსლაციები, რომელიც აქ ყველას უფასოდ უნდა
ნარიაშვილ-ჩილაჩავას, კოტე და ვიტოს გარეშე ეს გუნდი კონკურენტუნარიანი რამდენიმე წელი ვერ იქნება
თუმცა თუ ჩვენსკენ თავადაც იყურებიან უკვე კარგია

13:14 | 06.07.2018
პანტელეიმონი (1218)

საქართველოს ჩემპიონატის, U20 ბიჭები, "ენისეი"-ს და "კრასნი იარი"-ს გამორჩეულ ბიჭებს დამატებული რამდენიმე TOP ლიგაში მოთამაშე ბიჭი სრულიად საკმარისი იქნება კონკურენტ უნარიანი კლუბის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს pro 14 -ის გუნდებს.

23:10 | 06.07.2018
ogafa (407)

რათქმა უნდა მშვენიერი გუნდის შექმნა შეიძლება

13:34 | 06.07.2018
GiorgiG83 (525)

საქართველოს ჩემპიონატის, U20 ბიჭები -
ჩამოთვლი? მაინტერესებს
კაჭარავა, გაჩეჩილაძე, ფრუიძე, მალაღურაძე - ეს რუსეთი
ტოპ ლიგელები ვინ? ალათ ის ვისაც სათამაშო პრაქტიკა აკლია
და ამით გინდა კონკურენცია გაუწიო:
გლაზგოს, მანსტერს, ჩიტაზს, კარდიფს, ოსპრეიზს, კონაცტს, ზებრეს-კიბატონო,
ლეინსტერს, სკარლეტს, ედინბურგს, ალსტერს, ბენეტონს, ნიუპორტს და საუთენ კინგს კიდევ ჰადაჰა ისიც რაღაც პერიოდის მერე
ოპტიმისტურად ხარ განწყობილი

12:13 | 07.07.2018
პანტელეიმონი (1218)

1. დიდი 10 - მამუკაშვილი, ბეგაძე, წიკლაური, შკინინი, ხმალაძე, თხილაიშვილი, მათიაშვილი, კვირიკაშვილი, თოდუა და სხვა.
2. "ენისეი"-ს და "კრასნი იარი" - კაჭარავა, გაჩეჩილაძე, ფრუიძე, მალაღურაძე.
3. U20 - აბჟანდაძე და მთლიანი ბირთვი ოცწლამდელების, ვინც ვერ ახერხებს ტოპ გუნდებთან ჯერჯერობით კონტრაქტების გაფორმებას.
4. TOP ქვენების ლიგები რაგბში - ჩვენც ვიცით და ჩვენზე უკეთესად თვითონ აქ მოთამაშე ქართველმა რაგბისტებმა, რომ ბევრმა მათგანმა სხვა და სხვა ფაქტორის გამო ფეხი ვერ მოიკიდეს თავიანთ გუდებში, ამიტომ ვფიქრობ მათვის ქართული ფრანჩიზის დაარსება კიდევ ერთი შანსი იქნება ითამაშონ მაღალ დონეზე რაგბი.

16:47 | 06.07.2018
temuchin (431)

მაშინ გამოსავალს რას გვთავაზობ?

17:49 | 09.07.2018
GiorgiG83 (525)

გათვალ უნდა გაკეთდეს განვითარებაზე, ანუ ახალგაზრდა მორაგბეებზე
მთელი სეზონის მანძილზე 6 ბურჯი და 3 კვაჭი მაინც გინდა
5 მეორე ხაზელი და ალბათ 6-7 მესამე ხაზელი
ღერძში 6 კაცი ისე გინდა როგორც არაფერი 3/4 ელები 5-6 კაცი და ალბათ ასე 4 კაცი ცენტრში - ეს შენი სულ მცირე 37 კაცი
ახლა 37 ისეთი მორაგბე მოვნახოთ არა ტოპ_ლი ვინც ტოპებს გაუწევს კონკურენციას - ამხელა რესურსი არ გვაქვს, და თუ კლეტებს დავემატებით პირველი 3-4 წელი ალბათ აშკარად გამოკვეთილი აუტსაიდერი ვიქნები - რასაც უნდა შევეგუოთ

მერე მეორეა იმ ბიჭებს ვინც ინგლის-საფრანგეთში არაინ რამდენად უნდათ საკუთარი კლუბების დატოვება

03:50 | 10.07.2018
პანტელეიმონი (1218)

ზოგიერთ პოზიციაზე საკმარისზე მეტი კონკურენტ უნარიანი მოთამაშე შეიძლება გვყავდეს, ზოგიერთზე კი კუნძულელების მოწვევა უნდა შევძლოთ. ვფიქრობ pro 14 -ის სტანდარტზე შეფუთვის შემთხვევაში თამაშებზე ანშლაგი იქნება, თუ რა თქმა უნდა მატჩებს ზოგჯერ რეგიონებშიც (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ფოთი, თელავი, "Georgian Iberians" მთელი საქართველოს გუნდი უნდა იყოს და მისი თამაშის მიღების შემთხვევაში კლუბის ბიუჯეტში გარკვეული თანხა მასპინძელმა უნდა შეიტანოს, ისე როგორც თბილისმა) გავიტანთ და ამასთან მაგ შემთხვევაში pro 16 -ის მატჩების ექსკლუზიური ჩვენება ქვეყნის შიგნით სერიოზულ ფასად უნდა გაიყიდოს. არ ვიცი pro 14 მენეჯმეტს როგორ აქვს დალაგებული სატელევიზიო გაყიდვების საქმე, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ გაყიდვებიდან ჩვენ გუნდსაც უნდა შეხვდეს წილი. ამას დავუმატოთ სპონსორებისგან შემოსული თანხა და რაც მთავარია სახელმწიფოსგან გამოყოფილი არა ნაკლებ 10 მილიონი ლარი (ამაზე ნაკლები უბრალოთ ამ ჩანაფიქრს დაასამარებს).
ამ ყველაფერზე დაყრდნობით გუნდს უნდა ქონდეს საშუალება 3 ათასი ევროდან - 15 ათას ევრომდე შეეძლოს მოთამაშეებისთვის გადახდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საფრანგეთში მოთამაშე ბევრი ჩვენი რაგბიტისთვის საოცნებო თანხაა 10 ათასი ევროც და არც თუნდაც 25 პროცენტით ნაკლებ ხელფასზე არ იტყვიან ციმბირში მოთამშე ჩვენი რაგბისტები, რომ სახლში და pro 16 -ში ითამაშონ ვიდრე ცივ რუსეთში.

12:14 | 10.07.2018
GiorgiG83 (525)

ეს კუნძულელები ახლა ჩაამატე

კონკურენტუნარიანი ზოგიერთი პოზიცია რომელია? ბურჯები? კონკრეტულად რომელი ბურჯები? მატარაძე-მელიქიძე, კაიკაციშვილი? მოდიან რო საფრანგეთიდან?
დანარჩენ პოზიციებს რას უშვები? 19-20-21 წლის ბიჭები? კი სამომავლო კარგია მარგამ სანამე ეს "სამომავლოდ დადგება" აუტსაიდერის სტატუსს ხომ ვერ ავცდებით

რესურსია მწირი რესურსი
ფინანსურიც და ადამიანურიც - ელემენტარულად ნაკრებს ფულბექი აქ ჰყავს

13:47 | 10.07.2018
პანტელეიმონი (1218)

GiorgiG83 - კუნძულელების მოწვევაზე შენი ღიმილის არს ვერ მივხვდი.
მე ვთქვი ვარსკვლავებს ვერ მოვწყვიტავთ მეთქი ამ რესურსით და ამ დაფინანსებით, რაც თუნდაც მე დავასახელე, მაგრამ რომ უნდა დავიწყოთ ეს საქმე და რომ ერთი - ორი წელი გაგვიჭირდება ეს აქსიომაა. ჩემო კარგო დამეთანხმდები, რომ თუ წყალში არ ჩახტი ცურვას ვერასოდეს ისწავლი.

12:50 | 11.07.2018
GiorgiG83 (525)

გეთანხმები, მარგამ დიდი_10, ის რუსეთის, U20 ელებით და ტოპ ან არა ტოპ ლიგების ნაკლებ სათამაშოიანი დროის ბიჭებს უცებ კუნძულელელბი რომ დაემატა შენს ნარატივში გამეღიმა - აკი ამ რესურსით ვარაუდობ კონკურენციას და შიდა რაგბის განვითარებას და აქ კუნძულელები ვერ ეწერებიან

14:39 | 11.07.2018
პანტელეიმონი (1218)

კარგია რომ რაღაცაში მაინც მეთანხმები რაც შეეხება კუნძულელებს, ვფიქრობ ორი - სამი ახალგაზრდა პირსპექტიული კუნძულელის დამატება გუნდსაც გააძლიერებდა და კონკურენციასაც გაზრდიდა. მაგრამ მათი მოწვევა ნატურალიზაციის გეგმის ნაწილი უნდა იყოს და ძალიან სერიოზული შერჩევა უნდა გაიარონ. ასევე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდის ჩავარდნისა არ იქნებოდა ცუდი ფრანჩიზის მწვრთნელის პოსტი მილტონ ჰეიგისთვის შეგვეთავაზებინა და პარალელურად მისთვის მეორე ნაკრების მწვრთნელის პოსტი შეგვეთავაზებინა.

15:56 | 11.07.2018
GiorgiG83 (525)

აჰა, ესეიგი განვითარებაც გინდა ახალგაზრდა და პერსპექტიული კუნძულელები გარემარბებად და ნატურალიზაციასაც უშვებ და ითვალისწინებ
ესეიგი დიდი10 იდან შკინინ-ბეგაძით დავიჭყეთ და კუნძულელებით ნატურალიზაციით დავამთავრეთ და U20 და პერსპექტივა ამასობაში ჩაგვეკარგა - თანმიმდევრული იყო, ვერაფერს იტყვი

17:35 | 11.07.2018
პანტელეიმონი (1218)

GiorgiG83 - კამათის გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ, რა ჩაიკარგა? რა არის არა თანმიმდევრული? რატომ ფიქრობ რომ ნატურალიზაციით ვამთავრებ? რატომ ფიქრობ რომ U20 -ის ნიჭიერ ბიჭებს პერსპექტივას წაართმევს ორი ან სამი კუნძულელი? საერთოდ რატომ და რაზე ვკამათობთ?

10:40 | 12.07.2018
GiorgiG83 (525)


რათქმაუნდა ვერ ხედავ

0.108037