30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთის სამ ქალაქში (ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი) გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, ტრიბუნებიდან თითქმის 100-ათასმა ქომაგმა უყურა, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.
თამაშებზე ჯამში 97,5 ათასი ბილეთი გაიყიდა, რომელთაგან 15,3 ათასი ფინალურ მატჩზე მოდის. შეგახსენებთ, ფინალში საფრანგეთმა ინგლისი 33:25 დაამარცხა და პირველად გახდა ჩემპიონი.
გადამწყვეტ მატჩს მხოლოდ საფრანგეთში ტელევიზიით 1,31-მა მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო ტურნირის ჯამური აუდიტორია 41,5 მილიონი იყო. ეს რაოდენობა 6 მილიონით მეტია 2017 წელს საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე.
„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელმაც დაგვანახა, რომ საერთაშორისო რაგბის უდიდესი პერსპექტივა აქვს. ტურნირის მიმართ კოლოსალური და უპრეცედენტო ინტერესი იყო. დარწმუნებული ვარ, ამ მოთამაშეთა დიდი ნაწილი სულ მალე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოხვდება, ხოლო რამდენიმეს იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზეც ვიხილავთ“ - განაცხადა „მსოფლიო რაგბის“ თავკაცმა ბილ ბომონტმა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, ჩვენმა 20-წლამდელებმა პირველად მოიგეს 3 თამაში. მათ ირლანდია, იაპონია და შოტლანდია დაამარცხეს და გაისად ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ ამ ტურნირზე. 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს არგენტინა უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბის კავშირიც გაბიზინდა .
ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური რაგბის კავშირის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი კავშირი, ნ ა გ ა ვ ი ! ! !
ზაფხულის ტესტების შემდეგ კომენტარი ხომ არ გაუკეთებიათ ჩვენი რაგბის მამებს? ხომ არ არის ამ მხრივ რაიმე სიახლე? ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ასე პირში წყალჩაგუბებულები რომ არიან და არ სცემენ დაგროვებულ კითხვებზე პასუხებს. ჩვენ რაგბის სიყვარულით გვაქვს ეს კითხვები და გულისტკივილი, თორემ სხვა სპორტის სახეობა რომ ყოფილიყო მე პირადათ ხმას არ ამოვიღებდი.
საფრანგეთის, ანუ მასპინძელი ქვეყნის, წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა ასეთი დიდი დასწრება მატჩებზე. სატელევიზიო აუდიტორია კი სწორი პიარის გამო იზრდება. კარგია რომ კიდევ აქ ვართ და დიდი იმედი მაქვს რომ დიდხანს დავრჩებით.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს არგენტინაში.