ამბები

12:26 | 5.07.2018 | ნანახია 2174 - ჯერ

ზიმბაბვეს ნაკრებმა ქუჩაში გამოიძინა

ზიმბაბვეს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩის გასამართად ტუნისში ჩავიდა, თუმცა ქვეყნის რაგბის კავშირს სასტუმროსთვის საჭირო თანხა არ აღმოაჩნდა და სპორტსმენებმა ქუჩაში გამოიძინეს...

ფოტოებზე კარგად ჩანს როგორ დაათენდათ ზიმბაბველებს ქუჩაში, თუმცა „რაგბი აფრიკა“ ირწმუნება, რომ სიტუაცია გამოსწორდა:

„გვინდა ყველა დავარწმუნოთ, რომ სიტუაცია უმოკლეს ვადებში გამოსწორდა. ტუნისის რაგბის კავშირმა ზიმბაბვეს ნაკრები სხვა სასტუმროში განათავსა. ბოდიშს ვუხდით ზიმბაბველებს შექმნილი უხერხულობისთვის. ეს ამბავი აფრიკული რაგბის სტანდარტებს არ შეესაბამება“.

ტუნისისა და ზიმბაბვეს ნაკრებები 7 ივლისს ითამაშებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089561