სიახლეები

15:53 | 29.06.2018 | ნანახია 2747 - ჯერ

7-კაცა | ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპი

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალ და ზეგ ევროპის გრან-პრის მეორე, პარიზის ეტაპზე ითამაშებს და ერთი თვის წინ მოსკოვში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას ეცდება. ჩვენი გუნდი გაფართოებული, 14-კაციანი შემადგენლობით საფრანგეთში ორშაბათს გაემგზავრა და ორლეანში შეკრება გაიარა, დღეს კი გრან-პრის ჩატარების ადგილზე, ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე, მარკუსიში ჩავა. საქართველო „ბ“ ჯგუფში მოხვდა და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 30 ივნისს, ჩვენი დროით 11:44 საათზე გერმანიასთან გამართავს, 16:50 საათზე რუსეთს შეხვდება, ხოლო 21:34 საათზე პორტუგალიას ეთამაშება. „ა“ ჯგუფში ირლანდია, ინგლისი, ესპანეთი და პოლონეთი მოხვდნენ, ხოლო „გ“ ჯგუფში იტალია, საფრანგეთი, უელსი და შვედეთი განაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1 ივლისს 8 მოწინავე თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი მე-9-მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს. მწვრთნელები ორლეანში ჩატარებული ვარჯიშებით კმაყოფილები არიან და უკვე შეარჩიეს ის 12 მოთამაშე, რომლებიც მარკუსის ეტაპს ითამაშებენ. განაცხადში ვერ მოხვდნენ უმცროსი ბორჯღალოსნების (20 წ.) წევრები ოთარ ძაგნიძე და ლაშა ლომიძე. ზაზა ლეჟავას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი იმ მოთამაშეებზე გაკეთდა, რომლებიც გუნდთან ერთად დიდი ხანია ემზადებიან. პირველ, მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და ახლა განაცხადში არიან: გიორგი ჭუაძე, თენგიზ პერანიძე, რეზი ხარაზიშვილი, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია. პარიზის ეტაპს ითამაშებენ ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენს), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია). მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ბესიკ ხამაშურიძე ევროპის გრან-პრი (ოთხ ეტაპად) მეორე (პარიზის) ეტაპი. 30 ივნისი გერმანია - საქართველო (11:44) რუსეთი - საქართველო (16:50) პორტუგალია - საქართველო (21:34) რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:20 | 03.07.2018
GiorgiG83 (525)

სადაც ძალა არაა საჭირო იქ არ ვართ
და სადაც ძალაა საჭირო იქ კიდევ გააჩნია, ჭკუა რამდენად მოთხოვნადია

12:56 | 03.07.2018
krasni (587)

ან ამ ბიჭებს რას ვაწვალებთ, ან ტყუილად რატომ ვიხარჯებით? ფედერაციას თუ რამეს ვკითხავთ, მაშინვე არ გვიპასუხონ. ვინმე აგებს პასუხს ასეთ უსახურ გამოსვლებზე? თუ მთავარია მონაწილეობა, შედეგი კი მეორე ხარისხოვანი, გვითხარით მაინც და აღარ დავიწყვიტავთ ნერვებს.

19:10 | 30.06.2018
GENESIS (49)

და კარგი, ამ კალათბურთში არ ვარ ექსპერტი, მაგრამ გამაგებინოს ვინმემ, ეს ზუროსი, რატომ არის კარგი მწვრთნელი? საერთოდ რატომ ინახავენ? რაა ჯანდაბის დათარსული ივნისია რა..კაპიტალურად ვრცხვებით ყველგან

22:56 | 30.06.2018
temuchin (431)

მართლა თარსი თვე გამოგვადგა.

19:03 | 30.06.2018
GENESIS (49)

ზაზას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგადად ამოვიდა ყველაფერი ყელში..წაიყვანონ უძლიერესები, თუნდაც ეროვნულის სიიდან და დამთავრდეს ასეთი გასეირნებები.. უკვე ათი წელია, "აყალიბებენ" შვიდკაცა გუნდს.. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.. გერმანიას და რუსეთს ყველგან უნდა მოვუგოთ, სადაც ნესვა ბურთს დავიჭერთ ხელში.. და თუ უნდა ყველამ დაგვახიოს თავზე, მაშინ არაფერში არ გვჭირდება ეს შვიდკაცა საერთოდ..

00:36 | 01.07.2018
jora84 (183)

როცა ნაკრების ხალხი დადიოდა შვიდკაცაზე იყო კიდეც შედეგი. ეხლა ნაკრების ხალხი გასაგები მიზეზების გამო აღარ დადიან და ლოგიკურიცაა რაც ხდება. შვიდკაცა რეალურად სანაკრებოდ ჩამოწერილი ხალხისგან დგება, ანუ მეორე ეშელონის ბიჭებისგან.

18:06 | 30.06.2018
Tesriga (11)

სირცხვილია 7 კაცას ასეთი უსახური თამაში, წლებია ასე გრძელდება

21:58 | 29.06.2018
dinamo222 (692)

ეს სვანიძე ვინაა ? იმის ნათესავია ??

21:22 | 29.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური რაგბის კავშირის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი კავშირი, ნ ა გ ა ვ ი ! ! !

18:25 | 29.06.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ 7 კაცას ნაკრებს ! ! !

0.096811