იაპონიის ნაკრებმა ბორჯღალოსნების შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში გატანილ სამ ჯარიმას მეორეში სამი გარდასახული ლელო შემატა და 28:0 იმარჯვა.
ეს იყო 2018 წლის ზაფხულის ტურნეს ბოლო, მესამე შეხვედრა. ჩვენმა გუნდმა ზაფხულში სულ 4 თამაში გამართა: თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’, ხოლო სუვაში ტონგას ერთნაირი ანგარიშით - 16:15 აჯობა, მომდევნო ორ მატჩში კი გამარჯვება ფიჯისა და იაპონიას დარჩა.
ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩი ტოიოტაში, იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს უნდა ვეთამაშოთ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია ერთი წლის შემდეგ გასამართი მატჩისთვის და ბორჯღალოსნებმა ზუსტად იმ პირობებში იცხოვრეს, რა პირობებშიც უელსთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ.
თამაში წვიმაში გაიმართა და ამის გათვალისწინებით ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხს. ტექნიკური წუნისა და შეცდომების გამო, ბურთს უმეტესად მეტოქე ფლობდა. არ გვივარგოდა დისციპლინა და მასპინძლებმა 6 ჯარიმიდან 3 გაიტანეს, ხოლო მე-18 წუთზე ნაიჯელ ოუენსმა ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც იაპონიასთან 50-ე კეპი მოიხვეჭა, მაღალი ბოჭვისთვის გაგვისინბინა. ბორჯღალოსნებს 3 ქულის აღების შანსი 34-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილის ცენტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა.
მეორე ტაიმის პირველ 12 წუთში ჩვენს 22-ში ორი შეცდომა დავუშვით - ბურთი დაგვივარდა. იაპონელები სწრაფად გადაერთვნენ შეტევაში და ორივე ჯერზე ლელო გაიტანეს. დასკვნით 20 წუთში ორჯერ გვქონდა ლელოს გატანის შანსი, მაგრამ პირველ შემთხვევაში ბურთი დერეფანში ვერ ავაგდეთ, მეორეჯერ შეტევაში დავჯარიმდით, ხოლო იაპონიამ 67-ე წუთზე ერთხელაც ისარგებლა ჩვენი შეცდომით და 28:0 იმარჯვა.
იაპონია კვლავ რჩება საქართველოს უხერხულ მეტოქედ. ეს იყო ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება და აზიელთა მე-5 გამარჯვება.
ამით ზაფხულის ტესტ-სერია დასრულდა. სანაკრებო სეზონი შემოდგომის ტესტებით განახლდება. სერიის პირველივე მატჩში ბორჯღალოსნები 10 ნოემბერს იტალიას ფლორენციაში შეხვდებიან.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა ის, რომ ალბათ ჩვენს მეტი შემკითხველი, შემწუხებელი, თუ უფროსი- მაკონტროლებელი მაგენს ან მკვდარი ჰყავთ, ან კმაყოფილი.
ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური რაგბის კავშირის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი კავშირი, ნ ა გ ა ვ ი ! ! !
ამის მერე ვაპირებ პროტესტის ნიშნად ყოველი სტატიის მერე დავდო ეს კომენტარი, სანამ რაგბის კავშირი თავის მოვალეობას არ შეასრულებს ! ! !
ვინც მეთანხმებით გთხოვთ მხარი დამიჭიროთ.
გემხრობი! +1
ერთი კვირა გავიდა!!! მთელი კვირა!!!
აზრზე ხართ??? ერთი კვირაა დაგვიკიდეს მთელი ერი!!! სად ხდება, რომელ ქვეყანაში ასეთი რამ??? რომ აეანაირ კომენტარს არ აკეთებს არც სამწვრთნელო შტაბი და არც ფედერაცია!!! სად ხართ ჟურნალისტებო, რატომ არ იღებთ ხმას? თქვენ ხო ჩვენზე ("უბრალო" ქომაგებზე) მეტად მიგიწვდებათ ხმა??? მე მუდამ დიდი პატივისცემით ვეპყრობი ყველა ჟურნალისტს და მითუმეტეს "მსოფლიო სპორტი"-სას. ამ "საიტის" აქტიური მომხმარებელი ვარ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია ამისა... კიდევ ერთხელ გთხოვთ: დაითანხმეთ ინტერვიუზე (პრეს-ლონფერენციას არ გვაღირსეს!) მწვრთნელებიც, მორაგბეებიც (ან თუნდაც მხოლოდ კაპიტანი!) და ფედერაციის წარმომადგენელი....
რბილად რომ ვთქვათ- სირცხვილია უკვე, სხვა თუ არაფერი... ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი!!!
ვის, ვის და რაგბის არ ეკადრება ეს... რახან ერთი დიდი ოჯახი ვართ და გავყვირივართ რომ: "რაგბი ჩვენი თამაშია"-ს დაგვანახონ რომ მართლა "ჩვენია" და არავის არ ერგო ეს ანდერძით... მარცხი ვის არ მოსვლია, კი ბატონო შედეგი კატასტროფულია, მაგრამ ამით ხო არ მთავრდება არაფერი.... მაგათი "гробовое молчание" კი გულშემატკივრის აბუჩად აგდებაა...
მე მოვრჩი. მეტს აღარაფერს აღარ დავწერ. არ მიმაჩნია ღირსად ვკარგო ჩემი დრო ფედერაციის ხალხზე. რისი ღირსებიც არიან, კი ვიცით ყველამ....
"""ერთი კვირა გავიდა!!! მთელი კვირა!!!
აზრზე ხართ??? ერთი კვირაა დაგვიკიდეს მთელი ერი!!! სად ხდება, რომელ ქვეყანაში ასეთი რამ??? რომ აეანაირ კომენტარს არ აკეთებს არც სამწვრთნელო შტაბი და არც ფედერაცია!!!"""
აქ...
ბატონი გია ნიჟარაძის კომპეტენტური, სახალხო და სოლიდური ფედერაციის შემდეგ, ხელში შეგვრჩა სვანიძის ნაგავი ფედერაცია, ნ ა გ ა ვ ი ! ! !
ბოდიში კავშირი უნდა დამეწერა
დიახ, ბატონო... აბსოლუტურად სწორი მიგნებაა! ნაგვები! მაგათ ვინ გონიათ თავი... ერთ დღესაც იქნება ვეღარ მოივითმენთ და ვიფრენთ იქიდან... გაქსუებულან და ღირსადაც არ გვთვლიან ანგარიში ჩაგვაბარონ... ეს არაა მათი პირადი, ეს ჩვენია- სახალხო სპორტი! ჩვენი ნაწილია!!! მართლაც ნაგავია და არა ფედერაცია! რაც სიყვარული გაგვაჩნდა ხალხს სულ ფეხით გათელეს! ვინ იცის, სადღაც არიან ახლა წამოგორებული (რომელიღაც სანაპიროზე) და საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენ რო ნერვებს ვაწყდებით აქ...
თუ არადა გავუკეთოთ ორგანიზება გულშემატკივრებმა და მოვითხოვოთ ფედერაციის გადადგომა! მართლაც არსად არ ხდება ასე... ეს დაკიდებაა სხვა თუ არაფერი!!! ნუთუ არ ეყოთ გამბედაობა (ან სინდისი!) კაცურად ეღიარებინათ შეცდომები... რა იყო, ვის არ მოსვლია მარცხი... ეს სპორტია და ყველაფერი ხდება. მაგრამ რაც ამათ იკადრეს, უკვე ყველა ჩარჩოებს გაცდა...
ნოემბრის ტესტებზე მოწინააღმდეგები ხომ არ გაირკა. გული მიგრძნობს ისევ აშშ-სთან გვათამაშებენ. კომენტარებს ველით და პასუხის ღირსად არავინ გვთვლის, ასე დაკარგავენ ქომაგების კეთილგანწყობას რაგბის მამები.
100% ხარ! უკვე დაკარგეს პირადად ჩემი...
10 იტალია
17 და 24 ისევ ტ2 ანუ იაპონია, ფიჯი, ტონგა, სამოა, კანადა, აშშ
იაპონია-ფიჯი არ მგონია
იაპონიას ჩვენზე არ "მოაცდენენ" ფიჯის 19 ში ვხვდებით
ტონგას ახლახანს შევხვდით
რჩება სამოა, აშშ, კანადა
კანადა - ჩენ არ გვჭირდება არაფერში და აშშ - სამოა რატომაც არა
კი, ამერიკა მართლაც შთამბეჭდავი იყო ამ თვის ტესტებში და კარგი იქნება, თუ ვითამაშებთ მათთან.
იმედია ზაფხულის ტურნეს "მსუყე" გარჩევა გვეღირსება - უამრავი კითხვაა დაგროვილი
იმედია მილტონს ისეთ კითხვებს არ დაუსვამენ როგორიცაა
- საქართველო როგორ მოგწონს
- რომელი ღვინო სჯობია
- მსოფლიოს მერე რას აპირებთ
ფ ი ჯ ი ს თ ა მ ა შ ი ს შ ე მ დ ე გ (ი ა პ ო ნ ი ა ს თ ა ნ თ ა მ ა შ ა მ დ ე):
"მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა,
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა".
ი ა პ ო ნ ი ა ს თ ა ნ თ ა მ ა შ ი ს შ ე მ დ ე გ:
"არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა".
დ ღ ე ს:
"ვიდექ მარტოკა ... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება ...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"
რაგბის კავშირო ან მაგათთან დაახლოებულო ხალხო, ეს მაინც წაიკითხეთ!!!
მეც ყოველდღე (დღეში რამოდენიმეჯერაც!) შემოვდივარ აქ. აგრეთვე სხვა "საიტებზე". ძალიან მაინტერესებს, ველოდები რაგბის მესვეურთა კომენტარს, ახსნას, ანალიზს... ველოდები როგორც ყველა ჩვენგანი და რა? აბუჩად გვიგდებენ... არც წერილს პასუხობენ და არც იმის ღირსად არ გვთვლიან რაიმე ახსნან და გვიპასუხონ... არანაირი კომენტარი! არანაირი ჩამი-ჩუმი... "глухо как в танке!"... თქვენ რა გგონიათ მართლა? მემკვიდრეობით გერგოთ ეგ პოსტი? ნუ ცდით ჩვენ მოთმინების ფიალას... არ დამთავრდება ეს არავისთვის სასიკეთოდ...
რაგბის ფედერაციიდან უსტარი გამოუგზავნიათ - სანამ "სხაობას" ვ ასოს არ ჩაუმატებთ, მანამდე არაფერზე არ გაღირსებთ პასუხსაო
დალოცვილ ქართულ ენაში ერთი შესანიშნავი სიტყვა გვაქ - ვირეშმაკი...
ყოველ დილით რომ ვიღვიძებ ვხნი ქართულ სპორტულ საიტებს სადაც რაგბზე წერენ, რაგბის კავშირის საიტს და ფეისბუქს, რომ იქნებ რამე კომენტარი დადონ და დღეს "გამოჩნდა საოცრება" მათ ფეისბუკზე - 20 წლამდელების მართლა საუკეთესო მომენტები! კი ბატონო, კაი ბიჭები არიან, მებრძოლები ჯიგრები მაგრამ რაგბის მამებო თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ რომ აბუჩად გვიგდებთ?! ეს რა იყო ვლის გადმოგდება თუ ნაცარის თვალებში შეყრა?!
არა ეს ვირეშმაკობა იყო! და ისე არ გააკეთოთ რომ რაგბი ფეხბურთს დაამსგავსოთ!!! ისე შეგვაძულოთ როგორც ქართული ფეხბურთი! მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი თამაშიც არ მინახავს იმიტომ რომ ქართველმა ნაჩალნიკ-ფეხბურთელებმა შემაზიზღეს ოდესღაც ჩემთვის პირველი სპორტი!
რაგბი არის ჩემიც, როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის საკუთარი და მხოლოდ ერთთადერთი სპორტი. რაგბი არ არის ბაბუათქვენის ბოსტანი! კეთილი ინებეთ და გააკეთეთ კომენტარები ყველამ - ნაჩალნიკებმა და მოთამაშებმა!!!
ამას ვაკოპირებ ფეისბუკშიც, ვნახოთ რეაქცია - ვირეშმაკებო!
მინიმუმ თითო, თითო საათიანი გადაცემა რომ ვერ ეკუთვნის უ20 ის ნამსოფლიო თასევს და უხარისხო თამაშით თუნდაც ნაექსპერიმენტებ ზაფხულის ტურნეს...
ნაღდად სარაგბო ერი ვართ, რაგბი ჩვენია აბა რა და ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ვაშა!
10000000%
სირცხვილია უკვე, რა გჭირთ? სულ დაკარგეთ ნამუსი? როდემდე უნდა დაიმალოთ?
გინებას ნუ დაგვაწყებინეთ, ჟურნალისტებს მაინც დაელაპარაკეთ ! ! !
თუ ფედერაციის ხალხი არ შემოდის ამ საიტზე ძალიან ცუდი, თუ კითხულობენ და არ რეაგირებენ კიდევ უარესი. დაგვაფასონ და გაგვესაუბრონ, გააკეთონ შემაჯამებელი მიმოხილვა გულშემატკვართან კონტაქტში. არ გვაფიქრებინონ რომ გულშემატკივრის მომრავლება და კეთილგანწყობა თავში აუვარდათ. ძნელია ეს? აქტიურად და სამართლიანად კრიტიკულ ადამიანებს ხომ ბლოკავენ უაზრო მიზეზებით საკუთარ ფბ გვერდზე?
გაგვეცით ხმა! სხვასთან ვერ და ჩვენ ნერვებზე თამაშობთ უკვე???
მეტოქეები იყვნენ ჩვენზე ცოტათი ძლიერი, ამავდროულად ჩვენ ვითამაშეთ იმაზე ცოტა სუსტად ვიდრე შეგვიძლია რაც ხდება ხოლმე რადგან ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებ, საბოლოო ჯამში ეს ცოტა-ცოტა მიეწყო ერთმანეთს და სხვაობა გამოვიდა ბევრი. ხოდა მემგონი ფედერაციას ესეთი განმარტება რომ გაეკეთებინა ისევ მათთვის აჯობებდა და ხალხის გარკვეულ უკმაყოფილებასაც აირიდებდნენ
მიზეზი ბევრია
მარგამ ამ მიზეზებზე ჩვენ კი არა სამწვრთნელო შტაბმა უნდა ისაბუროს
მე პირადად ყოველთვის ფედერაციის მხრიდან ვუყურებ საკითხს მაგრამ ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ ელემენტარულად რაიმე ტოქშოუში მაინც უნდა მისულიყვნენ და გაერჩიათ ეს შეხვედრები, რაგბის ფედერაცია და რაგბისტები გამორჩეულად გვიქვარს და ეს არა მარტო შედეგების არამედ იმის გამო რომ აქამდე რაგბისტები და გულშემატკივრები რაღაცნაირად ერთიანი იყვნენ, ხოდა ნუ დაემგვანებიან იმ ზოგ უვარგის ფედერციას რომ ვერ ვარჩევთ ფედერაციაა და საიდუმლო ბაზა
ყოველდღე დღეში სამჯერ მაინც ვხსნი ამ გვერდს რომ რაიმე სიახლე გავიგო... მაგრამ რად გინდა,"არსაიდან ხმა,არსით ძახილი"...
ყველა ასეა
რაგბის კავშირს!!! ძალიანაც ნუ გადაისხავთ,გაგვეცით ხმა,ჩაატარეთ პრესკონფერენცია,თორემ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.რას ჩამალულხართ,შარშან თვითმფრინავის ბორტიდან აძლევდით ინტერვიუებს,ახლა ფიქრობთ ხალხს გადაუვლის წყენა და დაავიწყდებათო,თუ რას ფიქრობთ??? ყველა ხედავს რომ პრობლემაა გუნდში.ეს არის ხალხის იგნორირება,გთხოვთ ჩაატაროთ პრესკონფერენცია!!!
რატომ არ მპასუხობს სრკ-ს ფ/ბ გვერდი? ყველას სათქმელს და გულისტკივილს ვამბობ. არც შევურაცხყოფ არავის (ეს ჩემი შეურაცხყოფაც არის!) და არც უცენზუროდ ვწერ რაიმეს!
თხოვნა მექნება "მსოფლიო სპორტის" ჟურნალისტებთან. თუ შეიძლება, შეხვდით ჰეიგს, სვანაძეს და სხვა რაგბის მესვეურთ... დიდ პატივვს დაგვდებთ ამით მთელ ქომაგობას თუ ქართველ ერს. არა მგონია ინტერვიუზე უარი გითხრათ თქვენ. (და თუ თქვეს, ისიც დაწერეთ!) მიუძღვენით (კიდევ) ერთი სტატია რა მოხდება თქვე კაი ხალხო! განვიხილოთ ერთად, ვიმსჯელოთ. აზრი გამოვთქვათ!
სრკ-ს სიჩუმე აყენებს სუნს ყველაზე მეტად.
მსოფლიოზე წარმატების იმედი წინა მოსამზადებელი პერიოდის კარგად გამოყენებაშია
ზუსტად ეგაა, რეალურად თავიდანვე მიმაჩნდა რომ იმ შემადგენლობით რითიც ჩვენ და მეტოქეებმა ვითამაშეთ ფიჯიც და იაპონიაც ჩვენზე ძლიერი იყო ასე რომ მე წაგებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ ველოდი ნაკლები ანგარიშიც მარცხს მაგრამ ესეც ხდება რომ გარკვეულ თამაშებში შეიძლება იმაზე ნაკლებ დონეზე ითამაშო ვიდრე შეგიძლია, მთავარი პრობლემა იმაშია რომ რაგბის ფედერაცია და ტრენერი უნდა გამოსულიყო და ელემენტარული შეხვედრების გარჩევა მოეხდინა. წაგება არაა საგანგაშო მითუმეტეს უფრო ძლიერ გუნდთან საგანგაშო ისაა რომ რაგბის კავშირი ამ ქმედებით რაღაცნაირად სხვა უვარგის ფედერაციებს ემსგავსება
არავის არა აქვს კავშირი რაგბის ფედერაციასთან, ხმა რომ მივაწოდოთ და კომენტარის ღირსები მაინც გაგვხადონ ზაფხულის ტესტებთან დაკავშირებით. ან ჩვენს კითხვებს გასცენ პასუხები, უამრავი კითხვა დაგროვდა......
buratino -
რაგბის კავშირის შეფებო!
ნაკრების სამწვრთნელო შტაბო!
კმარა ჩირგვებში ყოფნა, გამოდით ბუჩქებიდან, შეხვდით ქომაგებს (ან თუნდაც ჟურნალისტებს) და გააკეთეთ კომენტარები
- ვუერთდები ამ მოწოდებას ! ! !
აშშ თამაშობს რაგბს, ჩვენ კი გაურკვეველ თამაშს.
კაცო რა არ მესმის, როდესაც ბრეგვაძე ამბობს, რომ სასრუველი ფორმისგან შორს ვართო, რატომ მერე მე-4 თამაში ვითამაშეთ იაპონიის წინააღმდეგ და გუნდი რით ვერ შეთამაშდა. ეს ბარბაროსებთან თამაშიც საერთოდ აზრს მოკლებული იყო მაშინ გამომდის, იმიტომ რომ ვერაფერი ვისწავლეთ მაგ თამაშიდან. მაინც და მაინც ყველაზე საშინელი თამაში იაპონიის წინააღმდეგ ჩავატარეთ არადა პირიქით უნდა ყოფილიყო. რა უბედურებაა, თუკი მართლა სასეირნოდ წავედით ამხელა გზაზე, ცოტა უხერხულია, იმიტომ რომ მსგავსი მგზავრობები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და უპრიანი იქნებოდა თუ გუნდი უფრო სერიოზულად მიუდგება მსგავს თამაშებს და იმასაც გაითვალისწინებს, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს აგრეთვე გასვლაზე თამაშებისას ქვეყნისა და გულშემატკივრის წინაშე, რომელიც შუაღამისას დგება მათი თამაშის საყურებლად და შედეგად რაგბს კი არა, ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, უმოტივაციო, სასეირნოდ წასული გუნდის თამაშს უყურებს, რომელსაც ერთი სული აქვს როდის დაამთავრებს მსაჯი თამაშს, რაც უბრალოდ სირცხვილია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ყველა მორაგბემ გაითავისოს ეს, რომ გულშემატკივარს რაგბი შეუყვარდა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათის გამო და მოდით ნუ დაგვავიწყდება ეს. და ისიც, რომ სადაც და როდესაც არ უნდა თამაშობდეს გუნდი უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალს მათ თამაშს.
წაგება ცალკე აღებული პრობლემა არ არის, არამედ პრობელმაა ის თამაში, რაც რაგბის გარდა ყველაფერია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჰეიგს მთელი აქცენტი დაცვაზე ჰქონდა გადატანილი და აქედანვე დაცვი ხარვეზების აღმოჩენას და შემდგომ მსფოლიომდე მათ გამოსწორებას დაეთმობა ყურადღება.მაგრამ მე მაინც არ მიმაჩნია სწორედ მსოფლიოზე შედეგის დასადებად ყველა მანამდე გასამართი თამაში უკვე ერთი წლით ადრე შესწირო ამას. ვერ ვხვდები ვინ გამოიცადა და რისთვის. ამ თაზოს კიდევ რას აპამპულავებს არ მესმის, რეალურად არ გვზვას მაგაზე ძლიერი მოთამაშე ცენტრში და რატომ არ აყენებს. კაჭარავა ფეხებზე საბურავებ გამობმულივით დარბის, საერთოდ ვეღარ უტევს სისწრაფე არ აქვს. მათიაშვილს რატომ არ აყენებს ერთხელ და სამუდამოდ 15-ზე, ან თუ 14 აყენებს, რატომ არ ათამაშა წიკლაური 15-ზე, რომელმაც კარგად ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში. წესით ჰეიგმა მინიმუმ 4-5 მოთამაშე ახალგაზრდულიდან უნდა დააწინაუროს რაც შეიძლება სწრაფად, რომ გაუადვილდეთ გუნდში ინტეგრაცია. იტალიასთან შანსებს მე პირადად ამ ტესტებს თუ გავითვალისწინებთ და იმას, რომ შემოდგომაზე პირველივე თამაშს ვეთამაშებით იტალიელებს 70-30-ზეა. ჩემი აზრით როგორც მინიმუმ შერკინების და უკანა ხაზის ახალი მწვრთნელები გვჭირდება. წარმოუდგენელია გუნდს ასეთი შერკინება ჰყავდეს და მოლს ვერ აყენებდეს. გარდა ამისა გვჭირდება მობილური უკანა ხაზი, რომელსაც შეუძლია შეტევა. ძალიან მარტივია ხომ არსებობს სტატისტიკა, დავითვალოთ რა თუნდაც კაჭარავამ რამდენი მეტრი ატარა ბურთი ამ სამი თამაშის განმავლობაში და მერე განვსაჯოთ შეიძლება თუ არა უკანახაზელს მსგავსი სტატისტიკა ჰქონდეს. ან თუნდაც სხვა უკანახაზელებს.
დიდი 10-ის ჩეპიონისთვის განკუთვნილ საპრიზო თანხას დაემატებაო, ევროპაზე მონაწილეობისთვის საჭირო თანხაო; მერე კი გამოგვიცხადეს, ვინც იშოვის სპონსორს, ის წავა ევროპაზეო. ახლა რუსებთან მიდის რაღაც საუბარიო; მოკლეთ დადგა დრო ხელი ჩამოვართვათ და დავემშვიდობოთ.
რაგბის კავშირის შეფებო!
ნაკრების სამწვრთნელო შტაბო!
კმარა ჩირგვებში ყოფნა, გამოდით ბუჩქებიდან, შეხვდით ქომაგებს (ან თუნდაც ჟურნალისტებს) და გააკეთეთ კომენტარები
კი მაგრამ რა ხდება, საამაყოთ თუ დავასრულებდით ზაფხულის ტესტებს, მაშინ გაგხვდიდნენ ალბათ ღირსებს და მოგვახარებდნენ წარმატებას. ახლა სირაქლემას პოზა აქვთ მიღებული და თავი დამალული ჰგონიათ?!
დღეისათვის აშშ რეალურად უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენ.
ტონგამ წაგვართვა მე-12 ადგილი. იაპონელებს ერთი ჯარიმაც რომ გაეტანათ და 30 ქულით მოეგოთ იტალიაც გაგვასწრებდა. მაგრათ ჩავისვარეთ ამ ტურნეში. აშშ-ც მაგრათ უმატებს, ასე თუ გავაგრძელეთ მე-15 ადგილზე დავჯდებით. იტალია ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერია და წესით წინ უნდა იყოს. ნოემბრის ტესტებში ვის ვხვდებით იტალიის გარდა ხომ არა არის ცნობილი?
stripslashes((strlen('https://rugger.info/news/20853')>0?'https://rugger.info/news/20853':'https://rugger.info/news/20853'))
სალაპარაკო მივეცით
მაინც მგონია, რომ მსოფლიო თასზე ფიჯის დავამარცხებთ.
თუ დაწერ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევს
არ დაიზარო
Artur Korol Van Plus
2 дня назад
Конечно, вы правы! Но о том и речь, что сильная схватка у Хейга уже есть и веер постоянно на неё ответственность за судьбу матчей. Вспомните прошлый год, когда Грузия выигрывала все игры во втором тайме за счёт схватки, когда в первом Хейг заставлял всех играть исключительно на руках? Теперь он просто убрал схватку, чтоб веер тренировался брать ответственность на себя. Пока не очень получается, но в итоге после таких опытов у Грузии будет прежняя схватка очень высокого уровня и уже не совсем бессмысленный веер, то есть в целом команда должна усилиться
აი ერთ-ერთი კომენტარი
ეს იყო ქართული რაგბის, ქართველი გულშემატკივარისა და საქართველოს შეურაცხყოფა, სხვა სახელს ამას ვერ დავარქმევ. ასე უჯიგროდ მოთამაშე საქართველოს ნაკრები მე არ მახსოვს,ლამის 20 წელია რაგბის გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროდ, რა მოლოდინიც მქონდა, ის გამართლდა უფრო საშინელი სცენარით, ვიდრე წარმომედგინა.
რა თამაშის დამალვა, 1 წელია მსოფლიომდე. თუ მხოლოდ მოვალეობის მიზნით მიდიოდნენ ამ ტურნეში, არ ვიცი და სხვა აზრი და შინაარსი ამ ბოლო 4 თამაშიდან უარყოფითის გარდა ვერაფერი გამოვიტანე. ასე თუ გავაგრძელეთ, ნოემბერში იტალიაც გაგვასაზიზღრებს და წლების მანძილზე სისხლით და ოფლით მოპოვებული ავტორიტეტი და მონდომება წყალში ჩაიყრება. რაც ყველაზე საგანგაშოა, თუ დროულად არ შეიცვალა რაიმე, ჩვენც რუმინეთის მსგავსი სტაგნაცია-გაფარჩაკება გველოდება.
აქაც საინტერესო კომენტარებია. ზოგიერთი რუსი საღად აზროვნებსstripslashes((strlen('https://rugger.info/georgia/news/20806')>0?' https://rugger.info/georgia/news/20806':' https://rugger.info/georgia/news/20806'))
stripslashes((strlen('https://rugger.info/georgia/news/20801')>0?'https://rugger.info/georgia/news/20801':'https://rugger.info/georgia/news/20801')) საინტერესო კომენტარებია. წაიკითხეთ
რეიტინგში ისევ მე-12 ადგილზე ვართ ჩემდა გასაკვირვად. მეგონა იტალია გადაგვასწრებდა და ტონგაც მეტ ქულებს მიიღებდა.
0?'>https://www.worldrugby.org/rankings/mru':'>https://www.worldrugby.org/rankings/mru'))
კომენტარს რო არავინ აკეთებს მაგრად ვღიზიანდები. მილტონამ არაფერი თქვა მატჩის შემდეგ? ან ჩვენი ჟურნალისტები ვერ დაუკავშირდნენ?
ამ თამაშების შემხედვარე (ფიჯი-იაპონიასთან) პირველად ვიგრძენი თავი დამცირებულად მას შემდეგ, რაც ქართული რაგბის თავგამოდებული ქომაგი ვარ. კონკრეტულად იაპონიასთან მატჩმა კი მკაფიოდ დაგვანახა რომ:
1. გუნდში აშკარად ვერ არის ფსიქოლოგიურად კარგი გარემო. მგონი პირველად ვნახე რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები ჰიმნს ასე უხალისოდ ასრულებდნენ (ნაწილი საერთოდ არ მღეროდა).
2. სუსტები ვართ თანამედროვე რაგბის ძირითად კომპონენტებში (ხელით თამაში, დაკიდებული ბურთები, ბურთიან კაცზე მიყოლა, სისწრაფეები და სხვ.)
3. გაგვიქრა ჩვენი კოზირები (შერკინების უპირატესობა, მოკლე-დარტყმებით წინსვლა, მოლის აგორება).
4. არ გვივარგა რაქიდან ბურთების გამოტანა და რეგრესია დერეფანშიც. შედარებისთვის, იაპონელებს რაქიდან ბურთი 2-3 წამში უკვე გამოტანილი ჰქონდათ, რასაც ჩვენ 10 წამამდე ვანდომებდით. დერეფანს რაც შეეხება, ძირითადად ცუდად ვაწოდებდით და ძალიან გვიჭირდა ბურთების მოგება.
5. სერიოზული დეფიციტია ისეთი მოთამაშეების, ვისსაც ძალუძს მეტოქისთვის ბურთის ამოგლეჯვა (მღლეტელების), მაშინ როცა იაპონიამ არაერთხელ ამოგვაცალა ბურთი ჩვენი შეტევისას
რის გამოც შეტევები გაგვიცუდდა.
გამოსავალს რაც შეეხება, საჭიროა კომპლექსური მიდგომა! აქ იგულისხმება ბევრი რამ, რომელთა შორის მე გამოვარჩევდი:
1. ჩვენი კლუბების ს ა ს წ რ ა ფ ო დ ევროტურნირზე გაყვანა და ზოგადად საკლუბო დონის განვითარება-აწევა.
2. რაგბის დაფინანსების გაზრდა. აქ აუცილებელად სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო ბიზნესთან.
3. ნაკრების ნელ-ნელა გაახალგაზრდავება და 20 წლამდელებიდან გამორჩეული ბიჭების (აფრასიძე, აბჟანდაძე, ჯალაღონია, ჯაფარიძე) მოწვევა, რათა შეეჩვიონ და მოერგონ პირველ გუნდს.
4. გუნდში ფსიქოლოგიური გარემოს გამოსწორება და ერთიან გუნდად შეკვრა.
5. ზემოთჩამოთვლილი სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე მუშაობა და ძლიერი მხარეების დაბრუნება
თუ ძმა ხარ...
კლუბები და ამბები შედეგს რომ გამიღებს მე და შენ მინიმუმ 5-5 წლით დავძველდებით..
მილტონის ავსტრალიელ ასისტენტებზე მაინც დაგესვა მახვილი - უცებ, მოკლევადიანი პერსპექტივის ამაბვში - დიდიე ბესი გვინდა, მესი კი არა
უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ უშანსოდ და უცეცხლოდ წავაგეთ, თორემ არავინ არ გაოცდებოდა თუ დავმარცხდებოდით..ჩავატარეთ ტურნე, ფაქტიურად ხაზის ჭრის გარეშე, მოგებული თამაშიც კი.. ჰეიგზე ვამბობდი, რომ ნორმალური მწვრთნელია მეთქი..ახლა ეჭვი მეპარება.. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რაგბის კავშირის სუსტ მხარეებზე, ფაქტია, რომ პროფესიონალი მწვრთნელი პასუხისმგებელია სელექციაზეც, სტრატეგიაზეც და ზოგადად, გუნდის განწყობაზე.. ის არის დამოუკიდებელი ერთეული და თუ დამოუკიდებელი ვერ არის, რაღაც მიზეზთა გამო, მაშინ ესეც მის სისუსტეზე მიუთითებს.. იმედი მაქვს, ის გააკეთებს ვრცელ კომენტარს და განმარტებებს გულწრფელად და დარჩება ღირსეულ პროფესიონალად..
ვიღაცამ ახსენა, ქართული შერკინება, როგორც ბრენდი და ამ ბრენდს ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ჩვენ ღვინოს.. ასეთი უკან დახევები, 30 წლის მანძილზე, რაც რაგბით ვარ მოწამლული, პირველად ვნახე.. ნათელი წერტილი გიორგაძე იყო, რომელიც ხალხს ფაქტიურად კენჭებივით ისროდა და სათამაშო სტრატეგიის სისუსტის გამო, ესეც დარჩა გამოუყენებელი..
შორს ვარ იმ აზრისგან რომ თამაში დამალეს და იმიტომ წააგეს, მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ობიექტურები უნდა ვიყოთ რეალურად ფიჯი და იაპონია რამდენიმე წლის წინ ჩვენზე ბევრად უკეთესი გუნდები იყვნენ, დღეს აღარაა ამხელა სხვაობა მაგრამ მაინც ჩვენზე უკეთესები არიან, ამას დავუმატოთ ის რომ ორივე მათგანი სახლში გვეთამაშებოდა და შესაბამისად მათი უპირატესობა გაიზარდა, დავამატოთ შემდეგი ფაქტორი ჩვენი ექსპერიმენტალური შემადგენლობა და უპირატესობა კიდევ უფრო იზრდება, და ბოლო ფაქტორი გულშემატკივარი მოგებას ელოდებოდა და რეალურად ზემოჩამოთვლილი ფაქტორების გამო ამის ძალა არ იყო შესაბამისად გუნდი აიჭრა
თუმცა მსოფლიოზე მაინც იმედიანად ვარ რადგან სრული შემადგენლობით ვიქნებით, ფიჯი იქაც ფავორიტი იქნება მაგრამ შანსი ნამდვილად გვექნება. ამ ტესტებზე დიდი შანსი ნამდვილად არ გვქონდა რადგან ფიჯი და იაპონია თუნდაც შემადგენლობით ძალიან აღგვემატებოდნენ.
ფეხბურთი საქართველოში მკვდარია.