ბორჯღალოსნები

13:53 | 21.06.2018 | ნანახია 5077 - ჯერ

ზაფხულის დამაგვირგვინებელი ტესტ-მატჩის შემადგენლობა

23 ივნისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

აზიელ მეტოქეს აქამდე 5-ჯერ შევხვედრივართ, თუმცა ბოლო 12 წელია მათ სამშობლოში არ გვითამაშია. იაპონიას პირველად 2006 წელს ვეწვიეთ და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს.

2012 წლიდან დღემდე, ‘საკურები. თბილისს სამჯერ სტუმრობდნენ. 6 წლის წინ, უკვე გაწითლებულ დროზე, სტუმრებმა კონტრშეტევა საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიღეს და გამარჯვების არეკნი გაიტანეს - 25:22.

2014 წელს იაპონიას პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს და 35:24 სძლიეს.

2015 წლის მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში აზიელებს 5 სექტემბერს, გლოსთერში ვეთამაშეთ -10:13. რეპეტიცია ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ ტონგას 17:10 სძლია, ხოლო იაპონიამ სენსაცია მოახდინა და სამხრეთ აფრიკა 34:32 დაამარცხა.

2016 წელს იაპონიას მესამედ ვუმასპინძლეთ ვაკეში და 60-წუთიანი დომინირების მიუხედავად, კონტრშეტევაზე მოთამაშე მეტოქემ 28:22 იმარჯვა.

იაპონია ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა მასთან უარყოფითი ბალანსი გვაქ - 4:1. განვლილ 5 მატჩში იაპონიამ გაიტანა 14 ლელო, ჩვენ - 11; ხოლო ქულათა ბალანსი 96:122-ზეა.

რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბისთვის, მენეჯმენტისა და მოთამაშეებისთვის ამ თამაშს სპორტულის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს, საქართველო სწორედ ‘ტოიოტა სთედიუმზე’, უელსის წინააღმდეგ გამართავს და ახლა გუნდი ზუსტად იმ პირობებში ემზადება, როგორ პირობებშიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოუწევს ყოფნა.

მილთონ ჰეიგი ამ შესაძლებლობით კმაყოფილია, რაც არაერთხელ აღნიშნა:

„მოხარული ვარ, რომ იაპონიას ტოიოტა სიტიში ვეთამაშებით, იმ სტადიონზე, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იგივე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იგივე სასტუმროში გავჩერდებით და იგივე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიასთან მათსავე ქვეყანაში თამაში. რაც მე ბორჯღალოსნების მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში, აქედან გამომდინარე დიდებულია, რომ იაპონელებს თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით“.

ორი შერკინებაში, ორი ხაზში

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი უელსელი რეფერი, ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსი განსჯის, რაც თამაშს დამატებით ხიბლს შესძენს.

ამ თამაშამდე იაპონია ორჯერ შეხვდა იტალიას და ორი კვირის წინ ის 34:17 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს 22:25 დამარცხდა. ბორჯღალოსნებმა ზაფხული სხვებზე 10 დღით ადრე დაიწყეს და თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ 16:15 სძლიეს, 9 ივნისს იგივე ანგარიშით ტონგა დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ ფიჯის შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 37:15.

მას შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე. ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასიეშვილმა, შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. შეიცვალა კვაჭიც და შალვა მამუკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ ‘სანვულვზში’ თამაშობს.

წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ, ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა იოსებ მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

მარქაფაში გადაინაცვლა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ფიჯისთან მატჩის მსგავსად, თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (102)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:32 | 23.06.2018
dinamo222 (692)

სანამ დროა უნდა გადადგეს ეს უსაქმური ფედერაციის მთელი შემადგენლობა რა გააკეთეს კარგი ? მაგათი მთასვარი "მიღწევა" ფორმების შეცვლაა ! საინტერესოა ვისი იდეა იყო ეს იდიოტური ფორმა ? არადა რა მაგარი ფორმები ეცვათ ჩვენებს წინა მუნდიალზე და მოიგონეს ეს რაღაცა იდიოტური "ღვინის ფერი" (ჯერ ერთი ღვინო და არაყტი რა კავშირშია სპორტთან ? @@) ღვინისფერი კი არა უფრო ტრაწისფერს გავს@ უნდა შეიცვალონ მწვრთნელები მთელი ყურადღება უნდა გადავიდეს 18-20 წლამდელებზე ! მომავალი მუნდიალის აღარანაირი იმედი არ მაქვს და ისევ ჯობია იმ ბჭებისგან შექმნან ახალი ნაკრები ძირითადიდან 2-3 დაუმატონ და ახალი ნაკრები მოამზადონ მომავალი წლისთვის

12:28 | 23.06.2018
buka12 (27)

საერთოდ ჩავარდნა მოსალოდნელიც იყო...როდესაც გუნდი ახალ საფეხურზე გადის(რუსეთი,რუმინეთის დონის გუნდებიდან გადადის უკვე ფიჯის,იაპონიის გუნდის დონეზე)ადრე თუ გვიან ჩავარდნა ლოგიკურია....მაგრამ პრობლემა ჩემთვის წაგება არ არის არც იაპონიასთან და არც ფიჯისთან ეს ტესტები ზუსტად იმისთვისაა რომ ის გამოცდილება მიიღო რაც მსოფლიოზე გამოგადგება...მაგრამ ჩემთვის საერთო სურათი ძალიან ცუდი....ჩვენ წინააღმდეგ შერკინებაში თავის დაცვა თითქმის ყველამ ისწავლა და რასაც დავუკვირდი ჩვენები როდესაც შერკინებაში ვერ იღებენ იმ უპირატესობას რაც მათ სურთ მომენტალური ქაოსი იწყება არ გვაქვს სხვა იარაღი რითაც მოწინააღმდეგეს პრობლემებს შევუქმნით....მთავარია ერთი გუნდის რომელიმე ლიგაში ჩაბმა და ორი გუნდის ევრო ტურნირებზე გაყვანა...ვიღაცა კი მეტყვის ეგ ოცნებას ვერ გაცდებაო მაგრამ მაშინ ელიტაში არაფერი გვესაქმება....მარტო ჟინით ვერ გაკეთდება საქმე ბიჭებს კლასის ამაღლება ესაჭიროებათ და უნდა მიექცეს ყურადღება მალევე

12:33 | 23.06.2018
dinamo222 (692)

ფიჯის და იაპონიის დონეზე კი არა უკეთესებიც ვიყავით ამ 3-4 წლის წინ ათეულსიც შევდიოდით მაგრამ მერე უკან უკან წავედით და ისინი და სხვებიც წინ მიდიან !

12:14 | 23.06.2018
metrostar333 (23)

Aba, Mezaxet exla chasfrebuli da heigs profesori! tvisobrivat axal da uketes ragbs ro gvaamashebs da gansakutrebit xelit tamashshi ro didi progresi gvak....

12:10 | 23.06.2018
giogobi (68)

დავბრუნდით 2000-2002 წლებში. ამათ დროის მანქანაც ქონიათ

12:12 | 23.06.2018
maxo_65 (458)

მაგ წლებში ჩვენი შერკინება უძლიერესი იყო, ახლა ესეც აღარ გაგვაჩნია

12:15 | 23.06.2018
metrostar333 (23)

Aba, rac vicodit isic dagvavicka heigma

12:09 | 23.06.2018
maxo_65 (458)

ეს იმის დამსახურებაა ყავთ ზე რაგბში ერთი გუნდი და უმაღლეს დონეზე თამაშობე..კიდევ ის რომ ნატურალების ხარჯზე გადიან, ლამის ნახევარი გუნდი არაიაპონელია..მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ..საკლუბო რაგბი უნდა განვითარდეს

12:08 | 23.06.2018
გზავნილი (81)

ახლა ყველაფერს მელიტონას ნუ დააბრალებთ, თევზი თავიდან ყროლდება!
ნიჟარაძის აგორებულმა მატარებელმა სანამდეც შეეძლო იგორა და გაჩერდა!
რაგბის კავშირის გამოხვეტვის დრო დადგა -არაფრის კეთებისთვის, გულგრილობისთვის, ყეყეჩობისთვის, კრიტიკული აზრის ფეხებზე დაკიდებისთვის, რაგბის ფეხბურთიზაციისთვის!
შენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და მით უმეტეს ამ უქნარა, უუნარო, უკომუნიკაციო კაცის ადგილი ფედერაციაში არაა, დაიხურე ქუდი და წადი სვანიძე, კმარა!

12:30 | 23.06.2018
buka12 (27)

+++++ზუსტად მელიტონას საქმე ტაქტიკა გუნდის ორგანიზებაა რაც ბევრჯერ დაუნახებია რაკარგადაც შეუძლია...მაგრამ ბიჭებს კლასს ეგ ვერ აუმაღლებს ჩვენ სულ სხვა საფეხურზე ვცდილობთ გადასვლას და თუ ეს გვინა ფედერაციამ ერთი ადგილი უნდა გაანძრიოს

12:23 | 23.06.2018
dinamo222 (692)

100% მართალია !@ არაფრის მაქნისი არაა ახალი ფედერაცია @

12:05 | 23.06.2018
buka12 (27)

რომ ვუყურებდი იაპონელებს რამხელა კლასი იგრძნობოდა....იგრძნობოდა ის თუ რამდენით წინ არიან ჩვენზე....ეჰ

12:03 | 23.06.2018
maxo_65 (458)

მარტო კოლელიშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა არ ვიცი რა ვთქვა..შეიძლება არ იყო ფორმაში მაგრამ არაფერი გააფუჭო, ეს კიდევ იმდენს აფუჭებს.. ნაკრებში არ უნდა გააჭაჭანო თუ ფორმაში არაა

12:03 | 23.06.2018
buka12 (27)

ბოღმა მახრჩობს...მაგრამ ბიჭებზე არმინდა არაფრის თქმა...ფედერაციას მინდა მოვუკითხო სუყველაფერი დედაბუდიანად ზუსტად თქვენი ბრალია ამხელა სხვაობა რომ არის ჩვენსა და იაპონიას შორის ეს რა მარაზმია როგორ შეიძლებოდა ჩვენი 2015წლის წარმატების მერე საკლუბო რაგბის არ მიხედვა...გამოვლენ და იტყვიან აი კი გვინდა მაგრამ ჯერ ვერ ვრთავთ ქართულ გუნდს უცხოურ ტურნირებშიო....ტიპები რუსეთთაან ერთად აპირებენ ლიგის შექმნას აი მართლა საგინებლები არ არიან???ფულები ხო ჭამეთ??/ეხლა რაგბსაც მიხედეთ და შექმენით ერთი გუნდი თორემ ამას გულშემატკივარი არ გაპატიებთ!!!ის 20 წლამდელებიც რომ მოდიან რა???თუ მაღალი დონის კლუბში არ ითამაშებენ გაიყინებიან ერთ ადგილზე და ვსო მორჩა....ბიჭებზე როგორ უნდა ვთქვა ცუდი (მიუხედავად რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო,ზედმეტად ბევრიც)ისინი ეთამაშებოდნენ პირველი ეშელონის გუნდს რომლის მოთამაშეებიც სასწაულ დონეზე თამაშობენ....ჩვენები ჩამოვლენ და ბათუმში და ჯიქში ვარჯიშობენ...ესეთი გაღიზიანებული დიდიხანია არ ვყოფილვარ....არ არი საკმარისი ჩვენი მორკინალების ფრაქტიკა ხშირი ელიტარულ დივიზიონებში...მეტი გვინდა მეტიიი

12:07 | 23.06.2018
maxo_65 (458)

+1 20 წლიანები კი მოდიან კარგი ბიჭები მაგრამ, განვითარება ხომ უნდათ..ესენი კიდევ არაფერს აკეთებენ საკლუბო რაგბის განსავითარებლად...

12:02 | 23.06.2018
ddimitri (22)

ექსპერიმენტებს რომ აბრალიან ამ შემადგენლობას რაში მდგომარეობს ეს ესპერიმენტი ვერ გავიგე. რომელი მორაგბე არის ამ შემადგენლობაში ისეთი, ვისი თამაში არ აქვს გამოცდილი უკვე ჰეიგს. რატო ათამაშებს იმ ხალხს ვისაც მაინც არ წაიყვანს მსოფლიოზე. გამოცდა თუ უნდა ახალი უკანახაზელები გამოცადოს კიდე.

12:01 | 23.06.2018
dinamo222 (692)

რა დრო დადგაა ადრე იტალიელებთან შეხვედრაზე ვოცნებობდი რომ დაგვენგრია და ეხლა ნაღდად არ მინდა ის თამაში რო ჩატარდეს !

12:00 | 23.06.2018
dinamo222 (692)

იტალიასთან მართლა რაღაცა უნდა მოვიმიზეზოთ და გავაუქმოთ ის თამაში თორემ გადაგვივლიან და სამუდამოდ დავემშვიდობებით 6 ერზე ოცნებას ! (პრინციპში მე პირადად არც ვოცნებობდი იმიტომ რომ ისედაც არ მიგვიღებდნენ არასდროს)

11:59 | 23.06.2018
beeq.777 (63)

შერკინება, აუტი, მოლი, რაქი, შეტევა, ფეხით თამაში, მაღალ ბურთზე თამაში გვაქ 0. რისთვის გავიდა გუნდი დღეს მოედანზე და რა დარიგება და ტაქტიკა ქონდათ ძალიან მაინტერესებს . ბარბაროსებთან გაგვიმართლა და მთლიანი ტურნე ჩავაგდეთ. ხარისხი 0. არვიცი რადავწერო და რა ახსნა მოვუნახო ამ ყველაფერს.

11:57 | 23.06.2018
maxo_65 (458)

არ მინდა კატეგორიული ვიყო..მაგრამ ფაქტია, ამ 2 თამაშის სამარცხვინოთ წაგების შემოქმედი მწვრთნელია..მის სინდისზე იყოს ეს ყველაფერი..ექსპერიმენტები მესმის მე, ახალი,აქამდე უცნობი მორაგბეების გამოცდა, და არა ერთი და იგივე ხალხის სხვადასხვა ადგილებზე გამოცდა

11:54 | 23.06.2018
dinamo222 (692)

გამოვიდეს ეხლა ჰეიგი და თქვას რას ნიშნავდა ის ექსპერიმენტები მაგათ გამო ლამის ყველა თამაში რომ წავაგეთ ევროპის თასის დაკარგვით დაწყებული აი ამ სამარცხვინო განადგურებამდე @@

11:53 | 23.06.2018
maxo_65 (458)

ხატიაშვილიც ენახა საქმეში, კაცი იაპონიაშია

11:53 | 23.06.2018
ზებე (86)

დღეს აჩვენა ექვს ერში თამაშის მსურველმა ნაკრებმა უფრო სწორად ტაქტიქოსმა მწVრთნელმა თუ როგორ არ უნდა ითამაშო რაგბი

11:52 | 23.06.2018
ზებე (86)

იაპონიას რომ შერკინებაში ვერ დააჯარიმებ აბა ვინღა უნდა დააჯარიმო გერმანია?რა ხდება სად მიჰყავს ჩვენი ნაკრები მილტონას რა უნდა საერთოდ სულ არია გუნდი გუნდს აღარ გავს

11:52 | 23.06.2018
maxo_65 (458)

ქულებიც ბლომად დაგვაკლდება

11:56 | 23.06.2018
dinamo222 (692)

არ დაგვაკლდებაა იაპონია ჩვენზე წინაა რეიტინგში მადლობა ღმერთს DD

11:58 | 23.06.2018
maxo_65 (458)

კი მაგრამ დიდი ანგარიშით წავაგეთ, ეს ალბათ იქონიებს რამე გავლენას

12:21 | 23.06.2018
dinamo222 (692)

არა შეიძლება ნული მთელი 15-20 ქულა დაგვაკლდეს

11:50 | 23.06.2018
ზებე (86)

ეს იყო სრული კატასტროფა!!! ფიჯის თამაშის მერე პრესკონფერენცია არ იყო?რატომ არავინ არ ახსნა ის სამარცხვინო თამაში დიახ თამაში და არა წაგება. შეიძლება წააგო მაგრამ ბრძოლაში და ჩვენი ნაკრები რას აკეთებდა? დღეს საერთოდ იდგნენ მოედანზე იქნებ ვინმემ ახსნას რა მოხდა

11:50 | 23.06.2018
dinamo222 (692)

გადაგდონ აუტში და დროზე დამთავრდეს ეს მარაზმი თორემ კიდევ ერთი ლელო არ დაგვიდონ რა @@

11:49 | 23.06.2018
dinamo222 (692)

არ ვიცი რაა მართლა სიმწრის სიცილით მეცინებააზ დალოცვილო კარგი იაპონელებთან შედარებით ნული ხარ ხელით თამაშში აბრაგანებში და სისწრაფეში მაგრამ შერკინება გაქვს 5 მეტრში და რაღატოგადაგაქვს აუტში როცა დერეფნებს ასე იდიოტურად რომ აგებ და რის ვაი ვაგლახით მოპოვებულ უპირატესობას რომ აბარენ მეტოქესეს რა უბედურებაა @@@

11:50 | 23.06.2018
McCaw (168)

სადააა ძმაო შერკინებააა სადააა აღარააააა აღარ არსებოს ვსიო მორჩა

11:48 | 23.06.2018
tsikura (4)

სირცხვილია, კატასტროფაა.. ეხლა გამოდით ფედერაციის "დამცველები" და ხოტბა ასხით ამ თამაშის მერე ნაკრებს. არვიცი რა ვთქვა, სიტყვები ვერ აღწერს რას თამაშობს საერთოდ ნაკრები. მწვრთნელი გვყაავს საერთოდ?? ზედიდზედ მერამდენე თამაშია ანტირაგბის ათამაშებს გუნდს. არაფერი ჩვენ არ გვივარგა. ახლაც სანამ 23-0 არ გახდა რაგბის მაგვარი თამაშიც კი არ დაუწყიათ.. ესაა მწვრთნელის დავალება? ამას ჰქვია მწვრთნელი? ამდენი თამაშის მერე რო სწორ დასკვნებს ვერ აკეთებს და არანაირი წინსვლას ვინ ჩივის სრული სვლით უკან მივქრივართ..

11:45 | 23.06.2018
McCaw (168)

:

11:42 | 23.06.2018
McCaw (168)

ჩვენი ლეგენდარული უზლეველი ძლევამოსილი დამანგრეველი შერკინება სარაგბო მატიანეს კუთვნილება გახდა საუკუნოდ დაიბევა ადგილი

11:39 | 23.06.2018
McCaw (168)

ეეეე ბიჯო ეს ჯარიმაც მაინც გაიტანეთ

11:39 | 23.06.2018
maxo_65 (458)

ამის დაწერა და მორიგი ხელიდან გაგდება კოლელიშვილის მიერ ერთი იყო

11:39 | 23.06.2018
McCaw (168)

კოლელიშვილი ეტყობა ალბათ ერთი კვირის უძილარი და უჭმელია

11:37 | 23.06.2018
maxo_65 (458)

ისე აყენებს შემადგენლობას კოლელიშვილი რომ შეცვალონ მესამე ხაზელი არ ყავთ

11:36 | 23.06.2018
maxo_65 (458)

კოლელიშვილი 0-ია

11:34 | 23.06.2018
McCaw (168)

სირცხვილია ქულა მაინც აიღეთ ქულა მაინც გაგვათახსირეს თუმც არცააა გასაკვირი ფიჯისთან თამაში მერე ვთქვი იაპონელები უფრო უარესს დაგვმართებენ თკო

11:33 | 23.06.2018
maxo_65 (458)

აბრაგანები უნდა გამოიყენო როცა ხაზის გაჭრის თავი არ გაქვს, მაგრამ ამის შემსრულებლები არ გვყავს, აბრაგანი ისე უნდა დაკიდო შენიანმა უნდა მიასწროს, ვერც ცარიელ ზონებს ვნახულობთ, პირდაპირ ხელში ვუგდებთ იაპონელებს...მოკლედ საშინელებაა..იტალიაც მოგვიგებს ...ხელში ბურთს ვერ ვიკავებთ..აბსოლტურად ყველა კონტაქტში დაგვივარდა ბურთი წინ..ტონგას რანაირად მოვუგეთ არ მესმის...

11:32 | 23.06.2018
McCaw (168)

ნახე ეს პიდ...სტი ეს მეტ..კე ოუენსი რა ლელო ჩაუთვალ ეს ნაბ..რი რა იყო შენ პედიკო იაპონელემა ზადნი მოგცეს

11:31 | 23.06.2018
ზებე (86)

0-28 აღარ გვინდა იტალიასთან ტესტი ჩაშალეთ

11:30 | 23.06.2018
McCaw (168)

ალანი გორი ძანი პარისე ვენდიტი კამპანიარო მინოძი აუუუ ნოემბერში ნაწილ ნაწილ დადაგვშლიან ალბათ 6 ერის ბოსები უყურებნ და სიხარულისგან ზეცაში არიან დაფრინავენს უსასრულობაში ძლივს მოვიშორეთ ესენიო მაგათი ნება რომ იყოს ხვალვე გვათამაშებენ იაპონიასთან მამუკა უნდა დაბრუნდეს მამუკას წასვლის მერე საერთოდ რაქი და ღლეტვა რა მცნებებია ჩვენმა მორაგბეეება არც კი იციან

11:24 | 23.06.2018
dinamo222 (692)

ეს უკვე კატასტროფაა @ჰეიგი საწსრაფოდ გასაშვებია თორე3მ მომავალ მსოფლიოზე ანტირეკორდს დავამყარებთ და ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებთ @ აბსოლუტურად ყყველა კომპონენტში უკან მივდივართ და არც ჩანს რამე პროგრესი @ ამას პლიუს მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იდიოტური ტაქტიკაც ჰეიგის დავალებაა აბრაგანების დასრტყმა და მეტოქისთვის ბურთის ჩუქება @ არანაირი ხელით თამაში არანაირი სისწრაფე @ იაპონელები დაქრიან ჩვენ კი დავძუნძულებთ 2 ნომერი ნულია რა დერეფნები წავაგეთ მაგის გამო 9 ნომერიც იგივეა რა პასებს აკეთებს ლობჟანიძე
მოკლედ არ ვიცი რაა მაგარი ქაქისკენ მივდივართ და ისე არ მოხდეს ფეხბურთის დღეში ჩავვარდეთ რაგბშიც!@ ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ მაგარი ახალგაზრდობა მოდის მაგრამ ეგენი მომავალ მუნდიალზე არა მგონიაათამასონ ძირითად ნაკრებში

11:21 | 23.06.2018
ზებე (86)

საერთოდ არ თამაშობენ ჩვენები დანებდნენ თავიდანვე თუ რა ხდება ვერ გავიგე

11:20 | 23.06.2018
maxo_65 (458)

არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრაბ მართლა დიდი რეგრესია...ყველაზე მეტად ისაა საწყენი რომ შერკინებაშიც ვეარ ვარგივართ..

11:16 | 23.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

ქულა მაინც აიღეთ

11:13 | 23.06.2018
ზებე (86)

ეს არის მწვრთნელის ტაქტიკა ფეხით თამაში და რა მოიტანა ამან? მე 60 წუთზე 0-23 ვაგებთ და მელიტონა მართალი იყო ხომ?დაიცავით ეხლა .კრიტიკა რომ არ უყვარს არავის

11:25 | 23.06.2018
dinamo222 (692)

ხედავენ რომ ნოლზე ვაგებთ აბრაგანებს და მაინც ჯიუტად იმეორებენ @

მეტის ნახვა
0.134235