ბორჯღალოსნები

17:55 | 17.06.2018 | ნანახია 5598 - ჯერ

საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თანატოლი შოტლანდიელები მძიმე ბრძოლაში 39:31 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი შოტლანდიამ 19:12 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ზედიზედ სამი ლელო თავისი გარდასახვებით გაიტანეს და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ბორჯღალოსნები 36:19-ს იგებდნენ. თუმცა მატჩის დასრულბამდე 10 წუთით ადრე კალმახელიძემ ყვითელი ბარათი მიიღო. საქართველო კაცნაკლული დარჩა, რაც ბრიტანელებმა გამოიყენეს და ზედიზედ ორი ლელო დადეს.

ბოლო წუთებზე იყო შანსი, რომ შოტლანდიელებს მოეგოთ, თუმცა საქართველომ ჯარიმის უფლება მოიპოვა, აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საქართველომ მსოფლიომ ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:54 | 19.06.2018
zangura (109)

მხოლოდ ესაა თქვენი სტატია ამ თამაშის მერე თქვე "ძალათჟურნალისტებო"??
ვაი თქვენ პატრონს, სმარცხვინოებო, ტფუიიი ...

15:46 | 19.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ჩვენების ყველა თამაშს მივადევნე თვალი და ვთვლი, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. ხუთივე შეხვედრაში ვიბრძოლეთ, მოსაგები სამივე ალალად მოვიგეთ. წასაგები წავაგეთ ფრანგებთან და სამხრეთაფრიკელებთანაც შეგვეძლო რაღაც "გამოგვედნო".
"უმფრო კარგი და უმფრო მოსაწონი" მომავლისთვის გადავდოთ რაც მთავარია რწმენა ნაღდად გვაქვს იმისა, რომ გაისად და იმის იქით უკეთესები ვიქნებით.

15:02 | 19.06.2018
თორღვა პანკელი (387)

სულ არ გამკვირვებია, რაგბი ჩვენი თამაშია!

10:32 | 19.06.2018
kelbo (21)

საოცრება იყო....
გამოხმაურებაც უცხოურ პრესაში საკმაოდ კაი იყო

00:48 | 19.06.2018
tokageo (45)

ჩვენმა ბიჭებმა აჩვენეს საოცარი შემართება, დალაგებული და ტაქტიკურ-ტექნიკურად გამართული თამაში. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სიჩქარეები, რაც ჩვენი ძირითადი ნაკრების აქილევსის ქუსლია. ბიჭები დარბიან და კონტრშეტევებს და ჩაჭრებს კარგად ამუღამებენ. ყველაზე მეტად კი მათი სპორტული თავხედობა მომწონს, არ ერიდებიან რისკებს, ნაწილობრივ ავანტიურასაც, რაც აუცილებელია დიდი რაგბის სათამაშოდ. პასის და ბურთის დაკარგვის შიში არ აქვთ, ერთ-ორჯერ ამას ჩვენს მხარეს ლელოც მოყვა, მაგრამ არაუშავს, ამ სპორტული ხულიგნობის გარეშე შეუძლებელია დიდი რაგბის თამაში.
იმედი მაქვს ეს თაობა არ დაიკარგება და კიდევ არაერთხელ დაუთვლის კბილებს ექვსი ერის გაბღენძილ ბრიტანულ-იტალიურ ტანდემს .
გაიხარეთ ბიჭებო სრულიად საქართველოს გახარებისათვის!

11:45 | 18.06.2018
BEERTRANCE (1073)

ვერ ვნახე თამაში და ცოლს ჩავართვევიე მიმოხილვა ანგარიში რო არ მცოდნოდა. აუ რა იყო ეგ, მაინც ვინერვიულე. ყოჩაღ ამათ. ველი გაისად ირლანდიის და სქოთების ბოიკოტს გაისად

09:34 | 18.06.2018
გუგა80 (177)

ეს მიღწევა რომ სასწაულად კარგი შედეგია ფაქტია.
როგორც იცით საბოლოოდ ჩვენ მეცხრეზე გავედით და გაიძვერა იტალია მერვეზე. თითქოს ერთი ნაბიჯია, მაგრამ სინამდვილეში მთელი უფსკულია. საქმე ის არის რომ ამ ტურნირზე განთესვა ასეთია და ჯგუფები კომპლექტდება ასე: 1-2 და ბოლო ორი, 9-10 და 3-4 და შესაბამისად შუა 4 გუნდი ერთად.
აქედან გამომდინარე მომავალ წელს ზელანდია-აფრიკა გვეყოლება ჯგუფში შოტლანდიასთან ერთად და ობიექტურად ძალიან რთული თამაშები გველის.
ყველაფერი ეს კი გაიძვერა იტალიის და ჩვენი არნახულუ არგამართლების შედეგია ამ ტურნირზე. თორემ მჯერა მინიმუმ მეშვიდეზე გავიდოდით იტალიის თავზე გავლით.

09:36 | 18.06.2018
გუგა80 (177)

და შესაბამისად მომავალ წელსაც კარგი შანსი გვექნებოდა ჯგუფიდან გასვლაზე საჩალიჩოდ.

01:17 | 18.06.2018
Datodachi (18)

გილოცავტ!!!!!!!!!!! მაგარია ზალიან ეს ერტი და სხვა მრავალი!!!!!!!! ისე მესის გაფუჭებულ პენალტზე უფრო მეტი კომენტარი იდო

00:31 | 18.06.2018
Datodachi (18)

გილოცავტ!!!!!!!!!!! მაგარია ზალიან ეს ერტი და სხვა მრავალი!!!!!!!! ისე მესის გაფუჭებულ პენალტზე უფრო მეტი კომენტარი იდო

23:57 | 17.06.2018
ICEMAN (162)

ირლანდიასთანაც და შოტლანდიასთანაც ცოტა ადრე ვირწმუნეთ გამარჯვება და კინაღამ დავისაჯეთ თორემ სხვა მხრივ ანგარიში კიდევ არ ასახავს იმ უპირატესობას რაც ორივე მატჩში გვქონდა, რეალურად ამ ჩემპიონატზე ცოტა რომ გაგვმართლეებოდა მეხუთე ადგილზეც შეიძლებოდა გასვლა რადგან მე რაც დავინახე მხოლოდ 4 ნაკრები იყო ჩვენზე უკეთესი

23:33 | 17.06.2018
dominici99 (94)

დიდი მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს, ყველას ვისაც ამ გუნდთან შეხება ქონდა! სასწაული ჩაიდინეს! იმედია ასეთი სასწაულები მალე რუტინად გვექცევა! გილოცავთ ყველას!

22:10 | 17.06.2018
qomagi (248)

ყოჩაღ ბიჭებო, გენაცვალეთ თქვენ!!! ძალიან მაგარი თაობა მოდის ამ ბიჭების სახით!!! დღეს აჩვენეს რას ნიშნავს ქართული შერკინება და მოლი და როგორ შეუძლია ქართულ უკანა ხაზს ხელით თამაში. ნამდვილად დღევანდელ ეროვნულ ნაკრებზე უკეთეს თამაშს აჩვენებენ და მერე ვისთან. ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა, სულ სხვა ადგილებისთვის ვითამაშებდით და ბრიტანელებს კიდევ უფრო დიდ სირცხვილს ვაჭმევთ ეროვნულ დონეზეც, მოვა ამის დრო!!!

22:04 | 17.06.2018
temuchin (431)

დღეს ბოლო 10 წუთი იყო თერმოპილეს ბრძოლის ნამდვილი რეკონსტრუქცია, 14 კაცით დარჩენილი საქართველო და იქაც ფეხნაღრძობი და დაჭრილი ვეფხვივით მეომარი მარჯანიშვილი. ადრეც ვამბოდი ეს გუნდი კი არა ელიტური სპეცდანაყოფია მეთქი და აჰა. მადლობა ბიჭებო! მადლობა ათასგზის! არავისი რიდი აღარ გქონდეთ, აბსოლუტურად დარწმუნებული იყავით რომ ამ ასაკში ზელანდიასაც დადებთ ბეჭებზე თუ ამას დაიჯერებთ და მე თქვენში ამ თავდაჯერებას წელს ყოველ თამაშზე ვხედავდი! გენაცვალეთ!

21:18 | 17.06.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

U18 ამათზე მაგარი მოდის კიდე))))))))) ხოხო 2023 წელში გუნდი გვეყოლება მტრისას. რამდენიმე ვეტერანი ეროვნულიდან, ეს ოქროები და ეხლანდელი U18 რამოდენიმე. მოვიდეს მერე ბარეორი

21:15 | 17.06.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ეს ის შოტლანდია და ირლანდია არ არიან სამარცხვინოდ რომ გაიძურწნენ ევროპის ჩემპიონატიდან? ეხლა მოდი მსოფლიო ჩემპიონატს გამოუცხადონ ბოიკოტი. თფუი მაგათი ფარჩაკი

20:20 | 17.06.2018
არჩილ სოხუმელი (484)

rugger.info -ზე ერთმა ჩვენმა ბალტიისპირელმა გულშემატკივარმა აღნიშნა - არც უნდა გავნაწყენდეთ თუ 6 ერში არ მიგვიღებენო, იხარშონო თავინთ წვენშიო. 2015 წლის მსოფლიო თასმა, ახლა მიმდინარე ტესტებმა და აგერ ბოლო U20 მსოფლიო თასმა აშკარად დაანახა ყველას, რომ 6 ერში ბევრი რამე შესაცვლელია. ახალი სისხლიც არ აწყენდათ. ბოლო ბოლო რაგბს ყველგან ადამიანები თამაშობენ და ყველგან იცვლება ვითარება და ვითარდებიან. მალე ძირითადი ნაკრებიც დაიწყებს შოტლანდიელების, ირლანდიელების, იტალიელების... დამარცხებას.

20:07 | 17.06.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ვერც ფრანგებმა და ვერც სამხრეთ აფრიკამ მოგვიგო ისე, რომ ვინმემ თქვას ელიტისა და მეორე ეშელონის გუნდები თამაშობენო. ფრანგებმა ჩვენთან ბონუსიც ვერ აიღეს და 3-ის მაგიერ 2 ლელო დავუდეთ. სამხრეთ აფრიკამ მართალია 5 ლელო დაგვიდო, მაგრამ თამაშის ბოლო წამემდე ვინარჩუნებდით მოგების შანს და თანაც 3 ლელო დავუდეთ. ჩვენი ყველა ლელო, ყველა გუნდთან, საუკეთესო და ულამაზესი იყო. საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა სხვა გუნდებთან მგონია უფრო ლაღად და თავისუბლად თამაშობდნენ ვიდრე ჩვენს ნაკრებთან. სამხრეთ აფრიკა ბრინჯაოს ეუფლება... სულ რაღაც 3 წუთი დარჩა.

19:58 | 17.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!თქვენი ჩვენი სიამაყე ხართ!!!

19:57 | 17.06.2018
არჩილ სოხუმელი (484)

შესაძლებელი იყო უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო. შოტლანდია ვერ დადებდა 5 ლელოს...

19:50 | 17.06.2018
LApaata (115)

გენაცვალეთ ბიჭებო როგო გაგვახარეთ. გილოცავთ ყველას, მწვრთნელებმა დიდი სამუშაო შეასრულეს, მართლა გულით მინდოდა მარა ბოლომდე არ მეჯერა თუ ასე მიყოლებით დააწვენდნენ 6 ერის 2 უხუცეს ბინადრებს. მთავარია თვითონ სჯეროდათ და დაგვიმტკიცეს რომ მათი იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ბიჭებს, სამწვრთლენო შტაბს მთელი შემადგენლობით. რაგბი ჩვენი თამაშია!!!

19:47 | 17.06.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://m.youtube.com/#/watch?v=rDUQiT4vlrM')>0?'https://m.youtube.com/#/watch?v=rDUQiT4vlrM':'https://m.youtube.com/#/watch?v=rDUQiT4vlrM')) საქართველო - შოტლანდია

19:34 | 17.06.2018
giogobi (68)

ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს! რა გულით თამაშობენ და რა პროფესიონალურად. ეს გუნდი მეტს იმსახურებდა ნამდვილად, მე-5 მე-8 ადილები ვინც გაითამაშა, იქაც მინიმუმ 2 გუნდს მაინც ვჯობდით. ძალიან მაგრად თამაშობენ და იმედია მომავალ წელს ფურორს მოახდენენ. ისე უცხოური პრესა არაფერს წერს ჩვენ ბიჭებზე, დადეთ უცხოური შეფასებები რა

19:28 | 17.06.2018
sport..»farther more rugby (86)

სისხლიადუღდა

19:20 | 17.06.2018
kobaSP (45)

ყველას გილოცავთ! მართლაც და ამ ტურნირზე სადაც გადავეყარეთ ბრიტანელებს, სულ კუდით ქვა ვასროლინეთ!
მეცხრე ადგილი, ამ ეტაპზე შესანიშნავ მიღწევად მიმაჩნია. (თუმცა, სხვა თამაშებმა განაპირობა ეს შედეგი და უფრო მაღალი ადგილიც შეიძლებოდა, ვთქვათ V-VIII-ზე გვეთამაშა) იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურნირზე წინა წლებში- "ყოფნა-არყოფნის"-თვის ვიბრძოდით.
ძალიან მეიმედება ამ ნაკრების, მართლაც დიდ ნაკრებზე უკეთეს რაგბის ითამაშებენ ეს თაობა, ხელით თამაშითაც აჯობებენ და იმედია დისციპლინითაც. როგორც ყველა ნაკრებს, ჩვენც გვქონდა შეცდომები, რომელიც გამოსწორებადია, შრომა უნდათ და მონდომება... მეც მჯერა, რომ გაისად უფრო მაღალი მიზნებისათვის ვიბრძოლებთ და მივაღწევთ კიდეც! უკვე 2 თამაშს მოვიგებთ ჯგუფში... (თუ სამივეს არა!) წარმატებები ქართულ რაგბის! ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია დამხვდა, სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე, იმედია მალე დაიდება მიმოხილვა.

18:43 | 17.06.2018
geogoli (367)

სულ ვამბობდი რომ ეს გუნდი მაგრად მეიმედებოდა,
სულ ვამბობდი რომ U20 ეროვნულზე უკეთეს რაგბის თამაშობდა,
სულ ვამბობდი რომ ჩვენი U20 არავისზე ნაკლები გუნდი არ არის.
ხოდა შემდეგ წელს, მიუხედავად მძიმე ჯგუფისა, უკვე 5-8 ადგილებისთვის უნდა გავიწიოთ.
წელს კი უდიდესი მადლობა ყველას ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილება, გილოცავთ ყველას.
3-დან 2 6 ერის გუნდი დავამარცხეთ, არ კმარა?

18:28 | 17.06.2018
miriani (151)

ვაააჰ...თქვენ გენაცვალეთ მე...გილოცავთ ყველას!

18:23 | 17.06.2018
Datodachi (18)

გილოცავტ!!!!!!!!!!! მაგარია ზალიან ეს ერტი და სხვა მრავალი!!!!!!!! ისე მესის გაფუჭებულ პენალტზე უფრო მეტი კომენტარი იდო

18:17 | 17.06.2018
Dinamo batumi (1)

ვიდეოს როდის დადებთ

18:14 | 17.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ვულოცავ ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს ამ პრწყინვალე გამარჯვებას ! ! !

0.112071