20-წლამდელები

1:45 | 17.06.2018 | ნანახია 4130 - ჯერ

20 წ | პირველად შოტლანდიასთან

ხვალ ნაშუადღევს, საქართველოს დროით 15:30 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას, ბეზიეში ეთამაშებიან.

2016 წლიდან დღემდე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 14 თამაში გამართეს, თუმცა აქამდე შოტლანდიას არასდროს შეხვედრია.

სქოთებმა ბეზიეში წლევანდელ ტურნირზე ორჯერ ითამაშეს: ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში იტალიასთან უკანასკნელ წუთზე გაშვებული ლელოთი 26:27 დამარცხდა, ხოლო დასკვნით ტურში ინგლისთან 10:35 წააგო. ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრაში მას არგენტინამ 29:13 მოუგო. 12 ივნისს, მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდიამ ირლანდია 45:29 დაამარცხა და გაისად 12-გუნდა ელიტაში თამაში დაიბევა.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიას 24:20 მოუგო, მანამდე სამხრეთ აფრიკას მცირედით ჩამორჩა (27:33), ხოლო ბეზიეში ფინალისტს, მასპინძელ საფრანგეთს შეხვდა - 12:24. მე-9 ადგილის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები კერკეტ იაპონიას შეხვდნენ და მატჩის უმეტესი დრო მდევრის როლში გაატარეს, თუმცა დასკვნით 10 წუთში 2 ლელო გაიტანეს და 24:22 იმარჯვეს, რითაც ელიტურ 12-ში ზედიზედ მეოთხედ თამაშის უფლება დაიბევეს.

შოტლანდიამ 2008 წლიდან დღემდე 20-წლამდელთა ყველა ჩემპიონატი ითამაშა და საუკეთესო შედეგი შარშან, საქართველოში აჩვენა - მე-5 ადგილი. საქართველო განვლილ ორ ჩემპიონატში მე-4 თამაშებს იგებდა და ორივეჯერ მე-10 ადგილზე გავიდა. წელს პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირზე ორი თამაში მოიგეს და მესამე გამარჯვების შემთხვევაში მათთვის უმაღლეს, მე-9 ადგილს შეწვდებიან.

ცვლილებებით და გადაადგილებებით

ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა, იაპონიასთან ნაომარ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელეს. პირველ ხაზში კვაჭმა ლევან პაპიძემ და მარჯვენა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო მარცხენა ბურჯად გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი ნუცუბიძე იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა.

წლევანდელ ტურნირზე შერკინების მეორე ხაზში მეორედ ითამაშებს არსენ მაჩალაძე, რომელიც იაპონიასთან შერკინების შემკვრელი იყო. მას ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელმაც ძირითადში ადგილი შეინარჩუნა.

მეორე ხაზიდან ფლანკერად გადაინაცვლა გუნდის კაპიტანმა ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერი თენგიზ გიგოლაშვილია, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ შემკვრელად გადაინაცვლა. მან ამ პოზიციაზე საფრანგეთის და ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

კვლავ უცვლელია ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის მსგავსად, ცენტრში ლაშა ლომიძე და სანდრო სვანიძე შეწყვილდებიან, ერთი ფრთა დემურ სვანიძე იქნება, რომელმაც ოთხივე განვლილ მატჩში ითამაშა, ხოლო კონსტანტინე მარჯანიშვილი ძირითადში პირველად გამოჩნდა. უცვლელია ფლანკერი - ბექა მამუკაშვილი.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (27)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:14 | 17.06.2018
qomagi (248)

ყოჩაღ ბიჭებო, გენაცვალეთ თქვენ!!! ძალიან მაგარი თაობა მოდის ამ ბიჭების სახით!!! დღეს აჩვენეს რას ნიშნავს ქართული შერკინება და მოლი და როგორ შეუძლია ქართულ უკანა ხაზს ხელით თამაში. ნამდვილად დღევანდელ ეროვნულ ნაკრებზე უკეთეს თამაშს აჩვენებენ და მერე ვისთან. ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა, სულ სხვა ადგილებისთვის ვითამაშებდით და ბრიტანელებს კიდევ უფრო დიდ სირცხვილს ვაჭმევთ ეროვნულ დონეზეც, მოვა ამის დრო!!! ჯალაღონიას პასის მაგივრად რომ ის ლელო დაედო, როდესაც ტრავმა მიიღეს მან და მარჯანიშვილმა, შოტლანდიას ანგარიშში საერთოდ ვაფარჩაკებდით, თამაშით ხომ სახე გავაძრეთ!!!

21:38 | 17.06.2018
bedena (10)

ეს იყო ერთობლივი ნამუშევარი სამწვრთნელო შტაბის და ჩვენი ბიჭების.ყველას გილოცავთ,ჩვენი რაგბი სათანადო ხელშია.

18:42 | 17.06.2018
maxo_65 (458)

ალბათ არ გადავაჭარბებ და აბჟანდაძე ტურნირის საუკეთესო 10 ნომერი მგონია..იმსახურებს ამას

18:39 | 17.06.2018
federer (17) (469)

ძალიან მაგარი თაობა მოდის და ეს ბიჭები ბევრს მიაღწევენ
არ მინდა გამოვყო ბიჭები თორე 5-6 მართლა ძალიან მაგარი ბიჭი გვყავს ვინც დღეს არის უკვე სანაკრებო დონეზე და 2-3 წელში ნაკრების ლიდერები იქნებიან

18:38 | 17.06.2018
federer (17) (469)

დღეს აბჟანდაძემ დაგლიჯა და საოცარი გარდასახვები გაიტანა და უდავოდ საუკეთესოა ეს ბიჭი ჩვენს ნაკრებში, მაგრამ მარჯანიშვილის თამაში დღეს იყო ფანტასტიკა არა იმიტომ რომ ლელოები დადო, არამედ თუ დავაკვირდებდით რა შემართებით გააკეთა ეს და რა სახით და სულისკვეთებით გააკეთა ეს ყველაფერი ეგაა მთავი. ბრძოლის ველზე იყო ეს ბიჭი და ბურთით იბრძოდა, თან ტრავმიანი შემოვიდა და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდა დაცვაშიი

18:23 | 17.06.2018
maxo_65 (458)

მარჯანიშვილი ჰაბანასავით დარბის...

18:29 | 17.06.2018
federer (17) (469)

მარჯანიშვილის პირველი ლელო იყო სასწაულიი
მხედველობაში არ მაქვს მისი სწრაფი გარბენი, უბრალოდ ისეთი სახით და ისეთი შემართებით გარბოდა ეგ არ იყო მარტო ლელო ეგ იყო საოცარი სულისკვეთება ამ ბიჭის მიერ ჩადებული რომლის დროსაც ცრემლი მომადგა თვალზეე

18:16 | 17.06.2018
sabonis (74)

გელა და აბჟანდაძე სასწაული 9 და 10 გაიხარეთ ბიჭებო, სხვებმაც რა თქმა უნდა. მარა ერთიცაა ამ ბიჭებს ზედმეტი ტვირთი არ უნდა ავკიდოთ ანუ ეგრევე ეროვნულის ღერძი არ უნდა ჩავბოროთ, ის შეცდომა არ უნდა დავუშვათ რაც ვასკაზე დავუშვით ანუ პატარა ბიჭი ძირითად 9 ნომრად ვაქციეთ და სამწუხაროდ ვეღარ პროგრესირებს ბიჭი იმედი მაქ დროებით.

18:31 | 17.06.2018
federer (17) (469)

საერთოდ რო ვთქვათ კი აფრასიძემ და აბჟანდაძემ ორივემ მაღალ დონეზე ჩაატარეს ტურნირი, მაგრამ დღეს აფრასიძე ძალიან ცუდი იყოო და ბევრი მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა და რო წაგვეგო მისი წვლილი დიდი იქნებოდაა

18:05 | 17.06.2018
გუგა80 (177)

არის!!!!
ეს იყო სასწაული, ფანტასტიკა, სუპერ რაგბი ჩვენი პატარა ბორჯღალოსნების შესრულებით!
ფიჯის კოშმარი დამავიწყეს!
ყოჩაღ!!!

18:02 | 17.06.2018
maxo_65 (458)

აბჟანდაძე საერთოდ მოვლენაა..ძალიან მაგარი ბიჭია, ყოჩაღ..აფრასიძეს პატივისცემა ჩემგან, მაგრამ დღეს ზედმეტები მოუვიდა..პირველ რიგში ჩხუბის ეპიზოდი მაქვს მხედველობაში, ასე არ უნდა დააღალატო გუნდი..მით უმეტეს ყველაზე მეტი გამოცდილი რომ ხარ სხვასთან შედარებით..

17:43 | 17.06.2018
beeq.777 (63)

მგონია ეროვნული ნაკრები თავის მაქსიმუმზეა და მეტი შედეგი უკვე ამ ბიჭებმა უნდა დადონ, რისთვისაც მზად არიან უბრალოდ ამისთვის დიდი შრომა იქნება საჭირო და ისევდაისევ საკლუბო რაგბის განვითარებაა აუცილებელი.

17:42 | 17.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხაროს თქვენმა გამზრდელმა ბიჭებო ! ! !

დიდი მადლობა მწვრთნელებს და მთლიანად სტაფს ! ! !

ოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ! ! !

17:39 | 17.06.2018
orioni (88)

ვულოცავ ყველას. ქება და ქება ჩვენს ბოკვერებს...
რეალურად 6 ერის გუნდებიდან 2 დავამარცხეთ და დარჩენილი 4-დან უელსი და იტალია ჩვენი მომგები არ ჩანდა, ინგლისი და საფრანგეთი კი ფინალშია, ამაზე მეტი რაღა უნდა ვქნათ, რომ U20 ის 6 ერზე დაგვამატონ???...

17:37 | 17.06.2018
beeq.777 (63)


არვიცი რა ვთქვა ისეთი ბედნიერი და ამაყი ვარ ! ეს ბიჭები იტყვიან თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებში, დაწერენ ისტორიას და დაამწუხრებენ ბევრ გრანდს. დიდი მადლობა თვითოეულ მათთაგანს, მთელ სამწვრთნელო შტაბს და გილოცავთ ყველას ამ დიდი წარმატებას. აუცილებელია საკლუბო რაგბის დაფინანსება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და რაიმე ტურნირში ჩართვა თორემ სხვაგვარად ვერ განვვითარდებით. ასეთი თაობა არ უნდა დაიკარგოს და ჩაიკარგოს დიდი ასპარეზძე გასვლის გარეშე. ვგულისხმობ კარგ კლუბს წამყვან სარაგბო ქვეყნებისას ან ჩვენივე კლუბის ჩართვას რომელიმე სოლიდურ ტურნირზე.

17:34 | 17.06.2018
ალექსანდრე (27)

ბოლო ლელო რომ დაგვედო იმ 2-ს აღარ მივიღებდით, მაგრამ არაუშავს.

21:56 | 17.06.2018
temuchin (431)

ორი არა, ერთი დაგვიდეს მაგის მერე

17:32 | 17.06.2018
ალექსანდრე (27)

დიდების მერე ამათი თამაშის ყურება იმედით მავსებს, რომ წინ უკეთესი მომავალი გვაქვს.

17:31 | 17.06.2018
zura-mesi (33)

გილოცავთ ყველას.
სამი თამაშის მოგება მართლა გმირობის ტოლფასია, ბრავო ბიჭებს! ჯერ იყო პატარა მამლაყინწებმა იწვნიეს ჩვენების ძალა, ახლა ოდნავ უფროსები ბრიტანეთ-ირლანდიას გადაწვდნენ, ეს ერთ რამეს ნიშნავს მხოლოდ,-რაგბი მართლა ჩვენი თამაშია! წარმატებები და წინსვლა.

17:31 | 17.06.2018
maxo_65 (458)

საცოდავობაა ეს ბიჭები რომ არ განვითადნენ.. 7-8-ზე კი არის ლაპარაკი,თითქოს კარგ კლუბებს უნდათო, მაგრამ დანარჩენებმა რა ქნან, ამიტომ გაიკარით ჯიბეზე ხელი ვისაც გაქვთ და მეტი ფული ჩადეთ რაგბში, ესენი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ, ღირს ეს ყველაფერი ამათ...ჩვენი ჩემპიონატის დონე რამენაირად უნდა ავწიოთ..

17:24 | 17.06.2018
maxo_65 (458)

ვულოცავ ჩვენ პატარა ბიჭებს, ყოჩაღ 5-დან 3 თამაში მოვიგეთ..აი ესა შერწყმა შერკინების და უკანა ხაზის.. შოტლანდიელებს ვაჩუქეთ ქულები თუარა ჩვენი გუნდი მთელი თავით მაღლა იდგა მათზე...ჯარიმებს უნდა მოვუკლოთ..

17:21 | 17.06.2018
ოვალური კორბენი (276)

აეეეეეე, ბრავოოოოოოოო !!!
ალოო, 6 ერია ? იფიქრედ მანდ იფიქრეთ. რამდენიმე წელი გაქვთ დრო

17:38 | 17.06.2018
პანტელეიმონი (1218)

17:20 | 17.06.2018
federer (17) (469)

მოვკვდი ნერვიულობით მაგრამ მადლობა ბიჭებს ამ ბრძოლისთვის

16:33 | 17.06.2018
federer (17) (469)

აფრასიძეს თუ გავანეიტრალებთ შოტლანდიას შანსი არ ექნებაა

16:13 | 17.06.2018
federer (17) (469)

მოითხოვე შერკინება შე დალოცვილო და შეიძლება კაცის გაგდებასაც გამოკრა ხელი და იგონებ აქ ველოსიპედს

16:12 | 17.06.2018
federer (17) (469)

აფრასიძე ამ თამაშში ზარალია ეგ რომ არა 10 ქულით წინ უნდა ვიყოთ მინიმუმ

16:11 | 17.06.2018
federer (17) (469)

5 მეტრიანი ჯარიმის უპირატესობა გაქვს და რას ათამაშებ ამ ბურთს არაა ეგ შენი საქმე და გააკეთე ის რაც კარგად იციიი

13:56 | 17.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებას გისურვებთ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ! ! !

13:47 | 17.06.2018
ogafa (407)

იმედია ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ

07:29 | 17.06.2018
გზავნილი (81)

მამამთავრიშვილი დახვრიტეს თუ ჩამოახჩვეს?

ისე გამზრდელი რომ არის პასუხისმგებელი გაზრდილის საქციელზე აქ როგორაა ეს საქმე, რომელიმე მწვრთნელიც დასაჯეს ამისთვის? მე კი არ ვამტკიცებ რომ არ ისმსახურებდა მამამთავრიშვილი დასჯას, ის მაინტერესებს, რომ მხოლოდ ოფიციალურ თამაშებში აკეთებს იგი ამ შეცდომებს, ვარჯიშზე არა? გაუგებარია მათი საქციელი, მოთამაშეზე ყველაფრის გადატეხვა...

ხვალ რა თქმა უნდა ველი ბრძოლას, ომს და იმედი მაქვს მოგების, გამარჯვებას გისურვებთ ლომებო!

18:40 | 17.06.2018
geogoli (367)

მამამთავრიშვილისთვის 1 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუცია სადიცპლინო კომიტეტს...
ისე მეგობარო სულ ცუდს რატომ ეძებ მწვრთნელებსა და რაგბის კავშირის მიმართურებით? თუ რამე სწორად არ ხდება და სათქმელი თქვი პირდაპირ

0.18077