წყნარი ოკეანეს თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ფიჯისთან დამარცხდა – 15:37. შედეგად, ფიჯელებმა წყნარი ოკეანეს თასი მოიპოვეს.
არადა, პირველი ტაიმის მერე ასეთ უიმედო მარცხს ნაკლებად მოასწავებდა რამე. სოსო მათიაშვილმა ჯარიმით გახსნა ანგარიში, რასაც ჰენრი სენილოლის ორი ლელო მოჰყვა. თუმცა, მალევე ოთარ გიორგაძემ და სანდრო თოდუამ ორჯერ დაალელოვეს მასპინძლები, ხოლო მათიაშვილმა ერთი ლელო გარდასახა. საპასუხოდ, ფიჯის პირველ ტაიმში თავისი ყულაბისთვის არაფერი წაუმატებია და ტაიმი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს – 15:10.
აი, სამაგიეროდ, მილტონ ჰეიგის გუნდმა მეორე ნახევარი მეტად სუსტად ჩაატარა და მეტოქისგან 27 უპასუხო ქულა მიიღო! ძნელია ამას სახელი მოვუძებნოთ. უბრალოდ, საქართველოს ნაკრები თავის თავს არ გავდა და ალბათ, ბოლო პერიოდის ყველაზე ცუდი ტაიმიც ჩაატარა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია დამხვდურს და დამსახურებულადაც წააგო. ძნელია ახსნა მოუძებნო იმას, რომ 40 წუთი საქართველოს ნაკრებმა უქულოდ ჩაამთავრა და თავად 27 ქულა მიიიღო. მოკლედ, მარცხი 15:37.
დღესვე, პარალელურ მატჩში ტონგამ სამოა დაამარცხა 28:18. “ბორჯღალოსნები” კი იაპონიაში გადაინაცვლებენ, სადაც 23 ივნისს, ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრებიან და ცხელი ზაფხულს ტესტებს დაასრულებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქამდე არ დამიწერია არაფერი ფიჯისთან მარცხზე, იმდენად გულნატკენი ვიყავი. მაინც გადავწყვიტე ჩემი აზრი გამოვთქვა - არაფერს განსაკუთრებულს არ ვიტყვი, თუკი ხაზს გავუსვამ რომ ზოგადად წაგებას ველოდი. თუმცა, ძალიან გამიფუჭა ხასიათი ჩვენი შერკინების უსუსურობის ყურებამ 2-ე ტაიმში. არადა, ამ კუთხით პირველ ნახევარშიც იყო საგრძნობი ჩავარდნები (თუნდაც 1-ლი გაშვებული ლელოს დროს). რაც შეეხება ჩვენების გარჯას, მე ამას ორი თანაბარი ნიშნის მიხედვით დავაჯგუფებდი: პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი იყო იმის დემონსტრირება თუ როგორ უნდა ეთამაშო მფრინავ ფიჯელებს, ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი ჩვენი ნაკრები მაგონებდა
სკამზე მიჯაჭვულ უმწეო ადამიანს, რომელსაც არ ძალუძდა საკუთარი თავის გათავისუფლება ...
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - გარდა იმისა რომ ფიჯელებმა კარგა გვარიანი ალიყური გვაჭამეს, მათ სასწორზე დააყენეს ჩვენი სახელგანთქმული კოზირი შერკინების კუთხით. ამით, ერთგვარი ჩრდილი მიაყენეს წლობით ნაგროვებ ჩვენს რეპუტაციას და თუ გვინდა ამაზე ღირსეული პასუხი გავცეთ, მსოფლიოზე უნდა მოვუგოთ! მანამდე კი, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ყველა მიმართულებით! იმავდროულად, უახლოესი სატესტო თამაშები (იაპონია, იტალია) ბევრ რამეს გამოაჩენს და საჭიროა სრული მობილიზაცია რათა დავამტკიცოთ რომ ეს ერთეული ჩავარდნა იყო
რა გითრათ, ძმებო, თუ ვინმემ რამე პირადულად მიიღო საწყენად, ბოდიშს ვუხდი. არ მქონია და არც მაქვს ასეთი განზრახვა და რც მექნება არსდროს. გული რომ მტკივა, იმას ვწერ. კინაღამ ინფარქტი მივიღე და ასე ვარ ჩვენების ყველა თამაშზე და ამას ვწერ. შეიძლება მე ყველაფერში მტყუანი ვიყო, მაგრამ იმის უფლებას ვიტოვებ, რომ ამიხსნან რაში ვცდები და ამიხსნან კომპეტენტურად და არგუმენტირებულად და პირველ რიგში პრეტენზია მაქვს ჟურნალისტთა კორპუსთან, რომელმაც არათუ ერთი კარგი ანალიტიკური გადაცემა ვერ გააკეთა მაგალითად რაგბი ტვ ზე, ნორმალურ შეკითხვებს ვერ უსვამს ჰეიგს და მის შტაბს. ჩვენებს წარმატებები ყველაგან და ყველაფერში! P.: ამერიკას შოტლანდიისთვის მოუგია. ესეც ინფორმაცია განხილვისთვის ჩვენ პროგრესთან დაკავშირებით
აბაა. ეგეთი მსხვილი ნადირი ჩვენ ჯერაც ვერ მოგვინადირებია. არადა დროა უკვე, დროა...
ნახეთ 2 წლის წინანდელი ჩვენი ფიჯის შერკინება და შეადარეთ გუშინდელს..შეიძლება მაშინ არ იყო ფიჯი ოპტიმალური, მაგრამ არ ჩვენ ვიყავით ძირითადი გუნდით..შეადარეთ..უკანახაზელების პროგრესი ჩემთვის არის ისრომ ,შერკინებით მიღწეული უპირატესობა შემდეგ უკანა ხაზმა დაააგვირგვინოს..ვეთანხმები იმას რომ კლასში ჩვენმა ბიჭებმა აშკარად მოუმატეს , მაგრამ შერკინების რეგრესიც აშკარაა, სხვათა შორის იმას რასაც ადრე ვაჩვენებდით სხვა გუნდებთან მიმართებაში ჩვენს უპირატესობას, წელს მაინცდამაინც ვერ ვაჩვენეთ, თუნდაც რუსეთთან, პირველ ტაიმში დაგვიდგნენ და შემდეგ ჩვენმა სათადარიგოებმა აჯობეს და მოვიგეთ თამაში..ასევე რუმინეთთანაც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე..მაგრამ რაც ფიჯისთან ვნახე არასდროს არ მინახია, ჩვენს შერკინებაში 3-ჯერ თუ 4 წაგვართვეს ბურთი..ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია..ის რისი შიში აქვთ ჩვენთან და თან ვარჯიშებს ითხოვდნენ, იმას ვაქარწყლებთ არასწორი სელექციით.....იმდენი ტალანტი გვყავს პირველხაზელების ქვეყანა ვართ და კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ..ესა ჩვენი საფირმო მარკა..უკანა ხაზელებიც კარგი ბიჭები მოდიან, მაგრამ თუნდაც იგივე ფიჯის დონემდე ძალიან დიდი მანძილია, ამიტომ იმაში რაშიც ვართ ტრადიციულად მაგრები არ გვაქვს ულება პოზიციები დავტმოთ...
+1
ასევე სრული უცოდინარობაა იმის მტკიცება, რომ ხელით უკეთ ბურთაობა რამეს დააკლებს შერკინებას.
ხელით ბურთაობა გულისხმობს იმას, რომ სისწრაფეაკრებილს საკმარისი ხელის ტექნიკა ჰქონდეს, რომ სწრაფი ბურთი არ დაუვარდეს. წაქცეულმა ხელი გაინთავისუფლოს და ოფლოუდი გააკეთოს. როცა ჯიქურ წასვლას აზრი არ აქვს და მანძილს ვერ მოიგებ, შეტევის ტემპს დააგდებ ან სულაც ბურთს დაკარგავ, შეჯახებაზე უაზროდ წასვლის მაგივრად პასი გაუშვა. ეხლა მითხარით ეს კომპონენტები როგორ შეუშლის ხელს სტატიკაში შერკინების მიწოლის ძალას.
პასუხს მე გეტყვით თვითონ - ჩვენი ოცწლამდელებია კარგი მაგალითი. ხელით ისე კარგად ბურთაობე, როგორც ტოპ ნაკრებები. ანუ სისწრაფეში იღებენ ბურთს და არა დიდებივით გაჩერებულები. პასებს აკეთებენ როცა საჭიროა და ხაზის გაჭრაზეც მიდიან როცა საჭიროა. ირლანდიასთან მგონი 50 წუთი იყო გასული პირველად რო ბურთი დაუვარდათ წინ. დიდების ნაკრებს ათიდან რვა შემთხვევაში ბურტი უვარდებათ და ამითი ამთავრებენ შეტევას.
ამ ყველაფერს ჩვენი ოცწლამდელებისთვის ხელი არ შეუშლია, შვიდ კაცს ეთრია რვა იაპონელი შერკინებაში!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვინ ითხოვს ჰეიგისგან რომ ზელანდია დასცეს ბეჭებზე.
გვესმის, რომ რესურსები ცოტა გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს - შერკინების პირველ ხაზში მეორე კი არა, მესამე შემადგენლობაც ისეთი შეგვიძლია დავაყენოთ, თავი ვარტყმევინოთ ფიჯელებს ბალახზე. ამაზეა აქ საუბარი და რატო გამოგყავთ ეს კონკრეტული კითხვები ჩასაფრებად. ჩასაფრებულები თქვენ თვითონ ხართ.
ნამდვილმა გულშემატკივარმა გადასარევად იცის, რომ საკლუბო რაგბი ჩვენში დაბალ დონეზეა, რომ გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომ ფიჯი მფრინავია. რაც მთავარია, ვიცით, რომ ეს ჰეიგმა ჩვენზე უკეთ იცის. ფიჯისთან გასვლაზე მოგებას რაგბში ჩაუხედავი ადამიანები ითხოვდით მხოლოდ.
საქმე სხვა რამეშია. წაგებით წავაგეთ, მაგრამ როგორ წავაგეთ?
რისი თქმა გინდათ პროფესორებს, რომ საკუთარი შერკინება ხუთ მეტრში საკუთარ ლელოდან მეტოქეს უნდა ჩავაბაროთ?????????????????????????? რახან რადრადრა თურმე ტულონის ლიდერია და ხაზში ასკილოიანი მორაგბეები ყავთ? და მფრინავი ფიჯელები არიან თანაც საკუთარ სახლში??? ამიტო ჩვენი შერკინებიდან ლელო უნდა დაგვიდონ?????????????????????????? დაფიქრდით ცოტა რას ლაპარაკობთ!!!!!!!!!!
გაიხარე სიმართლისთვის!
maxo_65 (395) ასპროცენტიანი ხარ.
ახლა კითხვა ICEMAN -ს. ვინ აგინებს ჰეიგს? აი ამ სტატიაზე ამ კომენტარებში ჰეიგს ვინ აგინებს??????????
თუ ლოგიკური კითხვები შემადგენლობასთან დაკავშირებით და უკმაყოფილება შერკინების თამაშით გინებაა, მაშინ არ გცოდნია გინება რა არის.
ასეთი მატჩების მერე ჰეიგი თქვენსავით ამბობდეს, რო საღოლ ბიჭები მაგრები ხართ მერე რა ეს რო წავაგეთ, ადრე ხო ბევრი გვაქ მოგებულიო, დღეს ვიქნებოდით ისევ იქ, სადაც მის მოსვლამდე ვიყავით.
ჰეიგი გაცილებით კრიტიკულია გუნდისა და საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე მის ვითომდა დამცველებს გგონიათ. არაფერში არ ჭირდება თქვენი დაცვა. ან კი ვისგან იცავთ? გულშემატკივრისგან, რომელიც მას ქართველად თვლის, და რომლებიც მას თანამემაულეებივით უყვარს? მორჩეს ეს ურაპატრიოტიზმი.
+1
უფრო მაღალი დონე თუ გვინდა მაშინ საკლუბო რაგბი უნდა განვავითაროთ მინიმუმ რუსეთის და რუმინედის საკლუბო დონეზე მაინც. ანალოგიური პრობლემა აქ კალათბურთსაც არ არსებობს ისე რომ ნაკრები ელიტაში იქაჩებოდეს და კლუბები ჭ კლასში იყვნენ.
+1
არის ასეთი მოსაზრება, თითქოს საქართველოში წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთო და თანდათან ვრწმუნდები ამაში, რა შუაშია აქ ჰეიგის კარგი ან ცუდი მწვრთნელობა, ან ის კიდევ თითქოს სელექცია უნდა იყოს თუ არა, პირიქით მეც მაგის მომხრე ვარ რაც შეიძლება ბევრი მორაგბე გაისინჯოს, მაგრამ ერთი და იგივე მორაგბეების ამოჩემება რა უბედურებაა არ მესმის და თან სხვადასხვა ადგილზე მათი გასინჯვა..რამდენჯერ უნდა გასინჯონ თეთრაშვილი, არ ამაქვს ამ ბიჭის მიმართ არაფერი პრეტენზია, მაგრამ არც მიწოლაში ვარგა და არც დინამიკაში, ყოველ შემთხვევაში ახლა ასეა..ან თუნდაც მელიქიძე რატომ უნდა დაუყენო ამ ვირებს..მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ლოკომოტივის I ხაზი არაფერს დაუთმობდა ამათ, არ მომწონს ჭყონიაც, ჩემი აზრია ეს,არავის ვახვევ თავზე, ხომ გამოვცადეთ რამოდენიმეჯერ, გამოვცადოთ ახლა სხვებიც, თუნდაც ბათუმის 2 ნომერი მამრიკიშვილი, რატომ ვერ იმსახურებს ეს ხალხი ერთხელ მაინც, ან თუნდაც ის რომ 8 ნომერი არ გვყავს, წაეყვანათ ბუჯიაშვილი, ერთერთი საუკეთესო 8 საქართველოში, ან კიდევ აიას ყავს ძალიან მაგარი 7 ნომერი , ე.წ მღლეტელი დანგაძე, რაქებში ერთერთი საუკეთესოა ჩვენთან..ჰეიგს არავინ არაფერს არ უკარგავს, პირიქით დიდი მადლობელიც უნდა ვიყოთ, მაგრამ დგება ისეთი მომენტიც ცხოვრებაში, წინსვლა აღარ გაქვს, და რაღაც უნდა შეიცვალოს...აქ ფიჯისთან წაგებაზე კი არაა საქმე, ალბათ პროცენტულად 90-10 ზე ოყო მათ სასარგებლოდ, საქმე იმაშია რა უსუსურად გამოვიყურებოდით შერკინებაში, საცოდავი სანახავი ვიყავით..ეს არ უნდა დავუშვათ არანაირად, არცერთი თამაშის დროს..გვყავს ჩვენ დიდი არმია პირველხაზელების რომლებიც იმსახურებენ შანსს, თუნდაც კაკოვინია ამის მაგალითი..ვერ დავიჯერებ კაკოვინი ვერ ჯდებოდეს ჰეიგის მონახაზში..აქ ალბათ სხვა რამეშია საქმე, ყაულაშვილიც იმსახურებს..თუ ვინმემ რამე დააშავა მანამდე, ალბათ უნდა მივუტევოთ და მივცეთ შანსი...
ჭყონია არა ჭყოიძე
მიმდინარე წელს საქართველოს საშინელი თამაში როგორც იქნა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.
ჯერ კიდევ რუმინეთთან უსაზიზღრესი თამაშის მერე, ბარბაროსებთან და ტონგასთან უბრალოდ ყარაულის თოფით გავისროლეთ. აი ცოტა მაღალი კლასის დონის გუნდმა კი მიწაზე და უფრო ქვემოთაც დაგვანარცხა და თან ნათლად დაგვანახა სად იზამთრებენ კიბორჩხალები.
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა? ეს იყო მესამე დონის გაფარჩაკებული გუნდის ცოდვილობა მოედანზე. ეს იყო სორელის და გეგიძის დროინდელი ნატალახარი ბრბო რომელიც რაგბის ნაცვლად ლელობურთს თამაშობდა.
ვერანაირად ვერ ვხედავ კავშირს და ვერ ვავლებ პარალელს ტონგასთან მსოფლიომდე წაგებასა და ამას შორის. მაშინ ბრძოლაში წავაგეთ, ეხლა კი უბრალოდ თვალს ვადევნებდით როგორ გვძუყნიდა გუნდი, რომელიც ჩვენზე 2 თავით მაღლა იდგა ყველა კომპონენტში.
ვისაც გჯერათ, რომ 1 წელიწადსა და 3 თვეში სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ მსოფლიოზე ფიჯისთან შანსი გვექნება გაიარეთ ბატონო - გაგატარეთ, მე კი ეს შეუძლებლად მეჩვენება.
ადრეც ვწერდი, ეხლა მთელი ფსონი უნდა დაიდოს იტალიასთან მოგებაზე.
აი მაგათთან რა შანსი გვექნება, ამის ძალიან ზუსტი ინდიკატორი იქნება იაპონიასთან ტესტი. იმ იაპონიასთან რომელთანაც იატალიას მიმდინარე ივნისში 1:1 აქვს ანგარიში.
გიო, მესმის შენი აღშფოთება რადგან ჩვენ რაგბის თავგადაკლული ქომაგები ვართ და სწრაფი ნაბიჯებით გვსურს აღმასვლა, მაგრამ დამიჯერე, სორელ-გეგიძის დროინდელ ნაკრებთან დღევანდელი გუნდის შედარება (განვითარების დონეს ვგულისხმობ და არა ჯიგრიან თამაშს) არარელევანტურია! ისე, ასეთმა წაგებამ მეც ძალიან ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ ყველანი და კვლავ მოგვანიჭებენ სიხარულს
მოდი ძმაო დავიმახსოვროთ ეს კონენტარი და ვნახოთ მსოფლიოზე ფიჯისთან თამაშის მერე. თუ მაშინაც იტყვი რო გუნდი კი არა ბრბო იყო მოედანზე ვაღიარებ რომ რაგბიში საერთოდ არაფერი გამეგება
Iceman
Rac sheexeba seleqcias, vin ambobs rom ar unda vnaxot ziritadis garda sxva? ak laparakia imaze rom gaugebaria heigis bevri gadackvetileba. Konkretulad kvemot davcere da zalian scorad dacera dominici99-ma. An vin ambobs rom ginda tu ara unda mogvego fijistan?
Iceman
კარგად მახსოვს დამიჯერე რიდის რა დონეზე ვიყავით, მაგრამ ეხლა ბევრად წინ ვართ და არც ჰეიგს უკარგავ დამსაახურებას მაგრამ ამიტომ არ დავინახოთ შეცდომები? არ დაისვას კითზვები?? რამდე№ჯერ უნდა გამოიძადოს თეთრაშვილი? ერთი თამაში გაიჟსენე სადაც კატასტროფულად არ ითამაშა? და ვინც რაგბი კარგად იცია არამგონია დაგეთანხმოს რო ფიჯის შერკინება ძალიან ძლიერია თან სტატიკაში
ამ შეხვედრამ, მსოფლიომდე ტონგასთან თბილისში წაგება გამახსენა. ხანდახან მელიტონა მგონი გეგმავს წაგებას, რომ შემდეგ უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებელი მოიგოს. ვნახოთ.
რეალურად რამდენიმე წლის წინ ეს გუნდები არც კი კადრულობდნენ ჩვენთან შეხვედრას, ახლა კი გაცილებით უკეთეს რაგბს ვთამაშობთ მაგრამ არც ისეთს რომ განახევრებული გუნდით ფიჯის ვარსკვლავურ გუნდს ვაჯობოთ ფიჯიშივე, ასე რომ ჯობია მიწაზე დავეშვათ, მე პირადად ვფიქრობ რომ არც ტონგასთან ვიყავით ფავორიტები და რომ მოვიგეთ ეს დიდი მონდომების ხარჯზე მოხდა რაზეც მადლობა ბიჭებს, ნუ ფიჯისთან უბრალოდ საკუთარ თავს ვერ გადავახტით მაგრამ იმის დროც მოვა როცა თუნდაც ვარსკვლავურ ფიჯის დავამარცხებთ და იმედი მაქვს ეს დრო მსოფლიოზე დადგება 1 წელიწადში
და კიდევ აქ ზზოგიერთი ჰეიგს რომ აგინებს ეტყობა დაავიწყდათ რომ ჰეიგამდე რუმენეთის დამაცხებაც გვიჭირდა, რეალურად ჰეიგმა კიდევ ერთი საფეხურით წინ წაგვწია მაგრამ ჰეიგი ჯადოქარი არაა, მთავარი პრობლემა ისაა რომ ჩვენს სიტუაციაში განვითარების მახსიმუმს მივუახლოვდით და მეტი წინსვლა რთულია, თუ 6 ერში არ დაგვამატეს ან ჩვენი გუნდები არ ჩართეს რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში მაშინ ამ დონეზე გავიყინებით და ამაში ჰეიგი და ბიჭები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავე, ფედერაციას კიდევ შეიძლეება ვუსაყვედუროთ ამაზე თუმცა არაა მარტივი ევროპული რაგბის მამების დაყოლიება რომ კარები გაგვიღონ
ვერ ვიზიარებ კომენტარების უმრავლესობის პათოსს. ფიჯისთან რო წავაგეთ არ ნიშნავს რო ჰეიგი ცუდი მწვრთნელია, ჭკვიანი კაცი ამ მარცხისგან კარგ დასკვნებს გააკეთებს და მჯერა მსოფლიოზე სულ სხვა შედეგი იქნება. წინა მსოფლიო და ტონგა არ გახსოვთ? მაშინ ტონგასთან თბილისური ტესტი წავაგეთ, სადაც საჭირო იყო მოვიგეთ. თამაშის ხარისხს რაც შეეხება ეს წაგებული უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე 1 კვირის წინ მოგებული
ნამდვილად, მე პირადად ვერაფერ კატასტროფულს ვერ ვხედავ,რეალურად ბევრს ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგების გამო უკვე ზელანდია ვგონივართ მაგრამ რეალურად ფიჯი ჩვენზე ძლიეერია, პირიქით მე ის გამიკვირდა რომ ჩვენმა ეხსპერიმენტალურმა შემადგენლობამ ფიჯის შარშანდელი მარცხით გამწარებულ, ვარსკვლავურ შემადგენლობასთან თან სტუმრად ფიჯიზე პირველი ტაიმი მოიგო თან დამსახურებულად, უბრალოდ ამ ეტაპზე არ ვიყავით მად რომ 80 წუთი გაგვეძლო
მაინც ჯიუტად ვფიქრობ, რომ თუ ფიჯის ოპტიმალურ შერკინებას დავუყენებთ და დავჩაგრავთ ფიზიკურად, მსოფლიოზე ჩვენთან არ აქვთ შანსი
ფიჯი ჩვენზე ძლიერია და მსოფლიოზეც ფავორიტი იქნება ჩვენთან, მაგრამ მეც ვფიქრობ რომ მსოფლიოზე ძვენი უძლიერესი შემადგენლობით უშანსოთ ნამდვილად არ ვიქნებით და ვერც შერკინებაში გვაჯობებენ, ისე ჩვენს შერკინებაზე რომ ვლაპარაკობთ არც ფიჯის ყავს ვინმეზე ნაკლები შერკინება და სრულიად ლოგიკური იყო რომ ფიჯის ძირითადმა შერკინებამ აჯობა ჩვენს მეორე შემადგენლობას
ვისაც უნდა ისე გაიგოს, ჰეიგს ამ ბოლო დროს ჩვევია უცნაური გადაწყვეტილების მიღება..რუმინეთთან გახსოვთ ალბათ, შარშანწინ როცა წავაგეთ, მამუკაც იყო მაშინ მაგრამ დაგვჩაგრა რუმინეთმა მიწოლაში, იმიტომ რომ 3-ზე ბეკოშვილი ეყენა, შემდეგ როცა შავ დღეში ჩავვარდით, ნარიაშვილი აღარ გამოიყვანა, ბოლომდე დატოვა მოედანზე, რაღას მიგყავს ისეთი შემცვლელი პირველხაზელი, რომელსაც არ გამოიყენებ (მატარაძე იყო შეცვლაზე)..იგივე ბეკოშვილმა დაგვათმობინა უელსთანაც,როცა გადამწყვეტ მიწოლაში ვერ გაუძლო და ჩავარდა..ასევე ვერაფრით გამოიჩინა თავი თეთრაშვილმაცვერც ერთ თამაშში სადაც გამოჩნდა..მირცხულავა კარგი 3 ნომერია, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ თეთრაშვილს შეუწყვილეს, თორემ ფიჯისთან წინა შეხვედრაში,რომელიც მოვუგეთ ერთერთი საუკეთესო იყო...შერკინება ერთიანი ორგანიზმია, განსაკუთრებით 1 ხაზში, თუ ერთმა ვერ გაუძლო დატვირთვას ვინც არ უნდა ედგეს გვერდით, მაინც ვერაფერს გააწყობ, ვფიქრობ სწორედ მირცხულავა უნდა დაეყენებინა ვებერთელა ფიჯელების წინააღმდეგ ჟვანიასთან ერთად და არა მელიქიძე..ასევე სუსტია ჭყოიძეც.. მელიქიძე ტალანტია, დიდი მომავალი აქვს , მაგრამ არ უნდა დაეყენებინა..მისი გამოყენება იაპონელებთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე ფიჯისნაირ გუნდებთან, იმიტომ იაპონელები რომ არ გამოირჩევიან მასიური წონით..დაამატეთ ამას გიორგაძე და ცუცქირიძე რომლებიც პირველ ტაიმში ასე თუ ისე იდგნენ, თან გიორგაძე აშკარად არა მის პოზიციაზე..8 ნომრად არასდროს უთამაშია..მეტი რა ვიცი რაღა დავწერო, ფაქტია რომ არასწორადაა შემადგენლობა შერჩეული
ხოდა სწორედ მაგიტომაა ასეთი თამაშები რომ გამოჩნდეს ვინ შეიძლება გამოგვადგეს მსოფლიოზე და ვინ არა, უნდა გამოიცადოს ყველა და შემდეგ შეირჩევა საუკეთესოები მსოფლიოსათვის
saqmec magashia, rom swored eg midgomaa yvelaze araswori, ogond pexi daucdet bichebs ara is! risi tqva ginda axla, rom chemze metad giyvars an rugby an bichebi an saqartvelo? sworedac rom moyvares pirshi uzraxeo da tu kamatia, argumentebit vikamatot! didi xania chans regresi da aratanmimdevruloba. gaugebaria sakadro politika. pexi ro daucdebodat mosalodneli iyo, imitom, rom amerikastan, barbarosebis provokaciastan da tongastan ro gagimartlebs da gadarchebi, zlier gundtan ar gagiva. me arc uazrod damcirebas vakadrev vinmes da arc monuri xotbis shesxma midis. samushao procesia es da gulshematkivari am processhi mnishvnelovani monawilea.
საუბედუროდ, ჰეიგს არავინ არაფერა არ სთხოვს, არც ყოვლად გაუგებარი სელექციისთვის, არც შერკინების ქართული ბრენდის განადგურებისთვის, რომელიც
თეთრაშვილს და გაუგებარ სელექციას გადააყოლა. ტონგას და ფიჯის საშუალო დონის შერკინება არნახულად შავ დღეში რო ჩაგვაგდებს, რა ბრენდზეა ლაპარაკი...რომელიმე ჟურნალისტს კითხვა არ უჩდება? თეთრაშვილის, მირცხულავას და მელიქიძის შემხედვარეს, კაკოვინა რატო არ იძახებენ? კაცი რასინგშია ბოლობოლო!
უკაცრავად და სელექციის გარეშე როგორ წარმოგიდგენია წინსვლა? შენ რა გინდა რომ მხოლოდ საუკეთესო 15 კაცი ავიყვანოთ და მარტო ისინი ვათამაშოთ მუდმივად? მესე თუ გავაკეთებთ ახალი არავინ გამოჩნდება და მალე რუმინეთსაც ვეღარ მოვუგებთ.
მაგრები ვართ რა, ოღონთ ერთი ფეხი დაუცდეს ბიჭებს და ეგრევე ჩავწრიხავთ.დდ და მერე ვბღავივართ გვეშველება რამეეეე? არაფერიც არ გვეშველება.
რა შუაშია ფეხის დაცდენა? გუნდს რო აშკარა პრობლემები აქვს არ უნდა ვილაპარაკოთ? უამრავ კითხვას რო აჩენს ჰეიგის გადაწყვეტილებები არ უნდა ვთქვათ? თუ მოსაწონია რაც ხდება? თუნდაც საკუთარი შერკინებას რო ვეგარ ვიგებთ არ არის საგანგაშო? სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ
არანაირ კითხვას არ აჩენს ეს იყო ამხანაგური შეხვედრა და თან ამ შემადგენლობით ფიჯის დამარცხება შეუძლებელი იყო. რეალურად მართლა მოკლე მეხსიერების ერი ვართ და გვავიწყდება რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუმინეთის დამარცხებას ვერ ვახერხებდით და ფიჯის დონის გუნდებს იმდენად ჩამოვრჩებოდით რომ ჩვენთან თამაშსაც კი არ კადრულობდნენ, რათქმაუნდა პრობლემებიც გვაქვს მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა რომ ჩვენს სიტუაციაში მახსიმუმს მივაღწიეთ და ამაზე მეტი უბრალოდ არ შეგვიძლია, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად საჭიროა 6 ერს დაგვამატონ ან რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში მაინც ჩასვან ჩვენი გუნდი
საქართველოს ნაკრები თამაშობს იმ დონეზე რა დონეზეც უნდა იყოს მეტი შეუძლებელია გინდ ჰეიგი იყოს გინდ ვინც გინდა ის, სანამ ჩვენი საკლუბო რაგბი მინიმუმ რუმინეთის დონეზე მაინც არ ავა მანამ ესაქსიმუმია რასაც ეხლა ვაყწევთ მცირე მეტ ნაკლებობით რა თქმა უნდა.
იმედია სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და მსოფლიოზე მოვუგებთ, რეალურად არც ისე კატასტროფულადაა საქმე ფიჯი ჩვენთანმ ისედაც ფავორიტია და მითუმეტეს როცა სრული შემადგენლობით უპირისპირდება ჩვენს შესუსტებულ შემადგენლობას, თან ფიჯიზე. მე ამ თამაშით ის დავინახე რაც ისედაც ვიცოდი რომ თუ7 ფიჯის თამაშის საშუალება მიეცი ზელანდიასაც გადაუვლიან მაგრამ თუ ჩვენი თამაში მოვახვიეთ ნამდვილად არაა დაუმარცხებელი.
როგორ ფაგვაკლდა შერკინებაში ნარიაშვილი და ბრეგვაძე ჩილაჩავა სანამ იყომ ნორმალურად ვიდექით და ლევანის გასვლის მერე იმენა დაგვარბიეს
ეს ფიჯელების მორკინალები რამხელები იყვნენ ჩვენი შერკინება მაგათ ფონზე და გვერდზე წრუწუნებივით გამოიყურებოდნენ ძალიან მაგარი გუნდია და ამსასტავით თუ წავიდნენ ტოკიოში ვოლაბებს დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ და უელსთან ულაპარაკოდ მოგებაზე გაიწევენ და თავისუფლად შეუძლიათ მოიგონ ამათ რომ ბრიტანული გუნდების სათამაშო დისციპლინა ჰქონდეთ ჯგუფიდან მსოლიოზე ულაპარაკოთ ყოველ მიზეზ გარეშე გასულები არიან მეოთხედფინალში ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე
იტალიაც ნახე არ მისცა და არ მოაგებინა იაპონიას მეორე თამაში ფლორენციაში ნოემბერში არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება გორგოძე დავაბრუნოთ უნდა როგორმე თუნდაც ერთი თამაში იყოს იაპონელები ალბათ ფუჯიზე უარეს დღეში ჩაგვაგდებენ ამ ექვსი ერის თახსირ ბოსობასა და შეფობას სალაპარაკო მივეცით იტყვიან რაის ექვსი ერიგინდათ თამაშს 3 ათეული ქულით აგებთო
იგივე კომენტს დავდებ აქაც: მწვრთნელმა წააგო ერთმნიშვნელოვნად ეს თამაში შერკინების არასწორი დაკომპლექტების გამო, ზოგადად შერკინების მწვრთნელი კვალიფიკაციაც გადასახედია. ფაქტია ჩვენმა ყველაზე ძლიერმა მხარემ დაგვაღალატა და ერთმნიშვნელოვნად წაგვაგებინა თამაში. დღეის მდგომარეობით ჩვენი შერკინების ლეგენდა გააცამტვერა ფიჯიმ და არ იქნება ამ ავტორიტეტის დაბრუნება მარტივი. კარგი შერკინებით ამ თამაშს 100% ით მოვიგებდით საკმაოდ მშვიდად. P.S. ფიჯის ბოლო ლელოები უკვე ჩვენი მთლიანი გუნდის გატეხვით იყო გამოწვეული რაც ისევდაისევ შერკინების საშინელმა თამაშმა გამოიწვია.P.S.სადღაც ვუშვებ იმას რომ შესაძლოა ეს მილტონის სვლა იყოს ფიჯელთა თავში იმის ჩასანერგად რომ შერკინებაში გვჯობნიან და მსოფლიოზე ამის გათვალისწინებით დაგეგმონ ჩვენთან თამაში, ხოლო შემდეგ სრულიად სხვა სურათი დახვდებათ მოულოდნელად.
ამდენი ხანია ვიძახი, ეს კაცი ვირზეა შემჯდარი მეთქი და ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკობო. აბსოლუტურად არათანმიმდევრული და იდიოტური საკადრო პოლიტიკის ბრალია ეს ყველაფერი! ხომ გამოჩნდა რომ არც მელექიძე ( შეიძლება ჯერ, რადგან მაინც პატარაა), არც ჟვანია (უსუსტესია სტატიკაში და ახლა ბელგია-გერმანიასთან გაქცევა ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი), მითუმეტეს ბეკოშვილი, მირცხულავა, თეთრაშვილი არ არიან სანაკრებო დონე. ამ დროს გყვანან ფეიქრიშვილი, ქუბრიაშვილი, კაკოვინი და თუნდაც იგივე მატარაძე-ტაბიძე, რომლების დათმობილი შერკინება მე არ მახსოვს! თან ვისთან ?!!! ეს კომენტატორები კიდევ, საზღვარი აქ მართლა და მართლა რა, ფიჯის უძლიერესი შერკინება ყავსო! მახსოვს მე საულო ტულონში, ისე საზიზღრდებოდა, პირველ ტაიმში ცვლიდნენ! ეს მარტო შერკინება და დანარჩენზე და სტილის შეცვლაზე და ა.ს აღარაფერს ვიტყვი, ისედაც ბევრი ითქვა. კატასრტოფა აბა რაა?! მე ვერავითარ პოზიტივს ვერ ვხედავ და იაპონიას რომც მოვუგოთ, მაინც დარწმუნებული ვარ რომ თვისობრივი ცვლილებებია საჭირო! 2015 დან ულაპარაკო სტაგნაცია, მეტიც რეგრესია. უელსის რეზერვთან ერთი გამონათება საერთო სურათს ვერ ცვლის. ფიჯი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ასე უშანსოდ ფიჯისთან კი არა ინგლისთან აღარ ნდა ვიოთ, აღარაფერს ვამბობ სფარნგეთის მეორე ლიგის ნაკრებთან და საშუალო ტონგასთან ასეთ საშინელ თამაშებზე
შერკინებას რაც შეეხება, პასუხი უნდა გაგვცეს ჰეიგმა, რით ვერ გამოცადა მაგ. თეთრაშვილი? გარდა ამისა გუნდს მოლი აღარ აქვს კოზირი! სელექციაზე სრულად გეთანხმები!
სრულად გეთანხმები! დავამატებდი, რომ წარმოუდგენელია, ვერ ხედავდეს ჰეიგი რომ ხმალაძე მინიმალურ დონეს ვეღარ აკმაყოფილებს, დგეს თითქოს უკეთ ითამაშა, მაგრამ საერთო სურათი არ იცვლება! ნოემბრის ტესტების შემდეგ, ბრიტანელებმა გაარჩიეს ჩვენი თამაშები და გაოცებას ვერ მალავდნენ, ასეთი 10 ნომერი ამ დონეზე დიდი ხანია არ გვინახავსო!
დღეს საქართველო რომ ფავორიტი არ იყო ამას ფიჯის შემადგენლობიდან მიხვდებოდა კაცი, მაგრამ ამ თამაშის მოგება სავსებით შესაძლებელი იყო რომ არა შერკინებაში ჩვენი .... არც კი ვიცი რა დავარქვა, მე პირადად არ მახსოვს ჩვენ შერკინებაში ასე დავჩაგრულიყავით, საშინელი საყურებელი იყო ჩვენი შერკინება! ასეთი კატასტროფული თამაშის მიზეზებს ცხელ გულზე თუ არ შეხედავ კარგად დაინახავ, ბევრი მორაგბე არ ატარებს მის საუკეთესო სეზონს, ვასკა, ვიტო, ოთია, კოტე, ამას რომ თავი დავანებოდ არც შემადგენლიბა არაა ოპტიმალური(ფიჯისგან განსხვავებით)მაგრამ შერკინებაში ასე უშნოდ თამაში საქართველოს არც ერთ შემადგენლობას არ ეპატიება. მიუხედავად ასეთი იმედგაცრუებისა, კრიტიკაში ისე ვერ გადავაჭარბებ რომ ამ ერთი თამაშით ქართულ რაგბს ხაზი გადაუსვა, რაგბი რომ ჩვენი თამაშია ამის გულწრფელად მჯერა და ამ ბიჭების იმედი ყოველთვის მაქვს, არ ვიცი იაპონიასთან რას ვიზამთ(ბოლო სამი თამაშიდან გამომდინარე შეიძლება მთლად ოპტიმისტურად ვერ განეწყო კაცი)მაგრამ ახლო მომავალში დიდი იმედი მაქვს ნაკრების, დარწმუნებული ვარ ბიჭები აუცილებლად შევლიან ფორმაში, ტრავმირებულებიც გამოჯანმრთელდებიან(ბუკა, კოკი, გორგაძე,) და კიდევ უკეთესი ბიჭები მოდიან, თედო აბჟანდაძე, თორნიკე ჯალაღონია, დემე თაფლაძე, გოგიჩაშვილი, ჟაფარიძე, სვანიძე, აფრასიძე, მიმინოშვილი, კი მინდა ჩვევაში გადაგვეზარდოს ყოველ წელს ოკეანეს ტურნეზე დავტოროთ ფიჯი, ტონგა, სამოა, მაგრამ იმათაც იციან რაგბის თამაში, ნაღდად არ ვარ მა თამაშის შემდეგ ტაშის ხასიათზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბიჭები თავს ხელში აიყვანენ, ამ თამასს ცივი გონებით გაანალიზებენ და გამოასწორებენ შეცდომებს, წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს, ეს თამაში რაც შეიძლება მალე დაივიწყონ და მარტო იაპონიაზე იფიქრონ, რაგბი ჩვენი თამაშია!
თამაში ბევრი რამის გამო წავაგეთ. პირველ რიგში კონკრეტულად ამ თამაშში ფიზიკური ენერეგია არ გვეყო 80 წუთამდე (კლიმატმაც იმოქმედა ალბათ) და ჩვენი მთავარი კომპონენეტები სადაც უპირატესობა უნდა გვქონოდა პირიქით ისინი ფლობდნენ. ამ ტურნეში 8 ნომრის გარეშე ვართ, ოთი ბურთით ხელში ძალიან მაგარია (მამუკას სტილი აქვს) და დღესაც შერკინების მორაგბეებიდან მაგ თვალსაზრიზით ყველაზე კარგი იყო მაგრამ 8 ნომერი არ არის.დადებითი ის იყო რომ წინა თამაშიგან განსხვავებით ვუტევდით და ხაზზე გაშლას ვცდილობდით. ვასკამაც და ქოქოსამაც უკეთ ითამაშეს. რაც მთავარია ფიჯის კბილი მოვუსინჯეთ ერთი ტაიმის განმავლობაში ისე ვეთამაშეთ, რომ მათ ვარსკვალვ უკანა ხაზელებს არაფერი შეუქმნიათ ფაქტობრივად ნადოლოს საერთოდ ბურთიც არ ქონია.გამოჩდა მათი უდისციპლინობა როცა უტევთ და ბევრი დარღვევა ქონდათ ბოჭვებზე რომელიც აქ აპატიეს მაგრამ მსოფლიოზე არავინ არავის აპატიებს მაღალ და უხეშ ბოჭვებს. სივრცეებსაც საკამოდ ტოვებდნენ და შეიძლება მათი ეს არეული თამაშის სტილი პირიქით მათ შემოუტრიალოდ ძალიან ცუდად. საბოლოო ჯამში ამ თამაშის ნახვის შემდეგ უფრო მეტად მჯერა მსოფლიოზე ჩვენს მიერ ფიჯის დამარცხების ვიდრე მანამდე მჯეროდა. დარწმუნებული ვარ მწვრთნელები და ბიჭები მაგაზე იმუშავებენ
ყველაფერში გეთანხმები მეგობარო, გარდა იმისა, რომ კლიმატის იმოქმედა. ჯერ ერთი, უკვე 2 კვირა მანდ არიან და ადაპტაციაც გაიარეს და 1 თამაშიც ითამაშეს და 2 წლის წინ რა, სხვა კლიმატი იყო იგივე ფიჯის 14:3 რომ მოუგეს?
გეთანხმები, ოპტიმალური შემადგენლობით და რაც მთავარია ჩვენი ტრადიციული შერკინებით ფიჯის უშანსოდ მოვუგებთ, ეს ამ ერთი შეხედვით სასტიკად წაგებულ თამაშშიც ჩანდა.
ხო. ერთი მაგის იმედიღა მაქვს, რომ წაგებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანენ ჩვენები და იაპონიაში დავცემთ ფიჯელებს 2019-ში.
0:27 ტაიმში !!! მე უკვე ნაღდად მეგონა, რომ ამას ელიტარული გუნდებიც კი ვეღარასოდეს "გაგვიბედავდნენ" (((
მიუხედავად იმისა, რომ ბარბაროსებთან და ტონგასთან უღიმღამოდ ჩათამაშებული მატჩების შემდეგ "ქუდზე კაცით" გამოსულ ფიჯელებთან კაი კაი რამეებს დიდად არ ველოდი, მაინც მაგრად დამთრგუნა და იმედები გამიცრუა დილანდელმა შეხვედრამ.
მერე რა, რომ ვარსკვლავური ხაზი ჰყავთ კუნძულელებს ? ხომ ვიცით, რა "ჰარიჰარალო" გუნდია და როგორი უდისციპლინოები არიან ? ისიც ვიცით, რომ 80 წუთის მანძილზე ბევრ შეცდომას უშვებენ და მოწინააღმდეგეები ამას "დედის რძესავით" ირგებენ ხოლმე.
ჩვენ კი ჩვენი უპირატესობები სად დავკარგეთ დღეს, კაცმა არ იცის...
ძნელია ამ ყველაფრის მერე "საკურებთან" ჯახის წინ ოპტიმისტურად განეწყო. ან კი დაერქმევა იმ თამაშს "ჯახი" ?
თამაში დავთმეთ არასწორად შერჩეული (წაყვანილი) შემადგენლობის გამო. პირველ ტაიმში სანამ ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობა გვყავდა, თამაშს ვიგებდით კიდეც, მაგრამ აშკარა იყო, რომ შეცვლებმა ვერ გაამართლა.
შეცდომები დაკომპლექტების, ცალკეული მოთამაშეების და მსაჯის. დიახ ამ უკანასკნელმაც შეუწყო ხელი ასეთ ანგარიშს, თუმცა ისედაც წავაგებდით.
ხელით კარგად თამაშის მცდელობა, არ უნდა ნიშნავდეს შერკინების დავიწყება, დაკნინებას.
გადადგეს მთლიანად ფედერაცია და ყველა მწვრთნელი!
დაინიშნოს ხელახალი არცევნები და სასწრაფოდ ჩამოყვანილ იქნეს ახალი მაღალი დონის სპეციალისტი!
არა ამ თამაშის გამო, არამედ იმის გამო, რომ ბოლო წლები არა თუ ვერ ვვითარდებით, არამედ უკან მივდივართ
ანდა ფიჯის დონის გუნდს რომ ეთამაშები კლასიკური 8 ნომრის გარეშე ესეთი მარაზმი არ გამიგია სად ფლანკერი და მხტომელის დაყენება 8 ნომერზე თან ვიღაც ოთია გიორგაძე ალბათ ასეთ მნიშვნელოვან თამაში პირველად დადგა 8 ნომერზე მაშინ მამუკა უნდა იყო გოგრგოძე უნივერსალი რომ მარბიელადაც დადგე მხტომელად მღლეტელად და შერკინების შემკვრელად და გოგროძისნაირი უნივერსალი 100 წელი ჩვენს ნაკრებს არ ეყოლება პლიუს ამას შერკინებიშ შემკვრელი რაგბში ანუ 8 ნომერი ფეხით ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ბურთს და უზადოდ უნდა ატარებდეს სადააა ლომიძე ლაშა რატომ არ წაიყვანეს.
ამჯერად ემოციის გარეშე ვუყურე თამაშს, წინასწარ მოვამზადე თავი, რომ გავიგე ფიჯი 1 ნაკრებით გვხვდებოდა, ასეთ ნაკრებს მხოლოდ შეწყობილი სათამაშო დისციპლინით, სივრცეების სწრაფი ამოკეტვით თუ გაუწევ წინააღმდეგობას, (კლასით) ტოპ გუნდებსაც უჭირთ, ფიჯი მათთან ბევრ შეცდობეს უშვებს და იმიტომ მარცხდება, ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს, ერთადერთი მალაღურაძის 2 შორეული დარტმა იყო სიახლე, 5 მეტრიანში რისკიანად რომ გადაიტანა, რასაც ადრე ვერავიმ ახერხებდა, იაპონიასთანაც ამ თამაშით შანსი არ გვექნება, მითუმეტეს ნოემბრის ტესტებზე,.... მოკლედ სტაგნაციაშია ნაკრები ქვეყანასავით, ერთადერთი შანსი მხოლოდ ახალგაზდრდულშია, იქაც სასწრაფოდ გვჭირდება ახალზელანდილი მწვრთნელი თუ დაგვიანებული არ არის. რადგან მხოლოდ რაგბში ჩანს კარგი მომავალი. სხვა სახეობებში სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ, ძიუდოშიც კი.... ნეტა მწარედ ვცდებოდე...
კაროჩე რა ისეთი გამწარებული და ნერვებ მოშლილი ვარ ამის დედაც ეს რა ქვიქნეს დაგვასაფლავეს რაგბი ჩვენი თამაში კი არა გამოჩნდა ვისი თამაშიც არის სარაგბო მასტერკლასი ფიჯისგან გავკარი ზელანდიას ისეთი სპექტაკლი დადგა ფიჯიმ კი ვიზახდი გუშინ არნახულად მძიმე თამაში გვექნება თქო და ქეც გაგვაბრტყელეს ჩვენი მსოფლიოში უძლეველი შერკინების სტერეოტიპი დამსხვრეულია ასე საქართველოს ნაკრები თამაში არავისგან არ დაჩაგრულა უძლიერესი გუნდია ფიჯი თავისი მეგა სტარებით რადრადა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეების 5 შედის უდავოდ გონევა ნადოლო ნაკარავა მაგარი გუნდი ყავს იმათმა 9 ნომერმა სენილოლიმ ხომ ლობჟანიძე საერთოდ სხვა პლანეტაზე გაუშვა საქმეც იმაშია რომ იაპონიასთან უარესი გველოდება იმედია ვცები მაგრამ მეეჭვება
ჰეიგი შემოგზავნილია ალბათ, ასე გააფარჩაკა ჩვენი საუკეთესო შერკინება. მახსოვ 2015 თვით ზელანდია იყო გაკვირვებული და რამდენჯერ მოითხოვეს შერკინება. მათ დაჯერება უჭირდათ რომ ჩვენ შერკინებაში მივაწექით. წაგება ასეთ სასოწარკვეთამდე ვერ მიმიყვანდა, მარა ასეთი უსუსურობა შერკინებაში......მაგარი იმედგაცრუებული ვარ.
მართალი ხარ, მართალი გითხრათ ველოდი წაგებას გარკვეულ წილად მაგრამ , ვერ წარმოვიდგენდი ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა..მეგონა უკანა ხაზით დაგვჩაგრავდნენ..ასე არარ უნდა მოვიქცეთ, წლებით ომით ნაგროვებ ავტორიტეტს ასე მარტივად არ უნდა ვატანდეთ ქარს...მართლა ვეღარ ვუგებ ამ კაცის სელექციას..ლოკომოტივის პირველი ხაზი არ დაიჩაგრებოდა ასე..
კატასტროფა! სხვა რა უნდა დაარქვა ჩვენი შერკინების თამაშს? ერთია შერკინება , მაგრამ ჩვენ მოლებში რას გვიშებოდნენ ხალხო, კარგით რა. აღარ არის მოლი რაგბის ნაწილი და აღარ ვარჯიშობთ, ხაზი გვინდა და მოლში აღარ ვარჯიშობთ? კი ბატონო, მაგრამ მაშინ ნურც გამოიყენებ თამაშში. სადაა ჩვენი ქებული 40 მეტრიანი მოლი, სად წავიდა მსოფლიოში საუკეთესო შერკინება? მამუკა და ზირაქას დაანებეთ თავი, წავიდნენ და მორჩა, ახლა სხვებმა აიღონ პასუხისმგებლობა, მათ შორის მწვრთნელმაც და გვითხრან რა ხდება და რატომ ხდება. გასაგებია ყველა თამაშს ვერ მოიგებ და გასაგებია რომ მფრინავი ფიჯია და ბოლო ბოლო მე-9 ადგილზეა რეიტინგში, მაგრამ ასე უსუსურად რატომ ვიყავით? ეს არაა შემთხვევითობა, ეს კანონზომიერებაა და შემთხვევითობა ბარბაროსებთან და ტონგასთან მოგება იყო
გეთანხები... რომ გაიძახიან ზედიზედ 7 თამაში მოვიგეთო... მოვიგეთ რომ? ბოლო 2 თამაში შემთხვევვითობა უფრო იყო, თამაშით- წაგება..
კატასტროფა, ეს ჩვენი შერკინება იყო???
ეს წაგება მელიტონას კისერზეა შემადგენლობის გამო. ისევ ჩემს აზრზე ვარ, რომ 3 ნომერზე ფეიქრიშვილი ან ქუბრიაშვილი უნდა წაეყვანა და კაკოვინიც აუცილებლად სჭირდება ნაკრებს.საქართველოში რომ დაბრუნდებიან, რაგბის ფედერაციამ და მელიტონას კეთილი ინებონ და შეხვედრა მოაწყონ გულშემატკივრებთან და მრავალ დაგროვილ შეკითხვაზე გაგვცენ პასუხი.