საერთაშორისო

19:25 | 14.06.2018 | ნანახია 4455 - ჯერ

სუვაში უძლიერეს ფიჯისთან

16 ივნისს, ჩვენი დროით დილის 7 საათზე, ფიჯი საქართველოს ‘წყნარი ოკეანის თასის’ გადამწყვეტ მატჩში ვარსკვლავური შემადგენლობით დაუხვდება.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ხაზი, სადაც ბორჯღალოსნების წინააღმდეგ ფიჯის ნაკრებში დებიუტი ექნება ‘ტულონელ’ ვარსკვლავს სემი რადრადრას. მის გარდა ხაზში არიან ევროპის წამყვანი კლუბების მოთამაშეები - ნემანი ნადოლო, კინი მურუმურივალუ, ვერენიკი გონევა და იალე ვატუბუა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯონ მაკქი ფიქრობს, რომ მათი ხაზის მოთამაშეები ამ მატჩში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ:

„სათადარიგოთა სკამიდან ნემანია ნადოლოსა და ნაგუსას ჩართვა, ჩვენს თამაშს ცეცხლს შემატებს. სასიხარულოა რადრადრას ფიჯის ნაკრებში გამოჩენა. ის შესანიშნავ ფორმაშია და ეს ინგლისის წინააღმდეგ, ‘ბარბაროსების’ შემადგენლობაში თამაშისასაც დაამტკიცა. მისი სიჩქარეები და უნარები შაბათს დიდ სარგებელს მოგვიტანს“ - ამბობს მაკქი, რომელმაც კარგად იცის, რომ ფორვარდებს ქართველ მორკინალებთან უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ:

„ჩვენი მორკინალების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. ჩვენ უნდა შევძლოთ მეტოქის ფიზიკური ძალის განეიტრალება და ჩვენი თამაშის თავს მოხვევა. უდიდესი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველო შეძლებს ჩვენს წნეხში მოქცევას. ერთი ყვითელი ბარათიც კი, ბევრი ყვითელი ბარათის ტოლფასი იქნება. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც საკუთარ გეგმას მთელი 80 წუთი მიყვება. ვარჯიშებზე ინტენსივობის შესამჩნევი მატება გვქონდა და კომბინაციების დამუშავების მხრივაც, სულ სხვა დონეზე ავედით“.

გარდა ხაზის მოთამაშეებისა, ფიჯელებს ვარსკვლავები შერკინებაშიც არ აკლიათ. ახლახანს, პარიზული ‘რასინგის’ მეორეხაზელი ლეონე ნაკარავა, რომელიც 2016 წელს ფიჯის 7-კაცასთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ევროპის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. გასულ სეზონში მან ‘რასინგის’ შემადგენლობაში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე - 2536 წუთი; სეზონის 34 მატჩიდან 32-ში მიიღო მონაწილეობა და 8 ლელო გაიტანა. 30 წლის მორაგბე პირველი არაევროპელია, რომელიც „ბებერი კონტინენტის“ წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

15-კაციან სასტარტო შემადგენლობაში, ფიჯელებს 8 ლეგიონერი ფრანგული კლუბებიდან ყავთ, 4 ინგლისიდან, თითო-თითო შოტლანდიიდან და რუმინეთი. მხოლოდ ერთი მორაგბე, კვაჭი ვუგაკოტო თამაშობს ადგილობრივ კლუბში. ის შარშან ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსე განსჯის.

ისტორიიდან

ფიჯის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო თამაში 1924 წელს ჩაატარა და სამოა 6:0 დაამარცხა. მან მხოლოდ 1995 წლის მსოფლიო თასი გამოტოვა და განვლილ 7 ტურნირში ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში - 1987 და 2007 წლებში. 2019 წლის მსოფლიო თასზე, ფიჯი „დ“ ჯგუფში საქართველოსთან, ავსტრალიასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს.

ფიჯელები ხშირად თამაშობენ ტიერ1-ის გუნდებთან და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვეს. მათ 2-ჯერ ყავთ დამარცხებული ავსტრალია და შოტლანდია, ერთხელ არგენტინა, უელსი და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები, 7-ჯერ ‘მაორი ოლ ბლექსი’ და 6-ჯერ იტალია. 2017 წლის ივნისის ტესტებზე კუნძულელებმა ერთმანეთის მიყოლებით, იტალიას და შოტლანდიას სძლიეს.

‘წყნარი ოკეანის თასზე’, რომელიც 2006 წლიდან იმართება და რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ფიჯიმ პირველი ადგილი 4-ჯერ დაიკავა და 2015 წლიდან დღემდე, ბოლო სამი გათამაშების ჩემპიონია.

საქართველოს ნაკრები ფიჯის პირველად 2012 წელს, თბილისში ეთამაშა და სტუმრებმა ‘მიხეილ მესხზე’ 24:19 იმარჯვეს. რევანში შარშანწინ შედგა, როდესაც ბორჯღალოსნებმა მეტოქე სუვაში დაამარცხეს - 14:3.

ფიჯი საქართველოს წინააღმდეგ

ხაზი: 15. კინი მურუმურივალუ (ლა როშელი, საფრანგეთი), 14. ვერენიკი გონევა (ნიუკასლი, ინგლისი), 13. სემი რადრადრა (ტულონი, საფრანგეთი), 12. იალე ვატუბუა (პო, საფრანგეთი), 11. ნემანი ნადოლო (მონპელიე, საფრანგეთი), 10. ბენ ვოლავოლა (ბორდო, საფრანგეთი), 9. ჰენრი სენილოლი (ტიმიშოარა-სარასენსი, რუმინეთი);

შერკინება: 1. კამპესე მა’აფუ (ილინგი, ინგლისი), 2. რატუ ვერე ვუგაკოტო (ნადროგა, ფიჯი), 3. მანასა საულო (ლონდონ აირიში, ინგლისი), 4. აპი რატუიანირავა (ნორსჰემპტონი, ინგლისი), 5. ლეონე ნაკარავა (რასინგი, საფრანგეთი), 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ (ბრივი, საფრანგეთი), 7. აკაპუსი ქერა (აჟენი, საფრანგეთი, კაპ.), 8. ვილიამე მატა (ედინბურგი, შოტლანდია).

მარქაფა: 16. რატუნაისა ნავუმა (დრუა, ფიჯი), 17. ერონი მავი (დრუა, ფიჯი), 18. კალივატი ტავაკე (ვორათაზი, ავსტრალია), 19. სიკელი ნაბუ (ბიარიცი, საფრანგეთი), 20. ნემანი ნაგუსა (ორიაკი, საფრანგეთი), 21. ფრენკ ლომანი (დრუა, ფიჯი), 22. ალივერეტი ვეიტოკანი (ნამოსი, ფიჯი), 23. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე, საფრანგეთი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (31)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:47 | 16.06.2018
temuchin (431)

იგივე კომენტს დავდებ აქაც: მწვრთნელმა წააგო ერთმნიშვნელოვნად ეს თამაში შერკინების არასწორი დაკომპლექტების გამო, ზოგადად შერკინების მწვრთნელი კვალიფიკაციაც გადასახედია. ფაქტია ჩვენმა ყველაზე ძლიერმა მხარემ დაგვაღალატა და ერთმნიშვნელოვნად წაგვაგებინა თამაში. დღეის მდგომარეობით ჩვენი შერკინების ლეგენდა გააცამტვერა ფიჯიმ და არ იქნება ამ ავტორიტეტის დაბრუნება მარტივი. კარგი შერკინებით ამ თამაშს 100% ით მოვიგებდით საკმაოდ მშვიდად. P.S. ფიჯის ბოლო ლელოები უკვე ჩვენი მთლიანი გუნდის გატეხვით იყო გამოწვეული რაც ისევდაისევ შერკინების საშინელმა თამაშმა გამოიწვია.

09:58 | 16.06.2018
maxo_65 (458)

++++++++10000%, კარგი შერკინებით მოვუგებდით

09:24 | 16.06.2018
ზებე (86)

მაგრად გვაჯობეს მეორე ტაიმში.ერთი ტაიმის ესე წაგება?ჩვენი დაცვა სულ მოიშალა.ესენი უელსს დააგდებენ ბეჭებზე მსოფლიოზე და ჩვენ რა უნდა მოვიფიქროთ არვიცი

09:16 | 16.06.2018
ალექსანდრე (27)

ჯერ კიდევ ფრანგებთან, მერე ტონგასთან და მითუმეტეს დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ სერიოზული რეგრესი გვაქვს, მე ამ თაობის იმედი აღარ მაქვს არც მელიტონასი. მთელი იმედები ეხლა ახალგაზრდებზეა.

10:11 | 16.06.2018
maxo_65 (458)

+1 მელიტონამ ამოწურა..იმედია ვცდები

09:16 | 16.06.2018
federer (17) (469)

15-32 კიდე არაუშავდა, მაგრამ ეს რა უბედურებაააა
ასეთი მეორე ტაიმი რატო ვითამაშეთ კომენტარს ველოდები უკვე მწვრთნელისგან

09:14 | 16.06.2018
federer (17) (469)

ჩვენ რატო არ დავარტყით აუტშიიი
დრო რო გავიდა, ხო ხედავ არ მიდგდის თამაში მოიშორე რა ეგ ბურთი და ღირსეული სხვაობით წააგეეე

09:13 | 16.06.2018
federer (17) (469)

გაგვანადგურეს ამათი დედას შევეციიი

09:11 | 16.06.2018
federer (17) (469)

რამდენი მაღალი ბოჭვა გაუტარა მსაჯმაა

09:09 | 16.06.2018
federer (17) (469)

სრული კრახი მათიაშვილის
იმედია დაივიწყებს ამ თამაშს და იაპონიაში ვიხილავთ მის ლაღ თამაშს

09:01 | 16.06.2018
federer (17) (469)

ფაქტია წავაგეთ ეს თამაში მაგრამ ერთი ლელო კარგი იქნებაა

08:52 | 16.06.2018
federer (17) (469)

რამხელები არიან ეს ჩემისები ხაზის მოთამაშეები +100 კილოები არიან ძირითადად ყველა

08:51 | 16.06.2018
federer (17) (469)

მეორე ტაიმში მაგრად მოვიშალეთ

08:34 | 16.06.2018
federer (17) (469)

ტაიმის სტარტზე ჩვენი შერკინებების წაგება ცოტა გასაკვირი ამბავია, მაგრამ იმედია ისევე გამოვასწორებთ შერკინებას როგორც პირველ ტაიმში იყოო

08:28 | 16.06.2018
federer (17) (469)

ცოტაარიყოს და მსაჯობა არ მომწონს

08:25 | 16.06.2018
BEERTRANCE (1073)

უშვებენ შეცდომებს, წნეხი გავაძლიეროთ. ვერ ვნახავ ბოლომდე იმედია გავიხარებ

08:25 | 16.06.2018
federer (17) (469)

ვინმემ იცის რა ტემპერატურაა?
ძალიან გაუჭირდათ ჩვენ ბიჭებს სტარტი

08:25 | 16.06.2018
ზებე (86)

ქარია და მაგიტომ აცუდებს სოსო

08:27 | 16.06.2018
federer (17) (469)

მარტო დარტყმები არ მაქვს მხედველობაშიი

08:24 | 16.06.2018
ზებე (86)

რა თამაშს ვიგებთ უძლიერეს უკანა ხაზთან. 2.7 გვქონდა მოგებაზე და თამაშის წინ 5.8 გაგვიხადეს კუში .იფ იფ რაკაია

08:24 | 16.06.2018
federer (17) (469)

ძალიან მაგარი თამაშია და ცოტა მათიაშვილის არასაიმედოობა მაკვირვებს, იმედია მეორე ტაიმში სოსო სულ სხვა რაგბს ითამაშებს და ხელსაყრელი სიტუაციებიდან აღარ გააცუდებს

08:24 | 16.06.2018
BEERTRANCE (1073)

უნდა მოვიგოთ შეგვიძლია

08:21 | 16.06.2018
krasni (587)

10-15 მშვენიერია. მოვიგებთ აბა რას ვიზამთ. შესვენებაზე მელიტონა კიდევ დამოძღვრავს ბიჭებს

08:17 | 16.06.2018
ალექსანდრე (27)

ვიგებთ

07:28 | 16.06.2018
krasni (587)

აბა, ვეკვეთოთ ლომებო, თქვენს გვერდით ვართ.

15:29 | 15.06.2018
nikachkhaidze (21)

ვოლა ვოლაზე სულ ნეგატიური კომენტარებია, არადა მშვენიერი სეზონი ქონდა წინა წელს ნორთ ჰარბორში

16:45 | 15.06.2018
McCaw (168)

ხვალ გამოჩნდება როგორი სეზონიც ქონდა

11:05 | 15.06.2018
McCaw (168)

მე მაინცი მედი მაქვს ბენ ვოლავოლასი მნიშვნელოვან თამაშებში ტრადიციულად უნდა მოჩვაროს და ხვალაც მაგას ველი როგორც თამაში ასევე დარტყმების დროსაც დავიჯერო ფიჯელებს მაგაზე უკეთესი ათიან არ ყავთ ანდა ბორდოში მაგას როგორ ათამაშებენ მიკვირს

11:02 | 15.06.2018
McCaw (168)

ძალიან რთული იქნება ნაკარავას რადრადას და ნადოლოს გაჩერება ნაკარავი ძალიან მაგარი მხტომელია და ჰაუტებში ფრთხილად უნდა ვიყოთ რადრადა ხო საერთოდ უკომენტაროდ ამხელა ცხოველია პირუტყვია სისწრაფე აქვს რაღაც სასწაული მიმიქარავს სტიუარტ ჰოგი და რაიან ჰაბანა როგორ გააჩერებენ მაგას ჩვენები არც ვიცი ნადალოზე კიდე ცალკე უნდა ვთქა ფიზიკურად ასეთი ძლიერი ფლანგელი არავინააა დღეს მსოფლიოში ალაბათ ლომუს მერე რაგბიში ასეთი ცხოველი და პირუტყვი არ მახსოვს 196სმ სიმაღლისაა ნამდვილი გოძილაა და ძალიან სწრაფი პლიუს ამას კარში ურტყამს ძალიან კარგად ისე რომ დენ ბიგარსა და ჯონი სექსტონსაც შეშურდება ხვალ მაგათ თუ მოვუგეთ ნამდვილი ძალიან მაგარი იქნება ჩათვალეთ ძალიან წინ წავიწიეთ და მსოფლიოსთვის სერიოზული განაცხადი იქნება

10:50 | 15.06.2018
McCaw (168)

რატომღაც მეორე მეგრელი ყველას გამოგრჩათ წარმოშობით ზუგდიდელი ლეონე ნაკარავა:

10:47 | 15.06.2018
McCaw (168)

მაგარი ურთულესი თამაში გველის წარმოუდგენლად რთული მაგრად გაგვიჭირდება მოგებაა ერთი წამიერი მოდუნება და დასჯა გარდაუალი იქნება იმედია მათი ფარჩაკი მგეზავი ვოლავოლა რომელსაც ბევრჯერ დაუღუპია ფიჯის ნაკრები და მათ შორის ჩვენთანაც ორი წლის წინ იმედია ხვალაც ყველა დარტყმას კარის მაგივრად წყნარ ოკეანეში გაუშვებს

09:03 | 15.06.2018
პანტელეიმონი (1218)

რაც შეეხება ფსიქოლიგიას, ამ საკითხში მელიტონას დიდი იმედი მაქვს. ის მენტალურ დონეზე კარგათ იცნობს კუნძულელებს და ვფიქრობ სწორი მიმართულებით განაწყობს ჩვენს ბიჭებს. სპორტული თვალსაზრისით კი, ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს (რეალობების გათვალისწინებით) დღეს და აბა ჰა ბურთი და მოედანი ! ! !

კუნძულელებს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა უნდა მივაყენოთ მსოფლიო ჩემპიონატამდე და საბოლოოდ უნდა "გავუიასნოთ" რომ: რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

04:59 | 15.06.2018
გზავნილი (81)

ისეთი გაშმაგებული შემადგენლობა შეკრიბეს გულში ნამდვილად უდევთ შარშანდელი ბოღმაც და მომავალ მსოფლიომდე უნდათ ჩვენი ბიჭების გატეხვა, მაგრამ როგორც წესი ის აგებს ვისაც ნერვები წესრიგში არ აქვს და სერიოზულად ვფიქრობ რომ მოვიგებთ.

წინა ორი თამაში მელიტონამ აშკარად ამ თამაშისთვის აწეწა, პირველში მაქსიმალურად გამოცადა ვისი გამოცდაც შეეძლო და მეორეში ფიჯელებთან მომავალ ომში დაცვისთვის "ავარჯიშა" ნაკრები. არ მგონია, რომ მელიტონა მსოფლიოზე არ ფიქრობდეს და ამ თამაშს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ომი შეიძლება ვუწოდოთ ორივე მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩვენ გავიმარჯვებთ

23:24 | 14.06.2018
ogafa (407)

ამათაც მოუგებთ

23:50 | 14.06.2018
GiorgiG83 (525)

კარგი იქნება თუ მოვეუგებთ - ძალიან ვარსკვლავური გუნდია
შეიძლება შერკინების პირველი ხაზი ვერაფერი, მაგრამ მეორე ხაზი ჩვენსაზე არაფრით ნაკლებია, მესამე ხაზი კი საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი
ღერძი აშკარად პირველხაზელებივით ვერაა ფიჯის კოზირი, მაგრამ აი 11-15 ძალიან ვარსკვლავური შემადგენლობაა

20:02 | 14.06.2018
dede (87)

ჯიმა არ თამაშობს? ლევანი ბოტიაDDDDDDDDD

23:47 | 14.06.2018
GiorgiG83 (525)

ტრავმირებულია

22:42 | 14.06.2018
sokhumsky (36)

ბოტიების გვარის დალოცვაზეა ჩამოსული და ვერ მოიცალა თურმე

0.10543