შაბათს (16 ივნისი) დილით, ჩვენი დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე შეხვედრას გამართავენ და არაოფიციალურ ფინალში მასპინძელ ფიჯის შეხვდებიან.
სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, ფიჯელებმა 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ, ბორჯღალოსნები 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ.
შეგახსენებთ, წელს ‘წყნარი ოკეანის თასის’ გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 5 საათზე ტონგა-სამოას ეთამაშება.
მესამედ ფიჯისთან
ბორჯღალოსნები ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და ამ მომენტისთვის გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3 სძლიეს.
წლევანდელი ივნისის ტესტებისთვის, ფიჯელებმა ყველა უძლიერესს უხმეს. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სადაც ფიჯის 3 ოქტომბერს, ოსაკაში უნდა შევხვდეთ.
ხუთი ცვლილება
ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.
უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. სრულადაა შეცვლილი პირველი ხაზის მარქაფა და თამაშში გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე ჩაერთვებიან.
მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.
ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ‘ფრანგი ბარბაროსებისა’ და ტონგას წინააღმდეგ არ უთამაშია. მეორე ფლანკერად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს, ხოლო ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი შევა.
უცვლელი დარჩა ღერძი, თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იწყებენ, ხოლო ცენტრში დავით კაჭარავას ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძემ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.
‘ფრანგ ბარბაროსებთან’ მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ფრთაზე დადგება, ხოლო მეორე ფრთა ანზორ სიჭინავა, ან ალექსანდრე თოდუა იქნება. ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს ვიხილავთ, რომელმაც ტონგასთან ყველა, 16-ივე ქულა პირად ანგარიშზე ჩაიწერა.
ხაზის მარქაფაში არიან გამოცდილი გიორგი ბეგაძე და მერაბ კვირიკაშვილი, ასევე ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე, რომელიც ტონგასთან მატჩის დებიუტში დაშავდა და მე-4 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.
23-კაციან განაცხადში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც შარშანწინ სუვაში, ფიჯისთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ. ესენი არიან: ლობჟანიძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, კვესელაძე, ჩილაჩავა, ჭყოიძე, მელიქიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, კოლელიშვილი და გიორგაძე.
საქართველოს ბორჯღალოსნები
– ფიჯი | წყნარი ოკეანის თასი
შაბ 16/06_2018 | სუვა, ეი’ენ’ზედ ნეშენალ | 07.30 საქ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 11 | 6ლ 17გ 17ჯ [115 ქ] |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 47 | 6ლ სბ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 110 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
12 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 85 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
11 | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 8 | 3ლ სბ |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 73 | 10ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 64 | 8ლ 4გ [48 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 34 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 32 | 5ლ |
2 | შალვა მამუკაშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1990 | 56 | 5ლ სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 40 | 7ლ სბ |
4 | გიორგი ნემსაძე^კაპ | ოსპრეიზ [უელ პრო 14] | 1984 | 83 | 13ლ [7 კაპ] 6სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 55 | 2ლ 3სბ |
6 | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 8 | სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 48 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ |
8 | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 12 | 2ლ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 112 | 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ |
22 | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 9 | 3ლ |
21 | გიორგი ბეგაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1986 | 61 | 2სბ |
16 | გიორგი ჭყოიძე | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1991 | 4 | : |
17 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 33 | 10ლ 2სბ |
18 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 8 | ლ |
19 | ნოდარ ჭეიშვილი | შონბრი [სფრ ფედ1] | 1990 | 13 | : |
20 | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 68 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
maxo_65 - ვეთანხმები, თამაში დავთმეთ არასწორად შერჩეულიწაყვანილი შემადგენლობის გამო. პირველ ტაიმში სანამ ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობა გვყავდა, თამაშს ვიგებდით კიდეც, მაგრამ აშკარა იყო, რომ შეცვლებმა ვერ გაამართლა.
ლობჟანიძეს ნიაზის არ იყოს მართლა გამყინვარების პერიოდი აქვს..დროულად უნდა გამოიცვალოს კლუბი, თუნდაც საქართველოში დაბრუნდეს..ეს უფრო წაადგება მის სარაგბო განვითარებას..ცუცქირიძე და ოთია, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ დაახლოებით 100 კგ. მეტი იყო წონით ფიჯელების შერკინება...არ მინდა მსაჯს დავაბრალო რამე, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ უპირატესობაში მსაჯმა აშკარად დიდი წვლილი შეიტანა..რაც მე შევამჩნიე ადრე იწყებდნენ მიწოლას..რამოდენიმე კისერში ბოჭვაც ვერ შეამჩნია..კლასიკური 8 ნომერი არ ვყავს წაყვანილი..ბოლო-ბოლო საქართველოს ჩემპიონატიდან მაინც წაეყვანათ, თუნდაც ბათუმის 8 ნომერი ბუჯიაშვილი, აიასაც კარგი 8 ნომერი ყავს..გამოცადონ ეს ბიჭებიც...
გასაგებია რო ფიჯისთან ვითამაშეთ დასაკარგავში, ფიჯიც უძლიერესი ნაკრებით დაგვხვდა, აკლიმატიზაციასთანაც პრობლემებია,ალბათ შემადგენლობის გამოცდაცაა, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო იმის ყურება რაც დაგვმართეს შერკინებაში...ამ ვირებთან ღლაპი ბიჭების მასიურად დაყენება, კლასიკური 8 ნომრის გარეშე, ვის მოუვიდა თავში...მელიტონამ იმდენი კი მოახერხა, ის რაშიც ვიყავით მაგრები ტრადიციულად, უკან დავიხიეთ დიდი ნაბიჯებით, არადა სანამ ჩილაჩავა იყო მოვუგეთ ტაიმი, რამდენად გამართლებულია მელიქიძის დაყენება ასეთ თამაშში არ მესმის, ამას ისევ მირცხულავა დაეყენებინა ჯობდა, ჭყოიძეც არ მომწონს, ჭყოიძეს ბათუმის 2 ნომერი მირჩევნია, მამრიკიშვილი..გული დამწყდა ძალიან, ვერაფერი დავუპირისპირეთ მეორე ტაიმში, არასწორად შერჩეული შემადგენლობის გამო
0-27 ეს ჩაგდებული მეორე ტაიმი არ მაგონდება.
უნდა მოვიგოთ.
რა თამაში მიდის, მოსაგებია
ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ ფიჯელებს, მაშინ როცა ჩვენ გვაკლია ცალკეული ლიდერები (ნარიაშვილი, შარიქაძე, ბექა გორგაძე და სხვ.). ზოგადად, თუკი არჩევაზე მიდგება საქმე, მე პირადად მირჩევნია რომ ფიჯისთან ეს კონკრეტული თამაში წავაგოთ და მომავალ წელს მსოფლიოზე მოვუგოთ (როგორც ეს ადრე ტონგასთან მოხდა). ან კიდევ, ამის შემდეგი თამაში მოვიგოთ იაპონიასთან. თუმცა, ქართული მაქსიმალისტი ბუნებიდან გამომდინარე, ამ თამაშის მოგება რეიტინგში საკმაოდ კარგი იმპულსი იქნებოდა. რაც შეეხება რეიტინგს, მე ვნახე/დავთვალე ყველა ვარიანტი (ჩვენი და კონკურენტების შაბათის მატჩების) და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი სხვაობით მოგებისა თუ წაგების შემთხვევაშიც კი 12-ე ადგილზე დავრჩებით. ერთადერთი პლიუსი ისაა რომ მოგების შემტხვევაში კაი ბლომად ქულები მოგვემატება, ხოლო წაგებისას შედარებით ცოტა დაგვაკლდება
კუნძულებზე წაყვანილი მოთამაშეებიდან თითქმის ოპტიმალური შემადგენლობაა. ჩემთვის პირადად სიჭინავა უფრო მესიმპათიურება ვიდრე თოდუა. ამ უკანასკნელს რაღაც დენთი აკლია, ისე წყნარად დაამთავრებს ხოლმე თამაშს შეტევისას მის გვარს ვერ გავიგებთ, ნუ დაცვაში ცოტა უკეთესია ვიდრე სიჭინავა მაგრამ მაინც ჩემი ფავორიტი მაინც ისაა.
კვესელაძესაც ჩავსვამდი ჩემს ფავორიტ შემადგენლობაში, ძალიან მუშა, ჭკვიანი, შეტევაზე დაგეშილი და ახალგაზრდაა სიცოცხლით სავსე, ისე კი არაა თოდუა რომ გგონია ხელში ჩააკვდება მეტოქეს
რატომღაც ძალიან მშვიდად ვარ და გამარჯვებას ველი, თუმცა რატომღაც რა... მიგვაჩვიეს ბიჭებმა და ნუ გადაგვაჩვევთ ძმებო! გამარჯვება ლომებო!!!
ნაგუსას შესაკავებლად სიჭის აშკარა სანდრო ჯობია
არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ეგებ ჯობდა, მალაღურასთვის მიეცათ შანსი 10-იანზე ეცადა ისევ..თუმცა, ისედაც იმედია, ასეთი ფეხით მოთამაშე რომ გვყავს დამატებით მოედანზე, უნდა ვუბრაგუნოთ რაც შეიძლება იმათ ზურფში..
ოპტიმალური დააყენა..მართალია, გაუგებარია, რატომ არ გვყავს 8-იანები წაყვანილი, მაგრამ მაინც ისეთი მესამე ხაზია, ვიტოს კაციჭამიური გამოცდილებით და ახალგაზრდა ტანკების ტანდემით კიდევ, რომ წესით ხაზის ჭრაც უნდა ვნახოთ და ფიჯელების ძვლების მტრევაც..
სასწაული უკანა ხაზი ყავს ფიჯის.როგორმე უნდა ჩავუშალოთ თამაში როგორც ტონგას გავუკეთეთ,ურთულესი თამაში იქნება,მე გამარჯვების იმედი მაქვს
11-15 ყველა სუპერ ვარსკვლავია
4-8 ან ვარსკვლავი და ან სუპერ ვარსკვლავი
სუსტი რგოლი მხოლოდ შერკინების პირველი ხაზი და ღერძია
მთავარია ლობჟანიძემ აღარ დაუშვას შეცდომები და როგორმე აბრაგანებში ვითამაშოთ კარგად და ასიანი მოვუგებთ
აბა ლომებო თქვენ იცით, უნდა მოვიგოთ.
მეც ასე მგონია, რომ მოგება შეგვიძლია და თუ ეს შევძელით სერიოზული წინსვლა გვექნება რეიტინგში, საერთაშორისო რეზონანსზე, რომ არაფერი ვთქვათ.
ეს შემადგენლობა გაცილებით უკეთესია, იმედია ქოქოსა სტაბილური იქნება და მისი წინა უღიმღამო თამაში აღარ განმეორდება, ლაშა ყოველთვის აქტიური და ერთერთი მთავარი ფიგურაა ჩვენს გუნდში, მის მწვავე გარღვევებს და ფეხით კარგად თამაშს დიდი მნიშვნელობა ექნება, ასევე ვასკამაც უნდა გამოასწოროს, თორემ მისი ასეთი ლაფსუსებით შეიძლება დავისაჯოთ, რაც მთავარია ბურთი სწრაფად უნდა გამოიტანოს, თაზოს დაბრუნებით ერთიორად სახიფათო იქნება ჩვენი შეტევები და იმედია მათ გარემარბებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნის, შერკინების მარქაფაც წინაზე უკეთესია, ამ თამაშის მოგება მართაც საშური საქმეა, ღმერთმა მოგცეთ ძალა ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია!
ჩემი აზრით მოვიგებთ, შემადგენლობა ძალიან მომწონს, მთავარია ღერძმა და განსაკუთრებით 10 მა ნომერმა ად დააღალატოს გუნდი. თუ ღერძი ნორმალურად ითამაშებს თამაში ჩვენია.
კარგია თაზო რომ არის ნადოლოს მხარეს
არ გვყავს ცუდი შემადგენლობა..ვფიქრობ კარგ ბრძოლასაც გავუმართავთ..
ვფიქრობ და ალბათ ფიჯისნაირ გუნდთან აუცილებელიცაა ჩამშლელი რაგბის თამაში და არასანახაობრივის და ასეთ თამაშსაც ველი, მხოლოდ შედეგზე და გამარჯვებაზე ორიენტირებულს. თან ასეთი სტილი უფრო გამოგვდის, ესეც ფაქტი ადა ასეთია რეალობა! მჯერა U-20 დან ამოსული ბიჭები უფრო მრავალფეროვანი იქნებიან და უფრო გაშლილ და თანამედროვე რაგბს ითამაშებენ და ეს აუცილებელიცაა.
აგრე აღრენილი ფიჯი,
დავაბნიოთ ვითა ბრინჯი
აუ, ეხლაც თუ მოვიგეთ მართლაც დიდი გამოძახილი ექნება ამას სარაგბო სამყაროში.
მაგარი ჯახი იქნება. ამ შეხვედრის მოგება რა ნახტომს გაგვაკეთებინებს რეიტინგში?!
უმაგრესი ჯახი იქნება ! ! !
ვინც ყავს წაყვანილი, ალბათ საუკეთესო შემადგენლობაა. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. თაზო ფლანგზე სწორი გადაწყვეტილებაა. ფიჯის ფიზიკურად ძლიერი ფლანგები ყავს და თაზომ წესით უნდა გაანეიტრალოს. იმედია ხაზი უკეთესად ითამაშებს.
მოუთმენლად ველი თამაშს.
კარგი შემადგენლობაა, მაგრამ თაზოს თამაში ცენტრში უფრო ეფექტური მგონია შარიქაძის არყოფნაში. წარმატებები ლომებს!!!
წარმატებები