20-წლამდელები

1:49 | 13.06.2018 | ნანახია 6197 - ჯერ

იაპონია - საქართველო 22:24 (VIDEO)

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:51 | 13.06.2018
გუსანი (34)

აუ! ეს რა იყო? კინაღამ ინფარქტი მივიღე. არ იყო წასაგემი და არც წააგეს ლომგულებმა, მაგრამ რატომ ჩაიგდეს თავი(საქართველო) ამ მდგომარეობაში? მომეჩვენა თუ რა-რაღაც ტონუსის გარეშე გამოვიდნენ და მერე და მერე ამოქოქეს და რა ამოქოქეს...?! გამაგებინეთ, ვინც იცით მწვრთნელებს ეკრძალებათ კარნახი? იყო მომენტები რომ მითითებებს საჭიროებდნენ ბიჭები. გეთანხმებით,. 9 და 10 ს მიყავს თამაში, რაც კლასის გაზრდაზეც მეტყველებს, ჯაფარიძეც შეუდარებელი იყო, 14 -იც, თითქმის ყველა....ზოგიერთს ჩავარდნები ქონდათ, არ ვკიცხავ, გასაგებია... გაუგებარია- დისციპლინარული ჩავარდნები, რომ არ კლებულობს, მწვრთნელებს მადლობა, მაგრამ სერიოზული სამუშაოა... მაგ.: მამამთავრიშვილი ბრძოლობს ყველგან, სულ ტონუსშია, რასაც ვერ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ მე-3 თამაშია ერთი და იგივე ემართება= აფექტში რაგბის წესები( აკრძალური ილეთები) ავიწყდება. 10-10 წუთი კაცნაკლულს ტოვებს ნაკრებს...
აუუუ... რა იქნება შოტლანდიაც ჩაროზად თუ დავაყოლეთ?! ვიღაცეები ალბიონზე ჩაფიქრდებიან, ბიჭებისთვის კი მაგარი მომავალი დაიწყებს გაჩარხვას...ამინ

10:51 | 13.06.2018
BEERTRANCE (1073)

აი ამაზე ნაკლები შემართება არ გქონოდეთ არასდროს

02:39 | 13.06.2018
federer (17) (469)

ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა და ანგარიში არ ასახავს კიდე იმ რეალობას რაც იყო.
მეორე ტაიმი მარტო ჩვენ ვთამაშობდით და რომ არა ბევრი შეცდომები დამაგვირგვინებელ ფაზებში გაცილებით ადრე გავტეხდით მეტოქეს.
ძალიან ბევრი პოზიტივის დაწერა შეიძლება ამ ბიჭებზე და ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ ასეთი მომავალი თაობა მოდის ქართულ რაგბში, მაგრამ დისციპლინას უნდა მივაქციოთ უდიდესი ყურადღება. კი ასაკობრივი ნაკრებია მაგრამ დისციპლინა ამ ასაკში უყალიბდება სპორცმენს და დავამთავროთ უნდა ასე უაზროდ დაჯარიმებები და 10 წუთიანი გაძევებები,
2-2 კაცი გაგვიგდეს ასაკობრივ და ძირითადი ნაკრების თამაშებზე და მგონი ეს რაღაცას ნიშნავს და სამუშაო ამ კუთხით ბევრიაა.
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავდაუზოგავი თამაშისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის 10 ქულის დაქაჩვა ისეთ დისციპლინირებულ და კარგად მომზადებულ გუნდთან როგორიც იაპონიაა ნამდვილად არაა სახუმაროო

02:56 | 13.06.2018
federer (17) (469)

ძაან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით თორე კი ვიბრძოლებდით უფრო მაღალი მიზნებისთვისაც და დღEს დამტკიცდა თუ რა დონის ქვეჯგუფში ვიყავით, ფრანგებმა უშანსოდ დაამარცხეს ზელანდიელები და აფრიკელებმაც მხოლოდ ერთი ქულა დათმეს და აფრიკა რო გასულიყო მივიღებდით ჩვენი ჯგუფის ფინალს და არცერთ ამ გუნდთან უშანსოდ და კატასტროფულად არ წაგვიგია და განსაკუთრებით აფრიკასთან.
ამ ჩემპიონატზე მინიმუმ 8 საუკეთესო გუნდში ვიყავით თამაშის ხარისხით.
იაპონია და ირლანდია დავამარცხეთ და არც უელსთან, იტალიათან და შოტლანდია არგენტინასთან ვიქნებოდით უშანსოდ.

0.089563