ბორჯღალოსნები

13:01 | 9.06.2018 | ნანახია 10099 - ჯერ

WORLD RUGBY-ის გამოხმაურება მათიაშვილის ლელოზე (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასზე ტონგა 16:15 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ერთადერთი ლელო მიითვალეს, თუმცა დიდებული. მე-7 წუთზე სოსო მათიაშვილმა ლამის მთელი მოედანი მარტომ გაირბინა და მეტოქე დაალელოვა.

მსოფლიოს რაგბი კი (WORLD RUGBY) აღნიშნულ მომენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და შემდეგნაირად დაასათაურა:

"მან ისევ გააკეთა! სოსო მათიაშვილს უყვარს ეპიკური ლელოების გატანა და ეს არის მათ შორის საუკეთესო!", - წერს მსოფლიო რაგბი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:31 | 09.06.2018
zangura (109)

ვინმემ ხო არ იცით მათიაშვილით უცხოური კლუბები არ ინტერესდებიან? დავიჯერო ესეთი მონაცემების კაცით არავინ ინტერესდება?

17:49 | 09.06.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

17:46 | 09.06.2018
krasni (587)

არ გვაწყენდა ბურჯებით გაძლიერება.

22:08 | 11.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ნამდვილად არ გვაწყენდა ! ! !

14:22 | 09.06.2018
გუსანი (34)

მძიმე თამაში იყო, ვულოცავ ბიჭებს და საქართველოს.... !!!!
მთავარი მაინც ანგარიშია?! .....არ ვიცი, რა გვეშველება ფიჯისთან და მითუმეტეს იაპონიასთან, იღბალი და უფალი ჩვენსკენ, ,,მოშინაურდებიან" და ამოიქოქებიან ბიჭები ...

0.119239