ბორჯღალოსნები

10:34 | 9.06.2018 | ნანახია 4748 - ჯერ

გამარჯვება ტონგასთან (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებმა წყნარი ოკეანის თასზე წარმატებული სტარტი აიღო და ტონგა დაამარცხა – 16:15 VIDEO.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობას ტონგელები ფლობდნენ და “ბორჯღალოსნებს” დიდად თავი მართლაც არ გამოუჩენიათ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სოსო მათიაშვილი იყო – სწორედ მან მიითვალა ყველა ქულა.

მეშვიდე წუთზე მეტოქის შეტევა ჩაჭრა და დიდებულ სტილში გაირბინა თითქმის მთელი მოედანი და მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი. სოსომ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ეს იყო ერთადერთი ლელო, რომელიც ამ შეხვედრაში საქართველომ დადო. შემდეგ იყო სამი ზუსტი საჯარიმო მათიაშვილის შესრულებით. აქედან ორი პირველ ნახევარში, რასაც ტონგამ ერთი ჯარიმით უპასუხა – 3:13.

მეორე ნახევარშიც პირველი ქულები “ბორჯღალოსნებმა” მიითვალეს. მე-60 წუთზე მათიაშვილის მორიგი ჯარიმით სხვაობა გაიზარდა. თუმცა, შეხვედრის ბოლო 20 წუთში ტონგა დიდ უპირატესობას დაეფულა და საქართველო ანერვიულა. ტუიმოალა ლოლოეამ 71-ე წუთზე ლელო მიითვალა, რომელიც ბედად ტონგელებმა ვერ გარდასახეს. წუთზე კი ჰალაიფონუას ლელოს ტაკულუას გარდასხვა მოჰყვა – 15:16.

დრო აღარ იყო და თამაშიც დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე პირველი გამარჯვება მიითვალა. მილტონ ჰეიგის გუნდი მეორე ტურში 16 ივნისს, ფიჯის დაუპირისპირდება, რომელმაც სამოა ასევე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (24:22).


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:41 | 11.06.2018
ilarioni (138)

ადრეც დავწერე და ახლაც ვამბობ, სად არის ის ხელით თამაშის სტატისტიკა ჰეიგი რომ აწარმოებდა ხოლმე. ამ თამაშზე 10 წუთი ვითამაშეთ ხელითო ამ თამაშზე 15-იო და ა.შ. ამ მხრივ პროგრესი ნულია. მთავარი ის არის, რომ ვიცოდეთ რა გვინდა. მოგება ყველაფრის ფასად, თუ ღირსეული, სწორი, თანამედროვე რაგბის თამაში და თუნდაც წაგება. თანამედროვე რაგბი წინ მიდის ჩვენ კი ისევ იმ ბოდიში და საშინელ თამაშს ვთამაშობთ. ზუსტად იგივე თამაში ვითამაშეთ მესხზე ტონგას წინააღმდეგ, ბოლო ათ წუთში, რომ დაგვასჯეს უსახური თამაშისთვის, რასაც მე პირადად რაგბს ვერ დავარქმევდი. და ამ შემთხვევაშიც ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდა ტონგას ალბათ სრულიად დამსახურებულად მოგვიგებდა კიდეც. მართალი გითხრათ გული დამწყდა რომ მოვიგეთ, იმიტომ რომ რაგბი არ გვითამაშია. უბრალოდ სირცხვილია მსგავსი ტაქტიკით თამაში. ან სამუდამოდ უარს ვიტყვით ამაზე ან მუდამ ერთ ადგილას დავრჩებით. ესე ვერანაირად ვერ გავიზრდებით. შეხდედეთ როგორ თამაშობენ სხვა ჩვენი დონის გუნდები თუნდაც კანადა, შტატები, თუნდაც ურუგვაი, რუსეთი, გერმანია ავიღოთ ბევრად უფრო თანამედროვე შემტევ გაშლილ რაგბს. ჩვენ კიდევ ერთ ადგილს ვტკეპნით.

23:41 | 10.06.2018
BEERTRANCE (1073)

მაინც იმედს ვიტოვებ რო აკლიმატიზაციის ბრალია. ფიჯისთან იმედია უკეთ ვითამაშებთ

19:19 | 10.06.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ფიჯისთან და იაპონიასთან შიშით ველი თამაშებს. ასეთ იაპონიასთან შანსი ძაან ცოტა გვაქვს (ისეთი თამაშებით რაც იაპონიამ იტალიასთან ხოლო საქართველომ ტონგასთან აჩვენა).

15:58 | 10.06.2018
qomagi (248)

ეს ბოქსქიქებიც რა უბედურებაა, მთელი ჯახირით ხელში ჩავიგდებდით ბურთს და მერე ისევ ტონგას ვაბარებდით და იწყებდნენ შეტევას.ბურთზე მიყოლა და მოგება 1 არ გვქონია.

15:35 | 10.06.2018
qomagi (248)

ჭიაბერაშვილი რა შუაშია, ქუბრიაშვილი უნდა დამეწერა

15:32 | 10.06.2018
qomagi (248)

მიუხედავად მოგებისა, ძალიან გაბრაზებული ვარ. ასე საზიზღარი და უფანტაზიო თამაშით მოვიგეთ ზედიზედ მეორე თამაში. შერკინების რეზერვი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ბურჯებზე ვამბობ. თეთრაშვილი საერთოდ არ არის სანაკრებო კაცი. რატომ არ არიან ნარიაშვილი, ფეიქრიშვილი, ჭიაბერაშვილი, ხატიაშვილი ან კაკოვინმა ასეთი რა მიჰქარა, გამარჯობასაც რომ არ ეუბნებიან. ხომ შეიძლება ვინმემ რამე აგვიხსნას. ჟურნალისტებმა მაინც გაარკვიეთ რაიმე.ტრადიციულად შერკინება იყო მუდამ ჩვენი კოზირი და მეორე ტაიმის ბოლოს ამ კომპონენტშიც გავსაზიზღრდით.რომ არა სოსო, წავაგებდით ამ თამაშს.

22:11 | 09.06.2018
dinamo222 (692)

მსოფლიოს ჩემპიონატამდე 1 წელი დარჩა და ამ 1 წელში ძირითადი ყურადღება უნდა დავუთმოთ დერეფანს და აბრაგანებს ! უკვე რამდენი წელია ამ 2 კომპონენტში ლამის ყველა გვჩაგრავს განსაკუთრებით აბრაგანებში 100 დან ალბათ 10-11 ს ვიგებთ და ეს კატასტროფაა @ ნუთუ ასე ძნელია აქმის გამოსწორება?თუ ამ მწვრთნელებს არ შეუძლიათ სპეციალურად მოიწვიონ უცხოელი მწვრთნელი აბრაგანების სპეციალისტი და მარტო ეროვნული ნაკრებისთვის კი არა ყველასთვის ! ყველა გუნდში იგივე პრობლემები გვაქვს და 14-15 წლის ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ ამის გამოსწორება

12:21 | 10.06.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

20:23 | 09.06.2018
DataN24 (215)

გვყავდა გადახალისებული შემადგენლობა, აუტები წავაგეთ ვერცერთხელ ვერ აუხტით მეტოქეს ჩვენიც წავაგეთ მეტოქის 22 თანაც კი როცა ანგარიშში გარდატეხა უნდა შეგვეტანა, 2 პასი ვერ გადავაბით ერთმანეთს, დაკიდებულ ბურთებზე ვერ ვიბრძოლეთ რამდენჯერმე კი თავისივე დაკიდებული ისევ ტონგელებმა აიღეს, რაქშიც გვაჯობეს, როცა რაიმე სანსი გვქონდა სულ წინ გაგვივარდა ბურთი ან უაზროდ დავკარგეთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სულ დაცვაში მოგვიწია ყოფნა საინტერესოა ბურთის ფლობა სტატისტიკა ვერ ვნახე, მაგრამ 70/30 ზე კი იქნებოდა ალბათ თუ მეტი არა. მიუხედავდ ამ ყვეაფრისა მაინც მოვიგეთ უძლიერესი დაცვის წყალობით, მშენიერი ვარჯიში გამოუვიდა დაცვას ფიჯისთან შეხვედრის წინ, ჟვანია, მელიქიძე, მჭედიძე და კოლელიშვილი ვფიქრობ მოხვდებიან უკვე მომავალი შეხვედრის განაცხადში, გაჩეჩილაძე ისეთი უდისციპლინო იყო მგონი დაისჯება მწვრთნელებისგან თანაც შენგელიასაც შეუძლია მგონი 8 ზე თამაში

19:57 | 09.06.2018
ზებე (86)

სასწაულია ცუდათ ვითამაშეთო და ტონგას მოვუგეთ, ცუდი თამაშით ტონგას მოგება განა ჩვენს კლასზე არ მეტყველებს?რამდენიმე წლის წინ რომელიმე ოკეანეთის გუნდთან ტოლ სწორად თამაშიც გვიჭირდა არათუ დამარცხება!!! სწორად ითამაშა გუნდმა სწორედ ისე როგორც მსოფლიოზე მოვუგეთ ჩვენი თამაში ვითამაშეთ და ტონგას ჩავუშალეთ ის რაც ბოლო 20 წუთში გააკეთეს. მანამდე საკმარისი ფორა შექმნეს ბიჭებმა.ფიჯი ცალსახად ტონგაზე ძლიერია, მაგრამ ჩვენც დაგვემატებიან ვინც გვაკლდა,პირველი ხაზი სხვანაირი იქნება და მთელი შერკინებაც ხაზზშიც დაემატბიან ბიჭები და სულ სხვა შემადგენლობა გვეყოლება ფიჯისთან,ძალიან ძნელი იქნება ძალიან ძნელი მაგრამ მე წარმატების იმედი მაქვს!!!

19:56 | 09.06.2018
GENESIS (49)

ლელობურთი ვითამაშეთ..იმათ - რაგბი.. მაგრამ მოვიგეთ ალბათ, ჰეიგი უკვე სერიოზულად დაალაგებს შემადგენლობას.. ჟვანია, მიქელაძე თადარიგის ბურჯებად, მჭედლიძე, ვიტო, შეიძლება ცუცქირიძეც..თუმცა, ვერ ვხვდები 8-იანზე რა იქნება.. პროფი 8-იანები თითქმის არ ყავს წაყვანილი..

18:42 | 09.06.2018
geogoli (367)

სადღაა თუ ძმა ხარ წვრილმანი შეცდომები, ძალიან მოუმსხვილდათ ბოლო დროს. ამდენი წაგებული დერეფანი, მიღებული ჯარიმა, მაღალ ბურთებზე უსუაურად თამაში, ორ მეტრში ვერ მიწოდებილი პასი, წინ ვარდნა უწყინარ სიტუაციაში - მე გავჩუმდები მარა პრობლემები რო ბევრია ამისთვის ექსპერტობა სულ არ არის საჭირო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ძალიან.

18:11 | 09.06.2018
tokageo (45)

ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისათვის. მსაჯს ასევე უდიდესი მადლობა აბსოლუტური ობიექტურობისათვის (ერთ-ორ ეპიზოდში ვიტყოდი ჩვენს თავხედობებზე თვალის დახუჭვისთვისაც). ეს მაღალი ბოჭვები თუ არ დავთმეთ ძალიან დაგვჩაგრავენ მსოფლიოზე მსაჯები. ასევე სასტიკად არ მეთმობა პირველი გათამაშებისას მეტოქისთვის უბრძოლველად ბურთის ჩაბარება. ამ კომპონენტში იქნებ ჩვენივე 20-წლამდელებისგან აიღონ მშვენიერი მაგალითი. მათიაშვილი, კაჭარავა, ნემსაძე, გიორგაძე მშვენიერ თამაშს აჩვენებდნენ. ხმალაძემ უარყოფითად გამაკვირვა. უნდა ვისწავლოდ ჯარიმებიდან მეტი ხეირის მიღება, მინიმუმ სულის მობრუნება, როცა ასე დაღლილები ვართ. მიყოლა და რაქების გაწმენდა ისევ პრობლემაა. შერკინებაში უპირატესობა ისევ მთავარი მამოძრავებელია, მაგრამ სათადარიგოების თადარიგს მაგრად უჭირს.
თამაშის ბოლოს უპირატესობის განიავება უკვე სისტემურ პრობლემად გვექცა. შარშან ა.შ.შ. წელს ბარბაროსები, ტონგა. მგონია რომ ფსიქოლოგიაზე მუშაობაც გვაკლია ამ კუთხით და სათამაშო პრაქტიკა კლუბებში, სადაც დიდი უმრავლესობა სათადარიგოდან შემოდის. ამ კუთხით უფრო მეტია საკუთარ თავზე სამუშაო!!!
ოპტიმიზმი: ტრადიციულად ბიჭები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ, აკლიმატიზაციას მოასწრებენ, ამხელა ფრენის გადაღლილობასაც საბოლოოდ უკან მოიტოვებენ და ფიჯისთან უფრო მეტი ორგანიზებით გამოვლენ მოედანზე, აი იაპონიასთან კი ე.წ. "რაზვიასკა" იქნება. მე ისევ დაუმარცხებელი ტურნეს მოლოდინში ვარ.
პ.ს. ბიჭები კითხულობენ ჩვენს კომენტარებს და სასურველია მეტი თავდაჯერება შევმატოთ, შენიშვნებიც თავის მხრივ უნდა გაითვალისწინონ. ქართველი გულშემატკივარიც სწავლობს და ვითარდება და აღარ გვეპარება მხედველობიდან წვრილმანები.
ბიჭებო თქვენთან ვართ სულით და გულით, გაგვახარეთ ისევ!!!

17:55 | 09.06.2018
პანტელეიმონი (1218)

სამწვრთნელო შტაბმა აუცილებლად უნდა გადახედოს შემადგენლობას და ვინც გამოსაძახებელია ნაკრებში სასწრაფოდ უნდა გამოიძახოს ! ! !
აუცილებლად უნდა მოვიგოთ პრინციპული მატჩები ფიჯისთან და იაპონიასთან ! ! !

17:20 | 09.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ვეთანხმები ICEMAN-ს, თან დავამატებ რომ შარიქაძე, თხილაიშვილი და მჭედლიძე რომლებიც გვაკლდნენ უბრალოდ ძირითადის ხალხი არ არიან, წამყვანი და შეუცვლელი ხალხია და თუ სხვების არ ყოფნას ასე თუ ისე უმტკივნეულოდ ვინელებთ ეს ხალხი დიდი ძალაა, სხვებს აღარ ვათვლი, ასეა თუ ისეა მოვიგეთ და მადლობა ბიჭებს. ისიც უნდა ითქვას რომ, არ შეიძლება ამხელა ფორის მერე ბოლოს საფრთხეს უყურებდე თვალებში რაც უპატიებელი და ბავშვური შეცდომების ბრალი იყო, თან ძალიან გამოცდილი მორაგბეების მხრიდანაც, არარსებობს ფიჯისთან ასე ხშირ და მძიმე შეცდომებს მწარე შედეგები არ მოყვეს, დარწმუნებული ვარ ბიჭები და მელიტონა შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ და შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანენ, წარმატებები ლომებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

21:47 | 09.06.2018
temuchin (431)

თორღვა დანაკლისი მართლაც დიდი იყო, მაგრამ თუ ღერძი ასე თამაშს გააგრძელებს ვერც ბუკა, ვერც კოკი და ვერც გორგოძილა ვერ გვიშველიან, გუნდის ხერხემალი უნდა გაჯანსაღდეს პირველ რიგში თორემ ინდვივიდუალური ოსტატობების ხარჯზე დავრჩებით და ეს კარგს არაფერს მოიტანს. ისე რა თქმა უნდა ჩანს რომ კლასი (და იღბალიც) მოგვემატა რაკიღა ამ საშინელი თამაშითაც დავამარცხეთ მოტივირებული ტონგა.

23:51 | 09.06.2018
თორღვა პანკელი (387)

კი ძმაო გეთანხმები რაზეა საუბარი მაგრამ, ჩემი აზრით ამ შეცდომებს წესით რაღაც ძალიან მარტივი და პრიმიტიული მიზეზები უნდა ჰქონდეს, ისევ განვმეორდები ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებისგან შეცდომები ბევრი მახსოვს რომლებსაც სავალალო შედეგამდეც მივუყვანვართ, გახსენება არ მინდა თუ არა არაერთს გავიხსენებ, მაგრამ დღეს რაღაც ამ იმდენად თვალშისაცემ შეუთამაშებლიბას, დაბნეულობას თუ რა დავარქვა არ ვიცი, იმდენად უცნაური და აუხსნელი სახე ჰქონდა რომ, წარმოუდგენელია ამას რაიმე სისტემატიური ხასიათის ნიშნები ან მსგავსი გააჩნდეს მომავალში ამას გამოვრიცხავ, არ ვიცი რა იყო მაგრამ გეთანხმები ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ალბათ შიდა სამზარეულოში თავად იციან მშვენივრად რაში იყო საქმე და არა მგონია მსგავსი ფიჯისთანაც განმეორდეს(თორემ მტრისას!)ასეთებს ფიჯელები არ გაგვიტარებენ.

16:42 | 09.06.2018
გზავნილი (81)

ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას - ბოლოს ჩაგდებული თამაშის მიუხედავად.
ზოგადად ეს თამაშები ხომ ტესტებია და მოთამაშეთა გამოცდა - შეთამაშებას ემსახურება. თუ ასეთ თამაშებში არ გამოვცდით მოთამაშეებს აბა პირდაპირ მსოფლიო თასზე ხომ ვერ გავაკეთებთ?
ასეთი როტაციით და ექსპერიმენტებით მელიტონამ შეძლო ის რომ თითქმის ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია შეიქმნა და ნაკრებში მოთამაშეთა არჩევანის საშუალება გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ამ მხრივ (არჩევანის არარსებობა) 9 და 10 ნომრებზე გვაქვს, რაც მათ საშუალებას აძლევთ "მშვიდად იყვნენ" და ეს მათ დათვურ სამსახურს უკეთებთ. ძალიან იშვიათად ხდება რომ ორივემ ერთდროულად ჩააგდოს თამაში როგორც დღევანდელ მატჩში და ჩემი აზრით ტონგის ასეთი ტერიტორიული უპირატესობის მიზეზი სწორედ ეს იყო - გუნდი ხერხემალში იყო გაწყვეტილი და როცა მთელი თამაში დაცვაში ზიხარ იღლები, შეცდომებს იწყებ და შედეგიც ასეთი დგება.
არ მგონია ადამიანი არსებობდეს ვინც იტყვის რომ ვასკა ვითარდება და პროგრესი აქვს. ბოლოს და ბოლოს წავიდეს დაწყევლილი გუნდიდან, ცოდოა თვითონ და პრობლემებს უქმნის ნაკრებსაც. მგონი 2 წელია უკვე 3 თამაში არ უთამაშია გადაბმულად თუნდაც შეცვლაზე! ლაშას შეუძლია ისეთი ფანტასტიკური რამეები გააკეთოს და საერთოდ ჩააგდოს თამაში, ამიტომ კონკურენტის სუნთქვას უნდა გრძნობდეს ზურგს უკან... არ ვიცი მსოფლიო თასამდე აბჟანდაძე როგორ მოძლიერდება (გაიზრდება), მაგრამ გენიოსი რომ გვეზრდება ფაქტია და თუ ასე გააგრძელა ვფიქრობ მელიტონა გაისად ერთა თასზე მიცემს შანსს და ვნახოთ.
გიორგაძეს მეორე სუნთქვა გაეხსნა და არ მგონია თავისი შანსი გაუშვას ნაკრების ძირითადში დასამკვიდრებლად, ნამდვილი გლადიატორი იყო.
უარყოფით კონტექსტში მინდა მოვიხსენიო დისციპლინა!
იმედია კვესელაძე კარგადაა, მოიკითხეთ ხოლმე რედაქციავ ჩვენი ბიჭების ამბები, 21-ე საუკუნეა მომწერეთ ანგარიშის ნომერი და ტელეფონის ფულს მე ჩაგირიცხავთ!

17:01 | 09.06.2018
federer (17) (469)

გეთანხმები ყველაფერში ნამდვლად კარგი და ვრცელი მსჯელობა იყოო
კვესელაძეს მგონი სერიოზული დაზიანება არ უნდა ქონდეს, ნუ სურვილი ასეთ გვაქვს რათქმაუნდა.
გასაგებია ტესტები იყო, მაგრამ ამ ტესტების დროს უნდა ვიმუშავოთ ხელით თამაშზე თორე ოფიციალურ შეხვედრებში ხელით თამაშზე ვარჯიში კარგს არაფერს მოგვიტანს.
პირველი ხაზის სათადარიგოები ასეთი სუსტი მე არასოდეს მინახავს და ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს ცვლილებების დროს. ჩვენ ძირითად პირველხაზელებს 60 წუთის თამაში ყველას შეუძლია და ფიჯისთან იმედია ადრეულ ცვლილებებს არ გავაკეთებთ.
უკანა ხაზში მარტო მათიაშვილმა და კაჭარავამ ითამაშა გუშინ და კაჭიმ ძირითადად დაცვაში იყოჩაღა, დაიკარგა 11 და 14 ნომერი მაგრამ ეს მათი ბრალი სულ არ აყო 9-10 ნომრების კისერზეა ეს ჩავარდნა ბურთი ვერ გაათამაშეს საერთოდ, 12 ნომერზე კვესელაძე უკვე დიდი ძალა ჩვენი ნაკრებისთვის და მაგრად დაგვაკლდა.
დისციპლინა ნამდვილად ასაკობრივი ნაკრების დონისაც არ იყო 2 ბარათი და კიდევ 2 ბარათის შანსი სადაც ბევრი მსაჯი არ დაგვინდობდა.
ახლა პოზიტივი ძირითადი პირველი ხაზი ფანტასტიკა, შემდეგ გამოვარჩევდი ნემსაძეს რომელმა მინიმუმ ერთი ლელო აგვაშორა და გიორგაძე ნამდვილი გლადიატორია ფიზიკურად მე არ მეგულება მორაგბე ვინც ოთარს დაჩაგრავს.
და ბოლოს კვირიკაშვილი უნდა იყოს ძირითადში ფიჯისთან თორე მის გარეშე დაცვიდან ამოსვლა ძალიან გვიჭირს, მეკოს ცრუმოძრაობები მაგრად დააკლდა თამაშს

15:13 | 09.06.2018
maxo_65 (458)

მელიტონას ამ ბოლო დროს ახასიათებს უცნაური გადაწყვეტილებები..არაა თეთრაშვილი სანაკრებო დონე, კინაღამ წავაგეთ თამაში, რაშიც გვაქვს კოზირი, იმასაც ვანიავებთ..კაკოვინი ყავდეს ქვეყანას და არ იყენებდე, არ მესმის..თან არაა დიდი ასაკის, 29 წლის არის რამდენადაც ვიცი..ბეკოშვილზე მივხვდით რომ არაა სანაკრებო კაცი და ახლა იქნებ თეთრაშვილზეც მივხვდეთ...

14:59 | 09.06.2018
giogobi (68)

იმენნა ესპანეთი- საქართველოს შეხვედრა იყო, 1:0 რომ მოვიგეთ. ბურთი სულ იმათ ქონდათ. ამ აუტებში რაღა გვეტაკა ვერ გავიგე, ან ბურთის აუტში ვერ გადატანა რაღა იყო. ტონგას ეს შემადგენლობა თუ საუკეთესო არ იყო, სულ მთლად ცუდად გვქონია საქმე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომეჩვენა რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ ყველა რგოლში, ერთადერთი მათიაშვილზე ვერ დამცდება ცუდი. ფიჯი თუ ძირითადის სასტავით დაგვხვდა ეს ტონგას შეტევები მონაგონი იქნება

13:58 | 09.06.2018
beeq.777 (63)

ბოლო 15 წუთი დავთმეთ და დავიჩაგრეთ როგორც შერკინებაში ასევე ერთი ერთზე თამაშში, რაც დაღლილობის და არასრულფასოვანი შეცვლების ბრალია. პირველ ხაზში ზამენის ზამენა გვყავდა და გაუჭირდათ ძაან. აუტებიც არვარგოდა და არც რაქები როგორც შეტევითი ასევე დაცვითი. დისციპლინაშიც ძაან მოვიკოჭლეთ ბევრი ჯარიმა ავიღეთ და 2 ყვითელი რაც ძან ბევრია . კარგი იყო დაცვა და კონტრშეტევა და რატქმაუნდა სოსო მათიაშვილი. ნემსაძეს გამოვყოფდი კიდევ. ხმალაძე და ვასკას მოკლებული აქვთ აშკარად. ფიჯი ასეთი თამაშით მოგვიგებს უნდა მოვუმატოთ აუცილებლად. მადლობა და წარმატებები ბიჭებს.

17:04 | 09.06.2018
federer (17) (469)

ბოლო 15 წუთში ვერ გავძელით თორე მანამდე 65 წუთიც არ დაგვიგლეჯია შეტევაში, უბრალოდ შერკინებაში ვჩაგრავდით მეტოქეს და შერკინებაში რომ ძველებურად დავმდგარიყავით არც ამ 2 ლელოს გავუშვებდით და საოლიდური ანგარიშითაც მოვიგებდით.

13:10 | 09.06.2018
federer (17) (469)

ძალიან მძიმე თამაში იყო, რადგანაც ხელით თამაში ფაქტიურად არ გამოგვდიოდა და ყრუ დაცვაში ვიდექით მთელი თამაში, მაგრამ შერკინების ხარჯზე გავდიოდით ფონს და ბოლოს ეს კომპონენტიც დავთმეთ და 5 წუთი კიდევ რომ დარჩენილიყო უეჭველი წავაგებდით. ასეთი სუსტი შერკინაბა მე ჯერ არ მახსოვს რაც ვიხილეთ პირველხაზელების შეცვლის შემდეგ.
ერთადერთი რაც მომეწონა ეგ იყო დაცვის ხაზის სწრაფად აწევა და 60 წუთი უპირატესობის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევდით.

13:12 | 09.06.2018
federer (17) (469)

ასეთი სუსტი თუ არის ჩვენი სარეზერვო პირველი ხაზი 60 წუთის მერე უნდა დავიწყოთ შეცვლები რო დაღლილ მეტოქეს მაინც დაუდგნენ შედარებით უკეთესად

12:21 | 09.06.2018
krasni (587)

ყოჩაღ ჩვენ, თუ იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ფრანგ ბარბაროსებთან, ან ტონგასთან რაღაც კოზირებს ვმალავთ და ფიჯი- იაპონიასთან გამოვაჩენგამოვიყენებთ.

12:04 | 09.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ მოგებას ! ! !

დარწმუნებული ვარ ფიჯისთან უკეთესად ვითამაშებთ, ხანგრძლივი მგზავრობა, აკლიმატიზაცია, პირველი თამაშის სინდრომი - ამ ფაქტორების გათვალისწინებით გამარჯვება შესანიშნავი რამეაა.

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

11:31 | 09.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ვაა, კიდევ მოვიგეთ ტოო ?
კაი რამე ყოფილა ოკეანიაში გულაობა, ეტყობა პალმები აღაგზნებთ ჩვენებს
კომენტარებიდან ჩანს, რომ მაინცდამაინც მოსაწონი რაგბი არ გვითამაშია. თუმცა კი გავიმარჯვეთ და ეს სასიამოვნო განწყობა მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი მატჩისთვის, რომელიც უფრო რთული უნდა გამოდგეს წესით.

11:13 | 09.06.2018
Dato505 (22)

შერკინების რეზერვი კრიტიკას ვერ უძლებს. რატომ არ გვყავს ფეიქრიშვილი 3 ნომერზე, ხომ არ იცით. ან ხატიაშვილი რატომ არ წაიყვანეს? მირცხულავას ნამდვილად ჯობია.

11:07 | 09.06.2018
Dato505 (22)

2016-შიც ყველაზე მეტად ტონგასთან გაგვიჭირდა. ფაქტიურად წაგებული თამაში მოვატრიალეთ. მე იმედით ველი ფიჯისთან მატჩს. უფრო კარგად ვითამაშებთ

11:01 | 09.06.2018
geogoli (367)

რაც ჩვენ ვითამაშეთ თანამედროვე რაგბის ნამდვილად არ გავდა (თუ გავდა რაგბის საერთოდ). იმედია ხარისხი გამოსწორდება, ამ გამარჯვებას მე აქტივში ვერ მივითვლი

10:54 | 09.06.2018
temuchin (431)

გამარჯვება სასიხარულოა მაგრამ აქაც ისევე როგორც ბარბაროსებთან დაცვით და შეტევაში მხოლოდ სოსოს ინდივიდუალური უნარებით(კაჭის არ ვუკარგავ ბრწყინვალე პასს). გავიმარჯვეთ. რაქი და სათადარიგო შერკინება კრიტიკას ვერ უძლებს. ღერძი არ მომერიდება და ვიტყვი რომ საშინელი იყო. ვნახოთ, ფიჯისთანაც თუ ასე გაგრძელდა გადაგვივლიან და არ მინდა ასე მოხდეს.

11:02 | 09.06.2018
geogoli (367)

100% ხარ

12:15 | 09.06.2018
ICEMAN (162)

ვერ დაგეთანხმებით, ბოლო დროს ისე მოვუმატეთ რომ უკვე ზელანდიასავით თამაშს ვითხოვთ მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ტონგა ჯერ კიდევ 3 წლის წინ ჩვენზე უკეთეს გუნდად ითვლებოდა, ასევე ჩვენ ბევრი რაგბისტი გვაკლდა მაშინ როცა ტონგა ძლიერი შემადგენლობით იყო, გასათვალისწინებელია ისიც რომ ფაქტიურად სტუმრად ვთამაშობდით და ტონგა ძალიან გაბრაზებული იყო ჩვენთან ბოლო მარცხებით, მიუხედავათ ამ ყველაფრისა მაინც გავიმარჯვეთ და მე ვიტყოდი რომ საკმაოდ იოლად რადგან რეალურად მხოლოდ ბოლო წუთებში დაგვიძაბეს თამაში რაც გარკვეულწილად დაღლილობის და მოდუნების გამო მოხდა

0.107073