საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ირლანდიის ამავე ასაკის გუნდს 17:8 ამარცხებს. 40 წუთის განმავლობაში ქართველები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე არსენ მაჩალაძემ ლელოთი გახსნა და გელა აფრასიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სამ წუთში კონორ დინიმ ჯარიმით სხვაობა შეამცირა. ასევე სამ წუთში აფრასიძემ შვიდქულიანი უპირატესობა ჯარიმით დააბრუნა.
მე-20 წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი მაღალი ბოჭვის გამო 10 წუთით გააძევეს, ამის შემდეგ კი ირლანდიელები შეტევაში გაერთნენ და დაისაჯნენ: 22-ე წუთზე სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, ირლანდიელები მას ვერ დაეწეოდნენ და ლელო დადო, აფრასიძემ კი გარდასახა. კონორ დინმა კი რიცხობრივი უპირატესობის შემდეგ ლელო დადო, გარდასახვა ვერ შეასრულა და ტაიმი საქართველომ 17:8 მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მელიტონას ამ ბოლო დროს ახასიათებს უცნაური გადაწყვეტილებები..არაა თეთრაშვილი სანაკრებო დონე, კინაღამ წავაგეთ თამაში, რაშიც გვაქვს კოზირი, იმასაც ვანიავებთ..კაკოვინი ყავდეს ქვეყანას და არ იყენებდე, არ მესმის..თან არაა დიდი ასაკის, 29 წლის არის რამდენადაც ვიცი..ბეკოშვილზე მივხვდით რომ არაა სანაკრებო კაცი და ახლა იქნებ თეთრაშვილზეც მივხვდეთ...
გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებას.ამდენი ენერგია შეალიეს,დაიღალნენ,მაგრამ მაინც გაიმარჯვეს.როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ბიჭები.ყოჩაღ და დიდი მადლობა,რომ ეს გამარჯვება გვაჩუქეთ.აწი თამასა აწეულია და აბა თქვენ იცით,მეტი და მეტი.ემოციებში ვარ,დიდი მადლობა.გილოცავთ ყველას.მიყვარს ეს სპორტი
ყველას გილოცავთ,მადლობა ჩვენს ვაჟკაცები.
გაიხარეთ ბიჭებო ! ! !
გენაცვალეთ, გაიხარეთ, მაგარი იყო.
ყოჩაღ ბიჭები
მაინც მოვიგეთ, კარგად კი ვინერვიულე ბოლოს მარა საქმე მივიყვანეთ ბოლომდე