მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსი ექნებათ.
ტურნირის ფორმატის თანახმად, სამი ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები და უარესი მაჩვენებლის მქონე მესამეადგილოსანი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.
ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები, „გ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან აღებული ბონუსით მეოთხე ადგილზე არიან (ქულათა ბალანსი -18). მხოლოდ ერთი ბონუსი აქვს ირლანდიასაც (საფრანგეთთან მცირედით მარცხისთვის), თუმცა გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი ჩვენზე სამით უკეთესი აქვთ -15.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე აღზევდება და სხვა ორი ჯგუფის შეხვედრას დაელოდება. ამ დროისთვის „ა“ ჯგუფში მესამე ადგილს უელსი იკავებს, რომელსაც 4 ქულა აქვს (ბალანსი -27); „ბ“ ჯგუფში 5-5 ქულა აქვთ არგენტინას (ბალანსი -5) და იტალიას (-37). დასკვნით ტურში უელსი იაპონიას შეხვდება, ხოლო არგენტინა და იტალია ერთმანეთში თამაშობენ. ჩვენთვის მისაღები იაპონიის და არგენტინის გამარჯვებაა, თანაც ისე, რომ იტალიამ ბონუსი არ აიღოს. არის სხვა ვარიანტებიც: იტალიის 12 და მეტი ქულის სხვაობით გამარჯვება, თუმცა ამ თვლას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ჩვენები ნარბონში ირლანდიას დაამარცხებენ და თუ ბონუსიც აიღეს, 8 მოწინავე გუნდს შორის მოხვედრა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნება.
წინა ტურებში
პირველ ტურში, სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტაიმის მოგების შემდეგ, მეორე ტაიმში მრისხანე მეტოქეს მესამე ლელო გავუტანეთ და დასკვნით წუთებში თამაშის ბონუსით (!) მოგების შანსსაც ვინარჩუნებდით, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ქულას დავჯერდით - 27:33. მეორე მატჩში ორი ლელო გავუტანეთ მასპინძელ საფრანგეთს და მოგების არა, თუმცა ბონუსის აღების შანსი აქაც გვქონდა - 12:24.
პირველ ტურში ირლანდია საფრანგეთს პირველი ტაიმის შემდეგ 17:5 ამარცხებდა და საბოლოოდ 24:26 დამარცხდა, ხოლო გასულ ტურში სამხრეთ აფრიკამ 30:17 აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ეს ირლანდიის ნაკრების ის თაობაა, რომელსაც 2015 წელს, ევროპის 18-წლამდელთა მეოთხედფინალში ფრედ 8:8 ვეთამაშეთ და მატჩის შემდგომ არეკნებში გელა აფრასიძის დარტყმებით ვაჯობეთ.
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მესამედ თამაშობენ და ირლანდიას სხვადასხვა ეტაპზე მესამედ ხვდებიან.
2016 წელს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ვასილ ლობჟანიძის ლელოთი და დავით მოძღვრიშვილის გარდასახვით დავწინაურდით. მე-7 წუთზე რეფერიმ ჩვენი მორაგბე წითელი ბარათით გააძევა და დარჩენილი დრო კაცნაკლულები დაგვტოვა, თუმცა მეტოქემ მეოთხე, პრემიალური ლელო მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაიტანა და 35:7 იმარჯვა.
იმ წელს ირლანდიამ უელსს 26:25 და ახალ ზელანდიას 33:24 მოუგო, თასის ნახევარფინალში არგენტინას 37:7 სძლია, ფინალში კი მასპინძელ ინგლისთან 21:45 დამარცხდა და პირველად 20-წლამდელთა ჩემპიონატის ისტორიაში, მედლებს დაეუფლა.
შარშან ირლანდიას ‘მიხეილ მესხზე’, მე-9 ადგილისთვის შევხვდით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. პირველი ტაიმის 10:7 მოგების შემდეგ, მეტოქემ მეორეს დასაწყისში ორი გარდასახული ლელო გაიტანა. აფრასიძის ინდივიდუალური გარღვევით და ლამაზი ლელოთი, ასევე მისი შორეული ჯარიმით და თედო აბჟანდაძის გარდასახვით, 75-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო, თუმცა ირლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს და 24:18 იმარჯვეს.
შვიდი ცვლილება
ხვალინდელი შეხვედრა ნარბონში, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 23 მოთამაშე, რომლებიც ამ ისტორიული შედეგის მიღწევას ეცდებიან.
შერკინებაში ხუთი ის მოთამაშე დაბრუნდა, რომელთაც სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ იბრძოლეს. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, სრულად შეიცვალა შერკინების პირველ ხაზი და თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ. შეცვლილია მეორე ხაზიც. სასტარტოში ბრუნდება გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე, რომელმაც აფრიკელებთან მატჩის შემდეგ დაისვენა და მას არსენ მაჩალაძე შეუწყვილდება. სამხრეთ აფრიკასთან ის შერკინების შემკვრელი იყო და საფრანგეთთან შეცვლაზე ითამაშა.
მესამე ხაზში საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა სანდრო მამამთავრიშვილმა და შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ. წინა ორ შეხვედრაში თადარიგში იყო და სასტარტოში დაწინაურდა არჩილ აბესაძე.
უცვლელია და ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. აფრიკელებთან ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა ფრანგებთან დაბრუნდა და ახლაც ძირითადშია ცენტრი გიორგი წიკლაური, რომელსაც სანდრო სვანიძეშეუწყვილდება. სვანიძე სამხრეთ აფრიკასთან მატჩში დაშავდა და წინა შეხვედრა გამოტოვა. ფრთაზე ბრუნდება დემე თაფლაძე, ხოლო მეორე ფრთა ამჯერადაც ოთარ ძაგნიძეა. უცვლელია ფულბეკი - ბექა მამუკაშვილი.
მარქაფაში ის პირველი ხაზია, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან იყო: თენგიზ ზამთარაძე, გიორგი ნუცუბიძე და გია ხარაიშვილი. წინა ორ მატჩში ძირითადში იყვნენ და ახლა თადარიგში არიან მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი თენგიზ გიგოლაშვილი.
თადარიგში გამოჩნდა კოტე მარჯანიშვილი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მარქაფაში არიან ცხრა ნომერი ლუკა დვალიშვილი და შუამარბი ლაშა ლომიძე.
23-კაციან განაცხადში 12 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ირლანდიელთა წინააღმდეგ შარშანაც ითამაშეს. ესენი არიან: გოგიჩაშვილი, პაპიძე, საღინაძე, მაჩალაძე, აფრასიძე, აბჟანდაძე (შარშან ექვსივე სასტარტოში იყო და ახლაც თამაშს იწყებს), ჯაიანი (შარშან სასტარტო იყო), ჯალაღონია, მამამთავრიშვილი, დვალიშვილი, წიკლაური და მამუკაშვილი.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავთ გამარჯვებას ბიჭებო ! ! !
მაინც ყოჩაღ, სინბინის მეშინოდა და კარგად დავდექით. ბოლოში თითქოს ვინერვიულე მარა საქმე მივიყვანეთ ბოლომდე.
ყველაზე მეტად მომეწონა რომ ოფლოუდებს ვიყენებდით. სამწუხაროდ ბოლო 4ში ვართ მარა იაპონიას წესით არ უნდა ვაჯობოთ
უნდა მივიყვანოთ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე. ეს რა ოქრო ბიჭები გვყავს.
წავიდა ძმები!!! რაგბი ჩვენი თამაშია!
ამჯერად მეც გამარჯვების მოლოდინი მაქვს. მთავარია სინბინი არ ავიკიდოთ
+ არ გავაქციოთ ირლანდია, ის წვრილმანი და უპატიებელი შეცდომები, კონცენტრაციის დაკარგვა განსაკუთრებით ტაიმის დასაწყისი, ტაიმის ბოლო, მეორე ტაიმის დასაწყისი
60 წუთის მერე ირლანდიის მე არ მჯერა
გელამ უნდა გადუბლოს ირლანდია შარშანდლეივით
60 წუთის მერე მოგვაწვენ მარა რას ფიქრობ ჩვენებმა ვითომ იცოდნენ რომ 3 ლელოს ვერ დაგვიდებდნენ
24:8 ზე მოვეშვით, თან დავიღალეთ - ასე ზედმიწევნით სეორად ითამაშო საათი რთულია და თითქოს მოგებულის შენარჩუნებაზე გადავედით
მაგარი გუნდი ყოფილა ირლანდია - არ გაუმართლა ჯგუფი
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
რაგბი თუ ლოგიკური სპორტია, ნაღდად არ მგონია ამ მსოფლიოზე ირლანდია საქართველოზე ბევრად ძლიერი. თანაბარი გუნდებია და ვფიქრობ რომ მხოლოდ სარაგბო ტრადიციების გამო თვლიან ბუკმეკერები ირლანდიელებს ფავორიტებად.
მე პირადად კი ძალიანაც მაწყობს, ბორჯღალოსნებს რომ ამხელა კუში აქვთ. ჩავალ და დავუდებ, თუ ექნებათ პროგრამაში. მესამე წელია ელიტაში ვართ და დრო მოვიდა ჯგუფშიც მოვიგოთ ერთი თამაში.
დანარჩენები არ ვიცი რას ეძახით ღირსეულ წაგებას, მაგრამ საფრანგეთთან წაგება ჩემთვის პირადად არ იყო ღირსეული წაგება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღირსეული თამაშის საზომად ნამდვილად ვერ გამოდგება დაფიქსირებული ანგარიში და ვერც ერთ ტაიმში მომატებული თამაში. თამაში შედგება ორი ტაიმისგან და როგორც თავდაცვის ისე თავდასხმის კომპონენტებისგან. ის რომ დაცვაში საბრძოლველად გაიხდი საქმეს იმიტომ, რომ შეტევაში მთელი ტაიმი, თანაც გადახალისებულ საფრანგეთთან უბრალოდ არაფერს აკეთებ, ღირსეულის გარდა ყველაფერია, მეტიც ეს რაგბი არაა. სხვა საქმეა რომ ცდი მაგრამ არ გამოგდის, ეგეც კი სჯობს უბრალოდ დაცვაში ჩადგომას, რა არის ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი ხომ არ არის სულ დაცვაში გაატარო ერთი ტაიმი. ამიტომ ითამაშეთ რაგბი რა, რომ შეგიძლიათ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაშშიც გამოჩნდა. პრობლემა არ არის თუ დამარცხდებით, მთავარია რაგბი ითამაშოთ და არა ვაირაგბი.
100%იანი ხარ მეგობარო! სულ ამას გავიძახი წინასწარ კაპიტულაცია მარაზმია. ამდვილად შეგვიძლია ტავგანწირული ომი გამოვიცხადოთ ირლანდიას და გავიმარჯვოთ. მხოლოდ ბრძოლით შეიძლება მოგება, ლანგარზე ამას არავინ მოგვართმევს.
თქვენთანა ვართ ბიჭებო, მიაწექით, გვეიმედებით.
მხოლოდ გამარჯვება!
სხვა შედეგი არ განიხილება!
დროა უკვე რამე ღირებული გავაკეთოთ "ღირსეული წაგებების" მიღმა!
ზედიზედ 3 მსოფლიოზე ასპარეზობა და გზად იტალიის და არგენტინის მონელება ''ღირებული'' თუ არაა მაშინ ვერ ვიცი
კატეგორიული მოთხოვნაა
შეარბილებდა კაცი
წარმატებები
დროა ჩვენც გამოვაჩინოთ რაც შეგვიძლია, ირლანდიას არ ყავს ისეთი აღნაგობის ხალხი როგორებიც აფრიკას და საფრანგეთს, შესაბამისად ფიზიკურად უნდა ვაჯობოთ. მაქსიმალური კონცენტრაცია და გამარჯვების შანსი გვექნება
გეთანხმები
როგორც იქნა საბრძოლო რაზმი დადგა, აი ეს მომწონს! ოღონდ ვფიქრობ აზარიაშვილი მარქაფაში ყოფნას იმსახურებდა, მაგრამ არა უშავს წინ 2 თამაში გვაქვს კიდევ. როცა ადამიანი ხედავს რომ საომრად გადის გუნდი, როცა ყველაფერს გაიღებ რაც შეგიძლია - თუნდაც წაგება არ გტკენს გულს ისე როგორც წინასწარი კაპიტულაცია. ეს მომენტი ხომ მთავარია რისთვისაც რაგბი გვიყვარს. წაგება კი ვახსენე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვიგებთ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს მოგება გადავწყვიტეთ - წინა ორი წაგების მიზეზი მხოლოდ საკუთარი თავის უნდებლობა იყო. თვითრწმენა ერთერთი ყველაზე დიდი ძალაა რაც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციის საშუალებას აძლევს.
დიდი იმედებით ველი ხვალინდელ დღეს, წარმატებები ბიჭებო!!!
" წინა ორი წაგების მიზეზი მხოლოდ საკუთარი თავის უნდებლობა იყო."
კაცი ამას რომ დაწერ და თან პრეტენზია გაქვს რაგბი მესმისო ეგ როგორაა?
გეტყობათ, თუნდაც რთული ორნაწილიანი წინადადებიდან მარტივი აზრის გამოტანა ვერ შეძელით. შემეშვით, სხვა გასართობი ნახეთ. 20 წუთში თამაში იწყება და იქნება მიხვდეთ რა განსხვავება არის ბრძოლას და კაპიტულაციას შორის.
)))
შენი ზარების გენერაციის მეთვალყრედ ვიქეცი
მარტივ და კონკრეტულ კითხვებს რომ გისვამ - უპასუხე და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე
გიოჯან, კავშირის გვერდზე შეიხედე, იქ უარესები წერია
იქიდან გამოვედი
ვერ გავუძელი
აზარიაშვილს მეც ველოდებოდი, წინა თამაშში რაქებში მაგრად იბრძოდა