სიახლეები

13:52 | 5.06.2018 | ნანახია 1281 - ჯერ

აკადემია | შეჯიბრი უნარებში და გელათის მონასტერი

გასულ შაბათს რაგბის ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთის ფილიალების (ისანი და მუხიანი) 15-15 მორაგბე ქუთაისს ეწვია და დასავლეთის ფილიალის მორაგბეებთან ერთად, სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა - სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო. პირველ ნაწილს ‘აია არენამ’ უმასპინძლა და აკადემიის მწვრთნელების გარდა ბორჯღალოსნების პირველი უცხოელი მწვრთნელი, ფრანგი კლოდ სორელიც ესწრებოდა.

გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სარაგბო უნარების შესრულებაში შეეჯიბრნენ: დერეფანში ბურთის აგდება და მოგება; შეზღუდულ დროში არეკნების შესრულება; პასის სიზუსტე (ბურთის რგოლებში გაძვრენა); ბურთის სწრაფად ჩათამაშება (6-6-ზე); ფეხით თამაში და დაჭერა (სხვადასხვა ზონებში); დაცვა-თავდასხმა ერთი-ერთზე.

განსაკუთრებული მხიარულება გამოიწვია ბაგირის გადაქაჩვამ და სუმომ, რომელმაც ტოჩინოშინის დამსახურებით საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.

აკადემიის მწვრთნელები ყველა ნომინაციას შესაბამისი ქულებით აფასებდნენ, თუმცა გამარჯვებულების გამოვლენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში სამივე ფილიალის მორაგბეების ერთად ყოფნა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარება იყო.

გელათი

თითქმის 2-საათიანი სპორტული აქტივობის შემდეგ, მორაგბეებმა დაისვენეს და წყალწითელას ხეობაში, 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ გელათის სამონასტრო კომპლექსს მიაშურეს. აღმაშენებელი თვლიდა, რომ ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი მტერს ჰქონდა დაპყრობილი, განათლება უმნიშვნელოვანესი იყო და მონასტრის ტერიტორიაზე დააარსა აკადემია.

გიდმა აკადემიის მორაგბეებს დაათვალიერებინა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვანი მთავარი ტაძარი, აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავი და განჯიდან ჩამოტანილი კარიბჭე.

RUGBY.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:07 | 07.06.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

23:56 | 05.06.2018
BEERTRANCE (1073)

ბრავო, ნამდვილად კარგი წამოწყება

16:23 | 05.06.2018
თორღვა პანკელი (387)

გაიხარეთ

0.083056