ბორჯღალოსნები

21:06 | 4.06.2018 | ნანახია 5434 - ჯერ

10 ნოემბერს ფლორენციაში: იტალია - საქართველო

ბორჯღალოსნები ამა წლის ნოემბრში იტალიას ეწვევიან და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 10 ნოემბერს, ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში მეოთხე ტესტ-მატჩს გამართავენ.

თამაში ფლორენციაში, ‘ფიორენტინას’ სტადიონზე, ‘არტემიო ფრანკიზე’ გაიმართება, რომელიც 1931 წელს აშენდა, 1990 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 43 147 მაყურებელს იტევს.

‘არტემიო ფრანკიმ’ საერთაშორისო სანაკრებო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა. აძურიმ 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.

ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

აძურის ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

მატჩის ბილეთების გაყიდვა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, რის შესახებაც ინფორმაციას რაგბის კავშირი შემოგთავაზებთ.

RUGBY.GE


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:54 | 05.06.2018
BEERTRANCE (1073)

აი თავიანთ თავს უნდა გადაახტენ თავი გავიგიჟოთ და ყველაფერი ჩავდოთ ამ თამაშის მოსაგებად

16:42 | 05.06.2018
ogafa (407)

წარმატებები

16:31 | 05.06.2018
გზავნილი (81)

ვინმემ იცის რა ორგანიზაციაა რაგბის ქომაგთა კლუბი და საიტი ან რამე საკონტაქტო ინფორმაცია თუ გაქვთ იქნებ მომწეროთ. თუ თვითონ არ ვუშველეთ თავს არაფერი გამოვა

16:26 | 05.06.2018
გზავნილი (81)

ჩვენმა უტრ..კო ფედერაციამ ის მაინც გააკეთოს რომ გულშემატკივრები ერთად დაგვსვას ტრიბუნებზე და არ ვიყოთ დაქსაქსული. ეს მარტო ამ თამაშს არ ეხება განსაკუთრებით საჭიროა ეს იაპონიაში სადაც ბევრი ქართველი ვერ შეძლებს წასვლას. წინასწარი განაცხადი მაინც გააკეთონ თუ რამდენი ადამიანი აპირებს წასვლას რომ ერთად ვიჯდეთ ტრიბუნაზე

17:49 | 05.06.2018
jora84 (183)

უტრაკო, როგორც კავშირ მოიხსენიებ არანაირი ვალდებულება არ აქვს ვინმე სადმე წაიყვანოს ან ორგანიზება გაუწიოს მათ წასვლას. არ არის პრაქტიკაში სარაგბო თამაშებზე ვინმესთვის ცალკე სექტორის ან ტრიბუნის გამოყოფაზე. ასე რომ კავშირს შეეშვი, მაგათ თავისი ცოდვებიც ეყოფათ.

15:42 | 05.06.2018
krasni (587)

ფლორენციაში იტალიელებზე ნაკლები რაოდენობის გულშემატკივარი არ ეყოლება ბორჯღალოსნებს, ღირსებიც არიან. ტესტის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია, მოგების გარდა სხვა შედეგი არც უნდა განიხილებოდეს. წლევანდელი და გაისის ტესტები, მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგი და ეგაა...

13:27 | 05.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ხო........ ხო........... ხოოოოოო.......................

13:16 | 05.06.2018
ოვალური კორბენი (276)

15 წლის წინანდელი და ახლანდელი ქართული რაგბის შედარება არც შეიძლება. მხოლოდ გამარჯვებას ველი. გარემოებების გათვალისწინებით, ეს იქნება შედეგის თვალსაზრისით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ბორჯღალოსნებისთვის.
იტალიასთან მოგება "ოფიციალურად დაავალდებულებს" რაგბის მამებს, სხვანაირი თვალით შემოგვხედონ

12:49 | 05.06.2018
temuchin (431)

აბა ძმებო და დებო, როგორც იქნა გვეღირსა სატრიბუნე სიმღერა და ნუ დავიზარებთ. ლინკი აქვეა და ტექსტი კიდევ ვიდეოს კომენტარებში. stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=cxTgFcHkt8c&lc=z224tr2porvlzrnhv04t1aokgeun1xw5tfpx42snuvuhbk0h00410.1528151788914733')>0?' https://www.youtube.com/watch?v=cxTgFcHkt8c&lc=z224tr2porvlzrnhv04t1aokgeun1xw5tfpx42snuvuhbk0h00410.1528151788914733':' https://www.youtube.com/watch?v=cxTgFcHkt8c&lc=z224tr2porvlzrnhv04t1aokgeun1xw5tfpx42snuvuhbk0h00410.1528151788914733'))

13:23 | 05.06.2018
პანტელეიმონი (1218)

კარგია ! ! !

12:40 | 05.06.2018
DataN24 (215)

იმედია უძლიერესი შემადგენლობით ჩავალთ და ყველა ფორმაში იქნება , 50/50 მგონია შანსები

12:22 | 05.06.2018
LApaata (115)


Andria Xatridze-- შენ რაც შეგეხება ხარ ტროლი))) ადრეც მინახავს შენი ფოსტები და შენი ფეისბუკიც ვნახე ვინც ხარ, რომ იმალები და აქაც რომ არ შემხვიდე და გაქრე დაიმალო ასე აჯობებს.

12:14 | 05.06.2018
LApaata (115)


Andria Xatridze-- აქ პოლიტიკური საიტი არაა მარა დამრავლებაზე პასუხი მივეცი . ქვეყანა და მთავრობა ვინც გმირებს ყიდის ის ქვეყანა არაა და ვერც იქნება. ამიტომ ვერც დამრავლდება. რას გეტყვი იცი მე ნაცებისაც და ქოცებისაც რომ ქვეყანა აქმადეა და სულ ყველას კიდი. შენ კი ქოცებს იმით ამართლებ რომ თურმე ნაცებმა მაშინ მიჰქარეს და ახლა ეს ამათზე აღარცაა სალაპარაკო.

23:49 | 04.06.2018
mamulo (31)

სანამ მთავრობა რომელიც მხოლოდ თავის ოჯახებზე და ახლობლების კეთილდღეობაზე ფიქრობსანამ მათ მხოლოდ ფულის შოვნა აინტერესებთ და ქვეყანა კიდიათ.არაფერი გვეშველება.არ შეიძლება ასეთ დაქცეულ ქვეყანაში ერთ მთავრობის წევრს.მაგ. საგანელიძეს 28 000 ლარი ქონდეს ხელფასი თვეში მასწავლებელს კი 400.პენსიონერს 180.ასეთი ერი გაქრება.ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან.ზოგი სამუშაოთ,ზოგიც სასწავლებლა და მათი მესამედიც კი არ არის უკან დამბრუნებელი.მეც წასული ვარ ,ვინაიდან დავიღალე ამდენი ომითა და ერთმანეთის ჭამით.თუნდაც რაც ეხლა ხდება ქვეყანაში,როგორ გგონიათ ემიგრანტების უმრავლესობას უკან დაბრუნების სურვილს გაუჩენს?არა!ერთი უნამუსო მთავრობა.მეორე უნამუსო მტავრობამ შეცვალა.ქართველების 27% ივანიშვილილის მონობა ურჩევნია ქვეყნის შენებას,20 % სააკაშვილზე აფანატებს.800 000 პენსიონერს ქვეყანის მაგივრად პენსია უფრო აინტერესებს.და ვინღა დაეჩა ქვეყნის ამშენებელი? ვისაც შრომა ან ტვინის განძრევა შეუძლია ყველა გადახვეწილია.ამიტომაც ლოგიკურია ქვეყანა რომ იცლება და იქცევა.მაპატიეთ ცოტა ემოციებმა ამიტანა და ისეთი პოსტი დავწერე ამ გვერდს რომ არ შეეფერება.ბოდიში მეგობრებო.

13:09 | 05.06.2018
ოვალური კორბენი (276)

რა გაქვს საბოდიშო, სრულ სიმართლეს ლაპარაკობ.
ყველაზე მეტად აქედან წასულ საქართველოზე მწყდება გული. ადამიანი გამბედავი უნდა იყოს, ყველაფრისდა მიუხედავად ცხოვრება ნულიდან დაიწყოს უცხოეთში. სწორედ ასეთი გამბედავები, რისკიანები, შრომისუნარიანები და საღად მოაზროვნეები გარბიან ამ ქვეყნიდან. ბევრი მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ ამ მყაყე ჭაობს ვეღარ უძლებს აქ რომ ყარს.
ასეთი რეალობა კარგს ნაღდად არ მოგვიტანს არაფერს.

13:35 | 05.06.2018
LApaata (115)

წასული ჩამოვედი აქ და თითქმის 2 წელია ამათ მაიმუნობას უყურებ, ამოვიდნენ ნაცებიც, ქოვებიც და ყველა პოლიტიკოსებიც, წლის ბოლოს გადავწყვიტე ისევ წასვლა, ახლა სამუდამოდ, ამათ მაყურებელმა. კიდევ კარგი რომ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და ვისაც არა ბრალი იმათი ამათან დამრჩენებს.

13:14 | 05.06.2018
პანტელეიმონი (1218)

უკვე მოგვიტანა კორბენ ! ! !

21:20 | 04.06.2018
გადავარჩინოთ საქართველო (7)

ამ თამაშისათვის უნდა მოემზადონ, თუ გორგოძე ფორმაში იქნა აუცილებლად უნდა დავიმატოთ

21:19 | 04.06.2018
გადავარჩინოთ საქართველო (7)

საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. რაიონებში სკოლები იხურება. თუ სკოლა შემორჩა ზოგიერთი კლასი სულ არ არსებობს ან კლასში ერთი ორი ბავშვი დადის. ვიყავი სამგრელოს, რაჭის, ლეჩხუმის ზოგიერთ სოფელში, ბავშვები ვერ ვიპოვე. არ არიან. მოხუცებია უფრო, შვილები თავიანთი ოჯახებით ან თბილისში იმყოფებიან ან წასულები არიან საზღვარგარეთ სამუდამოდ. სამეგრელოში მათ ადგილას ჩინელები ვნახე. გული მტკივა, რომ იკარგება ქართული გენი. 0 დან 19 წლიანები აზერბაიჯანელებზე და სომხებზე, რომ არაფერი ვთქვათ ჩეჩნები, ლეკები, ავარიელები, ინგუშები... გვისწრებენ. გული მიკვდება, რომ ფარნავაზის, მირიანის, დავით აღმაშენებლის, გიორგი მერჩულეს, თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, ცოტნე დადიანის, ... ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სულხან საბა ორბელიანის, .... ბევრი ვაჟკაცის, ძალიან ბევრის (უბრალოდ ძაან დიდხანს მომიწევს წერა) საქართველო იღუპება. ჩვენი მორაგბეების, მოჭიდავეების, მკლავჭიდელების, ძიუდოისტების... საქართველო იცლება ქართველებისაგან და საქართველოც პატარავდება ტერიტორიულად. ნუთუ ქართველებმა დავკარგეთ ინსტიქტი თვითგადარჩენისა? ბევრი გარბის ქვეყნიდან, აქ კიდევ ან არ ოჯახებდა ან ერთ შვილს აჩენს და იმაზე ჯერდება. კი ვიტყვით გაჭირვებააო, მაგრამ სხვაგან რა ულხინთ? თუ არ გამოვფხიზლდით საქართველო დაიღუპება. იმ რაგბისტების, მოჭიდავეების, ძალოსნების, მკლავჭიდელების... კიდევ ბევრ სხვათა ოჯახებში (აქ მხოილოდ სპორტზე ვიტყვი) რომ ყოლოდათ კიდევ ერთი ორი ბიჭით მეტი, თუნდაც გოგოები ხომ უფრო ბევრნი და უფრო ძლიერები ვიქნებოდით? გვეყოლბა არა ერთი ლევან საღინაშვილი, ერთი ლევან გორგაძე, ერთი ლაშა ტალახაძე, ერთი მამუკა გორგოძე ... არამედ ბევრად მეტი... ბევრად. გამრავლდით ქართველებო!
P.S: აფხაზეთში მრავალშვილიანობაზე აიღეს აქცენტი. 40-47 წლის ქალები აჩენენ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეტ შვილს. თვითონ ვიცი. ნუთუ ყველამ უნდა გვაჯობოს ჭკუაში?
ღმერთო დაიფარე საქართველო!!!

23:11 | 04.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე მეგობარო სიმართლის თქმისთვის, შენ ნამდვილად ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობა აღწერე ! ! !

21:51 | 04.06.2018
LApaata (115)

მეგობარო აქ ჩვენ კი არ უნდა ვწერდეთ ამაზე მთავრობა უნდა გვყოლოდა ისეთი რომელიც ერისთვის და ქვეყნისთვის იზრუნებდა. მარა მივიღეთ მთავრობა რომელიც მხოლოდ თავის ოჯახებზე და ახლობლების კეთილდღეობაზე ფიქრობს, მათ მხოლოდ ფულის რამენაირად გაყვლეფა აინტერესებთ, ქვეყანა ყველას კიდი. სანამ ასეთი მოდგომა იქნება მთავრობის საკუთარი ქვეყნის და ერის მიმართ ჩვენ რამდენიც გინდა ვწეროთ ამ საიტზე ანაც სხვაგან აზრუ არა აქვს. აქ და სხვაგან ხალხისთვის უნდა მოგეწოდებინა როცა ჩვენი მთავრობა ჩვენ მებრძოლების გამყიდველებს პასუხს არ აგებინა. ქვეყანა სადაც თავის გმირებს მტერ რუსეთს მათ მონაცემებს გადასცემს ის ქვეყანა არაა და არც მომავალი აქვს. პრიციპში მე თუ მკითხავ არცაა ღურს რმ ასეთ ერს ქვეყანა ქონდეს. ხოდა რასაც ჩვენ ქართველები ვიმსახურებთ ისე მოგვდის და ახია ჩვენზე.

0.091816