31 მაისს, საღამოს 20 საათზე ბორჯღალოსნები ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ ერკინებიან. მეტოქე თბილისში დღეს ღამით ჩამოდის, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა კი, ნაშუადღევს გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართეს.
ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან და შერკინებიდან შეტევითი კომბინაციები დაამუშავეს, რის შემდეგაც ერთმანეთში მაღალი ინტენსივობის თამაში გამართეს. ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მზადების შესახებ და მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა:
„იმ მორაგბეებთან ერთად, რომლებიც დიდი 10-ის კლუბებში თამაშობენ და საფრანგეთიდან ადრე შემოგვიერთდნენ, დიდი ხანია ვემზადებით. დანარჩენებიც ერთი კვირაა ჩვენთან არიან. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ივნისის ტესტების წინ მაღალი დონის მოსამზადებელი თამაში გვექნება, რისი მსგავსიც აქამდე არ ყოფილა და ეს მომდევნო შეხვედრებშიც დაგვეხმარება.
მეტოქე საფრანგეთის მეორე დივიზიონის ნაკრებია, რომელიც გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. რა სტილს შემოგვთავაზებენ ‘ფრანგი ბარბაროსები’ არ ვიცით. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ დავხვეწოთ თამაში როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში“.
გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაშის მოლოდინშია:
„ჩვენი სურვილია, რომ სულ ასეთ კარგ გუნდებთან გვქონდეს თამაში. ‘ფრანგი ბარბაროსები’ არცერთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები არაა, მაგრამ ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. კარგი თამაში იქნება და ვეცდებით 31-ში მეტოქე სავსე ტრიბუნების წინაშე დავამარცხოთ.
პრო დე2 საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და მისგან გაკეთებული ნაკრები უდაოდ ძლიერი გუნდი იქნება. ვთვლი, რომ ის საფრანგეთის ეროვნულ გუნდს ბევრი არაფრით ჩამოუვარდება. საქართველოში თამაშისას ჩვენი პრიორიტეტი მუდამ გამარჯვებაა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ“.
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერია თამაზ მჭედლიძე:
„ერთი წელია საქართველოს ნაკრებში არ ვყოფილვარ და ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში დაბრუნებით. მეორეს მხრივ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან გულშემატკივრებს და მწვრთნელებს უნდა ვაჩვენო, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ. მეტოქის შემადგენლობას გადავხედე და მოთამაშეთა 90%-ს ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე, ჩვენც მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით გამარჯვებით გავახაროთ“.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ახდა ჩვენი სურვილი მამუკას და ზირაქას ხელახალი ინტეგრაციისა "ბორჯღალოსნებში" და თუ ეს შეუძლებელია, მათი საზეიმო გაცილების ორგანიზება მაინც "ბარბაროსებთან" მატჩში ! ! !
ზოგადად ჩვენი ლომები რაც უკეთეს გუნდს ხვდებიან მით უკეთესს თამაშს აჩვენებენ. მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული გადიან მოედანზე. განა შეიძლება უელსთან თამაში შევადაროთ თუნდაც რუმინეთთან თამაშს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე მჯერა რომ წელს უფრო შთამბეჭდავი ზაფხული გველის ვიდრე იყო შარშან.
PS. არ ვიცი აქ რატომ შემოვდივარ რამეს წასაკითხად - თავისი დაწერილი მაინც არაფერია. სასირხვილო "ჟურნალისტები" ხართ თუ ასეთი გქვიათ საერთოდ! ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და ერთი ნაგლეჯი აბზაცი არ დაგიწერიათ ბიჭების გასამხნევებლად! თუ ამიოს მერე მოჯღაბნით რამეს ხვალ - მათ ამის წაკითხვის დრო აღარ ექნებათ.
ნამუსოები ხართ ყველანი რედაქციაში! ყველამ ბოიკოტი უნდა გამოგიცხადოთ მოსემწერლებო!!!
100%
მეტი რა გევალებათ მართლა და მართლა?! სწორია ეს კაცი, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს სტატია არ დევს კიდე რაგბის საიტზე, რა უნდა გელაპარაკოთ?!
+1
ღმერთი თქვენსკენ, ჩვენო საამაყო ბორჯღალოსნებო!
მონატრებული გვაქვს ბორჯღალოსნების თამაში. ივნისი გვანახებს სადა ვართ. მე ძალიან იმედიანად ვარ. მიაწექით ლომებო.
რა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშის შედეგს?
თამაშის მთელი არსი და მიზანი ხომ ივნისის ტესტებისთვის მზადება და გახურებაა?
ტონგა-ფიჯი-იაპონია
საინტერესო თამაში უნდა იყოს
იმედია მოვიგებთ
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
წარმატებები ბიჭებს! მინიმალური შეცდომები დავუშვათ და გავიმარჯვებთ, რაგბი ჩვენი თამაშია!