საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე “ბრივში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია აკვიტანიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის მორაგბემ ახალ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
გიორგაძე 2015-2018 წლებში “კლერმონის” ღირსებას იცავდა, ძირითად გუნდში თამაში სულ 7-ჯერ მოუწია და 1 ლელო გაიტანა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 10-ჯერ უთამაშია და 1 ლელოს დადება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ “ბრივი” ტოპ 14-დან დაქვეითდა და მომდევნო სეზონს პრო დ2-ში გაატარებს. ამ კლუბში ირიცხებიან: კახა ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დიდი შანსია დაბრუნდნენ და თუ ოთიამ და ვასკამ ამ ერთ წელში ძირითად შემადგენლობაი თავი დაიმკვიდრეს ძალიან კარგი იქნება ))
ალბათ სწორად გადადგმული ნაბიჯია, ჯობია ქონდეს მეტი სათამაშო დრო, ბრივი ტოპ-14-ში გადმოსვლას შეეცდება და გადმოვა კიდეც ალბათ..ოთის აქვს იმის პოტენციალი და ნიჭი რომ უფრო მეტად გაიზარდოს და მერე უკეთესი გუნდებიც გამოჩნდებიან...
ყველა შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ ! ! !
რა უნდა ასიეშვილს პრო დ2-ში? ნუთუ ვინმემ ვერ აიყვანა, არც ოთია არ მემეტება ძალიან მეიმედება ამ ბიჭის, მიუხედავად იმისა რომ არაა ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი.
თუ ნორმალული სათამაშო პრაქტიკა ექნება, მაშინ კარგია. მთავარია ჯანმრთელად იყოს, მერე კი ტოპ 14-შიც დაბრუნდება და ბევრ სიხარულსაც მოგვიტანს.
მდაა ცუდია...