ორმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა “სანვულვზმა”, რომელიც გასვლაზე “რებელსთან” უშანსოდ დამარცხდა.
ნიკოლოზ ხატიაშვილის და ჯაბა ბრეგვაძის გუნდმა სუპერ რაგბის მე-15 ტურში ავსტრალიაში 13:40 წააგო. ხატიაშვილი განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 73-ე წუთამდე ითამაშა. ჯაბამ 4-ჯერ შეუტია, 5 მეტრი მოიგო, 1 შემთხვევაში მცველი ჩამოიშორა, 10 ბოჭვა შეასრულა, საიდანაც 3 გაუცუდდა და 11-ჯერ აუტი ზუსტად მოაწოდა.
“სანვულვზი” 10 ქულით ბოლო ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფანტასტიკურ გამოცდილებას იღებს ჯაბა სუპერ რაგბში, წარმატება ვუსურვოთ ! ! !
ისე ჩემო ირაკლი ჯაბასთან ინტერვიუ არ გვაწყენდა, ბოლოსდაბოლოს პირველი ქართველია ვინც სუპერ რაგბი დააჭაშნიკა