დიდი 10

23:40 | 23.05.2018 | ნანახია 2006 - ჯერ

პირველად! იმერ-ამერი ქუთაისში!
დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად!

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დიდი 10-ის გასული სეზონის დასრულების შემდეგ, დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან!

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, 26 მაისს, იმერ-ამერის შეხვედრა ქუთაისში, ‘აია არენაზე’ 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

დასავლეთ საქართველოს ნაკრებს დიდი 10-ის ფინალისტის, ქუთაისის ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბექა ყურაშვილი უმასპინძლებს. 25-კაციანი განაცხადის ბირთვს დასავლეთ საქართველოს უძლიერესი გუნდის, აიას’ მორაგბეები შეადგენენ - 16. 7 მორაგბითაა წარმოდგენილი შარშანდელი ფინალისტი ‘ბათუმი’, ხოლო თითო-თითო მორაგბე ქუთაისის ‘ბაგრატიდან’ და ‘არესიდანაა’. შეგახსენებთ, გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ‘ბაგრატი’ დიდ 10-ს დაემშვიდობა, ხოლო ‘არესი’ პირველ ლიგაში თამაშობდა.

აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებს საქართველოს ჩემპიონის, თბილისის ‘ლოკომოტივის’ თავკაცი თემურ ბენდიაშვილი გაწვრთნის. მისი გუნდი უფრო მრავალფეროვანია და აღმოსავლეთის ერთბაშად 6 გუნდს წარმოადგენს. ყველაზე მეტი - 8 მორაგბე ჩემპიონი ‘ლოკომოტივიდანაა’, 6-6- მოთამაშით არიან წარმოდგენილი ექს-ჩემპიონი გორის ‘ჯიქი’ და ‘აკადემია’, სამით რუსთავის ‘ხარები’, ხოლო თითო-თითო მოთამაშე მარნეულის ‘არმაზიდან’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსიდანაა’.

ქუთაისი. ‘აია არენა’. 18:00

დასავლეთი - აღმოსავლეთი

დასავლეთი: ზურაბ ერისთავი (ბათუმი), ჟორჟ სალდაძე (აია), საბა ერემეიშვილი (აია), გიორგი ტორაძე (აია), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი), ტარიელ დონაძე (ბათუმი), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), გელა შალამბერიძე (აია), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), გუგა ხანთაძე (აია), ბადრი დანგაძე (აია), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), გიორგი როხვაძე (აია), თემურ თუთბერიძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია), თემურ ირემაძე (აია), ზურა ძნელაძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი გოგიტიძე (ბათუმი), თემურ კოხოძე (არესი), თორნიკე მანაგაძე (აია), გიორგი აბრამიძე (აია), დავით ლოსაბერიძე (აია), ბახვა კობახიძე (ბათუმი).

მთავარი მწვრთნელი: ბექა ყურაშვილი

მწვრთნელები: ლევან შარვაშიძე, ირაკლი დგებუაძე, ბესიკ ხამაშურიძე

აღმოსავლეთი: ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), გოგა ქადარია (აკადემია), ლევან ლომაური (აკადემია), მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), ნიკა პატარაია (ჯიქი), გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), გიორგი ილურიძე (აკადემია), ლევან დარასელია (ლოკომოტივი), ვახო ამირანაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი), თენგო პერანიძე (ლელო-სარასენსი), გიორგი ბასილაია (ხარები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ვახტანგ კავთიძე (ლოკომოტივი), სანდრო ილურიძე (აკადემია), დავით თაბუკაშვილი (ხარები), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), დიტო კიკნაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), ივა ხელაია (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა მინდორაშვილი, მიხეილ სუჯაშვილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08096