ბორჯღალოსნები

18:32 | 23.05.2018 | ნანახია 2219 - ჯერ

ბორჯღალოსნები | ზაფხულისთვის 40 ემზადება
გაფართოებული შემადგენლობა 4 მატჩისთვის

31 მაისს ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 ბორჯღალოსანი მოემზადება.

მათი ნაწილი უკვე თბილისშია და უახლოესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც მილთონ ჰეიგის შეგირდები 31 მაისს, 20 საათზე ‘დინამო არენაზე’ გამართავენ. ფიჯიზე, კერძოდ სუვაში გასამართი 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასზე’ წამსვლელთა სია მოგვიანებით დაზუსტდება.

შეგახსენებთ, ‘წყნარი ოკეანის თასზე’ 9 ივნისს ტონგას, ხოლო 16-ში მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით, 23 ივნისს კი ტოიოტაში იაპონიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გავმართავთ.

საზაფხულო გაფართოებულ შემადგენლობაში 23 მორკინალი და 17 ბექია. ზე რაგბის იაპონურ ფრანჩაიზში, ‘სანვულვზში’ გადასვლის შემდეგ, ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. გაფართოებულ შემადგენლობაშია გორის ;ჯიქის’ შუამარბი რევაზ ჯინჯიხაძე, რომელსაც ბორჯღალოსანთა კვართით ჯერ არ უთამაშია.

23 მორკინალიდან 19 ლეგიონერია - 15 საფრანგეთიდან და თითო-თითო იაპონიიდან, ინგლისიდან, უელსიდან და რუსეთიდან.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე. ხაზში საფრანგეთიდან ორი ლეგიონერი გვყავს, სამი ციმბირული კლუბებიდანაა, ხოლო დანარჩენი 12 დიდი 10-ის წარმომადგენელია.

მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ ოკეანეთისა და იაპონიის ტურნესათვის 33-კაციანი შემადგენლობა უახლოეს მომავალში დასახელდება:

„ტრავმებიდან დაბრუნებული მოთამაშეების გათვალისწინებით, ზაფხულის სანაკრებო ფანჯრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დავასახელეთ. ამ მორაგბეების ნაწილს, ნაკრების კვართით დიდი ხანია არ უთამაშიათ და ახლა ეძლევათ შანსი დაამტკიცონ, რომ სანაკრებო რაგბისთვის მზად არიან“.

„უახლოეს მომავალში დავასახელებთ 33-კაციან შემადგენლობას, რომელიც ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გაემგზავრება. მანამდე 31 მაისი და უმნიშვნელოვანესი მატჩია ‘ფრანგ ბარბაროსებთან’, რომელსაც ‘დინამო არენაზე’ გავმართავთ“.

საქართველოს ბორჯღალოსნები

2018 * გაფართოებული რაზმი "ფრანგ ბარბაროსებთან" საბურთაოდ
და ივნისის სამ-მატჩა ტურნესათვის [ტონგა | ფიჯი | იაპონია]

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

110

16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

71

9ლ 2სბ

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

29

5ლ 24გ 15ჯ 2ა [124 ქ]

გიორგი ფრუიძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1994

15

3ლ

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 9

4ლ 16გ 12ჯ [88 ქ]

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

6

3ლ სბ

მირიან მოდებაძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1997 3

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

109

22ლ [4 კაპ] 3სბ

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

84

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

46

6ლ სბ

გიორგი კვესელაძე

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1997 7

3ლ

რევაზ ჯინჯიხაძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1994 0

:

10

ლაშა ხმალაძე

ბათუმი [საქ დ 10]

1988

62

8ლ 4გ [48 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

მარნეულის არმაზი [საქ დ 10]

1995

7

:

9

გიორგი ბეგაძე

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1986

60

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

32

5ლ

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1993

23

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

32

10ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

31

5ლ

1

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

8

:

2

შალვა მამუკაშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1990 54

5ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

სან’ვულვზ [იაპ ზე 15]

1987

49

2ლ 2სბ

2

გიორგი ჭყოიძე

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1991

3

:

3

დუდუ ქუბრიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1986

45

2ლ წბ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

39

7ლ სბ

3

ირაკლი მირცხულავა

უაიონაკს [სფრ ტოპ 14]

1988 11

:

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

7

2ხ

გიორგი ჩხაიძე

ნის [სფრ ფედ2]

1981

100

10ლ [1 კაპ] 6სბ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ოსპრეიზ [უელ პრო 14]

1984

81

13ლ [5 კაპ] 6სბ

2ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

66

2ლ [15 კაპ] 3სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

54

2ლ 3სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

შონბრი [სფრ ფედ1]

1990

11

:

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

48

4ლ [1 კაპ] 2წბ 6სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

41

6ლ + 2შ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

ნარბონ [სფრ პრო დ2]

1991

26

6ლ + 2შ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

10

:

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

10

2ლ

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1996

7

სბ

3ხ

მიხეილ გაჩეჩილაძე

ენისეი [რუს სუპერ]

1990 5

2ლ

3ხ

გურამ შენგელია

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1992 1

:


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:39 | 25.05.2018
პანტელეიმონი (1218)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/20266')>0?'https://rugger.info/news/20266':'https://rugger.info/news/20266'))

ბატონ გია ნიჟარაძის რაგბი ევროპის თავკაცობაზე უკვე rugger.info-ში წერენ, კარგი იქნება, თუ გულშემატკივარი ვიაქტიურებთ ამ საკითხზე.

19:41 | 25.05.2018
GiorgiG83 (525)

თავად თუ ისურვებს
უკეთესი კანდიდატი რთულად, რომ მოინახოს

14:35 | 25.05.2018
beeq.777 (63)

ძალიან მინდა რომ ეგრე მოხდეს და ვგულშემატკივრობ ბატონ გიას.მჯერა ბევრ რამეს შეცვლის და გააკეთებს ყველას სასიკეთოდ.

23:30 | 24.05.2018
ogafa (407)

წარმატებები

11:20 | 24.05.2018
beeq.777 (63)

ნარიაშვილი სავარაუდოდ კლუბმა არგამოუშვა. გორგაძე, შარიქაძე, თხილაიშვილი ტავმირებულნი არიან. ბექამ კი დაიწყო ვარჯიში მაგრამ არაა მისი გამოძახება მიზანშეწონილი ჯერ. გელა U20 წასული. ფეიქრიშვილი და კოშაძის არგამოძახებაზე არვიცი და მაინტერესებს მიზეზი. სხვა მგონი ყველა არიან ნუ ბურჯებს თუ არჩავთვლით დიდი კონკურენციის გამო. მე პირადად ხატიაშვილი, კაკოვინის ნახვას ვისურვებდი.

10:43 | 24.05.2018
GiorgiG83 (525)

ბურჯების სელექციისას, როდესაც 3-4 ბურჯს უხმობს მწვრნელი 1-2 ტოველთვის არის ის ვინც აღნიშნულ პოზიციაზე გარდა იმისა, რომ საუკეთEსოა ჯდება მწვრთნელის სარაგბო ფილოსოფიაში, ხედვაში, ტაქტიკურ მონახაზში - ეს ორია მიხეილ ნარიაშვილი და კარლენ ასიეშვილი.
1-2 ნომრების შემდეგ (3-4) უკვე მწვრთნელი იტოვებს უფლებას უახლოვესი რეზერვის ფორმირებისას იხელმძღვანელოს არა საუკეთEსოს არჩევის პრინციპით, არამედ გათვლა ახალგაზრდებზე და შესაბამისად მომავალზე ამ/და მეორე ხარისხოვანი ტურნირებისთვის მისთვის კომფორტული ბურჯის "დაბევება"
ამ ლოგიკით კაკოვინი ან ძალიან ახლოს ან ახლოს დგას ნარიაშვილ-ასიეშვილის ტანდემთან, მაგრამ უდავოდ / ალბათ ჯობია ჟვანიას, თეთრაშვილს, მატარაძეს, თუმცა ეს უკანასკნელი 3 დღეს კონკრეტულ პოზიციაზე #1-ბას არ აცხადებს
შესაბამისად ნარიაშვილ-ასიეშვილის ფონზე მილტონის ხედვაში 1-2 ნომრად კაკოვინი არ მოიაზრება და ამ დონის ბურჯს მე-3 და მე-4 ნომრად არ "აცდენს" - სიღრმეს და რეზერვს ქმნის შედარებით ახალგაზრდა და "მომავლის" ბურჯებით

23:10 | 23.05.2018
თორღვა პანკელი (387)

იწყება ჩვენი თამაში, მაგრად დაჰკარით ლომებო! ბუკა და კოკი ძალიან დაგვაკლდებიან მაგრამ, ვონც მათ ჩაანაცვლებს დროებით იმედია კარგად დადგებიან.

23:00 | 23.05.2018
NIKA..01 (335)

კაკოვინზე მეც არ ვიცი ზუსტი მიზეზი..არადა ნამდვილად ძლიერი მორაგბეა.არ განვსჯი მწვრთნელის გადაწყვეტილებას,მაგრამ მიზეზი კი მსურს ვიცოდე.

20:35 | 23.05.2018
maxo_65 (458)

მაინც ვერ ხვდები და ვერც პასუხი მივიღე, კაკოვინზე რატომ ვთქვით უარი,თეთრაშვილი კარგია მაგრამ კაკოვინი ძალიან მაგარია

19:44 | 23.05.2018
krasni (587)

ერთი კვირეც და დაიწყება "ლომების პარადი". წარმატებებს გისურვებთ.

0.614314