ამბები

10:50 | 19.05.2018 | ნანახია 2060 - ჯერ

რაიან გიგზი „ოლ ბლექსისგან“ სწავლობს

უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზი, მაგალითს „ოლ ბლექსისგან“ იღებს.

„მე მომწონს ახალზელანდიური რაგბის ფილოსოფია. დენ კარტერთან საუბრის შემდეგ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჯერ კიდევ აქტიური მოთამაშე თავის მემკვიდრეზე ზრუნავდა და ბოდენ ბარეტს გამოცდილებას უზიარებდა. „ოლ ბლექსის“ ფილოსოფიაა, რომ გუნდი ცალკეულ მორაგბეზე აღმატებულია. მიუხედავად კონკურენციისა, კარტერი ზრუნავდა, რომ ბარეტი მასზე უკეთესი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია!

სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა იყოს გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის. ასაკოვანი მოთამაშეები ვალდებულნი არიან ყველაფერში დაეხმარონ ახალგაზრდებს და თავადაც განაგრძონ ზრდა. სწორედ ესაა იდეალური კონკურენცია“ - ამბობს გიგზი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081323