20-წლამდელები

18:35 | 18.05.2018 | ნანახია 2247 - ჯერ

20წ | ბოლო მატჩი გამგზავრებამდე
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისის საგრაფოებთან

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთში გამგზავრებამდე, უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო საკონტროლო მატჩს ხვალ ‘ავჭალაზე’ გამართავენ.

19 მაისს, 20 საათზე, ილია მაისურაძის შეგირდები ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. მწვრთნელები უმეტესად შანსს იმ მოთამაშეებს მისცემენ, რომელთაც მოსამზადებელი ეტაპის მსვლელობისას მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ და ახლა უნდა დაამტკიცონ, რომ საფრანგეთში გამგზავრებას იმსახურებენ.

საგრაფოების წინააღმდეგ 25 მოთამაშე ითამაშებს, ანუ მარქაფაში ჩვეულებრივზე ორით მეტი მორაგბეა. სასტარტო შემადგენლობაში ორი ლეგიონერია: მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისიდან, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი შარშანაც ითამაშა და ბურჯი ლუკა აზარიაშვილი საფრანგეთიდან. ის 18-წლამდელთა ნაკრებიდან წელს დაწინაურდა. მარქაფაშია კიდევ ერთი ლეგიონერი საფრანგეთიდან - ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი.

ქართული კლუბებიდან განაცხადში 6-6 მოთამაშეა გორის ‘ჯიქიდან’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსიდან, 4 ქუთაისის ‘აიადან’, ორ-ორი ‘არმიადან’ და ‘არმაზიდან’ და თითო-თითო ‘ბათუმიდან’ და ‘ხარებიდან’.

განაცხადში ხუთი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშან ითამაშეს. ესენი არიან თედო აბჟანდაძე, ლაშა ჯაიანი, თორნიკე ჯალაღონია, ალექსანდრე კალმახელიძე და გიორგი წიკლაური.

შემადგენლობასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს:

„ეს არის პირველი და სარეზერვო მოთამაშეების ნაზავი. რეალური წნეხის ქვეშ გამოვცდით იმ ბიჭებს, რომელთა დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გვაქვს და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ შემადგენლობაზე, რომელიც საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება“.

ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელებთან მატჩის დასრულების შემდეგ, მწვრთნელები საბოლოოდ შეარჩევენ იმ 26 მორაგბეს, რომლებიც საფრანგეთში ქვეყნის სახელით ითამაშებენ, ხოლო დანარჩენები 20-წლამდელთა სარეზერვო გუნდს შეუერთდებიან და იმავე საგრაფოებთან 25 მაისს რუსთავში გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან.

19 მაისი. 20:00 | ავჭალა

საქართველო U20 - ინგლისის საგრაფოები U20

სასტარტო XV: 15. გიორგი მიქანაძე (არმია), 14. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. მიხეილ ალანია (ჯიქი); 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლუკა გელაშვილი (ჯიქი), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენს), 7. თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი).

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე (ბათუმი), 17. გიორგი ახალაძე (აია), 18. გია ხარაიშვილი (არმაზი), 19. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენს), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 23. ბექა აბულაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ზურა ქავთარაძე (ხარები), 25. ლაშა მაჭარაშვილი (მონ დე მარსან, საფრანგეთი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:55 | 19.05.2018
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

23:44 | 18.05.2018
თორღვა პანკელი (387)

არ იქნებოდა ურიგო თუ მოგვცემდნენ თვალყურის მიდევნების საშვალებას გულშემატკივარს.

21:20 | 18.05.2018
krasni (587)

სამხრეთ აფრიკიდან გაჭირდა ტრანსლიაცია, მაგრამ თბილისიდანაც? გულშემატკივრები მონატრებული ვართ.

19:35 | 18.05.2018
geogoli (367)

ტრანსლაცია ალბათ არ იქნება, როგორც წინა წლებში...

0.103016