დღეს დილით საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპზე, მოსკოვში გაემგზავრა.
ტრადიციულად, ევროპის გრან პრი ოთხ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპს 19-20 მაისს მოსკოვი უმასპინძლებს, 30 ივნისსა და 1 ივლისს მეორე ეტაპია და ის საფრანგეთში, ‘მარკუსიზე’ გაიმართება, 7-8 ივლისს მესამე ეტაპია და მას ექსეთერი (ინგლისი) მასპინძლობს, ხოლო დასკვნითი ეტაპი პოლონეთში, ლოძში 8-9 სექტემბერსაა ჩანიშნული.
თითოეულ ეტაპზე გუნდებს დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები ეწერებათ და ოთხი ეტაპის ჯამში, სამი მოწინავე (გარდა იმ გუნდებისა, რომლებიც მსოფლიო სერიაში უკვე თამაშობენ) ჰონკონგის ტურნირის საგზურს იღებს, რომელიც თავის მხრივ მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპია.
ორი ლიდერი და ერთი დებიუტანტი
ჩვენი 7-კაცა მოსკოვის ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს და ის საქართველოს დროით 12:28 საათზე დაიწყება. მეორე მეტოქე მასპინძელი რუსეთია და მას 15:35 საათზე ვეთამაშებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს გრან პრის დებიუტანტ შვედეთთან დავასრულებთ. ეს თამაში 17:58 საათზე დაიწყება. 20 მაისს ფლეი ოფებია, სადაც საქართველოს პირველი მეტოქე ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა და მეტოქეების შესახებ ამბობს:
„ჯგუფში ორი ძლიერი მეტოქე გვყავს რუსეთისა და საფრანგეთის სახით, ხოლო მესამე შვედეთია, რომელმაც შარშან ‘ალაფა’ მოიგო და ელიტაში ამოვიდა“.
„პირველი მეტოქე საფრანგეთია, რომელიც მოსკოვში მეორე შემადგენლობით მოდის. მე ამ გუნდის მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და კერძო საუბარში მითხრეს, რომ მეორე გუნდი პირველს არაფრით ჩამოუვარდება. ის დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით, რომლებიც პროფესიონალებში დასამკვიდრებლად იბრძვიან და დიდი მოტივაცია აქვთ. წლის განმავლობაში საფრანგეთის მეორე ნაკრები 10-მდე ტურნირს თამაშობს და კარგადაა შეთამაშებული“.
„მეორე თამაში მასპინძელ რუსეთთან გვიწევს, რომელსაც 7-კაცაში სერიოზული ამბიციები აქვს. ეს გუნდი მსოფლიო სერიაზე თამაშობდა და გამოვარდა, ახლა კი მიზნად უკან დაბრუნება აქვს დასახული. მათთან ძალიან მძიმე თამაში გვექნება. დღის ბოლოს დებიუტანტ შვედეთს შევხვდებით. ჩვენ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. სისტემიდან გამომდინარე, ყველა თამაშში მოპოვებულ თითო ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველ დღეს მინიმუმ ერთი თამაში უნდა მოვიგოთ და მოწინავე 8 გუნდს შორის მოვხვდეთ“.
გრან პრის „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, გერმანიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები თამაშობენ, ხოლო „გ“ ჯგუფში ესპანეთის, უელსის, ინგლისისა და იტალიის ნაკრებები არიან. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის, ხოლო დანარჩენი 4 მე-9 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ოთხი ლეგიონერი
გასულ კვირას 7-კაცამ მარტყოფის ბაზაზე 4-დღიანი შეკრება გაიარა, რომლის დროსაც ორი მორაგბე დაშავდა და მწვრთნელებს გეგმების შეცვლა მოუწია.12-კაციან განაცხადში 3 ლეგიონერი საფრანგეთის ფედერალ1-ის კლუბებიდანაა, ერთი რუსეთის პრემიერლიგიდან, ხოლო დანარჩენები დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენენ:
„გვსურდა, რომ დიდი 10-ის ფინალში მონაწილე იმ მორაგბეებისთვის, რომლებმაც 80 წუთი ითამაშეს, დასვენების საშუალება მიგვეცა, მაგრამ შეკრებაზე ორი მოთამაშე დაშავდა და ‘ლოკომოტივიდან’ რამაზ ხარაზიშვილს, ხოლო ‘აიადან’ ზურაბ ძნელაძეს ვუხმეთ. ეროვნულმა ნაკრებმა დაგვითმო და მოსკოვში მოდის გიორგი ფრუიძე. ჩვენ ამ ბიჭებს ვენდობით და გვჯერა, რთული მიზნის შესრულებას მოვახერხებთ“.
მოსკოვში მიემგზავრებიან:
გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), გიორგი სორდია (შამბერი, საფრანგეთი), ზურაბ ძნელაძე (აია), თორნიკე მანაგაძე (აია), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), საბა შუბითიძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (კრასნი იარი, რუსეთი), დავით მესხი (არმია).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ბესიკ ხამაშურიძე
ევროპის გრან პრი (ოთხ ეტაპად)
პირველი (მოსკოვის) ეტაპი. 19 მაისი
საქართველო - საფრანგეთი (12:28 საქ. დრო)
რუსეთი - საქართველო (15:35)
საქართველო - შვედეთი (17:58)
20 მაისი. ფლეი ოფები
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამარცხვინო გამოსვ;ლა იყო @ კაი ბატონო ფრანგებთან და რუსებთან შანსი არ გვქონდაო და შვედებთან ასე უგერგილო და უაზრო თამაში და ასე სამარცხვინო წაგება ?? საერთოდ უნდა დაიშალოს ეს შვიდკაცა თავის უფროსებიან ტრენერებიან მოთამაშეებიანად და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ ! ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ 15 და 7 კაცა რაგბი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება @@
ამ გუნდს არც მწვრთნელის ხელი ეტყობა, არც მომზადების, არც ფედერაციის უფროსობის ნამუშევარი. მორაგბეები შემეცოდნენ.
არც მე მაქვს რაიმე წარმატების იმედი ამჯერად.
15 კაცას მოთამაშეების "მოცდენა" სა 7_კაცოდ შეიძLება არც იყოს სწორი გადაწყვეტილება ამიტომ არაბორჯღალოსანთა მხრიდან 7_კაცაში დიდი შედეგები დიდი_10 -ის რეზერვით შეუძლებელია
ნაკრების ბექებიდანაც 7_კაცაში 3/4 ანუ 11-14-15 და 9-10 ნომრები თუ გამოდაგდება (კაჭი, ბუკა, თაზო არ არიან მაგ სპორტისთვის)
ანუ გრჩება სოსო, სიჭი, კოშა, ვასკა, გელა ჰადაჰა კვესო - ისევ მორბენალი და ფინტის მქონე ბიჭები უნდა ეძებო და ისევ უმეტესობა დიდი-10 ში
მოკლედ ამ ატაპზე ჩვენი შვიდკაცა ჩვენსავე ფეხბურთს ვერაფრით აღემატება შედეგიანობაში თუ აქეთ არ ჩამორჩება, თუმცა მორაგბეების სხვანაირი ხასიათის იმედი მაქვს და ისევ იმედიანად ველი ამ ტურნირსაც. თუმცა მწვრთნელების უკეთესით ჩანაცვლების სურვილი მაინც მაქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების გამო. არ მჯერა რომ ჩვენ ბიჭებს მეტის პოტენციალი არ აქვთ.
აბსოლუტურად გეთანხმები! მეც არ მჯერა რომ ამაზე მეტი პოტენციალი არ გვაქვს 7-კაცაში და დროა უკვე ძირეული ცვლილებები განხორციელდეს, განსაკუთრებით სამწვრთნელო შტაბში.
საერთოდ ასე იყო ხოლმე ეროვნულ XV კაცა ნაკრებამდე ერთგვარი ფილტრი 7_კაცა და ამ ლოგიკით:
მჭედლიშვილი და შუბითიძე (აკადემიაში არ დაბრუნდა, ბათუმში გადავიდა?) ნაცადია, სპანდერაშვილი შეკრებაზე ნამყოფია - აკვირდებიან
ძნელაძე და ხარაზიშვილი 7-კაცაში განიხილება მხოლოდ (მინიმუმ დღესდღეობით), ფრუი ხან ისე და ხან ასე...
მანაგაძის გამოძახება სიახლეა, მოძღვრიშვილი რამდენად მო_7-კაცეა არ ვიცი, მე ვთვლი რომ ნაკლებად
მესხი და იურინი 7-კაცას უშინაურდება და მიხარია, ისევე როგორც გოგოლაძე, თუმცა გოგოლაძე რამდენად მო_7_კაცეა ასევე ცალკე საკითხია
ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა გიო სორდიას გამოძახება იყო: კაცმა რაგბიXV ჯერ მე-2 ხაზში დაიწყო, შემდეგ მე-3 ხაზში "გადავიდა" და ამ ფონზე თუ 7_კაცასაც "გაქაჩავს" და ამით მილტონის ყურადღებას მიიპყრობს - მხოლოდ გამიხარდება, საინტერესოა ამ ბიჭის საქმეში (რაგბი XV) ხილვა